დედა ტერეზას ბნელი მხარე


დედა ტერეზა დღესდღეობით კეთილის, გულმოწყალეს, ქველმოქმედისა და უანგაროს სინონიმია. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ფაქტები მიანიშნებენ, რეალური დედა ტერეზა იყო ავტორიტარული თაღლითი, რომელიც იმ პერიოდის ცნობილ კრიმინალებთან თანამშრომლობდა.

განაგრძე კითხვა

საიდუმლო ორგანიზაციები


● თავის ქალა და ძვლები
თავის ქალისა და ძვლების ორდენი, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო საზოგადოება, თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „სიკვდილის საძმო”. ეს არის აშშ-ის სტუდენტთა ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაცია. დაარსდა 1832 წელს და მასში გაწევრიანების საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. მისი წევრები დღემდე ატარებენ მასონურ რიტუალებს, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იკრიბებიან სპეციალურ შენობაში, რომელსაც ეძახიან „აკლდამას”.

იელის უნივერსიტეტის არქივის გამგისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ჯუდი შიფის თქმით, ორგანიზაციის წევრთა ვინაობა 70-იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო, რიტუალები კი მაშინაც ტარდებოდა. იელში სწავლის პერიოდში მისი წევრები იყვნენ მამა-შვილი ბუშები. სხვა წევრებმაც ასევე წარმატებას მიაღწიეს და სახელი გაითქვეს.

თავის ქალისა და ძვლების შესახებ ბევრი შეთქმულების თეორიაა გავრცელებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაფუძნებულია ამ ორგანიზაციის წევრებზე. თუმცა სააგენტომ 2007 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეს მოსაზრება უარყოფილია.

განაგრძე კითხვა

WWF-ის კრეატიული რეკლამები


ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, ბუნების, გარემოსა და ცხოველების გადასარჩენად იბრძვის. ბუნების დაცვის ორგანიზაციებს შორის ის ყველაზე მსხვილია და მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც ასზე მეტ ქვეყანაში არიან დასაქმებულნი. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტია ეკვადორელი (წარმოშობით ქართველი) გარემოს დამცველი იოლანდა კაკაბაძე. ერთ-ერთი რამ, რითიც ეს ორგანიზაცია გამოირჩევა, არის კრეატიული და დამაფიქრებელი რეკლამები.

განაგრძე კითხვა