როდის, როგორ და რატომ დატოვებენ ადამიანები დედამიწას?


დედამიწა ჩვენი სამუდამო თავშესაფარი ვერ იქნება. დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში გაფართოებადი მზე ამოაშრობს ოკეანეებს და ეს ლურჯი პლანეტა სამყაროში არსებულ სიცოცხლისთვის უვარგის მრავალ პლანეტათა რიცხვს შეუერთდება. თუმცა მანამდე შეიძლება ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახებამ მოუღოს ბოლო აქაურობას. უფრო მეტიც, დედამიწას ელის მისი ორბიტული გზის სიახლოვეს მქროლავი 1000 კმ სიგანის ასტეროიდების მესამედის ჩამოცვენა – ეს მოვლენა ყოველ 300 000 წელიწადში ერთხელ ხდება.


 
რატომ?

1989 წელს გაცილებით პატარა ასტეორიდმა, რომლის ჩამოვარდნაც 1000 ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტი იქნებოდა, დედამიწის ორბიტა გადაკვეთა იმ წერტილში, სადაც ჩვენი პლანეტა 6 საათით ადრე იმყოფებოდა. „Lifeboat Foundation”-ის ასობით მკვლევარი იძიებს კაცობრიობის არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს და მათი დაანგარიშებით, კატასტროფული მოვლენის მოხდენის ალბათობა 300 000-დან 1-ია. „თუკი ჩახმახის წვალებას დიდხანს გავაგრძელებთ, საბოლოოდ ამას ჩვენი განადგურება მოჰყვება და არც იმის ალბათობა არსებობს, რომ მეორე შანსი მოგვეცემა.”

იმ ხიფათების უმეტესობა, რომლებიც პლანეტის დატოვებას გვაფიქრებინებს, რეალურად ადამიანის ხელითაა გამოწვეული და შესაძლოა, სულაც არ იყოს შორეული მომავლის საქმე. ენერგიის რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად მოვიხმართ, იმ ზღვარზე გაცილებით მეტია, რომლის გადაჭარბებაც პლანეტას საფრთხეში აგდებს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ანგარიშით, 2030 წლისთვის ჩვენ მიერ წლიურად მოხმარებული ბუნებრივი რესურსები ორი პლანეტის ექვივალენტური იქნება. კატასტროფების ეპიდემიოლოგიის კვლევის ცენტრის მიხედვით, გვალვების, მიწისძვრების, თავსხმა წვიმებისა და დატბორვების შემთხვევები გასულ დეკადაში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე 1980-იანებში და 54-ჯერ მეტი, ვიდრე 1900-იანებში, როცა მსგავსი აღრიცხვები დაიწყეს. ზოგიერთი სცენარის მიხედვით, კლიმატის ცვლილება გამოიწვევს წყლის ნაკლებობას, სანაპირო ზოლების შემცირებასა და მასიურ შიმშილობას. საბოლოოდ კი მსოფლიოს ბოლოს მოუღებს სასიკვდილო ვირუსი, ბირთვული ომი ან, როგორც „Lifeboat Foundation”-ი გვაფრთხილებს, მუდმივად განვითარებადი მძლავრი ტექნოლოგიის დაუდევარი გამოყენება. გამომდინარე იმ ზიანიდან, რასაც პლანეტას ვაყენებთ, დედამიწის დატოვება შეიძლება იმიტომაც გახდეს საჭირო, რომ ის უბრალოდ გადარჩეს, საბოლოოდ კი ერთგვარი კურორტი გახდება, რომელსაც ადამიანები დროგამოშვებით ეწვევიან, როგორიცაა მაგალითად იოსემიტი.


ამჟამად არსებული საფრთხეების ნაწილი ცუდ შედეგს მალევე გამოიღებს. კლიმატის ცვლილება უკვე დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა საქმიანობაზე, ჩვენმა პლანეტამ კი ერთხელ უკვე გადაიტანა ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენება, როცა მას უზარმაზარი ასტეორიდი დაეჯახა. „დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ჭკუა, შეექმნათ ადეკვატური ცივილიზაციები, რისი მეშვეობითაც კოსმოსს მიაშურებდნენ”, აცხადებს ტიჰამერ ტოტ-ფეჯელი, ზოგადი დინამიკის მოწინავე საინფორმაციო სისტემების კვლევის ინჟინერი. „ასე რომ ამ საკითხში ჩვენსა და მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა.” ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ქიმიკოსის, რობერტ შაპიროს თქმით, ნებისმიერი სახის კატაკლიზმური მოვლენის გარდაუვალობა იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ცივილიზაციის ასლი და გავუშვათ კოსმოსში, რათა ამ გზით საფრთხეს გავარიდოთ. მსგავს რამეზე საუბრობდა 2005 წელს „ნასას” იმჟამინდელი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი: „თუკი გვინდა, რომ ასობით და ათასობით მილიონ წელს ვიარსებოთ, დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ სხვა პლანეტების ათვისებას. ერთ დღესაც, არ ვიცი როდის, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, დედამიწის გარეთ უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე თავად დედამიწაზე.”

 
სად?

არჩევანი დიდია. „ნაციონალური კოსმოსური საზოგადოება”, რომლის 12 000 წევრიც კოსმოსში კოლონიზაციების შექმნის საკითხზე მუშაობს, გვთავაზობს ვარიანტს, რომ ჯერ იმ პლანეტას მივაშურებთ, რომელსაც სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ექნება. 2000 წელს 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „ნასამ” განაცხადა, რომ კოლონია შეიძლება მთვარის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიღრმეშიც შეიქმნას ან მოთავსდეს რომელიმე კრატერში და ზემოდან გადაიხუროს, რათა ამ გზით დაცული იყოს მაღალი სიხშირის კოსმოსური რადიაციული დაბომბვისგან, რაც ჩვენი დნმ-ის დაზიანებასა და სიმსივნეების წარმოშობას გამოიწვევს. „ნასას” კვლევა მოიცავს იმ იდეასაც, რომ ადამიანები ააგებენ ატომურ ელექტროსადგურს, მზის ენერგიის პანელებს და გამოიყენებენ სხვადასხვა გზებს მთვარის ზედაპირისა და სიღრმეებიდან ნახშირბადის, სილიკონის, ალუმინისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მოსაპოვებლად. „ნაციონალური კოსმოსური საზოგადოება” 2008 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ მთვარე ყველაზე ლოგიკური ვერსიაა გადასაბარგებლად, რადგან იქ არის ყინული და სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობები, შესაბამისად შეგვიძლია ავაგოთ მუდმივი ბაზები, სასტუმროები და კაზინოებიც კი.

კოსმოსში დასახლების მომხრე სხვა ორგანიზაციები გვთავაზობენ, საერთოდ გამოვტოვოთ მთვარის ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლოსაა და ადამიანები იქ უკვე ყოფილან, იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის თანამგზავრები უფრო დიდი რაოდენობით შეიცავენ წყალს, ნახშირბადს ან აზოტს. მაგრამ მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად მარსი ჰგავს. „მარსის მთვარესთან შედარება იგივე ჩრდილოეთ ამერიკისა და გრენლანდიის შედარებაა”, ამბობს რობერტ ზუბრინი, „მარსის საზოგადოების” ხელმძღვანელი. მთვარისგან განსხვავებით, მარსს ცოტაოდენი ატმოსფეროც აქვს, რაც კოსმოსური გამოსხივებისგან დაგვიცავს, ასევე გააჩნია დედამიწის გრავიტაციის 40%.


2002 წელს „ნასას” მარსის ოდისეის კოსმოსურმა ხომალდმა კონტინენტის ზომის ყინულის რეგიონები აღმოაჩინა წითელ პლანეტაზე, 2008 წელს კი რობოტმა ხომალდმა „ფენიქსმა” ყინულის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მიწაში საკმარისი ნახშირბადია იმისთვის, რომ მცენარეები აღმოცენდეს, ხოლო დღის ტემპერატურა ზოგჯერ +21 გრადუსს აღწევს ცელსიუსით. დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს პლანეტის ფორმირება – მიწისქვეშა ყინულის ან ყინულოვანი ასტეროიდის დაცემის შედეგად გაჩნდეს პატარა ოკეანე, მოგვიანებით შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომელიც სუნთქვას შესაძლებელს გახდის და კოსმოსური რადიაციისთვის უკეთესი ფარი იქნება.

ყველა ეს ვერსია შეგვიძლია მოვაქციოთ კატეგორიაში, რომელსაც აიზეკ აზიმოვი „პლანეტარულ შოვინიზმს” უწოდებდა. მაგრამ შესაძლოა, ჩვენ არა პლანეტაზე ან თანამგზავრზე, არამედ ღია კოსმოსში დავსახლდეთ. ფინანსურად, და შეიძლება ტექნოლოგიურადაც, შეუძლებელია დედამიწიდან იმდენი რესურსის ამოღება, რომ ამხელა სტრუქტურა შეიქმნას. თუმცა ამ მასალის მიღება შეგვიძლია დედამიწასთან ახლოს მყოფი ასტეროიდებისგან. 1974 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ჟერარდ ო’ნილმა წარმოადგინა მასიური ორბიტული თავშესაფრის დიზაინი, რომელიც შედგებოდა ღერძის გარშემო 1 ბრ/წთ სიჩქარით მბრუნავი უზარმაზარი ცილინდრებისგან, რაც საკმარისი იყო ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად. მიზიდულობის ძალისგან თავისუფალ კოსმოსში შესაძლებელია იმხელა სტრუქტურების შექმნა, რომ ათასობით ან მილიონობით ადამიანი დაიტიოს. ო’ნილის ვერსია 30 კმ სიგრძის ტყუპ ცილინდრებს წარმოადგენდა, თავად სტრუქტურის შიდა ზედაპირის ფართობი კი 1300 კვ. კმ იქნებოდა.

ღია კოსმოსში მყოფი სტრუქტურის უპირატესობა ისიცაა, რომ მნიშვნელობა არ ექნება, დედამიწასთან ახლოს ვიქნებით თუ ასობით წლების განმავლობაში რომელიმე სხვა პლანეტის მიმართულებით ვიფრენთ. ნაგებობა უბრალოდ მოიხმარს იმ რესურსებს, რომლებსაც გზაში შემხვედრი ასტეროიდებისა და კომეტებისგან მიიღებს.

 
როგორ?

პირველი საკითხი უბრალოდ დედამიწის მიზიდულობის დაძლევაა. „თუკი ხომალდს ორბიტაზე გაიყვან, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია”, ამბობდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი რობერტ ჰაინლაინი. კოსმოსური შატლის თითოეული გაშვება 450 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო უპილოტო ხომალდის გაშვება, რომელიც ტვირთს გადაიტანს, 1 ფუნტზე (453 გრამი) 12 000 დოლარი დაჯდება. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კი მოდის იმ საწვავზე, რომელიც პირველი 150 კმ-ის დასაფარადაა საჭირო.

ამ დაბრკოლების გადასალახად ინჟინრებს მრავალი ურაკეტო სისტემის მოდელი აქვთ შექმნილი. ცივი ომის პერიოდში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იკვლევდა, რამდენად შესაძლებელი იყო გიგანტური ზარბაზნის გამოყენება, რათა ტვირთი ორბიტაზე გაეტანათ. ფიზიკოსი დერეკ ტიდმანი კი მასიური ცენტრიფუგის იდეას აყენებდა, რომელსაც „სლინგატრონს” უწოდებდა. მისი მეშვეობით ობიექტები მანამ იბრუნებდნენ, ვიდრე გრავიტაციისგან თავის დასაღწევად საკმარის სიჩქარეს არ განავითარებდნენ. ხოლო ბევრი ინჟინერი 100 000 კმ სიგრძის კაბელზე მოძრავი კოსმოსური ლიფტის მაცდური იდეით იყო მოხიბლული. 2000 წელს „ნასამ” კომპანია „Carbon Designs”-ის დამაარსებელი ბრედ ედვარდსი 570 000 დოლარით დააფინანსა, რათა ამ იდეის რეალურობა დაედგინა. ედვარდსის მოსაზრებით, კოსმოსური ლიფტის აგებას მაქსიმუმ 14 მილიარდი დოლარი დასჭირდება მას შემდეგ, რაც ნანოტექნოლოგიის განვითარებით კაბელისთვის საჭირო ძალიან თხელი და იმავდროულად ძალიან ძლიერი მასალის დამზადება იქნება შესაძლებელი.

2010 წლის ნოემბერში „ნასას” ყოფილმა ასტრონომმა ფრანკლინ ჩენგ დიასმა განაცხადა, რომ შესაძლებელია იონური ძრავის მქონე რაკეტის შექმნა, რომელიც მარსამდე დაახლოებით 6 თვეში მიაღწევს. იაპონურმა ზონდმა, რომელსაც 0.0075 მმ სისქის ნაწილებისგან შემდგარი 14 მეტრიანი მზის პანელი ჰქონდა და მზის ფოტონების წნევით მოძრაობდა, ვენერასკენ გეზი 2010 წლის დეკემბერში აიღო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიუახლოვდება მას. მომავალში შესაძლებელია, საწვავად გამოყენებულ იქნას ჰელიუმ-3, რომელიც მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე საკმაოდაა. „ნასა” ასევე იკვლევს, შესაძლებელია თუ არა კოსმოსურმა ხომალდმა სასარგებლო ნივთიერებები მოიპოვოს იმ 40 ასტეროიდიდან, რომლებიც პერიოდულად დედამიწასა და მარსს ჩაუვლიან ხოლმე.


„ნასას” ფიზიკოსი მარკ მილისი ოპტიმისტურად უდგება საკითხს და ამბობს, რომ ჩვენ მომავალში ავითვისებთ უფრო განვითარებულ მეთოდებსაც, როგორიცაა ჭიის ხვრელის მეშვეობით ტელეპორტაცია და სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. ხოლო ლაზერული ტექნოლოგიის განვითარება საშუალებას მოგვცემს, თუნდაც დროებით, შევქმნათ ენერგიის გარკვეული დონე, რითაც დავაკვირდებით სივრცის გამრუდების ეფექტებს და სხვადასხვა იდეების თეორიულ შესაძლებლობებს განვიხილავთ.

„ნაციონალური კოსმოსური საზოგადოების” კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰოპკინსი აყენებს ვარაუდს, რომ ერთ დღესაც თვითგამრავლებადი ნანორობოტები გაიგზავნებიან ასტეროიდზე და მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ. შეიძლება მთვარეზე ან რომელიმე პლანეტაზე დაეშვან, სადაც გამრავლდებიან და შემდეგ ღია სივრცეს მოედებიან, რათა შექმნან ადამიანთათვის საჭირო სამრეწველო ცივილიზაცია. შეიძლება ადამიანის დნმ-იც წაიღონ და საჭირო დროს მათგან ხალხი შექმნან. ჰოპკინსის თქმით, ჩვენი ევოლუციური პროცესები სულაც არ დასრულებულა, შეიძლება ოდესღაც საკუთარი თავები მგრძნობიარე რობოტებად ვაქციოთ და აღარ დაგვჭირდება კოსმოსური რადიაციისგან დაცვა, შესაბამისად დასახლებისთვის ვარგისი ტერიტორიების არეალიც უფრო გაფართოვდეს. ჰოპკინსის წარმოსახვაში არსებული ვარიანტი, რომელიც ადამიანებს სქესისა და ფიზიკური ორგანიზმის არმქონე არსებებად სახავს, არც ისე რომანტიკულია. „შეიძლება ასეცაა, მაგრამ რომანტიკაზე არაფერი გიკითხავთ”, ამბობს ის.

დაახლოებით 20 წელიწადში მარსზე მუდმივი ბაზა მზად იქნება. ამის განხორციელებას უზარმაზარი ფინანსები სჭირდება, მაგრამ „ნასა” უკან არ იხევს, რადგან ამით ჩვენი მოდგმის გადარჩენის შანსი იზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ისე ცოტა ადამიანი გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სამუდამოდ დატოვოს დედამიწა.

 
როდის?

რიკ ტუმლინსონი, „Space Frontier Foundation”-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ კოსმოსში გაჭრა მხოლოდ სათანადო მოტივის არსებობის შემთხვევაში მოხდება. ამ მოტივებად ის ასახელებს კოსმოსურ ტურიზმს, ატმოსფეროსგარე ადგილებში განხორციელებულ სამთამადნო საქმესა და ღია კოსმოსში მზის ენერგიის მოპოვებას, რათა შემდეგ დედამიწაზე გადმოიგზავნოს. „მუდმივი ადამიანური დასახლებები მაშინ გაჩნდება, როცა ამას ფინანსური დაინტერესებაც ექნება”, ამბობს ის.

თუმცა დედამიწის გარეთ სიცოცხლის გაგრძელების ვარიანტებს „ნასა” ფინანსური კუთხის გარეშეც იკვლევს. 2010 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდზე 2025 წელს, მარსზე კი 2030-იან წლებში სამთამადნო საქმიანობის განხორციელების შესახებ. იმავე წლის ოქტომბერში კი „Darpa” პრეს-გამოცემაში საუბრობდა პროგრამის შესახებ, რომლის მიზანიც „100 წლიანი ვარსკვლავთშორისი ხომალდის” შექმნის ალბათობის განხილვაა. მათი თქმით, „ეს იქნება პირველი ნაბიჯი კოსმოსის კვლევის შემდეგ ეტაპში – მოგზაურობა ვარსკვლავებს შორის”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით, თუ როგორი გავლენა ექნება კოსმოსურ გამოსხივებასა და ნულოვან გრავიტაციას ადამიანის სხეულსა და გონებაზე, რადიაციისგან დამცავი კარგი სპეცტანისამოსი კი დღემდე არ შექმნილა. „რაც ხელმისაწვდომია, უსაფრთხო არაა. რაც უსაფრთხოა, ხელმისაწვდომი არაა”, ამბობს დენის ბუშნელი, ლონგლის სახელობის „ნასას” კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერი.


ბუშნელი მართალია, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში მაინც, მაგრამ კვლევა-ძიება ხშირად რისკს მოითხოვს. გრეგორი ბენფორდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის დარგში, პარალელს ავლებს ნორვეგიელ ვიკინგთან, რომელიც ამერიკის კონტინენტს კოლუმბამდე 5 საუკუნით ადრე ეწვია. „ჩვენ, ამერიკელებს, ხშირად გვგონია, რომ კოსმოსის კოლუმბები ვართ და დიდ აღმოჩენებს ვაკეთებთ, მაგრამ ვშიშობ, რეალურად ლაიფ ერიქსონები ვართ. მივდივართ, ვატარებთ ცდებს და მათი დიდი ნაწილი დავიწყებას ეძლევა.”

მკვლევარები, ინჟინრები და ასტრონომები, რომლებიც კოსმოსში დასახლებას გარდაუვლად და ადამიანური პროგრესის შემადგენელ პროცესად თვლიან, გვთავაზობენ, საკითხს სხვანაირად შევხედოთ. ჩვენ მშრალ მიწაზე განვვითარდით, აფრიკის სავანებში პრიმატებად ჩამოვყალიბდით, შემდეგ კი მთელ პლანეტას მოვედეთ. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ოდესმე სატურნის თანამგზავრ ტიტანზე კოლონიებს შევქმნით ან კოსმოსში ვიმოგზაურებთ ხომალდებით? იმის მიუხედავად, ამის მიღწევას რამდენი დრო დასჭირდება, უამრავი სარგებელი ექნება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

დედამიწის მიღმა დასახლებების შექმნის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საკვების ზომიერი განაწილება და შიმშილის დაძლევა, მოხდება ტრანსპორტირების რევოლუცია, კოსმოსში მზის ენერგიის ათვისება კი მკვეთრად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას სასარგებლო წიაღისეულზე.

Advertisements

42 responses to “როდის, როგორ და რატომ დატოვებენ ადამიანები დედამიწას?

  1. giochafrava 27/05/2012, 11:52 AM

    ძალიან საინტერესო სტატიაა კარგად მიგნებული თემა. ერთი მითხარი მეგობარო შენ რომელი ვარიანტი უფრო სწორი და რეალური გგონია. მე თუ მითხავთ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს უნდა მოვშორდეთ იმიტომ რომ თუ დედამიწას რამე მოუვა არავინიცის მთვარე როგორ შეიცვლება ამით თუ კოლონიას ვაშენებთ უფრო ნაკლებ რისკიანი პლანეტა რო მოვნახოთ ჯობია მგონი შენ რას იტყვი

    Like

    • Charlius 27/05/2012, 1:41 PM

      მადლობა 🙂

      პირადად ჩემი აზრით, მთავარი ისაა, დედამიწიდან გაფრენისას ტექნოლოგია რა დონეზე იქნება. მე ყველაზე კარგ ვარიანტად მომთაბარეობას ვთვლი, ანუ მიაშურონ რომელიმე პლანეტას, ამოწურონ მისი რესურსები და შემდეგ სხვა ადგილი ეძებონ. მაგრამ საამისო დონემდე მიღწევას ძალიან დიდი დრო უნდა. მიჩიო კაკუ ამბობს, რომ დედამიწის დატოვება 10 000 წელიწადში მოგვიწევს. ალბათ ამ დროისთვის მზად იქნება კაცობრიობა, რომ მზის სისტემას გაცდეს და დედამიწის მსგავს პლანეტაზე დაიდოს ბინა. მზის სისტემაში კი მარსი მგონია ყველაზე კარგი ვარიანტი, რადგან დედამიწის მსგავსად დასახლებად ზონაში მდებარეობს.

      Like

  2. michael 27/05/2012, 7:02 PM

    მარტო ერთ რომელიმე ადგილზე გადასახლება არ მოხდება, თუ ადამიანი კოსმოსში გავიდა და კოლონიზაცია დაიწყო ეს ბევრ ადგილზე გავრცელდება, მარსი იუპიტერის მთვარეები, ვენერა მთვარე. და შორეულ მომავალში ალბათ სხვა სისტემებშიც.
    მაგრამ ვშიშობ მანამდე სანამ ეს კოლონიზაცია დაიწყება ადამიანი საკუთარ თავს გაანადგურებს.

    Like

    • Charlius 28/05/2012, 6:10 PM

      იმედია, ეგ არ მოხდება, ცუდი სცენარია 😀

      Like

      • michael 28/05/2012, 6:59 PM

        დიდად მოსალოდნელი კი არის. ყველაზე სახიფათო საუკუნე ალბათ 21-ე იქნება. კაცობრიობა რომც არ განადგურდეს და სერიოზული კატაკლიზმების შემდეგ გადარჩეს, მისი რაღაც ნაწილი, ტექნოლოგია და მეცნიერება ისე უკან დაიწევს რომ კოლონიზაცია რამდენიმე საუკუნით ჩამორჩება დღევანდელს, მოკლედ ამ კრიტიკული ზღვარის პრობლემა ისაა თუ რამდენად რელავენტურ ცოდნას და გამოცდილებას დააგროვებს კაცობრიობა გამოწვევების პირისპირ. მაგრამ უკვე მგონია რომ რაღაცეები დაგვიანებულია. ყველაზე დიდი საფრთხეები კლიმატის ცვილებას მოაქვს. ეს რომ გააკონტოლოს ადამიანმა ჯერ ისევ დიდი დრო ჭორდება. არადა ცვლილება დღეს ხვალ უკვე გვემუქრება, პოპულაციის ზრდა ვერ კონტროლდება, რესურსებს დიდი დღე არ უწერიათ, ძვირდება და ძვირდება, კრიზისი გარდაუვალია. ალტერნატიულ ენერგიაზე მთლიანად გადასვლა ჯერ ისევ შორია. დაეწევა კი ამ კრიზისს? მოლედ ბევრი პრობლემაა, ყველაზე საშიში კი ტერორიზმი და ბირთვული იარაღია, მითუმეტეს თუ კლიმატის ცვილებამ მასობრივი მიგრაცია გამოიწვია ბირთვული იარაღის გამოყენების შანსებიც იზრდება. საერთოდ სტაბილურობა მაშინაა როცა მეტ ნაკლებად ყველა ყველაფერს მყოფინობს… ამ ზღვარს კი საცაა გადავაბიჯებთ კაცობრიობა და მერე ვინ იცის. თუმცა ჭკუას თუ ყველა ერთნაირად მოუხმობს ყველაფერი კარგად იქნება.

        Like

        • Charlius 29/05/2012, 2:02 AM

          მართალია,თუმცა მეცნიერებას სწრაფი ტემპი აქვს აკრეფილი, გასულ საუკუნეში დიდი ნახტომებით განვითარდა. იმედია, მასევე გაგრძელდება და პრობლემებიც გადაილახება, არ იმსახურებს კაცობრიობა გადაშენებას 😀

          Like

          • michael 29/05/2012, 2:50 AM

            მარტო მეცნიერებაზეც არაა დამოკიდებული. ტექნოლოგიური რევოლუციები უნდა ძალიან მალე და სწრაფად… ენერგიის მოპოვების და გამოყენების რევოლუციაა საჭირო რისი განვითარებაც ხდება, მაგრამ ძალიან ნელა, 90 წლის წინ ნავთობს ვიყენებდით და დღესაც ნავთობს ვიყენებთ, არც ახლო პერპექტივაში ჩანს სწრაფი ჩანაცვლების პერსპექტივა.
            ასევე ეს ყველაფერი ძირითადად დამოკიდებულია პოლიტიკურ კეთილგონიერებაზე.
            მოკლედ ბევრი პრობლემაა. თუმცა ცალსახა წინასწარმეტყველების გაკეთებაც ძნელია. სხვათაშორის 60-70-იანებშიც ფიქრობდა ბევრი რომ კაცობრიობა რაღაც მაგ ზღვარზე იდგა, მაგრამ ჯერ ჯერობით არაფერი ისეთი არ მომხდარა. იმედია გადალახავს კაცობრიობა ამ სიძნელეებს.

            Like

            • Charlius 29/05/2012, 2:01 PM

              ნავთობი ადრე თუ გვიან ამოწურვადია, წესით მაგდენს უნდა მიხვდნენ ადამიანები და ალტერნატიული ვარიანტები ეძებონ 😀 მაგრამ ნავთობის ამბავში პოლიტიკაა გარეული, ეგ პრობლემა ალბათ მალე ვერ მოგვარდება. საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით მზის ენერგიაა

              Like

      • Z E I T G E I S T 29/05/2012, 4:05 AM

        კაი სცენარია ძაან 😀 მე სულაც არ მომწონს ასეთი მსოფლიო 😦 თვითგანადგურების თუ არა, ასტეროიდის იმედი მაინც მაქვს 😀

        Like

        • Charlius 29/05/2012, 2:02 PM

          არც მე მომწონს, მაგრამ არ იმსახურებს კაცობრიობა გადაშენებას 😀
          ისე ცხოველები უფრო მეცოდებიან გაქრობისთვის, ვიდრე ადამიანები :დ

          Like

          • michael 29/05/2012, 2:14 PM

            ჩემი აზრით ნებისმიერ ცივილიზაციას ექნება რაიმე ნაკლი. ყველას მოსაწონი და იდეალური ამ სამყაროში არაფერია. ასე რომ მაგ მოტივით რომ განადგურება უსურვო არ მიმაჩნია სწორედ. ჩვენც ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ბოლო ბოლო ბევირი ისეთი რამ არსებობს ჩვენ კულტურაში, შეგნებაში, ღირებულებებში, არსში რაც მოგვწონს და რის გამოც ღირს ცხოვრების გაგრძელება… მე სულ ტყუილი მგონია ხოლმე ისეთი ნათქვამები “ნეტა განადგურდეს” ასტეროიდი დაგვეცეს” და ა.შ…

            Like

            • Z E I T G E I S T 29/05/2012, 3:42 PM

              ნაკლსაც გააჩნია, ეს ნაკლი კი არა ტოტალური ბოროტებაა. ეტყობა საკმარისად არ არის განვითარებული კაცობრიობა, თორემ ყველაფერში გაუმაძღობა და საზღვრების მოშლა ასე ჩვეული მოვლენა არ იქნებოდა. კაცობრიობის მიერ შექმნილი პოლიტიკა ის უდიდესი ბოროტებაა, რომელიც ყოველთვის იარსებებს. ბევრი რამე მეც მომწონს, თუმცა უფრო ბევრი რამეა გულისამრევი და საზარელი. ეგ შენი სანაქებო ცივილიზაცია კარგავს რეალურ სახეს — ადამიანობას და პრიმიტიულ წინაპრებს ემსგავსება. მეეჭვება ვინმე შემომედაოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 80% ბოროტი და ამორალურია (გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად) და მხოლოდ 20% არის ვინც არსებობას იმსახურებს და ეს სიტუაცია არასოდეს გამოსწორდება. მგონია, რომ გამოქვაბულში ვბრუნდებით, ეგ ცივილიზაცია რა ჭირად მინდა, თუ მის პარალელურად კულტურა არ ვითარდება და იხვეწება? ადამიანური კულტურა ქრება და ესაა ყველაზე დიდი ბოროტება. ამიტომ, ამგვარი ბოროტებაზე თუ ვერ ვიმარჯვებთ, ჯობია თან გადავყვეთ და ბუმ! ისევ ასტეროიდის იმედზე ვარ და იმედია ბუნების ძალები არ გამაწბილებენ 😀

              Like

              • michael 29/05/2012, 4:14 PM

                მე მგონია რომ აზვიადებ. ჩვენ სამყაროში სწორედ იმდენი ცუდი და კარგია რამდენიც უნდა იყოს. უბრალოდ ცუდი უფრო კარგად ჩანს. მომხვეჭველობა და სიხარბე ჩვეულებვრივი ადამიანური სისუსტეებია. “ცივილიზაცია რა ჭირად მინდა” ეს თვითმკვლელობის გამომხატველი სიტყვებია ჩემი აზრით. მაგას რომ ვიფიქრობდე მთელი სერიოზულობით ალბათ თოკზე უნდა ჩამოვეკიდო… ნუ აქვს ალტერნატივა, რობინზონ კრუზოსავით ცხოვრების სურვილი. მაგრამ თუ ცივილიზაციას ბახ და გაანადგურებს ან ატომური ბომბი ან ასტეროიდი, არც შენ გადარჩები და არც კუნძული. საერთოდ რომ დაფიქრდე ცალკე აღებული თვითმყოფადი არაფერია. რა ღირებულებაც გაგაჩნია რა ცოდნაც, რაც მოგწონს თუნდაც საკუთარ თავში ეს ყველაფერი ცივილიზაციამ შექმნა. პლანეტის გარეშე, სოციუმის გარეშე და ამ სოციუმის განვითარების ისტორიის გარეშე რა რჩება კონკრეტული ინდივიდისგან? არაფერი. იეჰოვას მოწმეების ნაოცნებარი სამოთხისებური დედამიწა არ არსებობს და არც იარსებებს. უტოპიებზე ოცნება სისულელეა. არც იმის გარანტიაა რომ 0 დაწყებული ყველაფერი შეიძლება უკეთესი გამოვიდეს. ცივილიზაცია თავის შეცდომებზე სწავლობს, თუ არ ექნა საკმარისად დიდი ისტორია და ბევრი სიძნელე, ბევრი დრამატული გამოცდილება, ვერ მიაღწევს ჰუმანურობის იმ დონეს რომელიც მოგვწონს. ანუ უნდა განვლოს გარკვეული განვითარების ეტაპები. რომ უკეთესი გახდეს.
                მიუხედავად ყველაფრისა მე როგორც ადამიანი და ამ ცივილიზაციის წარმომადგენელი მიმჩნია რომ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მოვლენაა ადამიანი და მისი შექმნილი ცივილიზაცია. (ჯერ სხვებზე არაფერი ვიცით :D) როგორც კარლ სეიგანმა თქვა ჩვენ ვართ სამყაროს თვითშეცნობის გზა. ასე რომ ადამიანური გონება ჯერ ჯერობით სამყაროსთვის და რათქმაუნდა ჩვენთვისაც ძალიან ფასეული რამეა.ეს გონება კი ყველაზე ძლიერი მაშინაა როცა კოლექტიურ ქსელშია ჩართული. რის პირობებსაც კი ცივილიზაცია ქმნის. თორე ისე 200 000 წლის წინაც იგივე პოტენციალი ქონდა ჰომო საპიენსის ტვინს მაგრამ ცივილიზაცია არ არ იყო და ადამიანიც იგივენაირი ცხოველი იყო როგორც მაიმუნი.
                მოკლედ ადამიანს თუ თავად უნდა (სწყურია) სიცოცხლე უნდა განვითარება ან სამყაროს საიდუმლოებების გაგება, ან საკუთარი მნიშვნელობის განსაზღვრა, არამგონია ცივილიზაციის მოსპობა ინატროს, მე პირადად შორს ვარ თვითმკვლელობისგან 😀

                Like

                • Z E I T G E I S T 29/05/2012, 6:29 PM

                  “ჩვენ სამყაროში სწორედ იმდენი ცუდი და კარგია რამდენიც უნდა იყოს” — საიდან ეს კანონზომიერება? შეუძლებელია ცუდი კანონზომიერება იყოს და აბსურდია იმის თქმა რომ “ცუდი უნდა იყოს”, ისე გამოგდის თითქოს ცუდის მოხდენაც საჭიროა. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ “ცუდში” მე არ ვგულისხმობ ცხოველების მიერ ერთმანეთის ჭამას, რადგან ისინი ისნტიქტური მანქანები არიან და თვითგადარჩენაზე ზრუნავენ. მე საუბარი მაქვს ბოროტებაზე, ცხოველი შეუძლებელია ბოროტი იყოს, რადგან ბოროტი თვითშეცნობის პროცესს გულისხმობს, ამდენად მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს ცუდი, ბოროტი და მის გაკეთებული ყველაფერი.
                  “მომხვეჭველობა და სიხარბე ჩვეულებვრივი ადამიანური სისუსტეებია” — ამით რისი თქმა გინდა, რომ იგნორირება მოვახდინოთ? სიხარბისა და გაუმაძღრობის გამოა ამდენი ტანჯვა-წამება და რას ქვია ჩვეულებრივია? თუ ჩვეულებრივია და არა გამონაკლისი, სწორედ ეგაა საშინელება.
                  “ცალკე აღებული თვითმყოფადი არაფერია” — მე არსად მითქვამს, რომ კაცობრიობა ამოწყდეს და მხოლოდ მე გადავრჩე. არც მხოლოდ საკუთარი თავის განადგურება მინდა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელსაც მსოფლიოსთვის მხოლოდ სიკეთე უნდა, რომ მსოფლიო მხოლოდ უკეთესობისაკენ შეცვალოს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ აშკარა უმცირესობაში ვარ და ჩემი ყველა მცდელობა კრახით სრულდება. მე ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შევიცვალე, რათა საყოველთაო სიკეთის გაძლიერებისა და საყოველთაო ბოროტების შემცირებაში ჩემი წვლილი შემეტანა, თუმცა ესეც არაფრის მომცემია და დამშვიდების შესაძლებლობას არ მაძლევს. წარმოიდგინე ისეთი სიტუაცია, როცა ერთი კეთილი ადამიანი ებრძვის 30 ბოროტს. შანსი არ არის ბოროტებაზე გამარჯვების, ამიტომ ერთი კეთილი ადამაინი იღებს ხელყუმბარას, შევარდება ბოროტთა წრეში და იფეთქებს თავს 😀 ანუ, მე თვითგადარჩენა კი არ მინდა, არამედ თანახმა ვარ იმაზე, რომ მოვსპოთ უდიდესი ბოროტება უმცირესი სიკეთის ხარჯზე — აი ეს იქნება უდიდესი სიკეთე.
                  “უნდა განვლოს გარკვეული განვითარების ეტაპები, რომ უკეთესი გახდეს” — ველოდოთ? შენ თვითონვე თქვი, რომ უტოპიური ქვეყნისა თუ მსოფლიოს იმედი არ უნდა გვქონდესო და რამდენ ხანს ველოდოთ მაინც და რამდენი ხანი ავიტანოთ ეს სისასტიკე, რაც საუკუნეებია გრძელდება? ისტორიას თუ გადახედავ, დღევანდელი სიტუაცია არაფრითაა გაუმჯობესებული. ბევრი რამე გადაფასდა კი, თუმცა ბევრი ახალი ბოროტება დაემატა, ანუ ცვლილება მხოლოდ ფორმებშია და არა შინაარსში, ბოროტება არც შემცირებულა, უბრალოდ სხვა ფორმები მიიღო მხოლოდ, უფრო თანამედროვე, ასე ვთქვათ “ცივილიზებული ბოროტება”. ამიტომ, მე სულაც არ ვფიქრობ, რომ კაცობრიობა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ერთია, რომ განათლებამ რაღაც შედეგი შეიძლება მოიტანოს, თუმცა კაცობრიობის ტოტალური პროგრესი ასევე უტოპიის სფეროა.
                  მე მაინც მგონია, რომ ან უსაფუძვლო ოპტიმიზმი გალაპარაკებს ან მეცნიერული ცნობისმოყვარეობა. ოპტიმიზმი იმდენად, რომ თითქოს ამ სამყაროში არც ისე რთულადაც არაა საქმე და ყველაფერი რაც ხდება, მათ შორის ცუდიც, თურმე საჭირო ყოფილა. მეცნიერული ცნობისმოყვარეობა კი იმდენად, რამდენადაც გაინტერესებს რას მივაღწევთ, რამდენად შევიცნობთ ყველაფერს და მოვახდენთ თუ არა სამყაროს კოლონიზაციას. გულადილად რომ გითხრა, მე არ მიღირს ამის ფასად ტანჯვა-წამებას და სისასტიკეს ვუყურო, რაც დღეს ხდება ჩვენს თვალწინ.
                  “200 000 წლის წინაც იგივე პოტენციალი ქონდა ჰომო საპიენსის ტვინს” — ამით, პრაქტიკულად, უარყოფ ევოლუციის თოერიას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ვითარდება და იხვეწება. პირიქით, თავის ტვინი ვითარდება და ის ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი კვლავ განიცდის ევოლუციის პროცესს ბევრმა ექსპერიმენტმა დაადასტურა. რაც შეეხება სიცოცხლის წყურვილს, რა გითხრა, სიცოცხლე აუცილებლად დასრულდება და ადრე მოხდება ეს თუ გვიან არსებითი სხვაობა არ არის, საქმე ის არის გიღირს თუ არა და შეცვლი თუ არა რაიმეს სიცოცხლეზე უარის თქმით. თუ კაცობრიობა განადგურდება სრულად და ბოროტებაც აღმოიფხვრება, მაშინ ჩემ სიცოცხლეს აღარ დავეძებ. სამყაროს საიდუმლოებებზე კი გითხარი, რომ ეტყობა ცნობისმოყვარეობა გალაპარაკებს თქო, ხოლო საკუთარი მნიშვნელობის განსაზღვრა თუ სიკეთეს არ მოიტანს და რამეს არ შეცვლის მასშტაბურად, მაშინ აზრს კარგავს. თან ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საკუთარი მნიშვნელობის განსაზღვრაზე ფიქრობს, ამიტომ ესეც უსარგებლოა. თვითმკვლეობას არც მე ვაპირებ, თუ გადავშენდებით მთლიანობაში ეს იქნება სიკეთე, თორე ჩემი თავის მოკვლისთვის ასტეროიდს ნამდვილად არ დავუცდი 😀

                  Like

                  • michael 29/05/2012, 7:10 PM

                    არა არა, რაღაცეები არასწორად გაიგე, მე არ მითქვამს ცუდი საჭიროა თქო, მე ცუდის გამართლებით არ ვცდილობ თვალები დავხუჭო. ცუდი გარდაუვალია უბრალოდ. ამიტომ იდეალიზმზე ოცნება არ ღირს. არ არსებობს კარგი სამყარო ან ცუდი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ცუდის და კარგის კომბინაცია ქმნის ყველაფერს. ნუ იქ გარდამავალი ტონებიცაა მაგრამ რომ გავამარტივოთ ასეა.
                    რა იქნება სიკეთე? ყველაფერი რომ აფეთქდეს? თუ არავინ აღარ იქნება არც სიკეთე იარსებებს და არც ბოროტება. აზრი მაშინ აქვს რამეს როცა შემფასებელი არსებობს. მე არ მესმის ცოცხალ ადამიანს რატომ უნდა უნდოდეს სიკვდილი. თუ ღრმა დეპრესიაში არაა.
                    ნუ დაელოდები, იცხოვრე შენი ცხოვრებით და ის აკეთე რაც სწორად მიგაჩნია.
                    სერთოდ რაიმეს განადგურება უკეთესის საწინდარი კი არა იმაზე უარესია რის გამოსწორებასაც ცდილობ.
                    უსაფუძვლო ოპტიმიზმი კი არა ადამიანების და კაცობრიობის სიყვარული მალაპარაკებს იმიტომ რომ მეც მისი ნაწილი ვარ.წარმოგიდგენია სხეულის უჯრედს რომ მთელი ორგანიზმის სიკვდილი უნდოდეს? მე ჩემ თავს ადამიანურ მოდგმასთან ვაიგივებ.
                    ჰოდა ისა ევოლუციას არ ვუარვყოფ. მე იმას გავუსვი ხაზი რომ როგორც სახეობა ჰომო საპიენსი რომელიც 200 000 წელია არსებობს დიდად არ შეცვლილა. ადამიანი განვითარდა იმიტომ რომ ეძება, იკვლია, გამოცდილება დააგროვა და ისწავლა. ეს ყველაფერი კი ცივილიზაციამ მოიტანა. ანუ ტვინის პოტენციალი დიდად არ შეცვლილა.ჩვენ ვისწავლეთ ამ პოტენციალის გამოყენება. განვითარება მოხდა ცოდნის დაგროვების გამო. თორემ ტვინი ისევ ისეთი ზომის აქვს ადამიანს და ახალი ნსტრუმენტებიც არ დამატებია, მაგალითად ახალი ქერქის ტიპი და ა.შ. ქვის ხანის ადამიანი რომ აღზარდო ჩვილობიდან ამ სამყაროში ვერ ისწავლის ინგლისურს? ფიზიკას და კომპიუტერს? ისწავლის იმიტომ რომ მის ტვინს აქვს ამის პოტენციალი. შეიძლება ისე კარგად ვერ შეძლოს როგორც თანამედროვემ, მაგრამ მაინც შეძლებს. სახეობა იგივეა რაც დღესაა. მე მგონია რომ უფრო მენტალური ევოლუცია მოხდა ვიდრე ფიზიკური. შეიძლება რამე ახალი ტიპის ნეირობენიც განუვითარდათ ადამიანებს ტვინში მაგრამ, ძირითადი იგივეა.
                    მე ორგანულად არ მესმის რატომ უნა გინდოდეს ცივილიზაციის მოსპობა. სისასტკე და ბოროტება? კი მაგრამ წარმოგიდგენია იეღოველების სამოთხისებრი დედამიწა? ეს იგივეა რომ უჩრდილო სინათლე ინატრო. თუმცა ამის შეუძლებლობა არ ნიშნავს რომ უკეთესის მიღწევა არ შეიძლება. უკეთესის და არა იდეალურის. იდეალურობა არ არსებობს.
                    ჩემი აზრით უნდა ფოკუსირდე დადებითზე და არა უარყოფითზე.

                    Like

                    • Z E I T G E I S T 29/05/2012, 10:17 PM

                      სიკეთე ყველაფრის აფეთქება კი არ იქნება, არამედ ყველაფრის აფეთქებით მიიღწევა ბოროტების სრული მოსპობა და ბოროტების მოსპობა არის თავად სიკეთე. სიკვდილი ან თვითმკვლელობა ჩემი თვითმიზანი არ არის, არამედ მხოლოდ საშუალება. სამწუხაროდ, სხვა ეფექტური საშუალება ვერაფერი მოვიფიქრე ბოროტების ერთიანად მოსასპობად. დეპრესიაში არ ვარ, მგონია უფრო სასტიკი რეალობის წინაშე ვარ.
                      მე ცივილიზაციაზე დაბოღმილი როდი ვარ, უბრალოდ სიკეთისა და ბოროტების პროცენტული თანაფარდობა იმდენად შემზარავია, რომ ყოველგვარ ხალისს და ენთუზიაზმს მიკლავს, თორე მსოფლიო რომ უფრო კეთილი იყოს, ვიდრე ბოროტი მეც დავშოშმინდებოდი. მე ის პრეტენზია მაქვს კაცობრიობასთან, რომ ბევრად მარტივია დღეს დედამიწის უკეთეს ადგილად გადაქცევა, ბევრი სისაძაგლის აღმოფხვრა, ეს ჩვენს შესაძლებლობებს პასუხობს, უბრალოდ ამის სურვილის ვერ ვხედავ ადამიანებში, რადგან ავადმყოფური იდეებით არიან შეპყრობილნი და თანაგრძნობა და მორალური ვალდებულებები აღარავის ახსოვს. გულდასაწყვეტია, როცა უკეთესობისკენ გინდა რამის შეცვლა და მხოლო უარედება ყველაფერი, მერე გიჩნდება ადამიანური პროტესტი, რომ ასეთი მსოფლიოს არსებობას ჯობია საერთოდ არაფერი არსებობდეს. თუ სიკეთე იჩაგრება, მაშნ ბოროტებასაც ნუ მივცემთ გალაღების შესაძლებლობას.

                      Like

                    • michael 29/05/2012, 11:31 PM

                      ვისთვის იქნება ეს კარგი? ვის მოუტანს სარგებლობას ცივილიზაციის აფეთქება თავისი სიბოროტიანდ? სამყაროს? პლანეტებს გალაქტიკებს და ბნელ მატერიას “ფეხებზე” არ კიდიათ სიბოროტე თუ სიკეთე? მატერიისთვის რომელიც არ აზროვნებს სულ ერთია ბოროტებაც და სიკეთეც, კარგიც და ცუდიც.:D ეს ისევ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი და თუ ცივილიზაცია მოისპო ვისთვის იქნება ეს ბოროტების მოსპობა კარგი? ადამიანს როცა პრობლემები აქვს, თავის მოკვლა გამოსავალია? იგივე დამოკიდებულებაა აქაც ცივილიზაციის მიმართ. განადგურება ერთმნიშვნელოვნად ცუდი რამეა. რისი განადგურებაც არ უნდა გინდოდეს. მკვლელს თუ სიკვდილით დასჯი მკვლელობისთვის, თუნდაც კანონის სახელით, შენც ისეთივე მკვლელი ხარ როგორც ის. განადგურება არასდროს არაა გამოსავალი.

                      Like

                    • Z E I T G E I S T 30/05/2012, 12:38 AM

                      ვისთვის იქნება კარგი და სასარგებლო? — ყველასთვის, ვინც ამ ბოროტების მსხვერპლია და სხვაგვარად მათი გამოხსნა წარმოუდგენელია, იქნება ეს ადამიანი თუ ყველა სხვა დანარჩენი ცოცხალი არსება. სამყარო არაფერ შუაშია. მე არ ვიცი ემხრობი თუ არა შენ ეუთანაზიას, თუმცა ესეც ცივილიზაციის მონაპოვარია, რომელიც გულისხმობს ტანჯული ცოცხალი არსების დროზე ადრე მოკვდინებას ტანჯვისაგან გათავისუფლების მიზნით, რომლის განკურნება შეუძლებელია. ვისთვის არის ეს კარგი ან სასარგებლო? — ისევ და ისევ ტანჯულისთვის.
                      ბოროტების მოსპობა, ანუ არარსებობა თავისთავად უკვე სიკეთეა როგორც ფაქტი, როცა ტანჯვა-წამების შესაძლებლობა და ობიექტი აღარ არსებობს. მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემისა და ბოროტების შედარება ადეკვატურია. პრობლემა არის მოუგვარებელი საკითხი და არა ბოროტება. მითუმეტეს, მე იმ ბოროტებაზე მაქვს საუბარი, რომლის გამოსწორება სხვა მეთოდებით პრაქტიკულად გამორიცხულია უდიდესი მასშტაბების გამო.
                      ეუთანაზიის შემთხვევაშიც ნადგურდება ცოცხალი არსება, თუმცა ეს უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
                      მე ვარ ადამიანი, რომელიც სიკვდილით დასჯის არსებობის მოხრეა და არ მიმაჩნია არასწორად. აი რატომ — სამრათალმცოდნე ვარ და სასჯელის მიზნები უფრო დეტალურად მაქვს შესწავლილი. გარდა დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავის რესოციალიზაციისა, სასჯელის მიზანი სამართლიანოს აღდგენაცაა და მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზანიც. მკლელობასაც გააჩნია, თუმცა მკვლელის სიკვდილით დასჯა არავითარ შემთხვევაში არ არის ისევ მკვლელობა. ჯერ ერთი, რომ თუ მკვლელმა საზარელი დანაშაული ჩაიდინა (მაგ. ბრეივიკი) მაშინ მისთვის სამუდამო პატიმრობა ცხადია არ იქნება სამართლიანობის აღდგენა, ასეთი ადამიანი უნდა მოკვდეს და მხოლოდ ამით აღდგება სამართლიანობა, ყოველთვის არ არის აუცილებელი დამნაშავის გამოსწორება, ცივსისხლიანმა მკვლელმა პასუხი უნდა აგოს და ისე, რომ სამართლიანობა აღდგეს და მეორე, მე დიდ განსხვავებას ვხედავ “უდანაშაულო ადამიანის მკვლელობასა” და “უდანაშაულო ადამიანის მკვლელის მკვლელობას” შორის, ამიტომ სრულებით არ არის ერთი და იგივე.
                      განადგურება იმისა, ვინც თუ რაც ტანჯვისთვისა განწირული და სხვა გზა არ არსებობს, ეს უკვე გამოსავალია.

                      Like

                    • Z E I T G E I S T 30/05/2012, 3:15 PM

                      საქმე ის არ არის კარგი და ცუდი გაქრება თუ არა. ცუდის არარსებობა უკვე პასიური სიკეთეა და არ არის გადამწყვეტი ამ სიკეთის აღმქმელის არსებობა.
                      ეუთანაზია ინდივიდებს კი ეხება, თუმცა პრინციპი იგივეა — არსებობას ვუწყვეტთ ცოცხალ არსებებს, რათა გავათავისუფლოთ ტანჯვისგან და ამ აზრით ბოროტებისგან. ნუ, მე და შენა რ ვიტანჯებით, თუმცა აფრიკის კონტინენტის მსოახლეობის ნახევარი შიმშილისგან და სიღარიბისგან იტანჯება, ბევრი მედიკამენტების უქონლობის გამო იტანჯება და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ მსოფლიოს ტანჯვა-წამება არ აკლია, უფრო მეტიც, მე ტანჯულებში მარტო ადამიანი როდი ვიდულიხმე, არამედ ყველა ცოცხალი არება, ცხოვლი თუ ფრინველი. მე ვფიქრობ, რომ ცოცხალი არსებების საკვებად გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა და მათი საშინელ პირობებში გამომწყვდევაც ტანჯვა-წამება, ამიტომაც უარი ვთქვი ხორცზე და გავხდი ვეგეტარიანელი. კაცობრიობა ფართო ცნება კია, თუმცა მეც ზოგადად ვსაუბრობ და ვამბობ, რომ დღეს მსოფლიო უფრო ბევრად ბოროტი და საზარელია, ვიდრე კეთილი და სათნო, ხოლო ამის აღმოსაფხვრელად ვისურვებდი ყველაფრის განადგურებას, მათ შორის სიკეთისაც, რადგან უმცირესი სიკეთისა და უდიდესი ბოროტების არსებობას, მირჩევნია არცერთი არ არსებობდეს.
                      ბოროტება ბუნებრივია? ჩემი აზრით, “ბუნებრივი” ნიშნავს “აუცილებლობას”, ბუნების კანონით დადგენილს, ხოლო ბოროტება არ შეიძლება აუცილებელი იყოს, ამიტომაც ბოროტება არ არის ბუნებრივი, მისი აღმოხვრა შესაძლებელია, უბრალოდ მე არ მწამს, რომ დღევანდელი კაცობრიობა ამას განახორციელებს, რადგან თავადვე უწყობს ხელს ბოროტების არსებობას.
                      მე მგონია, რომ “სამართლიანობის აღდგენა” შენ არასწორად გესმის. მოკლულის გაცოცხლება სამართლიანობის აღდგენა კი არაა, არამედ “ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა” ანუ სტატუს-ქვო. ხოლო “სამართლიანობის აღდგენა” კი გულისხმობს პასუხისგებასა და სამაგიეროს მიზღვას, ხოლო “სამაგიერო” უნდა განისაზღვროს ჩჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. სიკვდილით დასჯა დანაშაულს ამცირებს თუ არა ამაზე შეიძლება ვიდავოთ, თუმცა მე ამის დასამტკიცებლად არ მომიყვანია ეს მაგალით, სიკვილით დასჯა არის სამართლიანობის აღდგენა და არა დამნაშავის გამოსწორება. “სამაგიეროს მიზღვა” ობიექტური მოვლენაა და არ საჭიროებს დამნაშავი სმიერ შეცნობას, რადგან თავად სამართლიანობაა ობიექტური მოვლენა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით სამაგიეროს მიზღვაც ობიექტურია. შეცნობა საჭიროა, როცა დამნაშავის გამოსწორება გვინდა, ეს კი წმინდა სუბიექტურია, ანუ ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამით გამოსწორდეს. ცოცხალის მიერ საკუთარი ბრალის გაცნობიერება, ანუ იმის აღქმა რომ მიეზღო, დამნაშავის გამოსწორებას ემსახურება და არა სამართლიანობის აღდგენას, ხოლო თუ დამნაშავის გამოსწორება გინდა, მაშინ მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯაც ამ აზრით აბსურდი გამოდის, ხოლო უკვე გამოსწორებული დამნაშავის ციხიდან გამოშვება კი რაღა სამართიანობა იქნება, კაცმა თუ 70 ადამიანი მოკლა და ისევ თავისუფლებაშია, ეს უკვე არაადეკვატურობაა და უსამრთლობა. ანუ, ცოცხალის მიერ საკუთარი ბრალის გაცნობიერებაში მხოლოდ მისი გამოსწორების აზრი შეიძლება იდოს, დარაღა აზრი აქვს იმ ადამიანის გამოსწორებას, რომლესაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი?! ხოლო თუ იტყვი, რომ გამოსწორების შემთხვევაში გაათავისუფლებენ, მაშინ ეს სამართიანობის აღდგენა აღარ იქნება როგორც ზემოთ აღვნიშნე.

                      Like

                    • michael 30/05/2012, 9:48 PM

                      ვერ დაგეთანხმები. თუ შემფასებელი არ დარჩა, მოვლენა ვერც კარგი იქნება და ვერც ცუდი. პასიური სიკეთე ვისთვის?
                      მე მგონი დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. შენივე ლოგიკიდან გამომდინარე აფრიკას რომ ატომური ბომბი ვესროლოთ იმ მოტივით რომ მაინც იტანჯებიანო გამართლებული იქნება?
                      ეუთანაზიის შემთხვევა გაცილებით მარტივია საქმე გვაქვს ერთ ინდივიდთან და თუ მისი დამოკიდებულება ცნობილია ეუთანაზიაზე, მაშინ გამართლებულია თუ არადა არა. შენ როგორ უნდა გადაუწყვიტო კაცობრიობას ან რომელიმე კონტინეტს უღირთ თუ არა სიცოცხლე? ეგოისტური დამოკიდებულება მგონია.
                      რაც შეეხება ბოროტების ბუნებრიობას. ის იმდენად ბუნებრივია რამდენადაც სიკეთე. იმიტომ რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. სიკეთე იზომება ბოროტებით და პირიქით. ყველაფერი შედარებითია.იმიტომ რომ არ არსებობს აბსოლიტური საგნები. შეუძლებელია ყველას ყველაფერი ყოფნოდა, შეუძლებელია ყველა ერთნაირად განვითარებულიყო, ყველას თანაბრად მიეღო სიყვარული, დადებითი დამოკიდებულება. შეუძლებელია ყველა ერთნაირად ჩამოყალიბებულიყო გონებრივად და მორალურად, შეუძლია ყველას ერთნაირი გამოცდილება ჰქონოდა. შეუძლებელია ყველას ერთნაირი ღირებულებები ჩამოჰყალიბებოდა. ეს ვარიაციები ბუნებრივად ქმნიან სულ სხვადასხვანაირ ლანდშაფტს.ერთგვაროვან შედეგებს ვერც ერთი შესაძლო განვითარების სცენარი ვერ მიაღწევდა. ვინ იცის შეიძლება ახლა უკვე ბირთვული ომისგან ჩვენი ბუნდღაც არ დარჩენილიყო. ასე რომ ბოროტება ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელია როგორც სიკეთე. ოღონდ მე ამით იმის თქმა არ მინდა რომ ჩემი დამოკდებულებაა რომ ბოროტება უნდა იყოს. მე ვემხრობი სიკეთეს მაგრამ იმის მიუხედავად მე რა მინდა და რას ვემხრობი არსებობს რეალობა რომელიც არის ისეთი როგორიც არის. მზე რაც არ უნდა კაშკაშა იყოს ზენიტში დედამიწას თანაბრად ვერ გაანათებს, მაგალითად ჩემი სახლის დიდ ნაწილში ივნისშიც კი კარგი სიბნელეა ხოლმე. ყველგან ვერ წვდება თანაბრად მზის სხივები. იგივე კანონზომიერებაა ბოროტებაც და სიკეთეც. ბოროტების აღმოფხვრა ბოლომდე შეუძლებელია. ეს თუ გინდა მაშინ ახალი სამყარო უნდა შექმნა. მაგრამ ვეჭვობ იქაც არაფერი გამოვა. იმიტომ რომ ლოგიკურად შუქ ჩრდილი ქმნის ნახატს. თუ სუფთა ფურცელს აიღებ და ასე დატოვებ ის ნახატი არ იქნება. შუქ ჩრდილის თამაშმა უნდა შექმნას სურათი. ზოგი ადგილი განათებული იქნება, ზოგიც ბნელი.
                      დანაშალზეც იგივე აზრის ვარ
                      დანაშაული თუ უკვე მოხდა იქ სამართლიანობის აღდგენა აღარ არსებობს. უაზრობაა ეს ტერმინი ჩემი აზრით. სამაგიეროს მიზღვა ჩვეულებვრივი შურისძიებაა, კანონი კი შურისძიებაზე მაღლა უნდა იდგეს, იმიტომ რომ შურისძიება სუბიექტური მოვლენაა. ცხელ გულზე გაკეთებული.
                      ზოგი დამნაშავე აღარ (ვერ) გამოსწორდება და მუდამ უნდა დარჩეს იზოლაციაში. ბრალის გაცნობიერება ადამიანის გამოსწორებას ემსახურება. მაგრამ საშინელ დამნაშავის მიმართ არ არის ნდობა და ამიტომ “გამოსწორება” შესაძლოა მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა მოხდეს თუ მოხდა. მაგრამ სამუდამო იზოლაცია საჭიროა იმიტომ რომ არავის არ აქვს იმის გარანტია რომ ასეთი სისასტიკის შემდეგ მართლაც შეიძლება გამოსოწრება. უბრალოდ შანსს აძლევ ადამიანს რომ საკუთარი საქციელი ინანოს თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ სამუდამოდ ჩაკეტვა მოყვა მის ქმედებას. ამას საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რადგან ის სამუდამოდ მოწყვეტილია, მაგრამ იმ ინდივიდისთვის შეიძლება ქონდეს მნიშვნელობა.სხვას კი იმ მაგალითს მიცემცს რომ ასეთი ჩაკეტვა სიკვდილის ტოლფასია, მეორეს მხრივ კანონი იქნება უფრო ჰუმანური და მკვლელობის მაგალითს არ მისცემს. ჩემი აზრით სიკვდილზე უფრო მკაცრი სასჯელიც კია.

                      Like

                    • Z E I T G E I S T 31/05/2012, 12:26 AM

                      შენ მეკითხები თუ ვისთვის იქნება სიკეთე კაცობრიობის განადგურება და ამ გზით ბოროტების მოსპობა, მე გპასუხობ, რომ ყველასთვის, ვინც ბოროტების მსხვერპლია და იტანჯება, და ეს მიმაჩნია სიკეთედ. ახლა მე გეკითხები, ეუთანაზიის დროს, ტანჯულის მოკვდინება ვისთვის იქნება სიკეთე? ეუთანაზიის იდეის მიხედვით ეს იქნება სიკეთე იმისთვის, ვინც სამუდამოდ განწირულია ტანჯვისთვის, ანუ იმისათვის, რომ იყოს ბოროტების მსხვერპლი. შენი ლოგიკით, ეუთანაზია აბსურდი გამოდის, რადგან თუ ტანჯულ ადამიანს მოვსპობთ, მაშინ ვისთვის იქნება ეს სიკეთე? მე კი გეუბნები, რომ ბოროტების მოსპობაა თავად სიკეთე როგორც ფაქტი და შემფასებელს არ საჭიროებს. ეუთანაზია მიმართულია ტანჯული არსებისკენ და თუ ვანადგურებთ ვისთვისღაა სიკეთე? გარეშე პირისთვის, ვინც ცოცხალი დარჩა? ცხადია არა, რადგან ეს ეუთანაზიის ინტერესის გარეთაა, არამედ მხოლოდ ტანჯულისთვის, შესაბამისად, კაცობრიობის მოსპობა იქნება ყველა ტანჯული არსების ბოროტების დასასრული და ეს იქნება სიკეთე სწორედ მათთვის.
                      მე პასუხისმგებლობას საერთოდ არ ვიღებ, უფრო მეტიც, მე არც მაინტერესებს კაცობრიობის პოზიცია. ამგვარი მსჯელობით თითქოს მაიძულებ ჩემი სურვილის გამართლება კაცობრიობაში ვეძიო. არა, მე ვმსჯელობ ზოგადად ფაქტზე, კაცობრიობის განადგურება საბოლოო ჯამში კარგი იქნება თუ ცუდი და მე არ ვფიქრობ იმაზე, მომცემს თუ არა ვინმე ამის განხორციელების უფლებას. მე ამის გადაწყვეტის შესაძლებლობა არ მაქვს, მე ვმსჯელობ კაცობრიობის განადგურების შედეგებზე. აფრიკისთვის ატომური ბობმის სროლა არ მიმაჩნია ადეკვატურ მაგალითად, რადგან აფრიკის მოსახლების შიმშილისაგან დახსნა მორალურად იმ ხალხს ევალება, ვინც შეიძლება ბომბი ესროლოს, ამასთანავე, აფრიკაში შიმშილობის აღმოფხვრა შესაძლებელია და ამის ნაცვლად ბომბის სროლა აბსურდია. თან ეს აფრიკის მაგალითი კონკრეტული შემთხვევაა და მისი გამოსწორება შესაძლებელია. ანუ ჩემი მსჯელობის არსი შემდეგია, ყოველი კონკრეტული ბოროტების აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია, ამდენად ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ეუთანაზიის პრინციპის გამოყენება არასწორია. თუმცა, მე ვამბობ, რომ მსოფლიო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება, რადგან ამის ნება არ არსებობს და ყოველი მოსპობილი ბოროტების გვერდით სხვა ახალი ბოროტება გაჩნდება და ამდენად, ბოროტება იარსებებს მუდმივად და საბოლოო ჯამში იქნება “განუკურნებელი”, სწორედ ამ ზოგადი გადმოსახედიდან ხდება საჭირო ეუთანაზიის პრინციპის გამოყენება. თუ ზოგადად მსოფლიო განწირულია მუდმივი ბოროტებისათვის, მაშინ მსოფლიოს მოსპობით გავათავისუფლებთ ტანჯვისაგან, როგორც ეუთანაზიის შემთხვევაშია. ხოლო აფრიკაში შიმშილობა კონკრეტული ბოროტებაა (აფრიკის მოსახლეობამუდმივი შიმშლისათვის როდია განწირული), რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია და მხოლოდ ამ კონკრეტული მოვლენისთვის ეუთანაზიის გამოყენება არასწორია, მაგრამ ვითვალისწინებ რა იმას, რომ აფრიკაში შიმშილობის მოსპობის გვერდით სხვა ახალი ბოროტება წარმოჩინდება, ამიტომ მივმართავ ეუთანაზიის პრინციპს. ეგოიზმი არაფერ შუაშია, რადგან მე პირადი ინტერესი არ მამოძრავებს, პირიქით, მე მზად ვარ კაცობრიობასთან ერთად დავთმო ჩემი სიცოცხლე, რათა მოისპოს ტოტალური ბოროტება.
                      რა არის ბოროტება? ბოროტება არის სიკეთის არარსებობა. რა არის სიკეთე? სიკეთე არის ბოროტების არარსებობა. ანუ, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს კი არა, არამედ მათი თანადროული არსებობა შეუძლებელია. სიკეთე იმიტომ არსებობს, რომ იქ ბოროტება არაა და ბოროტება იმიტომ არსებობს, რომ იქ სიკეთე არაა. ანუ, ან ერთი არსებობს, ან მეორე. ამდენად, ბოროტების არსებობა სულაც არაა ბუნებრივი. ბოროტება შეიძლება განსაზღვრავდეს სიკეთის ფასს და პირიქით, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ბოროტების მოსპობა შეუძლებელია. ბოროტების მოსპობის შემთხვევაში იარსებებს მხოლოდ სიკეთე, შემდგომ სიკეთე გახდება ბუნებრივი მდგომარეობა და სიკეთისა და ბოროტების ცნებებიც მოისპობა, თუმცა კაცობრიობა იარსებებს ბოროტების გარეშე.
                      მე მგონია, რომ შენ ბოროტებისა და უთანასწორობის ცნებებს ერთმანეთი აიგივებ. ყველას თუ საკვები არ ყოფნის ეს როდია ბოროტება, ზოგიერთი რომ შიმშილობს და ზოგიერთს რომ საკმარისზე მეტი აქვს და არაფერს ცდილობს მოშიმშილის დასახმარებლად ესაა ბოროტება და ამდენად, სრულებით არ არის ბუნებრივი და კანონზომიერი. ანუ, ბოროტებასა და უთანაბრობას არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან. შუქჩრდილიც შეუფერებელი მაგალითია, რადგან ჩრდილი უარყოფით მოვლენად გამოგყავს, არადა ის მართლაც საჭიროა შუქის წარმოსაჩენად. მე ასეთ მაგალითს გეუბნები, ადამიანის მკვლელობა არის აქტიური ბოროტება, ადამიანის გადარჩენა არის აქტიური სიკეთე, მაგრამ არის თუ არა ადამიანის არმოკვლა პასიური სიკეთე? ასევე, ადამიანის არგადარჩენა არს პასიური ბოროტება. ანუ ორგვარი სიკეთეა, აქტიური და პასიური, ასევეა ბოროტებაც. მაგრამ გეკითხები, თუ მკვლელობა არ იარსებებს, ანუ არავინ არავის მოკლავს, იქნება თუ არა ეს პასიური სიკეთე? ცხადია, ამიტომაც ბოროტება არც აუცილებელია და არც კანონზომიერი. სხვა საქმეა ბოროტების აღმოფხვრა შესაძლებელია თუ არა, შესაძლებლად რომ არ მიმაჩნია ამიტომაც მინდა კაცობრიობის განადგურება, რადგან სხვა საშველი არ არის, როგორც ეუთანაზიისას.
                      თუ შენ სამართლიანობის აღდგენას უაზრობად თვლი მაშინ ამაზე აღარ ვიმსჯელებ. არადა, რომ დაუკვირდე, სამართლიანობის აღდგენის გარეშე სასჯელი მიზანი აბსურდს ემსაგვება, რადგან თუ მკვლელს იმიტომ ვსვამთ ციხეში, რომ გამოსწორდეს ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არად ვაგდებთ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტს და ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ დამნაშავის სოციალურ საშიშროებაზე და ვდარდობთ მხოლოდ იმაზე საშიშია თუ არა ეს ადამიანი სხვა დანარჩენისთვის. თუმცა კი, ყოველი ინდივიდის სიცოცხლე მნიშვნელოვანი ღირებულებაა და მკვლელი ციხეში უნდა გამოვამწყვდიოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის საზოგადოებისთვის საშიშია, არამედ იმიტომაც, რომ მან ადამიანი მოკლა თვითნებურად, ანუ ჩაიდინა უსამართლობა და სასჯელიც ამ უსამართლობის აღმოფხვრას, ანუ სამართლიანობის აღდგენას უნდა ემსახურებოდეს.

                      Like

                    • michael 31/05/2012, 1:25 AM

                      ეუთანაზია გამართლებულია იმდენად რამდენადაც იმ ადამიანმა ვინც უნდა გამორთოს აპარატი იცის იმ ტანჯულის პოზიცია. ადამიანს აქვს უფლება თავისი სიცოცხლის აზრი განსაზღვროს. თუ მისთვის ტანჯვა წამებით ცხოვრებას აზრი არ აქვს ან ისეთ ცხოვრებას სადაც გონება გათიშულია. კაცობრიობის არსებობის გაგრძელება კი უფრო კომპლექსური რამეა, რადგან ის შედგება უამრავი ინდივიდისგან, უამრავი აზრისგან და მიღწევისგან. იმ მოტივით რომ კაცობრიობის განადგურება დაასვენებს ტანჯულთ, გამართლებულად არ მიმაჩნია. მე არ მიმაჩნია რომ ასეთი უტოპიური “სიკეთით” რისიმე მოგვარება შეიძლება. მე ის კარგი რაც არსებობს ბევრად მეტი მიღირს.
                      ბოროტების განმარტებაზე არ გეთანხმები.
                      ეს ბუნებრივი ინგრედიენტია. თუ კარგად დაფიქრდები საკმაოდ კარგი შედარებები მოვიყვანე. უთანასწორობა წარმოქმნის ბოროტებას. უთანასწორობა რომელიც ყოველთვის იქნება. მთა და ბარს ვერ გაასწორებ. სწორედ ეს უთანასწორობა და სხვადასხვა გზა ქმნის ბოროტების და სიკეთის ცნებებს. ყველაფრის გათანასწორება მხოლოდ არ არსებობაა. რასაც არ ვემხრობი. არ არსებობა მერეც გვეყოფა, უსასრულობაში. ბოროტების სრული მოსპობა ცივილიზაციის არსებობის პირობებში შეუძლებელია? წარმოგიდგენია 7 მილიარდი ადამიანი რომელიც ყველა 100%-იანად კეთილია? ეს ხომ უტოპიაა. ასეთი რამ არასდროს მოხდება და ვერც მოხდებოდა განვითარების ნებისმიერი სცენარით. სწორე ამიტომაა ბოროტება ბუნებრივი რომ არსებობს პოლუსები. რადიკალური მხარეები. არაერთგვაროვნება. აბსოლიტური ცნებები უტოპიაა. ბოროტებას და უთანაბრობას ძალიან ბევრი საერთო აქვთ, იმიტომ რომ ბოროტება და სიკეთე უთანაბრობის ვარიაციების შედეგია. ვიღაცას ბავშვობაში ცემდნენ, არ აძლევდნენ საკმარის სიყვარულს, სითბოს, არ აღზარდეს ისე რომ ჩვენთვის მისაღები ღირებულებები ჩამოყალიბებოდა, ამიტომ გაბოროტდა ის და ისევე მოექცა სხვებს. აი სად წარმოქმნის უთანაბრობა ბოროტებას. ის ვისაც ყველაფერი საკმარისი ქონდა გამოვიდა უფრო კეთილი. მე არ ვამბობ რომ მარტო ამაზეა დამოკიდებული. ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორია კიდევ. არაადეკვატური ამბიციურობა, ეგოიზმი, ნარცისიზმი, მანიაკალური გადახრები. ეს ყველაფერი რაღაც უთანაბრობების, ნაკლოვანებების შედეგია. ზოგი გენეტიკური სიმახინჯეა, ზოგი არასწორი აღზრდა, ზოგი რადიკალური იდეოლოგიდან გამომდინარეობს.ზოგი სასოწარკვეთიდან და უიმედობიდან. ანუ ბევრი რამის გადაკვეთა ხდება,
                      არავინ რომ არავის მოკლავს ეგ დრო არასდროს იქნება.
                      “ჩრდილი უარყოფით მოვლენად გამოგყავს” ჩრდილი კი არაა უარყოფითი მოვლენა არამედ როგორც სინათლე ტოვებს ჩრდილს და ჩრდილის გაქრობა პრინციპულად შეუძლებელია, ისევე კანონზომიერია ბოროტების არსებობაც.
                      სამართლიანობა კი ვერ აღდგება. სასჯელის მიზანი საზოგადოების დაცვა უნდა იყოს. და თუ შესაძლებელია დამნაშავის გამოსწორება, თუ არაა შესაძლებელი და იზოლაციაში დარჩეს.ადამიანის სიცოცხლე თუ ღირებულებაა სწორედ ამიტომაც კანონი არ უნდა იყოს მკვლელი, თუნცაც ცუდი ბიძიების მკვლელი. 🙂 უსამართლობას როგორღა აღმოფხვრი როცა უკვე ჩადენილია? უსამართლობის პრევენცია შეიძლება მხოლოდ ამ ცუდი ტიპის იზოლირებით.

                      Like

                    • Z E I T G E I S T 31/05/2012, 2:23 AM

                      კარგი, ტანჯულ ადამიანს თავი დავანებოთ, როგორ ფიქრობ, ტანჯული ცხოველისა თუ ფრინველის მოკვდინება ეუთანაზიით სიკეთეს ემსახურება თუ არა? მორალურად გამართლებულია თუ არა? გასაგებია, რომ კაცობრიობა ერთეულებისგან შედგება, თუმცა ტოტალური ბოროტება იქმნება ზოგადის სახით და ზოგადად ვმსჯელობ მეც, ამიტომ ინდივიდის აზრამდე დასვლა არ მიმაჩნია სწორად. ვაცნობიერებ, რომ კაცობრიობის მოსპობა ბევრ კეთილ ინდივიდსაც შეიწირავს, თუმცა ეს ის მსხვერპლია, რასაც უდიდესი ბოროტების დამარცხება მოითხოვს.
                      ბოროტებაზე უფრო მკაფიო მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო ნათლად გამოხატო ჩემი აზრი: A მოვლენას ვუწოდებთ სიკეთეს მხოლოდ იმ შმეთხვევაში, როცა არსებობს B მოვლენა, რასაც ეწოდება ბოროტება. B მოვლენის მოსპობა, რომელსაც ჰქვია ბოროტება, გამოიწვევს A მოვლენის სახელწოდების “სიკეთის” გაქრობას და არა თავად A მოვლენის. შესაბამისად, ბოროტების როგორც მოვლენის მოსპობით, მოისპობა ბოროტების ცნებაც და ასევ ემოისპობა მხოლოდ სიკეთე როგორც ცნება და არა სიკეთე როგორც მოვლენა. სიკეთეს, როგორც მოვლენას აღარ ერქმევა სახელი “სიკეთე”, თუმცა ფაქტი იარსებებს.
                      ვერ გამიგია ბოროტებას უთანასწორობა ან უთანაბრობა რატომ უნდა წარმოშობდეს?! თუ ბავშვს ცემდნენ ან არასაკმარის სიყვარულს აძლევდნენ ეს იმთავითვე ბოროტებაა და არა უთანასწორობა, ბოროტება კი ბოროტებას წარმოშობს.
                      უსამართლობა აღმოიფხვრება უსამართლობის ჩამდენისათვის საკადრისის მიზღვით, რომ ის პასუხს აგებს არა მხოლო დიმისათვის, რომ ის საზოგადოებისთვის საშიშია, არამედ რაც ჩაიდინა იმისთვისაც.
                      საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა, გასაგებია ჩემთვის, რომ საქმე ის არის გვიღირს თუ არა ამგვარ მსოფლიოში ცხოვრება. შენ ამბობ, რომ გიღირს, რადგან მეცნიერული ცნობისმოყვარეობა გამოძრავებს და ბევრი სხვა რამეც ალბათ, მე ჩემი მხრივ ვამბობ, რომ არ მიღირს და უკმაყოფილო ვარ იმით რაც ხდება, თუმცა იმაში მაინც დამეთანხმე, რომ დღეს მსოფლიო უფრო ბოროტია, ვიდრე კეთილი და რომ კაცობრიობას შეუძლია ბოროტების შემცირება და ამას არ აკეთებს. სიკეთე-ბოროტების თანაფარდობის პროცენტული წილი რომ სხვაგვარი იყოს, ანუ მეტი სიკეთე და ნაკლები ბოროტება, მაშინ მე ასეთი რადიკალური არ ვიქნებოდი, არც აბსოლუტური სიკეთის ილუზია მაქვს, მე მაქვს პრეტენზია ბოროტებასთან კაცობრიობის შემგუებლობისა და გულგრილობის მიმართ, რაც მაიძულებს ვიფიქრო, რომ ასეთი მდგომარეობა ყოველთვის იქნება, ესაა და ეს.

                      Like

                    • michael 31/05/2012, 3:12 AM

                      ცხოველი არ აზროვნებს და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება.
                      გასაგებია რასაც ამბობ ბოროტებასა და სიკეთეზე, მაგრამ ჩემი აზრით არასწორია, ბოროტებას ვერ გააქრობ ცივილიზაციის არსებობის პირობებში. თეორიულად თუ ცნების გაქრობა შეძელი, მოვლენა მაინც დარჩება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც იმდენად კეთილი არაა, ყოველთვის იქნება ვიღაც ვისი სიკეთის კოეფიციენტი იქნება დაბალი ან სულაც მინუსებში წასული. ისევ უთანაბრობამდე მივდივართ. ეს არის ჩემი აზრით ამ მსჯელობის ამოსავალი წერტილი. უთანაბრობა. უთანაბრობაა ის რომ იმ ბავშვს იმდენი სიყვარული და ზრუნვა არ შეხვდა რამდენიც პავლეს, პავლე გამოვიდა უფრო კეთილი, ის ბავში გაბოროტდა. უთანაბრობაა წყარო სიბოროტისაც და სიკეთისაც. მარტო სიკეთე, როგორც მოვლენა იარსებებდა მაშინ როცა ყველა ერთნაირად იქნებოდა დაპროგრამებული. მაგრამ რადგან გარკვეული კუთხით არსებობს ინდივიდუალიზმი და კიდევ სხვა უამრავი პროცესი, ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. ადამიანთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ზოგი კარგია ზოგი ნეთბილია, ზოგი ცუდია და ზოგიც ბოროტი. და ა.შ..
                      რატომ ცემდნენ ბავშვს? იმიტომ რომ საკმარისი სითბო და მზრუნველობა არ ქონდათ არც თავისთვის და არც ბავშვისთვის მისაცემად. ისევ უთანაბრობა.
                      მე მიღირს იმიტომ რომ ერთი უბრალო დადებითი მომენტი წონის ყველა ცუდს. მე მიმაჩნია რომ ჩვენი არსებობაც კი უბრალოდ მაგარი რამეა და ჯერ არ ღირს მისი დამთავრება.
                      დღეს მსოფლიო უფრო ბოროტია ვიდრე კეთილი? მე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი ასე. მაგრამ იმის მტკიცებასაც არ დავიწყებ რომ პირიქითაა. ისე ჩემი აზრით ბოროტება ძალიან რომ სჭარბობდეს ახლა უკვე განადგურებულები ვიქნებოდით. რადგან კიდევ არსებობს სიკეთე, რადგან არსებობენ გულისხმიერი ადამიანები. რადგან ომებს არ აქვს გაჩანაგებული მთელი მსოფლიო.რადგან მეცნიერება დიდ პროგრესს განიცდის, რადგან ბევრი ხალხი ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობს,რახან არსებობს მომავლის პერსპექტივა, ე.ი ჯერ კიდევ იმდენი სიკეთე არსებობს რომ ყველაფრის გადარჩენა შეიძლება. ეს ოპტიმისტური ხედვა არაა ეს ყველაფერი არსებობს. ცუდის გვერდით კარგიც ხომ უნდა დავინახოთ.მგონია სიკეთე გონივრულობასთან ახლოა. ჰოდა ზოგი რამ ეს გონივრულობის ნაწილია და არა დიდი სიყვარულის, მაგრამ სიკეთეც ხომ ერთის მხრივ საერთო სარგებლობაზე ფიქრია. კაცობრიობას შეუძლია ბოროტების შემცირება, მაგრამ ამისთვის გონიერების ახალი დონეა საჭირო. რომელსაც უმრავლესობა მიაღწევს. თუ არ განვითარდა ცივილიზაცია, ეგ დონეც ვერ იქნება მიღწეული. შეუძლებელია ყველამ გადაწყვიტოს უცებ რომ კარგი იყოს. უმრავლესობას შესაძლებელია შეეცვალოს დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ რაც შეიცნობს ცივილიზაციის მთლიანობას, აღიქვამს მას ერთ სისტემად. სანამ ნაციონალური, რელიგიური, იდეოლოგიური, ინტერესები დიდ წილად წინააღმდეგობაში მოდის გლობალურთან, მანამ ცივილიზაცია ერთიანობას ვერ მიაღწევს.სიკეთე კი პირველ რიგში გლობალურ ინერესებში მოიზრება. როგორც ზემოთ ვთქვი, სიკეთე თანაცხოვრების ჰარმონიაა, თუ დაპირისპირების საბაბები და მიზეზები გაქრა, ეს სიკეთის საფუძველი მაინცაა თუ თავად სიკეთე არა.მე მიმაჩნია რომ ჩვენი არსებობა უკვე ძალიან ფასეულია, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ სამყაროს თვითშეცნობის გზა ვართ. ეს ფაქტი წონის ყველაფერს, ყველა არასასურველ და ცუდ მოვლენას. ეს ყველაფერი, მთელი ისტორია თავისი მწარე ფაქტებით და ჭუჭყიანი მხარით თუნდაც იმიტომ ღირდა რომ ის ელემენტარული შეგვეცნო რაც დღეს ვიცით.ყველაფერი ღირს არსებობად თუნდაც მანამდე სანამ ერთი ადამიანის გულში მაინც არსებობს გულწრფელი სიკეთე და სიყვარული. ეს ოპტიმიზმი კი არა ცხოვრების და საერთოდ არსებობის აზრია ჩემთვის.

                      Like

                    • michael 30/05/2012, 2:54 AM

                      ვერ დაგეთანხმები, თუ აღარავინ დარჩება, კარგი და ცუდიც გაქრება. ამ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე მოვლენა ან კარგი იყოს ან ცუდი. ეუთანაზია ცალკეულ ინდივიდებს ეხებათ და ალბათ დაუსრულებელ ტანჯვას ჯობია სიკვდილი.კაცობრიობა გაცილებით ფართო რამეა და ყველანი ფიზიკური ტკივილებით არ ვიტანჯებით:D, ბოროტება კი ისეთივე ბუნებრივია როგორც სინათლისგან დატოვებული ჩრდილი და ბნელი კუნჭული. ჩვენ შეგვიძლია ბევრგან გავანათოთ, მაგრამ ჩრდილს და სიბნელეს ბოლომდე ვერ დავამარცხებთ. სიკვდილით დასჯაზეც ვერ დაგეთანხმები. ექ ქმედება ემსგავსება შურისძიებას, ადამიანმა თუ ჩაიდაინა დანაშაული, მოკლა ხალხი, სამართლიანობას ვეღარ აღადგენ უკვე, იმიტომ რომ იმ ხალხს ვერ გააცოცხლებ, სამართიანობა აღდგებოდა მხოლოდ მაშინ თუ შეძლებდი გაგეცოცხლებინა. იმ მკვლელის მოკვლას კი არანაირი აზრი არ აქვს, თუ იმის საშუალება გაქვს რომ სამუდამოდ გამოკეტო. მოაშორო საზოგადოებას. ცოცხალმა უნდა გააცნობიეროს რომ მიეზღო, მკვდარი ვერც იმას იგრძნობს და ვერც ამას. მკვლელის მოკვლა ნაკლებად ცუდია ვიდრე უდანაშაულო ადამიანის მოკვლა, მაგრამ ორივე მკვლელობაა. დასჯა უნდა იყოს საზოგადოების პრევენცია დანაშაულისგან და არა დამნაშავეების დახოცვა. დამნაშავეების დახოცვა არ ამცირებს დანაშაულს, კანონმა არ უნდა მისცეს იგივე მკვლელობის მაგალითი. კანონი უნდა იცავდეს კი არ კლავდეს. კიდევ ერთია განა საშინელი დამნაშავისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე 1 საკანში გამოკეტვა უფრო ძნელი არაა ვიდრე მისი გაქრობა? ჩვეულებვრივ ციხეს და იმ კომფორტს არ ვგულისხმობ რაც ბრეივიკს ელის. მე მართლა ერთ საკანს ვგულისხმობ. მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ ადამიანის სახეს ვერ დაინახავს და ყველანაირ კონტაქტს თუ გასართობს რომ იქნება მოწყვეტილი.

                      Like

          • Z E I T G E I S T 29/05/2012, 2:35 PM

            ნუ, შენ ალბათ გენანება, რადგან ამდენს მიაღწია, ასე განვითარდა და უცებ ბუმ! და ყველაფერი გაქრეს, მესმის შენი, თუმცა ამ განვითარებასთან ერთად სიკეთე და სათნოება არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან თუ რამის ნაკლებობაა მსოფლიოში, სწორედ ამ თვისებების. ცხადია, ცხოველები უფრო მებრალება მეც, რადგან არაფერ შუაში არიან და არავითარი ზიანი მოაქვთ სამყაროსთვის.

            Like

            • Charlius 29/05/2012, 3:18 PM

              კი, მაგ მიზეზით მენანება. ჩემი აზრით, კაცობრიობა ამჟამად არის იმ მომენტში, ბავშვი რომ სიარულს სწავლობს და ბევრჯერ წაიბორძიკებს ხოლმე. ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ გადალახავენ ამ მომენტსაც, იმიტომ რომ მიუხედავად მრავალი უარყოფითი რამისა, რაც ადამიანს გაუკეთებია (ტერორიზმი, გენოციდები, ინკვიზიცია, გარემოს დაბინძურება, რესურსების არათანაბარი განაწილება და დაუდევრად მოხმარება), დადებითი რამეებიც არც ისე ცოტა შექმნილა. ერთ შანსს იმსახურებს ალბათ 😀

              Like

    • ზი ბერო 30/05/2012, 9:31 PM

      ვენერაა? 😀 ვენერაზე ისეთი ვულკანებია და ისეთი სქელი ატმოსფერო, თან ისეთი წვიმები იცის მანდ 2 წამში აორთქლდები

      Like

      • michael 30/05/2012, 9:55 PM

        ვენერას ატმოსფეროში, მიწიდან რამდენიმე კილომეტრით მაღლა საკმაოდ კარგი პირობები ყოფილა. მიწაზე წნევა 90 ატმოსფეროა, იქ სადაც მე ვამბობ კი 1 ატმოსფერო როგორც დედამიწაზე. ტემპერატურაც არაა ისეთი მაღალი როგორც ქვემოთ. მოკლედ მეცნიერები ფიქრობენ მაგაზე უკვე… მომავალში შესაძლებელია მფრინავი კოლონიების გაკეთება, ჩემი მოგონილი არაა ეს. და უფრო შორეულ მომავალში კი ტერაფორმირება და მისი ჯანი… ასე რომ ვენერა არც ისეთი წარმოუდგენელი კანდიდატია როგორც თავიდან ჩანს.

        Like

  3. ilia 28/05/2012, 9:32 PM

    sagol magari blogia da magar statiebs postav.
    albat me ver moveswrebi eget ragaceebs : D

    Like

  4. Rati 28/05/2012, 10:01 PM

    ჩემი აზრით კაცობრიობას თუ უნდა სხვა პლანეტებზე და თანამგზავრებზე დასახლდეს, უპირველეს ყოვლისა ჯერ მარსი უნდა აითვისოს. ვინმემ ხომ არ იცით როდის აპირებს ნასა ამ პროექტის შემუშავებას? ან თუ უკვე შემუშავებულია როდის დაიწყებს განხორციელებას?
    ერთ დოკ. ფილმიდან მახსოვს, რომ მხოლოდ მარსის ატმოსფეროს დედამიწისას დამსგავსებას რამდენიმე ათეული წელი და შეიძლება ას წელზე მეტიც დასჭირდესო. 😐 ასე, რომ ჩვენ ალბათ მაინც ვერ მოვესწრებით 😀

    Like

  5. xum xumara 23/06/2012, 8:11 PM

    ყველაფერი ღმერთის ხელშია,ასე რომ ეგ არ მოხდება!

    Like

    • Charlius 23/06/2012, 8:52 PM

      მასე რომ მივუდგეთ, არც უამრავი გენოციდი და ომი არ უნდა მომხდარიყო. ასე რომ არც ისაა გამორიცხული, ადამიანებმა პლანეტა საშინელ დღეში ჩააგდონ და საცხოვრებლად აღარ ივარგოს 😐

      Like

  6. Pingback: უკვდავების უარყოფითი მხარეები « ჩრდილოეთის ციალი

  7. გიორგი 26/12/2012, 4:55 AM

    უვე ადამიანები ჩვენს პლანეტას საშინელ დღეში ვაგდებთ ასე რომ ჩვენ ჩვენი პლანეტის განადგურების გზაზე ვდგავართ.

    Like

  8. meteori 07/02/2013, 7:49 PM

    ara mjera yvelaferi xmertis xelshiaaa 😀
    magram sheidzleba martla moxvdes 😀

    Like

  9. meteori 07/02/2013, 7:50 PM

    me yvelaze metad meteoris dacemis mjeraa 😦

    Like

  10. meteori 07/02/2013, 7:51 PM

    chemi azrit dinozavrebis gadasheneba meteoris dacemam gamoiwvia
    :D:D:(:)

    Like

  11. teo 12/07/2013, 1:29 AM

    adamianis codvilma bunebam gamoiwvia yvelaperi……aseti borotebi da ”gaumadzgrebi” rom ar viyot araperic ar moxdeboda….upalma chvens gamo tavi gaswira rata chveni codvebi gamoesyida magram ra sanacvlod?chven isev im codvil gzas vadgavart da uplis gzidan vuxvevt….ase rom araperi ar unda gasgvikvirdes…yvelaperi chvens codvil bunebas unda davabralot …risi girsebic vart sabolood is mogvezgveva….damdzimda dedeamiwa amdeni codvebisgan….

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: