Samsung Galaxy Note – მეტი, ვიდრე უბრალოდ სმარტფონი


სამხრეთ კორეულმა გიგანტმა კომპანიამ „Samsung”-მა გასული წლის ოქტომბერში ბერლინში გამართულ გამოფენაზე ინოვაციური მოდელი წარმოადგინა – Galaxy Note. ყველაზე მეტად მნახველთა ყურადღება მიიქცია იმან, რომ Galaxy Note წარმოადგენს ჰიბრიდს სმარტფონსა და ტაბლეტის ტიპის (პლანშეტურ) კომპიუტერს შორის, რაც შესაბამისად აისახა მისი ეკრანის ზომაზე – ეს მაჩვენებელი 5.3 დუიმს (13.5 სმ) შეადგენს. ცხადია, მას მოჰყვება ე.წ. სტილუსის კალამიც. ფაქტობრივად, Galaxy Note-მა ახალი კატეგორია შექმნა სმარტფონებსა და ტაბლეტებს შორის.

პირველი ნახვისას შესაძლოა, მოდელის სენსორული ეკრანის ზომამ შეგაცბუნოთ, რადგან ჩვეულებრივი მობილურისას და სმარტფონისას აღემატება. თუმცა როდესაც მის ფუნქციებში გაერკვევით, მიხვდებით, რომ ეს უპირატესობაც კია. ამასთან, თავისუფლად შეიძლება მისი ერთ ხელში დაჭერა და არც საშუალო ზომის ჯიბეში ჩადებაზე შეგექმნებათ რაიმე პრობლემა. ეკრანის გარჩევადობა 1280 X 800 პიქსელს შეადგენს და აქვს 16 მილიონი ფერის მხარდაჭერა, რაც გამოსახულების სიმკვეთრესა და კარგ აღქმადობას უზრუნველყოფს.


Galaxy Note-ის ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ის სხვადასხვა ინტერესისა და საქმიანობის მქონე ადამიანთა გემოვნებას ესადაგება. თუკი ხართ დაკავებული ადამიანი, აუცილებლად მიგიზიდავთ მისი ინტელექტუალური ორგანაიზერი. მასში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, დაგეგმოთ მგზავრობა, Google-ის რუკები კი ნავიგაციაში დაგეხმარებათ. თუკი ინტერნეტში ძრომიალი თქვენი ჰობია, Galaxy Note-ის გამოყენებისას შეგიძლიათ ერთი დაწკაპუნებით შეხვიდეთ იუტუბზე, შეამოწმოთ ელ.ფოსტა, Social Hub-ით აკონტროლოთ სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ტვიტერი, LinkedIn), პირდაპირ გადახვიდეთ გუგლის ძიებაში და ა.შ. ფოტოების გადაღება თუ გსურთ, არც ამაზე დაგწყდებათ გული – თქვენს განკარგულებაშია სენსორული ფოკუსირებისა და სახის ამოცნობის ფუნქციით აღჭურვილი 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც იღებს 1080p ვიდეოს, ასევე 2 მეგაპიქსელიანი კამერა წინა მხარეს ვიდეოჩატისა და ჩაწერისთვის. ფოტოების კორექტირება იქვე შეგიძლიათ ფოტოშოპის პროგრამის მეშვეობით.

თუკი გიყვართ ხატვა ან უბრალოდ გართობა გსურთ, Galaxy Note-ის სტილუსით (რომელსაც სამსუნგი S Pen-ს უწოდებს) ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. მას აქვს სურათზე წარწერების გაკეთების ფუნქცია, ან შეგიძლიათ უბრალოდ ეკრანზე დაწეროთ რაიმე ტექსტი, შემდეგ კი მესიჯის სახით გაგზავნოთ ან სოციალურ ქსელზე ატვირთოთ. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ S Memo-ს აპლიკაცია დაგაინტერესებთ, რომელიც ხატვის საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ დაარეგულიროთ ხაზის სისქე, ფერები და ა.შ. თავიდან კალმის დამორჩილება ცოტა არ იყოს, რთულია, თუმცა მიჩვევის შემდეგ საკმაოდ ადვილად შეძლებთ სასურველი მოხაზულობების შექმნას. ესეც ჩემი შემოქმედება 😀

იდეაში კუა

 

შემქმნელებმა კითხვის მოყვარულებიც არ დატოვეს გულდაწყვეტილი – Readers Hub-ი გაძლევთ საშუალებას, ჩამოტვირთოთ და იკითხოთ სხვადასხვა ფორმატის ელექტრონული წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და ა.შ. ეკრანის დიდი ზომა, აქსელერომეტრი ეკრანის ავტომატური შემოტრიალებისთვის და მარტივი სქროლინგი ამ საქმეში კიდევ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს.

მოდელის გარეგნული მონაცემები ასეთია:
● სიგანე – 83 მმ
● სიმაღლე – 147 მმ
● სისქე – 9.6 მმ
● წონა – 178 გრამი

Galaxy Note-ის ოპერაციული სისტემა Android 2.3.6-ია, აქვს 1 GB RAM, 16 GB შიდა მეხსიერება და 16/32 GB microSD, 1.4 გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორი, თითებითა და S Pen-ით მართვის ფუნქციები. მოდელს გააჩნია Wi-Fi-ის მხარდაჭერა, ასევე Bluetooth 3.0, Micro USB 2.0, ახლო საველე ურთიერთობა (NFC) და ა.შ. მისი მფლობელები ხშირად აღნიშნავენ ბატარეის გამძლეობას, ასე რომ ყოველდღე დამუხტვა არ მოგიწევთ 😀

გასულ თვეში (28 მარტს) „Samsung”-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ამ მოდელის მსოფლიო გაყიდვების მაჩვენებელმა 5 თვეში 5 მილიონი შეადგინა, რაც თავის სიტყვას ამბობს.

ასე რომ თუკი ვერ გადაგიწყვეტიათ, სმარტფონი გსურთ თუ ტაბლეტი, მრავალფუნქციური Samsung Galaxy Note იდეალურ ოქროს შუალედს წარმოადგენს.

Galaxy Note-ის შედარება სხვა სმარტფონებსა და ტაბლეტებთან:
● Sony Ericsson Xperia Play
● Samsung Galaxy S II
● HTC Titan
● Samsung Galaxy Note
● T-Mobile G-Slate
● Samsung Galaxy Tab 10.1

 
FB: Samsung Galaxy Note Studio Georgia

Advertisements

39 responses to “Samsung Galaxy Note – მეტი, ვიდრე უბრალოდ სმარტფონი

  1. ჭიამარია 20/04/2012, 5:03 PM

    მომინდა :(:(:( მაგრამ ვიცი რომ კიდევ დიდხანს უნდა მინდოდეს ….

    Like

  2. karamelka 20/04/2012, 5:15 PM

    ხატვის იდეა მომეწონა :)))

    Like

  3. MrsMarch 20/04/2012, 5:18 PM

    სამსუნგს მაინც არ ვწყალობ რატომღაც: (

    Like

    • ladiko93 20/04/2012, 10:56 PM

      xo ai ratom unda momindes vtqvat amis yidva iphones magivrad misi upiratesoba ver davinaxe me da iphonesas dzalian bevri shemidzlia davwero tundac retina display operaciuli sistema ios romelis shedareba androidtan uazrobaa ravici aba ra vtqva meti :))) movitxov samsngis wvirtvalebinma marketingis ufrosebma gagvcen pasuxi :D:D:D:D

      Like

      • Charlius 20/04/2012, 11:30 PM

        გადახედე ამ სტატიას, ნოუთი არის აშკარა გამარჯვებული, ყველა პუნქტში აღემატება iPhone 4-ს – პროცესორი, ეკრანი, რამი, კამერა და ა.შ.
        http://www.techradar.com/news/phone-and-communications/mobile-phones/samsung-galaxy-note-vs-iphone-4-which-is-best-1008681

        სმარტფონების საუკეთესო მწარმოებლად კი სამსუნგია დასახელებული

        Like

        • ladiko93 21/04/2012, 1:44 AM

          ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, რამით და პროცესორით რომ აღემატება არ ნიშანს რომ ჯობია, პირიქითაც არის იოს-ის სიტემა ოპტიმიზრებულია და ნალებად ტვირთავს თუნდაც პროცესორს და რამს, შენ რომ დათაგე ასეთისტატიები ინტერნეტში ძალიან ბევრია რომლებიც თუნდაც სამსუნგს რომ ანიჭებენ უპირატესობას ან აიფონს, მაგრამ ეს შეიძლება ვინმეს სუბექტური თვალსაზრისი იყოს ამიტომაც არ არის სანდო.ამიტომ მოდი სატისიკას გადავავლოთ თვალი ზემოთ წერია რომ 5 თვეში 5 მილიონი სამსუნგი გაიყიდა და ეიფლიმ პირველ დღესვე 1 მილიონი შეკვეთა მიიღო, ვინაიდან და რადგანაც მენსქიუს 10 პრინციპიდან ერთ-ერთია რომ რაციონალური ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყნებენ, ეს აშკარად აისხაება სტატისიკაზე, და თვითონ ეს სტატისტიკა ლაპარაკობს პროდუქტის ხარისხზე, მნიშვნელობაზე და უპრატესობაზე. ჩემი მიზანი არ არის რომ რომელიმე ბრენდს ცილი დავმწამო მაგრამ ეიფლი რომ ბევრად წინ არის ტექნოლოგიურ სფეროში ეს აშკარაა, შენ დათაგული სტატია უბრალოდ რიცხვების შედარებაა რომ სამსუნს 1,4 გრგაჰერციანი პროცესორი აქვს და ა.შ. და ისეთ პროგრამებზე როგორიც არის “siri” არაფერია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ როცა ის შეიქმნა ეიფლს დაახლოებით 350 მილიონი დაუჯდა მისი შექმნაა და შემდგომ აიფონში ჩადო, ხელოვნური მოლაპარაკე ინტელექტი ამ მხირვაც წინ წავიდა ეიფლი რადგან დღესდღეისობით მარტო გუგლს აქვს ამ მიმართულებით ძვრები და ისიც საკმაოდ სუსტი, უნდა აღინიშნოს ისიც რომსამსუნგი საკამოდ სერიოზული კონკურენტია და ერთ დროს ეიფლის პრცეოსრებს სწორედ ეს უკანასკნელი აწყობდა მაგრამ ეს სერიოზული კონკურენტობა გამოწვეულია იმით რომ სამსუნგი შედარებით მდარე(მდარე არ ნიშნავს ცუდს) საქონელს თავაზობს მომხმარებელს (კონკრეტულად ამ მოდელზე არ ვამბობ). საბოლოდ შეჯამებისას კი არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ რომელიმე მხარის პროაგანდას ვეწევი უბრალოდ საქართველოში დამახინჯდა ეს და ხალხი აიფონს იმისთვის ყიდულობს რომ “ძერსკობაა” და ალბათ ნახევარზე მეტმა არც იცის მისი სრულყოფილი გამოყენება, ბოლოს კი მე ვფიქრობ რომ სამსუნგი სამუნგია და ეიფლი ეიფლია ანუ ჩაკბეჩილი ვაშლი ორივე შემთხვევაში მომხამრებელი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რომლითაც უკმაყოფილო არ დარჩება :)))))

          Like

          • shoo 22/04/2012, 1:29 AM

            სამსუნგი თუ არ უსწრებს არ ჩამოუვარდება უბრალოდ ის ფაქტი რომ მითი რომ ეიფლი ერთადერთი უკონკურენტო მოწყობილობაა მცდარია.. გაყიდვები კიდე არაფერს გულისხმობ იმიტომ რომ მარკეტინგის კარგად მუშაობს ამ სეგმენტზე.. კარგათ შექმნილი იმიჯი და მოკბეჩილი ვაშლით მომხიბვლელობაა მნიშვნელოვანი.. iPhon-ის ჭერის ბედნიერბა მქონდა და იმდენად დამტანჯა რომ აგარ მინდა ეხლა samsung note-ზე ვოცნებობ :დ :დ :დ

            Like

            • ladiko93 22/04/2012, 5:17 PM

              ერთ რამეში დაგეთანხმები, რომ ეიფლი უკონკურენტო ბრენდი ნამდვილად არ არის, საერთოდაც განვითარება და ახლის დანერგვა კონკურენციის შედეგია, მაგრამ ზუსტად ამ კონკურენციის პირობებში ეიფლი დღეს პირველია, და მარკეტინგს რაც შეეხება იმის ილუზია არ არსებობს მგონი რომ სამსუნგი უფრო ნაკლებს ხარჯავს ამ მიმართულებით ვიდრე ეიფლი, გაყიდვები არაფერს გულისხმობსო რომ ამბობ, რა ვიცი რა გიპასუხო ნებისმიერი ფირმის პირდაპირი მიზანია, გაყიდოს მეტი პროდუქცია და კომპანიამ ნახოს არსებულ ვითარებაში მაქსიმალური მოგება, შენ კიდე მეუბნები რომ გაყიდვები არაფერს ნიშნავსო და მარკეტინგის სწორი პოლიტკის დამსახურებააო, თუ ამას ამბობ გამოდის რომ ჯერ პირველი ეიფლის მარკეტოლოგიის სპეციალისტები ბევრად კომპეტენრურები არიან და დარწმუნებული ვარ რომ სამსუნგის პერსონალს დიხაც ადარდებს გაყიდვები, რადგან ენთუზიაზმზე ნამდვულად არ მუშაობენ :))))))

              Like

              • shoo 22/04/2012, 10:19 PM

                შენ გაყიდვების მაგალითით განამტკიცე ის აზრი რომ რაღან ამდენი iphone იყიდება ე.ი ის უმჯობესიაო და მაგაზე გითხარი რომ გაყიდვებით ამას ვერ იტყვი.. რადგან ბევრი იყიდება ეს იმას არ ნიშნავს რომ ის საუკეთესოა.. საერთოდაც ეპლიმ თავიდან გადატრიალება მოახდინა ამ სფეროში მაგაზე არავინ დაობს და ამ სიახლემ იმხელა პოლულარობა მოუტანა თვითონ ბრენდს რომ იმ ინერციით დღემდე წარმატებით მიექანება და 53–ე ადგილიდან წელს 10 საუკეთესო ბრენდში დაიკავა ადგილი.. ხოდა ადგა სამსუნგი აიღო ეს iphone დაშალა შეისწავლა იპოვა ნაკლოვანებები და შექმნა ახალი განსხვავებული აპარატი …

                Like

                • ladiko93 23/04/2012, 8:38 PM

                  ესეიგი შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ სამსუნგმა მოიპარა ეიფლის პროდუქცია, შემდეგ დაშალა და მის ბაზაზე გააუმჯობესა აპარატი და გამოუშვა, რატომღაც შენ ნათქვამზე საბჭოთა იდეოლგია გამახსენდა, როდესაც საბჭოეთი მოიპარავდა მაკეტს ააწყობდა თავის ბაზაზე და მერე ამობობდა, როგორ ჭკვიანები ვართო, როგორი შემოქმედებითებიო.

                  Like

                  • shoo 02/05/2012, 7:42 PM

                    ველოსიპეტს ხელახლა ვერ გამოიგონებ…
                    ეს ელემენტარული ბრენჩ–მარკეტინგია შეისწავლო კონკურენტის პროდუქცია და გააუმჯობესო. თუდაც გაზარდო ეკრანის ზომა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ახალი სენსონური ეკრანი გამოიგონო ანდა გაზარდო ბატარეის ენერგიის ხანგრძლივობა.
                    არ ვამტკიცებ რომ სამსუნგი მთლიანობაში სჯობს ან რამით ჩამოუვარდება. უბრალოდ სამსუნგამო მოახერხა იმ ნაკოვანობების გამოვლენა რაც ქონდა ეპლის

                    Like

                    • shoo 02/05/2012, 7:43 PM

                      სხვათაშორის ამ მოდელს ოფიციალური ქარტილუ მენიუ აქვს )) უბრალოდ სასიამოვნო ფაქტი ქართველებისთვის როდესაც iTunes-ში დასარეგისტრირებლად ქვეყანა საქართველო საერთოდ არ არსებობს:| სამწუხარო ფაქტია… და საერთოდაც iphone არის ტელეფონი მაგრამ არა საქართველოსთვის მისი სრული ათვისება აქ ცოტა რთულია

                      Like

      • MrsMarch 21/04/2012, 12:50 AM

        ლადიკო, ფასში არის განსხვავება. ერთი და იმავე დონის აიფონი და სამსუნგი, სხვადასხვა ფასიანია, სამსუნგი უფრო იაფია… აი ამიტომ (პასუხი სამსუნგის მარკეტინგის მენეჯერის ნაცვლად) : )

        Like

        • ladiko93 21/04/2012, 1:50 AM

          აუსტად ეგ დავწერე რომ სამსუნგი მდარე საქონელსაც არარმოებს რომელიც საშუალი შემოსაცლის მომხამარებელზე გათვლილი და შესაბამისად იაფია, ხოლო ხარისხი შედარებით ნაკლები

          Like

          • MrsMarch 21/04/2012, 1:18 PM

            ხო, მოგვიანებით ვნახე შენი დიდი კომენტარი და იგივეს დავწერდი რომ არ დამზარებოდა :დ გეთანხმები ყველაფერში : )

            Like

  4. Giorgi Dadeshqeliani 20/04/2012, 5:22 PM

    რა მაგარი მოდელია 😦 და საქართველოში რა ღირს დაახლოებით?

    Like

    • Charlius 20/04/2012, 5:32 PM

      მაღაზიას გააჩნია, მაგალითად ზუმერში არის 1140 ლარად, ელიტ ელექტრონიქსში – 1249 ლარად

      Like

  5. tami 20/04/2012, 8:13 PM

    aifoni makvs exla da erti suli makvs movishoro. metyoba rom meoce saukunis gadmonashti var. ver veguebi tanamedrove teknikas.

    Like

  6. tsotnee 20/04/2012, 9:18 PM

    ეჰ! მე რა ხანია ვიცი რომ ასეთი რაღაც არსებობს, მაგრამ რად მინდა?!
    პ.ს. არაუშავს უკეთესებიც იქნება და იმედია იმათი ფული მაინც მექნება! 🙂

    Like

  7. Z E I T G E I S T 20/04/2012, 10:12 PM

    მელოტი კუ მაგარი იყო 😀 შენ გაქვს ეს ტელეფონი ჩარლიუს?

    Like

  8. Luka Floyd 20/04/2012, 11:05 PM

    რა გალაქსი რის გალაქსი 😀 ვაშლი ფორევერ 😀

    Like

  9. tyler durden 20/04/2012, 11:59 PM

    iphones bevrad agemateba !

    yvelafershi !

    jer marto bevrad kargi OS- aqvs note-s, ar aris mosabezrebeli da aris gaxsnili sistema IOS-isgan gansxvavebit !

    Like

  10. NocHuRa 21/04/2012, 7:33 AM

    ვაპირებ ყიდვას როცა დიდი ბიჭი გავხდები და ფასიც როცა დაიწევს :დ ❤

    Like

  11. nana 21/04/2012, 10:48 PM

    პირადად მე ვაპირებ ვიყიდო, რადგან აიფონთან შედარებით ბევრ უპირატესობას ვხედავ და მითუმეთეს საქმიანი ადამიანებისათვის ძალიან კარგია. ამასთან, გალასქი ნოუთი უფრო სჯობს თუ აიფონი, ეს გემოვნების საკითხია დილეტანდებისათვის, აზრი მაშინ ექსპერტებს დავეკითხოთ. გადავხედე ინტერნეტში და უმრავლესობა სამსუნგის გალაქსი 2 ს-ს და გალაქსი ნოუთს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს რატომღაც. მე მათგან განსხვავებით ამ საკითხში მართალია ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მონაცემების შედარების ფონზე, გალაქსი ნოუთის ყიდვა გადავწყვიტე. ძლიერი მონაცემების გარდა, სხვა ღირსებებიც გააჩნია,მაგალითად, ნამდვილად არ შეგეშინდება გატეხვის, შემთხვევით, რომ ტელეფონი დაგივარდეს. საკმაოდ კარგი და გამძლე კორპუსი აქვს, აიფონისგან განსხვავებით. ბევრი ვიდეო რგოლიც დევს ინტერნეტში ამ მხრივ გალაქსის უპირატესობებზე და შეგიძლიათ ნახოთ. აი თუნდაც ეს ლინკი გახსენით:http://www.youtube.com/watch?v=elKxgsrJFhw . მე გალაქსი 2ს და გალაქსი ნოუთი , ორივე ძალიან მომწონს. ისე, სამსუნგსა და აიფონს შორის დაწყებულ დავებსაც ვადევნებდი თვალს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში და რატომღაც სამსუნგმა მოუგო პროცესების უმრავლესობა. მოკლედ, ერთს დავასკვნი, მობილური ტელეფონების ამდენი ბრენდი იმიტომ არსებობს, რომ ვის რა მოსწონს ის იყიდოს. უი, საკმაოდ ბევრი დამიწერია, ახლა გადავხედე :), მაგრამ ეს იმან განაპირობა, რომ ყველა კომენტარი წავიკითხე და მათი გათვალისწინებით ჩემი აზრი დავაფიქსირე. მოკლედ, გემოვნებაზე არ კამათობენ და ყველამ ის იყიდოს, ვის რა მოსწონს.

    Like

  12. nana 21/04/2012, 10:53 PM

    გალასი მირჩევნია აიფონს

    Like

  13. nana 21/04/2012, 10:54 PM

    http://www.youtube.com/watch?v=elKxgsrJFhw თუნდაც მარტო ამით, რაც ამ ვიდოეზეა, მონაცემებს რომ თავი დავანებოთ,

    Like

  14. nana 21/04/2012, 10:55 PM

    აი ეს ლინკი ნახეთ: http://www.youtube.com/watch?v=elKxgsrJFhw

    Like

  15. nana 21/04/2012, 10:57 PM

    ისე ექსპერტებს დავეკითხოთ, რომელი უფრო სჯობს, ჩვენ ხომ მხოლოდ მეტ-ნაკლებად გარკვეული მომხმარებლები ვართ 🙂 და რომელიმე ბრენდის მოდურობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ყველაზე საუკეთესოა.

    Like

  16. shoo 22/04/2012, 1:44 AM

    სხვათაშორის ამ მოდელს ოფიციალური ქარტილუ მენიუ აქვს :))) უბრალოდ სასიამოვნო ფაქტი ქართველებისთვის როდესაც iTunes-ში დასარეგისტრირებლად ქვეყანა საქართველო საერთოდ არ არსებობს:| სამწუხარო ფაქტია… და საერთოდაც iphone არის ტელეფონი მაგრამ არა საქართველოსთვის მისი სრული ათვისება აქ ცოტა რთულია

    Like

  17. bioblog.me 23/04/2012, 10:15 AM

    და ამ სიკეთის ფასი რა არის? :დ

    Like

  18. Roman Tatarashvili 26/06/2012, 3:47 PM

    როგორ ადარებთ ამას აიფონს? 😀
    ეფლისნაირი საცოდავი ბრენდები, სამსუნგს არც უნდა შეედარონ 😀
    ანდროიდი ყველაფრით ჯობს იოს-ს და ვინც საპირისპიროს ამბობთ, ალბათ ხუმრობთ 😀

    Like

  19. Jason Evans 07/12/2012, 11:44 PM

    კაკრას ამას ვეძებდი ინტერენტშიდ ა სრულად შენს ბლოგზე ვნახე დ ამინდა ვთქვა, რომ ძალიან მომოწნსს აი ძალიან მაგარია samsung galaxy იმედიაა ამ ნახევარი წლის განმავლობაში ვიყიდი :/

    Like

  20. MaRRey 05/04/2013, 12:37 AM

    ხომ ვერ მეტყვით საქართველოშ თუა და რა ღირს GALAXY NOTE 2??

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: