მსოფლიო მოდა


მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და კულტურები ერთმანეთისგან გამოირჩევიან ჩაცმულობითა და მორთულობებით. დამკვირვებლისთვის ეროვნული ტანისამოსი ხშირად არის ის დეტალი, რაც უცნობ ხალხზე პირველ მინიშნებას აძლევს, რადგან ის ირეკლავს ტრადიციას, სულიერებასა და ხასიათს. ამ ფოტოზე სუდანელ ქალს მთელ სხეულზე აქვს შემოხვეული ეროვნული ტობე.


 


ბერის მანტიაში შემოსილი ახალგაზრდა ბუდისტი მიანმას მონასტრის შესასვლელიდან იყურება. მონასტერში მცხოვრებ ბუდისტთა სამოსში დომინირებს წითელი, წაბლისფერი და ზაფრანისფერი.

 


ფერადი ტანისამოსი სარი ეხამება იმ ყვავილებს, რომლებსაც ინდოეთის ქალაქ პუშკარის ქალები დაატარებენ. ინდური ქსოვილები მოიცავს ათასობით ადგილობრივ სტილსა და ტექნიკას.

 


ჰონგკონგელი მოდის ფოტოგრაფები ბამბუკის გროვებს იყენებენ უკანა დეკორაციად გადაღებების დროს. ჩინეთი წარმოადგენს თანამედროვე და მაღალი კლასის მოდის ბაზარს.

 


ხართან საბრძოლველად გასვლის წინ ესპანელ მატადორს სერაფინ მარინს ასისტენტები ეხმარებიან ლაბადის გასწორებაში. ესპანური ტრადიციული სამოსებიდან მატადორის ჩაცმულობა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია.

 


საფრანგეთის რეგიონ პროვანსში მოსაგონარ შეკრებაზე ქალები ტრადიციულ სამოსში არიან გამოწყობილი.

 


თეირანის ქუჩებში გადაადგილებისას ქალები ისლამურ ტანისამოსს ატარებენ. მუსლიმი ქალები სხეულის უმეტეს ნაწილს იფარავენ, რათა მოკრძალება შეინარჩუნონ.

 


გუიჯოუს პროვინციელი მუშები პოზირებენ შანხაის ერთ-ერთ ტროტუარზე. დასავლურმა მოდამ და იდეებმა შეაბიჯა ამ ჩინურ ქალაქშიც, რომელიც წარსულში უცხოელთა თავშესაფარს წარმოადგენდა.

 


უსწორმასწოროდ დაჭრილი ფირუზის ქვები ამშვენებს ჰიმალაის რეგიონ ლადაკჰის მაცხოვრებელი ქალების თავსაბურავებს. გრძელ, მძიმე მანტიას ატარებენ როგორც კაცები, ისე ქალები.

 


ფერად ტანსაცმელში შემოსილი მასაის ტომის წევრი ქალები ტანზანიის დაბლობში მიაბიჯებენ.

 


მოხუცი ნეპალელი თავის შვილიშვილთან ერთად ზის ბჰაკტაპურის ტაძრის წინ, კატმანდუს ხეობაში. მისი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ტოპი ეწოდება, ჰიმალაის ამ რეგიონის ტრადიციული ჩაცმულობის ნაწილია.

 


სერბ ქალს ხალხური სამოსი აცვია. სერბეთში ხალხური სამოსის სტილი რეგიონების მიხედვით იცვლება.

 


შანხაიში ველოსიპედის ტარებისას ჩინელ ქალს კანის მზისგან დასაცავად ჩაფხუტი აფარია და სახელოებიანი მოსასხამი აქვს მოცმული. აზიის ბევრ ტერიტორიაზე ქალები სხეულს ღია ფერის ტანისამოსით იფარავენ, რათა დამწვრობა თავიდან აიცილონ.

 


ნიუ-იორკელ მოდელებს თამამი დიზაინის კაბები აცვიათ ყოველწლიურ შოუზე გამოსასვლელად, რომელზეც მაყურებლები ეცონობიან მაღალი კლასის ავანგარდულ ტანისამოსებს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: