2011 წლის საუკეთესო Wallpaper-ები National Geographic-ისგან


შვეიცარიის ქალაქ ცერმატში მზის ჩასვლისას მატერჰორნის მთის მბრწყინავი მწვერვალი ახლომდებარე ტბაში ირეკლება.
ფოტო დიდი ზომით


 


ადამიანების მსგავსად, რუხი მგლებიც გამოხატავენ სითბოსა და ყურადღებას ერთმანეთის მიმართ, დაუნდობელი მხეცის სტატუსის მქონე არსებებიც კი ეალერსებიან ხოლმე ერთმანეთს.
ფოტო დიდი ზომით

 


ვიეტნამში ჩასულ ტურისტებს მდინარე რაო თუონგთან ხვდებათ ჰანგ ენის უზარმაზარი გამოქვაბული. ადიდების პერიოდში მდინარის დინება საკმაოდ წყალუხვია და ფარავს გამოქვაბულის ლოდებს.
ფოტო დიდი ზომით

 


ნევადას შტატში, ტაჰოს ეროვნული პარკში, პენსტემონები გარს აკრავს გამოფიტულ ხის კუნძებს.
ფოტო დიდი ზომით

 


სენტ-ლუსიას შესართავში 1 წლის ნილოსის ნიანგი ცდილობს ბაყაყი ხელში მოიგდოს. ისიმანგალისოს პარკის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც იუნესკო 1999 წლიდან იცავს, დაცული ადგილია და აფრიკაში უდიდეს შესართავ სისტემას წარმოადგენს.
ფოტო დიდი ზომით

 


მზის შუქი ეფინება ალგონკინსა და რაითს, ადირონდაკის 48 მწვერვალიდან ორს, რომელთა სიმაღლე 1200 მეტრს აჭარბებს. ტყის გაჩეხვისა და მრეწველობითი საქმიანობის გამო ეს ადგილები წარსულში დაზიანდა, თუმცა მოგვიანებით რენესანსის ეპოქა დაეწყო და ტყეები ისევ მომრავლდა.
ფოტო დიდი ზომით

 


მადაგასკარული ლემურები მათი კარსტული სახლის სიახლოვეს დასავლეთ მადაგასკარში. ამ უცნაურმა კოშკებმა 1.8 მილიონი წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, როცა გაიხსნა მიწისქვეშა წყლები და შეიქმნა ფოროვანი კირქვები.
ფოტო დიდი ზომით

 


დილის მზე ანათებს გორაკებსა და ქვიშის დიუნებს ირლანდიის უდიდეს ნახევარკუნძულზე – ინიშოვენზე.
ფოტო დიდი ზომით

 


ღამის დუბაის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ელექტროობები ანათებს. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ელვა იკლაკნება, ხოლო იალქნის ფორმისა და 321 მეტრი სიმაღლის სასტუმრო “ბურჯ ალ არაბი” სპარსეთის ყურის ნაპირას მწვანედ ვარვარებს.
ფოტო დიდი ზომით

 


სქელი ღრუბლები და ჩამავალი მზე ირეკლება კოსტა-რიკის ნიქოიას ნახევარკუნძულის ქვიშიან სანაპიროზე. წყნარი ოკეანის სილამაზე და სერფინგისთვის საუკეთესო სასრიალო ადგილები ის ორი მიზეზია უამრავიდან, რის გამოც ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა ტურისტების თავშეყრის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცა.
ფოტო დიდი ზომით

 


იუკატანის ნახევარკუნძულზე უამრავი ბუნებრივი ჭა, თხრილი თუ გამოქვაბულია, რომლებიც სილამაზითა და უნიკალურობით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი განათებულია, ზოგი კი მდიდარია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, კრისტალურად სუფთა წყლებით.
ფოტო დიდი ზომით

 


ბამბის ველი რეგიონ ლანდმანალუგარში. ისლანდიის ბუნების მშვენიერების ამსახველი ერთ-ერთი ფოტო.
ფოტო დიდი ზომით

 


ნორჩი მწვანე ხეები ირეკლებიან ხუთი ყვავილის ტბის წყალში, რომელსაც მინერალების ნალექი და წყალმცენარეები აფერადებენ. 5 ყვავილი ერთ-ერთია ძიუჯაიგოუს ბუნებრივი საცავის 118 ტბიდან, რომლებსაც 1978 წლიდან ჩინეთის მთავრობა იცავს.
ფოტო დიდი ზომით

 


სამხრეთ აფრიკის ცვრიან დილას ახალგაზრდა ლეოპარდი წაქცეულ ხეზე ზის და სხეულს ილოკავს. სხვა დიდ კატებთან შედარებით, ლეოპარდი უფრო მორცხვია და იშვიათად ჩნდება. თუმცა ეს იმის გამოცაა, რომ სანადიროდ ღამით გამოდიან. ღონიერი და საუცხოო არსება ლეოპარდი იმ სახეობებში შედის, რომლებიც ადამიანთა ბარბაროსული საქციელის გამო დღითიდღე ცოტავდებიან.
ფოტო დიდი ზომით

 


წითლად მოელვარე ლავა იღვრება დიონიო ლენგაის მთიდან ტანზანიის რიფტის ხეობაში. ვულკანის ლავა, რომელიც შიშველი თვალისთვის ყავისფერი ჩანს, სიმკვრივით ზეთისხილის ზეთის მსგავსია.
ფოტო დიდი ზომით

 


1940-იანებში დამზადებული “შევროლეს” პიკაპი ერთ დროს ამ გზებზე მოძრაობდა, თუმცა დღესდღეობით მისი ზედაპირი მთლიანად ხავსითაა დაფარული.
ფოტო დიდი ზომით

 


910 მ სიმაღლის კლდის ელ კაპიტანის ანარეკლი მერსედის მდინარეში, იოსემიტის ეროვნულ პარკში, კალიფორნიის შტატში.
ფოტო დიდი ზომით

 


თოვლით დაფარული ნავმისადგომი ცენტრალურ შვეიცარიაში, ცუგის ტბასთან, მზის ამოსვლის მომენტში.
ფოტო დიდი ზომით

2 thoughts on “2011 წლის საუკეთესო Wallpaper-ები National Geographic-ისგან

  1. tsotnee

    სულ ვკითხულობ და ვათვალიერებ შენს ბლოგს. ძალიან, ძალიან მომწონს. ხოდა აქამდე კომენტარი არცერთ პოსტზე არ დამიწერია.
    მაგარი ლამაზი სურათებია. მე-5 მომწონს განსაკთრერბით. 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s