National Geographic-ის საუკეთესო დღის ფოტოები 2011 წელს

მთელი წლის განმავლობაში National Geographic-ის საიტზე იდებოდა დღის ფოტოები, რომელთაგან თვის ბოლოს 10 საუკეთესო ირჩეოდა ხოლმე. 2011 წლის მიწურულს National Geographic-ის გუნდმა მათგანაც შეარჩია 10 საუკეთესო სურათი.


 

მზის სხივების მიერ ნარინჯისფრად შეფერადებული დიუნი ნამიბიაში, ნაუკლუფტის პარკში, რომელსაც აქლემის ეკლის ხეები ამშვენებს. ერთი შეხედვით ეს ფოტო ნახატს ჰგავს.

 


ოკეანის გრძელფარფლებიანი ზვიგენი და აკვალანგისტი მყვინთავი ბაჰამის წყლებში.

 


გუდნოუს მთისკენ მიმავალ გზაზე ყვითელი არყის ხე ლოდს შემოხვევია. მძლავრი ხეებითა და მუდმივად განახლებადი სიცოცხლის ფორმებით ადირონდაკის პარკი ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს. კანონიერი და მოხალისე დამცველები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პარკი მუდმივად ამ ფორმაში, ველური დარჩება.

 


ყოველი წლის ოქტომბერში დუბაიში მაღალი ტენიანობისა და დაბალი ტემპერატურის გამო სქელი ნისლი ჩამოწვება ხოლმე. ფოტოგრაფებისთვის ეს პერიოდი მაღალი შენობებიდან (მათ შორის მსოფლიოში უმაღლესი ბურჯ ხალიფა) ულამაზესი კადრების დაჭერის არაჩვეულებრივი და ხელსაყრელი შანსია.

 


ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლისას ჩრდილოეთ კაროლინის ფიჭვის პლანტაციებში მკვლევარებმა წყლის დინგფაროსანი გველი შენიშნეს. სურათზე მას კლასიკური თავდაცვითი პოზიცია აქვს მიღებული.

 


მინესოტას შტატში, ზემო ტბაში, მოცურავეები წყალში ხტებიან.

 


მალდივის თავთხელ წყლებში პატარა თევზები დისტანციას იცავენ, როცა შავფარფლიანი რიფის ზვიგენი მათკენ მიცურავს.

 


ჩინელმა ბუდისტმა ბერმა და კუნგ-ფუს ოსტატმა ში დეიჯანმა თავის მოწაფეებთან ერთად მთაზე აზიდა ცემენტის ტომრები და სხვა საშენი მასალა, რათა აეგო თავშესაფარი ცივილიზაციისგან მოშორებით, ტურისტების თავშეყრის ადგილის – შაოლინის ტაძრისგან განცალკევებით.

 


შემოდგომის ტყე გერმანიის ქალაქ ჰამელნში, რომელიც ვირთხების განმდევნელი მესტვირის (გერმანული ფოლკლორი) დაბადების ადგილია. ეს არეალი ეკუთვნის ქვედა საქსონიას, ტერიტორია უმეტესად დაბლობი ადგილი და ვაკეებია.

 


ინდოეთის შტატ რაჯასტანის დედაქალაქ ჯაიპურში სპილოების ფესტივალი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია და მარტში ტარდება. გამოჰყავთ მორთული სპილოები, აქლემები, ცხენები, გამოდიან ტრადიციული მოცეკვავეები.

 
 
 
____________________
უფრო დაწვრილებით:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო
მაისის საუკეთესო 10 ფოტო
ივნისის საუკეთესო 10 ფოტო
ივლისის საუკეთესო 10 ფოტო
აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო
სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო
ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო
ნოემბრის საუკეთესო 10 ფოტო

2 thoughts on “National Geographic-ის საუკეთესო დღის ფოტოები 2011 წელს

  1. რა მაგარია ❤
    პირველი ფოტო რა უცნაურია და ლამაზი….
    სულ არაა ფოტოშოფი? :))) ასეთი ნარინჯისფერი ძალიან უჩვეულოა

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s