National Geographic: დიდი კატების ფოტოგალერეა


ლომები საფრთხის ქვეშ არიან მთელს მათ საბინადროში – აფრიკის კონტინენტზე. თუმცა არსად არაა მათი მდგომარეობა ისეთი სახიფათო, როგორიც კენიაში, მასაის ტერიტორიაზე, სადაც ამ მსხვილ მამრს გადაუღეს ფოტო. აქ ლომების რაოდენობა 150-ზე ნაკლებია და სრულად ამოწყდომის გარდაუვალი საფრთხე ემუქრებათ მასაის მწყემსებისგან. ისინი აქტიურად ნადირობენ ლომებზე, რითიც სამაგიეროს უხდიან მათი საქონლის მოტაცებისთვის.


 


სამი დედალი ლომი და ბოკვერების წყვილი ისვენებს ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტას ბალახიან მდელოზე. მდედრები პრაიდში (პრაიდი – ლომების ოჯახი) სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან და ხშირად უწევთ თავიანთი ნაშიერების მამრებისგან დაცვა. ეს უკანასკნელები დაუნდობლად უსწორდებიან პატარა ლომებს, თუკი ისინი მათ ტერიტორიაზე შეაბიჯებენ.

 


ორი ახალგაზრდა მამალი ლომი ოკავანგოს დელტაში ბალახებშია წამოწოლილი. ლომების პრაიდს შეიძლება მეთაურობდეს როგორც ერთადერთი მამრი, ისე შვიდამდე მამრის კოალიცია, რომლებიც ოჯახის საბინადრო ტერიტორიას ერთობლივად იცავენ.

 


ბოტსვანას ოკავანგოს დელტაში მდედრი ლომი იზმორება, პრაიდის დანარჩენი წევრები კი იქვე არიან მოკალათებულნი და უსაქმურობენ. პრაიდის ზომა მერყეობს 2-დან 18 მდედრამდე და ბოკვერებამდე, ამასთან ყველა მათგანი ერთმანეთს ენათესავება.

 


მოზრდილი მამალი ლომი მიაბიჯებს ოკავანგოს დელტას სათიბ-საძოვრებში. ბიოლოგი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამრ ლომებს მასიური და შთამბეჭდავი ფაფარი განუვითარდათ, არის ის, რომ ბრძოლის დროს კისერი დაზიანებისგან დაიცვან.

 


მთის ლომებს, იგივე პუმებს, არ უყვართ ტერიტორიის სხვისთვის გაზიარება და ყოველთვის ფხიზლად არიან, რომ უცხო პირების შემოჭრა არ დაუშვან.

 


დედა ბენგალის ვეფხვი და მისი ბოკვერი ისვენებენ მაღალ ბალახებში მდელოზე. ვეფხვის ბოკვერები დედასთან რჩებიან 2 ან 3 წლის განმავლობაში, შემდეგ კი დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ და საკუთარი ტერიტორიის ძებნას იწყებენ.

 


ბასრი მხედველობა და არაჩვეულებრივი სისწრაფე ავაზას აქცევს მრისხანე მონადირედ.

 


იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის დიდი კატებიდან ყველაზე მსხვილია, ერთ დროს ამერიკის კონტინენტების უმეტეს ტერიტორიაზე დახეტიალობდა. დღეს მათი პოვნა მხოლოდ რამოდენიმე შორეულ რეგიონშია შესაძლებელი.

 


პატარა კატებს, რომლებსაც შეუძლიათ კრუტუნი და დიდ კატებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ღრიალი, არის ლაქებიანი ლეოპარდი. ეს იშვიათი კატები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ.

 


თავიანთი პრაიდების მძვინვარედ დამცველი მამრი ლომები მეთვალყურეობენ ვრცელ ტერიტორიებს, რომლებიც როგორც წესი, დაახლოებით 250 კვ. კმ.-ია.

 


სულ რაღაც 200 აზიური ლომიღაა დარჩენილი მთელს მსოფლიოში. ინდოეთის გირის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც ერთ დროს სამეფო საკუთრებას წარმოადგენდა, ამჟამად ამ არსებების ერთადერთი თავშესაფარია.

 


ცენტრალური აზიის მთების ადგილობრივი მკვიდრი, თოვლის ლეოპარდი, იშვიათად თუ შეხვდება ვინმეს. ამ სახეობის 6000-მდე წარმომადგენელიღა დარჩა მსოფლიოში. მათზე დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ ლამაზი და თბილი ბეწვის, ასევე ორგანოების მოსაპოვებლად, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება.

 


მდედრი ავაზები მშობიარობისას, როგორც წესი, სამ ბოკვერს აჩენენ, რომლებიც მშობელთან 1.5 წლის განმავლობაში რჩებიან და თავის გატანას სწავლობენ. შვილებთან ყოფნისას ავაზა სახლის კატასავით კრუტუნებს.

 


ვეფხვის დღეს არსებული სამი ქვესახეობიდან ერთ-ერთი, ციმბირული (ამურის) ვეფხვი, ყველაზე დიდია ზომით. მათი მხოლოდ 400-500 წარმომადგენელია დარჩენილი ველურ ბუნებაში, თუმცა მიიჩნევა, რომ მათი მომავალი საფრთხეში აღარაა. ვეფხვების გადარჩენისთვის მებრძოლი პროგრამები ზრუნავენ ციმბირული ვეფხვის გამრავლებაზე და ტყვეობაში გაზრდილი ბოკვერები ველურ ბუნებაში მიჰყავთ.

Advertisements

5 responses to “National Geographic: დიდი კატების ფოტოგალერეა

  1. Lord Vader 05/10/2011, 12:10 PM

    ნწუ. ვეფხვის და მისთანანის – არა. პრაიდი მხოლოდ ლომებისაა.
    საერთოდ ყველა სხვა კატისებრი ლომის გარდო მარტოხელაა და ოჯახებით არ ცხოვრობს.
    და პრაიდს მხოლოდ ერთი მეთაური ყავს ან ორი – თუ ეს ორი ლომი ძმები არიან და პატარობიდენ განსაკუთრებულად დამეგობრდნენ – მაშინ ინარჩუნებენ მშვიდობას ერთმანეთში.
    ყველა სხვა შემთხვევაში სხვა მამალი ლომები ან ემორჩილებიან მეთაურს – ან მიდიან და თავის პრაიდს ქმნიან. ან კიდევ ერთი გზაა – შეებრძოლოს და ის გააგდოს, მაშინ თავად ჩაუდგება სათავეში ამ პრაიდს.

    ბოდიში ამ შენიშნვებისთვის 🙂 არ გეწყინოს – უბრალოდ ლომები ჩემი თემაცაა. 🙂

    Like

    • Charlius 05/10/2011, 12:15 PM

      არა რა ბოდიში, პირიქით 🙂 მეც ეგრე ვიცოდი უბრალოდ აქ ეწერა მასე და 😦
      http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32403

      ინგლისურად მოვძებნე ახლა და მარტო ლომებზე წერია, ჩავასწორებ :))

      7 მამრზე სტატიაში ეწერა თვითონ

      Like

  2. Lord Vader 05/10/2011, 12:18 PM

    უპს…
    ასე გვატყუებენ ქართული ლექსიკონები 🙂

    Like

  3. Lord Vader 05/10/2011, 12:22 PM

    ჯეოგრაფიკში?
    შეიძლება რაღაც გამონაკლისი იყო… მამრი ბევრია, მარა კონსტიტუციური მონარქია და პარლამენტარიზმი არ უყვართ მაგათ. აბსოლუტიზმის მომხრეები არიან. 🙂
    ჩემი წყარო დეივ სალმონია. ადრე პოსტიც მქონდა მაგაზე და მაშინ საფუძვლიანად მოვქექე 🙂

    Like

  4. Pingback: ლომები, ვეფხვები და სხვა დიდი კატები შეიძლება 20 წელიწადში გადაშენდნენ « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: