(არც ისე) უაზრო კითხვები


კითხვები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება სულელური ჩანდეს 🙂


 

● არის თუ არა ჩინეთში ამერიკა-თაუნები?
● “არ არსებობს ფაქტები, არის მხოლოდ ინტერპრეტაციები” – ეს ფაქტია თუ არა?
● არის თუ არა ცხოვრების აზრი ის, რომ ცხოვრებას აზრი მისცე?
● თუკი თვითგამოცხადებული “ირონიის მეფე” აზრზე არაა, რა არის ირონია, გამოდის, რომ მართალს ამბობს?
● როცა სიამის ტყუპები ავტობუსში ადიან, 1 ბილეთს იღებენ თუ 2-ს?
● თუკი რეპერები გამუდმებით ამაყობენ თავიანთი კრიმინალური წარსულით, რატომ ღიზიანდებიან, როცა მათი სიმღერები არალიცენზირებულად ვრცელდება?
● როგორ ხვდებიან ბრმები, როცა მტვრის გადაწმენდა დაასრულეს?
 


● რატომ აღნიშნავენ ფლინტსტოუნები შობას?
● თუკი მასტურბაციას მიმართავ მაშინ, როცა შესაბამის ხასიათზე არ ხარ, გამოდის, რომ შენ თავს აუპატიურებ?
● თუკი სატანა ბოროტ ადამიანებს სჯის, საბოლოოდ სამართლიანი გამოდის?
● თუკი გაქვს რენტგენული ხედვის უნარი, თვალების დახუჭვის შემთხვევაში ისევ დაინახავ?
● თუკი გადაწყვეტ, რომ არაფერი გადაწყვიტო, ესეიგი გადაწყვეტილება მაინც მიიღე?
● თუკი საშინელებათა ფილმში ყველა მსახიობი შავკანიანია, პირველი ვინ მოკვდება?
● თუკი ფული ყველა ბოროტების სათავეა, რატომაა ეკლესიებში შესაწირი ყუთი?

 


● როცა მარტი მაკფლაი გაფრინდა 1985 წელში და თავისი მშობლები გაიცნო, რატომ ვერ იცნეს მომავალში მშობლებმა, როცა მათი შვილი გაიზარდა?
● თუკი სტრიპტიზიორები არიან “ეგზოტიკური მოცეკვავეები”, ესეიგი ნარკომოვაჭრეები “ეგზოტიკური ფარმაცევტები” არიან?
● რა მოხდება, თუკი დაიქირავებ ორ კერძო დეტექტივს და ორივეს ერთმანეთზე თვალთვალს დაავალებ?
● თუკი სიცილი საუკეთესო წამალია, ე.ი. მუნჯები გამუდმებით ავადმყოფობენ?
● თუკი უცნობებს არ უნდა ვესაუბროთ, მეგობრები როგორ გავიჩინოთ?
● შეიძლება ბრმა ადამიანი იყოს რასისტი?
● შეუძლია ყრუ ადამიანს, გაარჩიოს ყვირილი და მთქნარება?

 


● თუკი კონკიას ფეხსაცმელი ზუსტად ერგებოდა, გაქცევის დროს როგორღა გასძვრა?
● თუკი გკითხავ, გინდა თუ არა ჩემთან სექსი, ამ კითხვაზე პასუხი იქნება თუ არა იგივე, რაც ამ კითხვაზე?
● შესაძლებელია, ეშმაკს მიჰყიდო სული სამოთხეში სამუდამოდ მოხვედრის ნაცვლად?
● თუკი ადამიანის კუჭის წვენი მეტალსაც კი ინელებს, სიმინდის გადამუშავება რატომ უჭირს?
● ვეგეტარიანელი რომ ზომბი გახდეს, მაინც ტვინებს შეჭამს?
● თუკი დაბადებიდან ყრუ ხარ, რა ენაზე იფიქრებ ხოლმე?
● თუკი ვიდეოთამაშების შემმოწმებლად მუშაობ, შესვენების დროს რა უნდა აკეთო?

 


● თუკი ტარაკანს შეუძლია, ბირთვულ ომს გადაურჩეს, მაშინ რა ჯანდაბა ასხია მწერების საწინააღმდეგო სპრეიში?
● შეუძლია ნინძას სხვა ნინძების დანახვა?
● თუკი ქალის ადგილი სამზარეულოშია, შეფ-მზარეულთა უმეტესობა რატომაა კაცი?
● თუკი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის გამო კაცები დიდმკერდიან ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, რატომ არ იმუშავა სელექციის მეთოდმა?
● თუკი ვინმე გეტყვის, რომ ყოველთვის ყველაფერზე შენი აზრი უნდა გქონდეს და შენ დაეთანხმები, გამოდის, რომ მის რჩევას ეწინააღმდეგები?
● თუკი ის იმარჯვებს, ვინც ითმენს, საქმის გადადება ჭკვიანური ნაბიჯი გამოდის?
● რა დროა ჩრდილოეთ პოლუსზე?

 


● თუკი პროფესორ ჩარლზ იქსეივიერს ყველაფრის გაკონტროლება შეუძლია გონებით, ფეხებს რატომ ვერ ამოძრავებს?
● შენს კლონთან რომ სექსი გქონდეს, ჰომოსექსუალი იქნები თუ მასტურბაციის ტექნოლოგიის ბოლო მიღწევების მომხმარებელი?
● თუკი ფოტოაპარატის ლინზა მრგვალია, სურათი როგორღაა მართკუთხედი?
● რა აცვია ლედი გაგას ჰელოუინზე?
● თუკი ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება რაღაც იყოს შეუძლებელი?
● დრო რომ გაჩერდეს და შემდეგ ისევ ამოქმედდეს, როგორ უნდა გაიზომოს, რამდენი ხანი იყო გაჩერებული?
● თუკი იაპონიის მიწისძვრა პერლ ჰარბორის ამბების კარმის შედეგი იყო, რა ელის აშშ-ს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამო?

 


● რა მოხდებოდა, ნეოს რომ ორივე აბი დაელია?
● რას განიცდის ბრმა ადამიანი, თუკი მას ჰალუცინოგენს დაალევინებ?
● “ბინდი” რომ მომწონს, მაგიტომ ვარ დებილი თუ დებილი რომ ვარ, მაგიტომ მომწონს “ბინდი”?
● თუკი შიზოფრენიკი ადამიანი დაბადებიდან ყრუა, მაინც ესმის ხმები?
● თუკი ვეგეტარიანელებს ასე ძალიან უყვართ ცხოველები, რატომ უჭამენ მთელ საკვებს?
● თუკი გასახსნელი არაფერი იქნება, გასაღებს მაინც გასაღები ერქმევა?
● როცა ბრაუზერში გვერდს ჩამოსქროლავ ბოლომდე, გვერდის სათავეში მყოფი GIF ფაილი ისევ იმოძრავებს?

Advertisements

10 responses to “(არც ისე) უაზრო კითხვები

  1. Irakli Buadze 03/10/2011, 12:25 AM

    კარგია ძალიან, შენი შემართების მშურს ჩარლი 🙂

    Like

  2. jimmy page 03/10/2011, 12:29 AM

    სიამრთლე გითხრა მაგარი ღლე კითხვებია მაგრამ
    ● როცა მარტი მაკფლაი გაფრინდა 1985 წელში და თავისი მშობლები გაიცნო, რატომ ვერ იცნეს მომავალში მშობლებმა, როცა მათი შვილი გაიზარდა?
    ამაზე პასუხი იქნება ჩემი აზრით რომ 20 წლის მერე იმ ტიპის სახე აღარ ახსოვდათ ვინც რამდენჯერმე ნახეს წარსულში

    Like

  3. cucqira 03/10/2011, 4:48 PM

    ძალიან მაგარი კითხვებია 🙂 მომეწონა მგარად 🙂

    ● როცა მარტი მაკფლაი გაფრინდა 1985 წელში და თავისი მშობლები გაიცნო, რატომ ვერ იცნეს მომავალში მშობლებმა, როცა მათი შვილი გაიზარდა?

    აი ეს კითხვა ამ ფილმის ყოველ ყურებისას მაწუხებს მეც 🙂

    და კიდევ ის კითხვა მაინტერესებს მეც ძალიან, დაბადებიდან ყრუები რა ენაზე ფიქორბენ? 🙂

    Like

  4. alexandrealexso 03/10/2011, 9:17 PM

    rata ,rataDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDd

    Like

  5. Pingback: (არც ისე) უაზრო კითხვები #2 « ჩრდილოეთის ციალი

  6. giorgi 03/03/2012, 3:53 PM

    მარტი მაკფლაი 1985 წელში არ გაფრენილა , იგი 1955ში გადავიდა , ხოლო 1985 წელში ცხოვრობდა 🙂

    Like

  7. datuna 17/08/2012, 4:41 PM

    რა დროა ჩრდილოეთ პოლუსზე? ეგ ყველაზე ლოგიკურია 😀

    Like

  8. chainika 27/04/2013, 12:15 AM

    deteqtivebze damevasa 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: