National Geographic: დიდი კატების ნაშიერები


აფრიკული ლომის ბოკვერი ისვენებს მაღალ ბალახებში ბოტსვანას ოკავანგოს მდინარის დელტაში. ერთ დროს ეს სახეობა ბინადრობდა მთელ აფრიკაში, სირიაში, ისრაელში, ერაყში, პაკისტანში, ირანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. 50 წლის წინ ლომების რაოდენობა 450 000 იყო, დღეს კი 20 000-მდეა ჩამოსული.

 


ეს პატარა აზიური ლეოპარდი ჰუკავანგის ხეობაში (ბირმა) ადრეულ ასაკში დაობლდა, როცა მონადირეებმა დედა მოუკლეს და მისი სხეულის ნაწილები მედიცინისთვის გამოიყენეს. 2010 წელს მთლიანი ხეობა, რომელიც ვერმონტის შტატის ზომისაა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვეფხვების თავშესაფრად იქცა, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო კატისებრთა ოჯახის იშვიათი ცხოველების დასაცავად.

 


ოკავანგოს დელტაში ლომის ბოკვერები თამაშობენ. საცხოვრებელი ადგილის დაკარგვამ, საკბილოს შემცირებამ, პესტიციდებმა, ძაღლის შავმა ჭირმა და ჭლექმა ლომების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა აფრიკის ტერიტორიაზე.

 


ეს პატარა ბოკვერი სამეფო ავაზაა, რომელიც რეცესიული გენის შედეგად ჩნდება. თუ არ ჩავთვლით უფრო მუქ და გრძელ ლაქებს, სამეფო ავაზა დანარჩენი ავაზების იდენტურია. ავაზების გენეტიკური ერთგვაროვნება ზრდის მათი დაავადების ალბათობას – ამ ძუძუმწოვართა უმეტესობა სისხლით ნათესავია, რაც შეჯვარებისას გარკვეულ დარღვევებს იწვევს.

 


ოკავანგოს დელტაში აფრიკული ლომის ბოკვერი ბალახებშია გართხმული. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ აფრიკული ლომები საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად არიან მიჩნეულები.

 


ველურ ბუნებაში ავაზებს ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში შეხვდებით. ამჟამად ამ დიდი კატების მხოლოდ 7500 წარმომადგენელია დარჩენილი და ისინიც წნეხის ქვეშ არიან, რადგან ადამიანთა ჩარევის გამო სულ უფრო მეტად ნადგურდება ავაზების საყვარელი საბინადრო ადგილი – ვრცელი და ღია სათიბ-საძოვრები.

 


ლომის პატარა ბოკვერი ამთქნარებს სავუტის მდინარის სიახლოვეს, ბოტსვანაში. ბოკვერი მაშინ უერთდება პრაიდს (ლომების ოჯახი), როცა დამოუკიდებლად და თავისუფლად შეუძლია მოძრაობა, რაც 3 თვის ასაკიდან იწყება. დიდ კატებს შორის ლომები უნიკალურნი არიან ჯგუფების შექმნის საკითხში.

 


ბოტსვანაში პატარა ლომი დაცემულ ხეზე ფოფხდება. ლომების რაოდენობის მკვეთრ და სწრაფ შემცირებას მეცნიერები ადამიანთა მოსახლეობის მატებას უკავშირებენ.

 


ოკავანგოს დელტაში ლეოპარდის ნაშიერი დედასთან ერთად ისვენებს. დიდი კატებიდან ლეოპარდი (ჯიქი) ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა, თუმცა გარკვეულ ტერიტორიებში ისინი შემცირების საფრთხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით აფრიკის გარეთ მყოფნი.

 


ბენგალური ვეფხვი, სახელად სიტა, დილით ადრე აბანავებს თავის ბოკვერებს ბანდჰავგარის ეროვნულ პარკში (ინდოეთი). ბოლო 100 წლის განმავლობაში ნადირობამ და ტყეების შემცირებამ ვეფხვების რაოდენობა ასობით ათასიდან შეამცირა 4000-მდე.

 


აფრიკული ლომები ოკავანგოს ბალახიან მდელოზე თამაშობენ. ბუნების დამცველები აცხადებენ, რომ თუკი გადამჭრელი ზომები არ იქნება მიღებული მათ შემცირებასთან დაკავშირებით, მომავალში შედეგები უფრო სავალალო იქნება.

 


ოკავანგოს ველზე აფრიკული ლომის ბოკვერი მიწაყრილზე დგას. გეოგრაფიულად იზოლირებულ ტერიტორიაზე ლომების მოშენებას შედეგად მოაქვს ვიწრონათესაური გამრავლება და ინცესტური კავშირები, ასევე ნაკლები გენეტიკური მრავალფეროვნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ამ სახეობას.

 


ოკავანგოს დელტაში ხეზე ჩამოკიდებულ ლეოპარდის ბოკვერს დედამისი იჭერს. ლეოპარდი იმდენად კარგადაა მორგებული ხეზე ყოფნას და თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, რომ ხშირად ნადავლი ზემოთ ააქვს და იქ შეექცევა ხოლმე.

 


გასულ საუკუნეში ვეფხვის 8 ქვესახეობიდან 3 გადაშენდა, რაც იმის გამო მოხდა, რომ მათზე ნადირობდნენ, როგორც საკვებზე და როგორც ჩინური მედიცინის მასალაზე. დარჩენილი ხუთივე ქვესახეობა ამჟამად საფრთხის ქვეშაა.

 


ოკავანგოს დელტაში აფრიკული ლომი ბოკვერთან ერთად ისვენებს. რაც უფრო მეტად ფართოვდება ადამიანთა დასახლებები სუბსაჰარულ აფრიკაში, მით მეტად მცირდება საბინადრო არეალი ლომებისთვის და შესაბამისად, მათი რაოდენობა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: