BBC Horizon – პარალელური სამყაროები


წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ, სამყაროში ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა – დაწყებული პატარა მოვლენებიდან, დამთავრებული უდიდესით. ეს ის ოცნებაა, რომელმაც აინშტაინიდან მოყოლებული, მოხიბლა წამყვანი მეცნიერები. ამჟამად ისინი ფიქრობენ, რომ გასაღებს მიაგნეს. თეორია განსაცვიფრებელია და უჩვეულო დასკვნა აქვს: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთადერთი არაა.

დაახლოებით 100 წლის განმავლობაში მეცნიერება შეპყრობილი იყო იდეით, რომ შეიძლება არსებობდეს საიდუმლო სამყაროები, რომლებიც მიუწვდომელია ადამიანის აღქმისა და შეგრძნებებისთვის. მისტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ამგვარი ადგილების არსებობაზე. მათი თქმით, ისინი სავსე იყო მოჩვენებებითა და სულებით. რაც ყველაზე ნაკლებად სურდათ მეცნიერებს, იყო ის, რომ ასეთ ცრურწმენასთან ჰქონოდათ რაიმე კავშირი. მაგრამ 1920-იანების შემდგომ ფიზიკოსები ალაპარაკდნენ უსიამოვნო აღმოჩენაზე. როცა ისინი შეეცადნენ, დაედგინათ ატომური ნაწილაკების, მაგალითად ელექტრონების, ზუსტი მდებარეობა, აღმოაჩინეს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ნაწილაკებს არ გააჩნიათ ერთი კონკრეტული მდებარეობა.

– როცა ადამიანი იწყებს ატომის თვისებების შესწავლას, აღმოაჩენს, რომ რეალობა გაცილებით უცნაურია, ვიდრე ფანტასტიკურ ნაწარმოებებში გამოგონილი ფორმები. ნაწილაკებს ნამდვილად გააჩნიათ უნარი, ერთსა და იმავე მომენტში ერთზე მეტ ადგილას იმყოფებოდნენ.
ალან გუტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ამის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ნაწილაკები მხოლოდ ჩვენს სამყაროში კი არ არსებობენ, არამედ სხვა სამყაროებშიც გადადიან. ამ პარალელური სამყაროების რიცხვი კი უსასრულოა და ყველა მათგანი უმნიშვნელოდ განსხვავდება დანარჩენებისგან. უფრო კონკრეტულად კი, არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც ნაპოლეონმა მოიგო ვატერლოოს ომი. სხვა სამყაროში ბრიტანეთის იმპერიამ შეინარჩუნა ამერიკის კოლონია. რომელიღაცაში კი შენ არასდროს დაბადებულხარ.

ნებისმიერი რამ, რაც ხდება, არის რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი შესაძლო ვარიანტები ხორციელდება სხვა სამყაროებში. სამყაროებში, სადაც ალბერტ გორი აშშ-ის პრეზიდენტია და ელვის პრესლი არ მომკვდარა. ეს აზრი იმდენად უსიამოვნო იყო, რომ ათწლეულების მანძილზე მეცნიერები აიგნორებდნენ მას. მაგრამ გავიდა დრო და პარალელური სამყაროების იდეა ისევ აღორძინდა. ამ მომენტისთვის იდეა კიდევ უფრო უცნაური გახდა, გაცილებით უცნაური, ვიდრე ელვის პრესლის ცოცხლებში ყოფნა.

ძველი ანდაზა ამბობს: ფრთხილად იყავი სურვილის ჩაფიქრებისას, რადგან შეიძლება მართლაც აგიხდეს. ფიზიკაში ყველაზე მგზნებარე სურვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ისეთი თეორიის შექმნა, რომელიც საუკეთესოდ ახსნიდა სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენას. ეს იყო ის ოცნება, რომელმაც უნებლიედ ხელახლა აღმოაჩენინა მეცნიერებს პარალელური სამყაროები. ეს ის ოცნებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა მეცნიერის შრომას მისცა მიმართულება.

– 8 წლის რომ ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელი შემოვიდა და გვამცნო, რომ გარდაიცვალა უდიდესი მეცნიერი. საღამოს ყველა მის საწერ მაგიდაზე დადებულ ხელნაწერს უღებდა სურათებს. ხელნაწერს, რომელიც მის უდიდეს დაუმთავრებელ ნაშრომს წარმოადგენდა. მე მინდოდა გამეგო, რა იყო იმ ხელნაწერში. წლების შემდეგ შევიტყვე, რომ ეს იყო ალბერტ აინშტაინის მცდელობა, შეექმნა ყველაფრის თეორია, სამყაროს თეორია, მე კი სურვილი გამიჩნდა, ამ ძიების ნაწილი გავმხდარიყავი.
მიჩიო კაკუ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი

აინშტაინმა ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა ყველაფრის თეორიის შექმნასთან დაკავშირებით. მის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ამ უდიდესი თეორიის შექმნის ზღვარზე იყო, თუმცა ეს ფიქრები ყოველთვის მცდარი აღმოჩნდებოდა ხოლმე გასული საუკუნის ბოლო პერიოდამდე. 1980-იანებში რევოლუცია დაიწყო. მსოფლიოს უნივერსიტეტებში ახალმა მეცნიერულმა იდეებმა დაიწყო გავრცელება. ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე სამყაროში ყველაფერს მოეძებნებოდა ახსნა. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი, ისეთი დარწმუნებული იყო, რომ ამტკიცებდა, ფიზიკოსები მზად არიან, ღმერთის აზრები წაიკითხონო. და რომ მალე დიდი მეცნიერული პრობლემები აღარ იარსებებდა. იდეებიდან ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური იყო – ის ნამდვილად ჰგავდა ყველაფრის თეორიას. ამ თეორიამ ბევრი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო, მაგალითად ბერტ ოვრუტის (პენსილვანიის უნივერსიტეტი). თეორია ეხებოდა სიმებს.

ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფიზიკოსები შეთანხმდნენ, რომ მატერია ნაწილაკებისგან შედგებოდა. მოგვიანებით მათ აზრი შეიცვალეს და დღეს მიიჩნევენ, რომ მატერია პატარა სიმების ერთობლიობაა. წლების განმავლობაში ფაქტობრივად რწმენის საგანი იყო ის მოსაზრება, რომ სამყაროში ყველანაირი მატერია შედგებოდა პატარა, უხილავი ნაწილაკებისგან. მოულოდნელად კი ნაწილაკების შემსწავლელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რასაც ისინი სწავლობდნენ, არასწორი იყო. ეს ნაწილაკები სინამდვილეში სიმებს წარმოადგენდა. თეორიას დაერქვა სიმების თეორია და მის მიხედვით, მატერია ამ სიმების გამოსხივება იყო, ისევე როგორც მუსიკა.

ეს სიმი შეიძლება შეედაროს გიტარის ან ვიოლინოს სიმს – თუ მას განსაზღვრული ძალით ჩამოკრავ, მიიღებ შესაბამის სიხშირეს. მაგრამ თუ ჩამოკრავ განსხვავებულად, მიიღებ მეტ სიხშირეს და ფაქტობრივად, მიიღება განსხვავებული ნოტა. ბუნება სწორედ ასეთი ნოტებისგან შედგება, პატარა, მუსიკალური ნოტებისგან, რომლებსაც სუპერსიმები ქმნიან.

– სრულიად მოულოდნელად ჩვენ გავაანალიზეთ, რომ სამყარო სიმფონიაა, ფიზიკის კანონები კი – სუპერსიმების ჰარმონია.
მიჩიო კაკუ

სიმების თეორია იმდენად გამომწვევი და ფრიად უცნაური იყო, რომ მაშინვე მიიღო სრულყოფილი ყველაფრის თეორიის ტიტული. ეს არის ლამაზი, მშვენიერი და მარტივი თეორია. მაშინვე გაჩნდა აზრი – თუკი ის ასეთი მარტივი და ლამაზია, რატომ არ შეიძლება, ბუნების მთავარ გამაერთიანებელ პრინციპად იქნას გამოყენებული? მაგრამ თუკი სიმების თეორია იყო სწორედ ის ყველაფრის თეორია, რომელზეც აინშტაინი მუშაობდა, მას ერთი ტესტი უნდა გაევლო: აეხსნა ძალიან სპეციფიკური მოვლენა – სამყაროს დაბადება.

სამყაროს განვითარება დიდი აფეთქების შემდგომ

სამყაროს წარმოშობა ყოველთვის გამორჩეული საკითხი იყო კოსმოლოგებისთვის, რომლებიც შეისწავლიდნენ ვარსკვლავებისა და გალაქტიკების უზარმაზარ სივრცეებს. ისინი გრძნობდნენ, რომ დიდი ტრიუმფის ზღვარზე იყვნენ, რომ მალე სრულად შეიცნობდნენ, როგორ დაიწყო სამყაროს ისტორია. მათთვის უკვე დიდი ხსნის განმავლობაში იყო ცნობილი მოვლენა, რომელიც მასიური გაფართოებით დაიწყო – დიდი აფეთქება. მაგრამ ახლა კოსმოლოგებმა ამ იდეის სრულყოფა დაიწყეს. ისინი თანდათანობით უახლოვდებოდნენ დიდი აფეთქების მომენტს და მათი ნამუშევრები საოცრად ზუსტი იყო.

– ჩვენ გადავედით წარსულში, როცა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები ყალიბდებოდნენ, როცა სამყარო მხოლოდ 1 მილიარდი წლის იყო. შემდეგ უფრო ღრმა წარსულში, როცა იქმნებოდა პირველი ატომები, როცა სამყაროს ასაკი რამდენიმე 100 000 წელს შეადგენდა. ან კიდევ როცა პირველი ბირთვი შეიქმნა და სამყარო სულ რამდენიმე წამის შექმნილი იყო.
პოლ სტეინჰარდტი, პრინსტონის უნივერსიტეტი

ფიზიკა უკვე მზად იყო, ესაუბრა სამყაროში მიმდინარე უცნაურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა დიდი აფეთქებიდან 10-35 წამის შემდგომ წამის მეათედებში, მემილიარდედებში და მემილიარდედის მემილიარდედებშიც კი. თუკი სამყაროში ყველაფრის ახსნა შესაძლებელი იყო, მაშინ სიმების თეორია და დიდი აფეთქება უნდა გაერთიანებულიყო და ერთმანეთი შეევსოთ. ერთი მათგანი ეხებოდა სამყაროს დაბადებას, მეორე – მასში არსებულ ყველა საკითხს. ფიზიკა დიდების ზღვარზე იყო, მაგრამ მალე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.

მეცნიერები ძალიან ეცადნენ, მაგრამ ამ ორი იდეის გაერთიანება ვერ ხერხდებოდა. 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ კი უარესი რამ მოხდა: ორივე თეორია თვითგამანადგურებელი აღმოჩნდა. პირველი პრობლემა დიდ აფეთქებას ეხებოდა: კოსმოლოგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დიდი აფეთქების დასაწყისიდან ყველაფერი ამოიხსნებოდა და არ წარმოიშობოდა სერიოზული ხარვეზები. მაგრამ წლების განმავლობაში თავი წამოყო ერთმა პრობლემამ, ყველაზე მნიშვნელოვანმა პრობლემამ, რომელსაც ბოლო ვერ მოუღეს.

– იმ ფაქტის მიუხედავად, რომ თეორიას ვეძახით დიდ აფეთქებას, ის აბსოლუტურად არაფერს ამბობს დიდ აფეთქებაზე. ის არ გვეუბნება, რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, რამ წარმოშვა აფეთქება. ის არც კი აღწერს, არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, როგორი პირობები წარმოიშობა დიდი აფეთქებიდან მალევე.
ალან გუტი

– კოსმოლოგიის ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ფიზიკის კანონები აზრს კარგავენ დიდი აფეთქების მომენტთან მისადაგებისას. ზოგიერთი იტყვის, მერე რა მოხდა? მერე რა, თუკი ფიზიკის კანონები მარცხს განიცდიან? ფიზიკოსისთვის ეს კატასტროფაა. ჩვენ მთელ ცხოვრებას ვუძღვნით იმ დასკვნას, რომ მთელი სამყარო ემორჩილება მეცნიერებისთვის ცნობილ კანონებს, კანონებს, რომელთა გამოხატვა შესაძლებელია მათემატიკის ენაზე. ახლა კი უეცრად ჩნდება ობიექტი, რომელიც არ ემორჩილება ამ კანონებს – თავად სამყარო.
მიჩიო კაკუ

დიდი აფეთქების დასაწყისი მთელი კოსმოლოგიის უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენდა. მას სინგულარობა უწოდეს. თუმცა დიდი აფეთქების პრობლემა მალე გადაიჩრდილა – სიმებიც ასევე საფრთხეში იყვნენ. არსებობდა იმედი, რომ სიმების თეორია იქნებოდა ერთადერთი განსაზღვრული ახსნა სამყაროსთვის, მაგრამ რაც მეტი ადამიანი მუშაობდა მასზე, რაღაც შემაცბუნებელი ხდებოდა. ფიზიკოსებმა მისი მეორე და შემდგომ მესამე ვერსია აღმოაჩინეს. მალე კი სიმების თეორიის 5 სხვადასხვა ვერსია არსებობდა. ის ნამდვილად აღარ იყო ერთადერთი და არც განსაზღვრულ ახსნას წარმოადგენდა.

– მიუხედავად იმისა, რომ 5 დიდი რიცხვი არაა, ჩვენთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ გვჭირდებოდა ერთადერთი და უნიკალური თეორია. ამიტომ ეს აშკარად პრობლემა და დიდი კრიზისი იყო, რის გამოც დიდი დრო დაიხარჯა ხუთივე ვერსიის შესწავლაზე. თუმცა თავში ყოველთვის გვიტრიალებდა, რატომაა ხუთი, როცა უნდა იყოს ერთი?
ბერტ ოვრუტი

მალე სიმების თეორიის კვანძის გახსნა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის თეორიის შექმნის ოცნება ისე შორს იყო, როგორც არასდროს.

– ამ დროს გამოჩნდნენ ცინიკოსები და დაიწყეს ძახილი, რომ სიმების თეორია ძალიან რთულია, რომ ეს მკვდარი თეორიაა, უსარგებლოა და წარმოადგენს არა ყველაფრის თეორიას, არამედ არაფრის თეორიას.
მიჩიო კაკუ

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეცნიერები აპირებდნენ, ფარ-ხმალი დაეყარათ, ახალი და განსაცვიფრებელი აღმოჩენისთვის მზადდებოდა ნიადაგი. სწორედ ამ აღმოჩენამ უბიძგათ მათ, ხელახლა დაეწყოთ კვლევა და თვალი გაესწორებინათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული აზრისთვის – პარალელური სამყაროებისთვის.

როცა სიმების თეორიამ მარცხი განიცადა, ყველა არ დაბნეულა.

– თუკი სიმების თეორია მართლაც ყველაფრის თეორია იყო, 5 თეორიის არსებობა დამაბნევებელი ჩანდა.
მაიკლ დაფი, მიჩიგანის უნივერსიტეტი

მაიკლ დაფი ამომავალი ვარსკვლავი იყო უფრო ადრინდელი იდეისა, რომელსაც სუპერმიზიდულობა ერქვა. სიმების თეორიამ ჩაანაცვლა ის და თითქმის გაანადგურა დაფის კარიერა.

– ფიზიკოსები ტენდენციასა და მოდას მიყვებიან. არიან გურუები, რომლებიც განაგებენ ახალი იდეების ზრდის მიმართულებებს. სხვადასხვა რამის გამო ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. როცა ვცდილობდი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტები დამეინტერესებინა, ისინი მეუბნებოდნენ: იცით რა, შეიძლება მართალი ხართ, შეიძლება ცდებით, მაგრამ სუპერმიზიდულობის თეორიაზე რომ ვიმუშავო, სამსახურს ვერ ვიშოვი.
მაიკლ დაფი

თუმცა სუპერმიზიდულობის თეორია რეალურად დიდად არ განსხვავდებოდა სიმების თეორიისგან. ფაქტობრივად, მთავარი სხვაობა იყო პატარა დეტალში, რომელიც გარეშე პირებისთვის შეიძლება სასაცილოც ყოფილიყო: საქმე ეხებოდა სამყაროს განზომილებების რაოდენობას.

როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3 განზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ, რადგან შეგვიძლია სამი მიმართულებით მოძრაობა: მარცხნივ ან მარჯვნივ, წინ ან უკან და ზემოთ ან ქვემოთ. მაგრამ ფიზიკამ დამატებითი განზომილებები შემოიტანა. აინშტაინის მოსაზრებით, დრო იყო მეოთხე განზომილება. შემდეგ ვიღაცამ მეხუთე სპეციალური განზომილება წამოაყენა, ვიღაცამ მეექვსე და ასე იზრდებოდა განზომილებების რაოდენობა. დამატებითი განზომილებები ეხებოდა სივრცეს და მათი აღქმა ჩვენთვის შეუძლებელი იყო. მათი უმეტესობა მიკროსკოპულად მცირეა. მაგრამ მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ისინი რეალურნი იყვნენ. სიმების თეორიის მიხედვით, სულ 10 განზომილება არსებობდა.

– თუკი გაქვს მოვიბრირე სიმი, მაშინ საჭიროა საკმარისი სივრცე, რათა მან საჭიროებისამებრ ივიბრიროს. ხოლო როცა ამ ყველაფერს გადაიყვან მათემატიკურ ფორმულებში, აღმოაჩენ, რომ ეს სივრცე უნდა იყოს 10 განზომილებიანი – 9 სპეციალური განზომილება და 1 დრო.
ალან გუტი

სუპერმიზიდულობის თეორია აყენებდა მოსაზრებას, რომ სამყარო ზუსტად 11 განზომილებისგან შედგება. სუპერმიზიდულობის განტოლებები ყველაზე მარტივ და ლამაზ ფორმას იღებდა, როცა ესადაგებოდა 11 განზომილებას. დაიწყო ომი 10 და 11 განზომილების თეორიებს შორის. 10 განზომილების მხარეს იყო სიმების თეორიის მომხრე ასობით მეცნიერი, რომლებიც მუშაობდნენ ცნობილი სამყაროს თვისებების შესწავლაზე ვიბრირებადი სიმის აღქმიდან გამომდინარე. ამ დროს კი იყო პატარა ჯგუფი ერთგვარად განდევნილი და გაძევებული მეცნიერებისა, რომლებიც 11 განზომილებაზე მუშაობას აგრძელებდნენ.

როცა სიმების თეორია აღმავლობის პერიოდში იყო, ცოტა თუ უყურებდა 11 განზომილებას სერიოზულად. მაგრამ ამის მიუხედავად, სუპერმიზიდულობის თეორიის მომხრეებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.

– მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ოდესმე 11 განზომილება გაიმარჯვებდა. არ ვიცოდი, როდის და არ ვიცოდი, როგორ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.
მაიკლ დაფი

მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის არ ეცალათ, სიმების თეორია საფრთხეში იყო. მისი 5 სხვადასხვა ვერსია მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არ იყო ის ერთიანი თეორია, რომელსაც ფიზიკოსები ეძებდნენ. მათ ყველაფერი სცადეს სიმების თეორიის გადასარჩენად. ან თითქმის ყველაფერი.

ამ დროს გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა. შოკის ტალღა, რომელმაც გადაუარა ფიზიკას. სასოწარკვეთილმა მეცნიერებმა ბოლოჯერ გაიბრძოლეს და მათ სათუთ სიმების თეორიას კიდევ ერთი რაღაც დაუმატეს. ის, რასაც ბოლო პერიოდში აქტიურად ებრძოდნენ – მეთერთმეტე განზომილება. და სიმების თეორიის ხუთივე ვერსიას რაღაც საოცრება დაემართა. შედეგი გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი იყო – თურმე სინამდვილეში ხუთივე ვერსია ერთი და იგივე ყოფილა. ეს სხვადასხვა ვერსიები წარმოადგენდა განსხვავებულ გამოხატულებებს უფრო ფუნდამენტური თეორიისა – ზუსტად იმ თეორიისა, რომელიც 80-იანებში უკუაგდეს.

– საოცარი შეგრძნება იყო, როცა ვფიქრობდი, რომ მთელი ეს წლები, რომლებიც 11 განზომილებას დაეთმო, უქმად სულაც არ დახარჯულა.
მაიკლ დაფი

ორივე ბანაკში მყოფი მეცნიერები სავსებით დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მოწინააღმდეგე ცდებოდა. ახლა კი უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე მათი იდეები მშვენივრად ესადაგება ერთმანეთს. ამისთვის კი მხოლოდ ერთი დამატებითი განზომილების შემოტანა იყო საჭირო. სიმების თეორიას ისევ მიეცა აზრი, მაგრამ გარდაიქმნა განსხვავებული ტიპის თეორიად.

მემბრანები M თეორიაში
 

სიმების თეორიის უხილავი პატარა სიმები სავარაუდოდ ფუნდამენტური მასალა იყო სამყაროში არსებული ყველანაირი მატერიისა. მაგრამ მეთერთმეტე განზომილების დამატებამ ეს მოსაზრება შეცვალა. გაკეთდა კიდევ ერთი გამაოგნებელი დასკვნა, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველა მატერია უკავშირდებოდა ერთ დიდ სტრუქტურას – მემბრანას. ანუ ჩვენი სამყარო ფაქტობრივად მემბრანა აღმოჩნდა. ისევ დაიწყო კვლევები სამყაროში მიმდინარე ყველანაირი პროცესის ამოსახსნელად. კვლევის ბირთვი კი ეს ახალი თეორია გახლდათ. მას ეწოდა მემბრანის თეორია, იგივე M თეორია. M თეორია იძლეოდა იმედს, რომ ის გასცემდა პასუხს ყველა კითხვას, მაგრამ სანამ გაარკვევდნენ, რამდენად მართებული იყო ეს თეორია, მეთერთმეტე განზომილება კარგად შესწავლას საჭიროებდა. მალევე გაირკვა, რომ ეს იყო განზომილება, სადაც ცნობილი კანონები აზრს კარგავდა. რაიმე ობიექტისთვის ის იყო უსასრულოდ გრძელი, მაგრამ ძალიან პატარა – სიგანეში. მეთერთმეტე განზომილების სიგანის მაქსიმუმია მილიმეტრის მეტრილიონედი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს 3 განზომილებიან სამყაროში მეთერთმეტე განზომილება არსებობს ყველა წერტილის მეტრილიონედ მილიმეტრში. ის უფრო ახლოსაა სხეულთან, ვიდრე ტანისამოსი, მაგრამ მაინც ვერ აღვიქვამთ.

ამ მისტიკურ სივრცეში ჩვენი მემბრანული სამყარო ტივტივებს. თავიდან ვერავის წარმოედგინა, ეს როგორ ხდებოდა. შემდეგ წამოაყენეს აზრი, რომ შეიძლება სამყარო რეზინის თხელი ფურცელივითაა. სხვების ვარაუდით, სამყარო ვიბრირებად ბუშტს ჰგავდა და უმიზნოდ დაცურავდა ჰიპერსივრცეში.

შემდეგ კიდევ ერთი უცნაური იდეა დაიბადა: იქნებ კიდევ ერთი მემბრანული სამყარო არსებობს, რომელიც მეთერთმეტე განზომილების საპირისპირო მხარეს პულსირებს? თავიდან ამ იდეას სერიოზულად არ შეხედეს, თუმცა მოგვიანებით მიუბრუნდნენ და ფიზიკაში დაისვა დიდი კითხვა: ერთადერთია ჩვენი სამყარო?

ლიზა რანდალი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთ-ერთი იყო, რომელიც მოიხიბლა ერთი შეხედვით აუხსნელი ფენომენით – მიზიდულობის ძალის სისუსტით.

– ბუნებაში ბევრი ძალა მოქმედებს, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ სხვადასხვა დონეზე და მათ შორისაა გრავიტაციული ძალები, რომელიც ძალიან განსხვავებული ჩანს. სხვა ძალებთან შედარებით მიზიდულობა უკიდურესად სუსტია. შეიძლება მიმოიხედოთ გარშემო და თქვათ, რომ სულაც არაა სუსტი, მაგრამ თუ დაუფიქრდებით, თქვენ მთელი დედამიწა გექაჩებათ თავისკენ და ამის მიუხედავად, საგნების აღება შეგიძლიათ.
ლიზა რანდალი

– ყოველდღიურ ცხოვრებაში გრავიტაცია მართლაც არ ჩანს სუსტი, ის უზრუნველყოფს ჩვენს შენარჩუნებას მიწაზე, დედამიწის მოძრაობას მზის გარშემო და ა.შ. მაგრამ რეალურად გრავიტაცია სხვა ძალებთან შედარებით ძალიან სუსტია. ამაზე დაკვირვება მარტივია, თუკი აიღებთ ჩვეულებრივ მაცივრის მაგნიტს და რკინის ქინძისთავის ზემოთ მოათავსებთ. ყველამ ვიცით, რომ მაგნიტი მიიზიდავს ქინძისთავს და მაგიდას მოაშორებს. ეს ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რამდენად უძლურია გრავიტაცია პატარა მაგნიტის ძალასთან შედარებით.
ნიმა არკანი-ჰამედი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

– როგორც აღმოჩნდა, მრავალი ახალი იდეა წარმოიშობა გრავიტაციის სისუსტის ასახსნელად, თუკი განვიხილავთ სამყაროს დამატებითი განზომილებების კუთხით.
ლიზა რანდალი

M თეორიის წარმოშობისას რანდალი თავის კოლეგებთან ერთად დაინტერესდა, ახსნიდა თუ არა ის ზემოთხსენებულ საკითხს და რამდენად რეალური იყო ის, რომ ჩვენი სამყაროდან გრავიტაცია სადღაც სხვაგან “ჟონავდა”, მაგალითად, მეთერთმეტე განზომილების ცარიელ სივრცეში?

– გრავიტაცია მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს სუსტად, მაგრამ სინამდვილეში ის ისეთივე ძლიერია, როგორც დანარჩენი ძალები. ის უბრალოდ ფანტავს თავის სიძლიერეს ყველა დამატებით განზომილებაში, რომლებსაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ.
ნიმა არკანი-ჰამედი

რანდალი შეეცადა, გამოეთვალა, როგორ შეიძლება გაიჟონოს გრავიტაცია ჩვენი მემბრანული სამყაროდან ცარიელ სივრცეში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. შემდეგ მან შეიტყო იმ მოსაზრების შესახებ, რომ შეიძლება არსებობს სხვა მემბრანაც მეთერთმეტე განზომილებაში. ამ მომენტში მას უცნაური იდეები მოსდიოდა თავში – იქნებ გრავიტაცია სულაც არ ჟონავს ჩვენი სამყაროს გარეთ, არამედ ჩვენს სამყაროში შემოდის? იქნებ გრავიტაცია სხვა სამყაროდან შემოდის? იმ მემბრანაში მიზიდულობის ძალა სხვა ძალებივით ძლიერი იქნება, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ სუსტი სიგნალის სახით აღწევს. ამის შემდეგ რანდალი ხელახლა მიუბრუნდა გამოთვლებს და ყველაფერი საუცხოოდ მიესადაგა ერთმანეთს.

– წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ორი მემბრანა, რომელთაგან ერთში ჩვენ ვართ, ხოლო მეორეში სხვები, მაგრამ არა ჩვენი მსგავსნი, არ შედგებიან იმ მასალისგან, რისგანაც ჩვენ შევდგებით. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სადმე სხვაგან, დამატებით განზომილებაში, გრავიტაცია იქნებოდა ძალიან სუსტი, რადგან ის დროის უმეტეს ნაწილს სხვა მემბრანაში ატარებს. ჩვენ მხოლოდ გრავიტაციის კუდს ვხედავთ.
ლიზა რანდალი

როგორც იქნა, შესაძლებელი გახდა გრავიტაციის სისუსტის ახსნა, მაგრამ ეს ხდებოდა პარალელური სამყაროს იდეაზე დაყრდნობით. რანდალის იდეამ პანდორას ყუთი გახსნა და მთელი მსოფლიოს ფიზიკოსები მოულოდნელად გადაეშვნენ მეთერთმეტე განზომილებაში, რათა ამოეხსნათ საუკუნეების გადაუჭრელი პრობლემები. ამ პრობლემების სრულყოფილად გადაჭრა ხდებოდა მაშინ, როცა გამოთვლებში ჩართავდნენ პარალელურ სამყაროს. რაც უფრო მეტს იკვლევდნენ, უფრო მეტ პარალელურ სამყაროს აღმოაჩენდნენ ხოლმე.

სხვა პარალელური სამყაროები ჩვენი სამყაროს პარალელურად არიან განლაგებულნი და შეიძლება ახლოსაც იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ვერ ვიგებთ. ისინი შეიძლება სრულიად განსხვავებულნი იყვნენ და სრულიად სხვა კანონები მოქმედებდეს. ყველა მათგანში ალბათ ვერ იქნება სიცოცხლე, თუმცა რაღაც ნაწილში არის. და ეს წილი რიცხვობრივად როგორი პატარაც გინდა იყოს, როცა საქმე ეხება პარალელური სამყაროების უსასრულო რაოდენობას, ასევე უსასრულო იქნება ისეთი სამყაროები, სადაც ცივილიზაციები იარსებებს.

ამ სამყაროებიდან ზოგი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ჩვენსას იმ განსხვავებით, რომ თქვენ იქ არ ხართ. M თეორია თანდათან სულ უფრო უცნაური ხდებოდა, მაგრამ იყო თუ არა ნამდვილად ის თეორია, რომელსაც შეეძლო სამყაროში ყველაფრის ახსნა? ამისთვის მას ისეთი რამ უნდა გაეკეთებინა, რაც მისმა კონკურენტმა თეორიებმა ვერ შეძლეს. მას უნდა აეხსნა სინგულარობის მდგომარეობა, რომელიც დიდ აფეთქებამდე იყო. M თეორიას ამაზე შესაბამისი პასუხი ჰქონდა, რომლის მთავარი დედააზრი პარალელურ სამყაროებს ეხებოდა.

2001 წელს ახალი ინფორმაციების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ მეთერთმეტე განზომილება იყო მშვიდი ადგილი, სადაც მემბრანული სამყაროები ტივტივებდნენ. თუმცა ბერტ ოვრუტმა კიდევ უფრო გასაოცარი დასკვნა გააკეთა – სამყაროები უძრავად კი არ იყვნენ, არამედ გიგანტური, მშფოთვარე ტალღებივით მოძრაობდნენ. როგორც სხვა ყველაფერს, რაც კი არსებობს, მათაც აქვთ გადაადგილების უნარი. მაგრამ გადასაადგილებლად მათ არ აქვთ საკმარისი სივრცე, რის გამოც ამ პროცესში ერთმანეთს ეჯახებიან. ამ დასკვნიდან კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრა – რა ხდება ამ შეჯახებების დროს?

კოსმოლოგების ახალი თაობისთვის, მაგალითად ნეილ ტუროკისთვის (კემბრიჯის უნივერსიტეტი), ბერტის ხედვა 11 განზომილებაზე დამაინტრიგებელი ჩანდა, მაგრამ მასა და მის კოლეგებს თავში სხვა რამ უტრიალებდათ. ისინი ჯერ კიდევ ებრძოდნენ კოსმოლოგიის დიდ პრობლემებს – არსებობდა დასაწყისი? გადიოდა დრო დიდ აფეთქებამდე? საიდან წარმოიშვა სამყარო? ამას თან ერთვოდა უფრო დიდი პრობლემები: რამ წარმოშვა დიდი აფეთქების წინა მდგომარეობა, ანუ სინგულარობა?

– არავის შეეძლო, აეხსნა სინგულარობის საკითხი გარდა იმისა, რომ სამყაროსთვის დასაბამი მიეცა დიდი აფეთქებიდან და ეთქვა, მოდი დავიწყოთ აქედან და არ ვიდარდოთ, რა იყო მანამდე. ეს კი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებდა. სინგულარობა კოსმოლოგიის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მისი გადაწყვეტის შემთხვევაში სამყაროს თეორია სრულყოფილ სახეს მიიღებდა.
ნეილ ტუროკი

კოსმოლოგების უმეტესობამ იმაზე ფიქრი დაიწყო, რომ სინგულარობაზე პასუხს ვერასდროს მიაგნებდნენ. ის-ის იყო, საკითხი უნდა დაეხურათ, რომ ტუროკმა და მისმა კოლეგებმა გაიგეს, რომ ამ საკითხზე პასუხი ბერტის თეორიაში იმალებოდა. კემბრიჯში M თეორიასთან დაკავშირებით ჩატარებულ კონფერენციაზე წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა დამატებითი კვლევა ჩაეტარებინათ. ბერტი შოუს ვარსკვლავი იყო. მისმა თეორიამ 11 განზომილებაზე ფიზიკოსებისა და კოსმოლოგების ყურადღება უმალ მიიპყრო.

– ჩვენ უამრავი განსხვავებული აზრი მოვისმინეთ. მათგან ნეილიც და მეც ყველაზე მეტად დაგვაინტერესა ბერტის იდეებმა.
პოლ სტეინჰარდტი

კონფერენციის ბოლო დღეს ნეილ ტუროკმა, პოლ სტეინჰარდტმა და ბერტ ოვრუტმა გადაწყვიტეს, ერთად ჩაღრმავებოდნენ საკითხებს. ისინი ლონდონში გაემგზავრნენ მწერალ მაიკლ ფრაინის წარმოდგენაზე, სახელად “კოპენჰაგენზე”, დასასწრებად. ტრანსპორტად მატარებელი აირჩიეს, გზაში კი მეცნიერული დისკუსიები უნდა გაემართათ. სამი ფიზიკოსი, ერთი მატარებელი და ჩვენი სამყაროს უდიდესი საიდუმლო: რამ გამოიწვია დიდი აფეთქება. და უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა წამოაყენა აზრი – იქნებ ჩვენი სამყარო სხვა სამყაროების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა? იქნებ დიდი აფეთქება ორი პარალელური სამყაროს შეჯახების შედეგია? მაგრამ როგორ შეეძლო ასეთ შეჯახებას, წარმოეშვა ჩვენთვის ცნობილი სამყარო? ჩვენს სამყაროს მატერიის უზარმაზარი გროვები აქვს, რომლებსაც ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სახელით ვიცნობთ. მეცნიერებს უნდა ამოეხსნათ, რა გზით იქმნება მატერია პარალელური სამყაროების შეჯახებისას. შეეძლო ამის ახსნა მემბრანას? მემბრანა წარმოედგინათ, როგორც ბრტყელი, სრულყოფილი გეომეტრიული სივრცე, მაგრამ სამი მეცნიერისთვის ეს იდეა არამართებული იყო. მემბრანა არა სრულყოფილად ბრტყელი, არამედ ტალღოვანი უნდა ყოფილიყო.

როცა მემბრანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ორივე მათგანის ზედაპირზე წარმოიქმნება გამონაზარდები, მიახლოებისას კი არ ეჯახებიან ერთმანეთს ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს. შეჯახების მომენტში ეს გამონაზარდები გარდაიქმნებიან მატერიად. პარალელური სამყაროები მოძრაობენ მეთერთმეტე განზომილების გასწვრივ ტალღების მსგავსად და ტალღებისნაირადვე ზოგჯერ ერთიანდებიან. სწორედ ასეთმა შემთხვევამ გამოიწვია მატერიის წარმოშობა დიდი აფეთქების შემდეგ. როგორც იქნა, ჩვენი სამყაროს დაბადების შესახებ სრულყოფილი ახსნა მზად იყო. ახლა მეცნიერებს შეეძლოთ, უფრო რთულ საკითხს შეჭიდებოდნენ – ფიზიკის კანონების გამოყენებით განეხილათ უფრო შორეული წარსული, დიდი აფეთქების მომენტი.

– მემბრანების არსებობა დიდი აფეთქებამდე გვანიშნებს, რომ დიდ აფეთქებამდე დრო არსებობდა. დრო შეიძლება სინგულარობის დაწყებიდანვე მოქმედებდა.
ნეილ ტუროკი

– ჩვენ წავედით უკან დროში და მივუახლოვდით იმ მომენტს, როცა ადგილი ჰქონდა დიდ აფეთქებას. ამის შემდეგ კი დაიწყო ცვლილებები სხვა სამყაროში. როცა მემბრანები ერთმანეთს ეჯახებიან, შეჯახების მახასიათებლები შეიძლება აღიწეროს M თეორიით. ანუ ის უბრალოდ ეკუთვნის მათემატიკისა და მეცნიერების სამეფოს და აღარ წარმოადგენს აუხსნელ რამეს, რომელმაც გაფართოება დაიწყო.
ბერტ ოვრუტი

სინგულარობის პრობლემა გადაიჭრა, საუბარში კი ჯერ მხოლოდ 1 საათი იყო გასული. ამის შემდეგ მეცნიერები წარმოდგენაზე დასასწრებად გაეშურნენ.

ეს იდეა საკმაოდ ახალია – ამ საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მისი დახვეწა ჯერაც მიმდინარეობს. მისი საბოლოო აღიარების შემთხვევაში გამოვა, რომ აინშტაინის დაკარგული თეორია ნაპოვნია. M თეორიამ შეიძლება მართლაც ახსნას ყველაფერი სამყაროში, მაგრამ გამარჯვების სიხარული ტკივილნარევი იქნება – დიდი ხნის ძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სამყარო, რომლის შეცნობასაც ცდილობდნენ, შეიძლება, სულაც არაა განსაკუთრებული. შეიძლება ჩვენი სამყარო უსასრულო რაოდენობის მემბრანებიდან ერთ-ერთია, ერთი რიგითი სამყარო, რომელიც არსებობს მულტისამყაროში.

– მულტისამყაროს ბოლოდროინდელი აღქმის მიხედვით, მასში შეიძლება უსასრულო რაოდენობის სამყარო არსებობდეს, მათგან თითოეულს კი თავისი უნიკალური ფიზიკის კანონები გააჩნია. დიდი აფეთქებები სავარაუდოდ გამუდმებით ხდება. ჩვენი სამყარო არსებობს სხვა მემბრანებთან, სხვა სამყაროებთან ერთად, რომლებიც ასევე გაფართოების პროცესში არიან. ჩვენი სამყარო ერთი პატარა საპნის ბუშტია, რომელიც სხვა ბუშტების ოკეანეში ტივტივებს.
მიჩიო კაკუ

მაგრამ ეს არაა ამბის დასასრული. ახლა, როცა ყველაფრის თეორია ნაპოვნია, მეცნიერების ნაწილი მის გამოყენებას აპირებს. ფიზიკის მეცნიერება ემზადება უდიდესი ნახტომისთვის – ხელოვნურად შექმნას ახალი სამყარო.

– დროის გარკვეულ პერიოდებში მიმუშავია სხვადასხვა მეცნიერებთან, რომლებთანაც განვიხილავდი, თუ რამდენად შესაძლებელია ლაბორატორიაში სრულიად ახალი სამყაროს შექმნა. გამოვა ეს თუ არა, წინასწარ არ ვიცით. თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, რადგან საკუთარი სამყაროს შექმნა სრულიად უსაფრთხოა. ის არ ჩაანაცვლებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზომაში მატებას დაიწყებს სწრაფად და უსასრულოდ. ის უბრალოდ შექმნის საკუთარ სივრცეს და წამის მეათედების შემდგომ გამოეყოფა ჩვენს სამყაროს. ამის შემდეგ კი მოგვევლინება ცალკეულ იზოლირებულ სამყაროდ, რომელიც იქნება ჩვენი სამყაროს მეზობელი და მისი მონაცემები კოსმოსური სიჩქარით გაფართოვდება.
ალან გუტი

64 thoughts on “BBC Horizon – პარალელური სამყაროები

  1. yvelaferi gavige da dasashvebad mimachnia magram erti ramis ar mjera,sheudzlebelia am samyaroshi elvis presli mkvdari iyos da iq cocxali anu sxvadasxva variantebit mimdinareobdes identuri pirovnebebis cxovreba.
    mimachnia rom suli ganvitarebis safexurebis mixedvit xvdeba shemdeg samyaroshi da agrdzelebs cxovrebas da ganvitarebas shemdeg safexurze gadasvlistvis(sxva samyaroshi)
    p.s. fizikosebi ezoterikosebs tu yurs daugdeben sheidleba sabolood martla saocrebebi agmoachninon da daamtkicon)

    Like

    1. ანუ სამყაროებს შორის ცოტა მსგავსებაა? 🙂 ნუ უსასრულო რაოდენობა თუა, შეიძლება ზოგი გავდეს კიდეც, რავიცი 😀 ჯერჯერობით ჰიპოთეზებია მხოლოდ..

      Like

    2. ილიასბლოგი

      ჰმ,მომწონს თქვენი თეორია,აბსტრაქტულზე მეტად დამაჯერებელია.

      Like

  2. თორნიკე

    დავუშვათ გასაგებია, რომ ჩვენი სამყარო პარალელური სამყარეობის შეჯახების შედეგად წამორიშვა, რომლებიც უამრავი არიან და “საპნის ბუშტებივით” ლივლივებენ სამყაროთა ზღვაში.

    საინტერესოა 2 ფაქტი, რომელზე პასუხიც დღემდე არსად წამიკითხავს და ალბათ კაცობრიობა ვერც ვერასდროს უპასუხებს. :
    1. როგორ შეიქმნა სხვა სამყაროები, რომლეთა დაჯახებამაც ჩვენი სამყარო შექმნა. სად არის საწყისი?
    2. რითია გამოწვეული სიცოცხლის არსებობა, როდესაც ჩვენს გარშემო, მატერიის უმეტესება უძრავი და არასულიერია.

    Like

    1. პირველი კითხვა მგონი პასუხგაუცემელია ჯერ, თუმცა “ყველაფრის თეორიის” შექმნა ემსახურებოდა ჩვენი სამყაროს პროცესების ამოხსნას, ეგ უკვე სხვა საკითხია და ცალკე თეორიები უნდა შეიქმნას 🙂 ის უნდა გაირკვეს, თავად მულტისამყაროს საწყისი რა არის და რა პრინციპებით მოქმედებს

      მეორე საკითხი ბიოლოგიის სფეროა, მეცნიერული ახსნით, ეგ მოხდა აბიოგენეზის პროცესების მეშვეობით
      http://en.wikipedia.org/wiki/Abiogenesis

      Like

      1. ილიასბლოგი

        ბიოლოგიურად შემიძლია განვმარტო აბიოგენეზი – არაცოცხალი განვითარება.
        თავიდან იყო ერთუჯრედიანი პროკარიოტები– (პრო.ლათინური სიტყვაა და –მდე ნიშნავს,კარიოტი ლათინური სიტყვაა და ბირთვს ნიშნავს)
        ანუ ბირთვამდელი უჯრედები იყო დედამიწაზე,შემდეგ გაჩნდა ჰაერი და მოუწიათ აერობულად ეცხოვრათ(ჰაერი ესუნთქათ) ვერ გაძლეს დიდხანს ასე და მოდიფიკაცია განიცადეს და გახდნენ ეუკარიოტები

        Like

    2. ილიასბლოგი

      პირველი კითხვა კარგად გავიგე და დამაფიქრებელია.მართლა საიდან დაიწყო ყველაფერი ? ცოტა არ იყოს მეეჭვება,ღმერთს ერთი ხელის დაკვრით დედამიწა შეექმნა,ცოტა ფანტასტიურია.ათეისტი არ გეგონოთ,რეალისტი ვარ

      Like

  3. გამოხმაურება: რომელიღაც პარალელურ სამყაროში შენ შეუკვეთე მოკა ლატეს ნაცვლად « ჩრდილოეთის ციალი

  4. გამოხმაურება: BBC Horizon – რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე? « ჩრდილოეთის ციალი

  5. გამოხმაურება: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  6. timetobeyourself

    ამ საკითხში დიდად განათლებული არ ვარ მაგრამ მჯერა სხვადასხვა სამყაროების არსებობის, მჯერა რომ სხვა სამყაროშიც ვარსებობ მჯერა რომ სხვაგან “სახელგანთქმული” ადამიანი ვარ სხვაგან კი უბრალო მათხოვარი და ვქიფრობ რომ სწორედ ეს სიტუაციები ედება საფუძვლად ჩვენს გრძნობებს და ინსტიქტებს ჩვენს თვისებებს და აზრებს… ალბათ მიხვდით რაც გითხარით 🙂 მჯერა ასევე იმის რომ პლანეტებიც ძალიან ბევრია ჩვენს გარდა კოსმოსში….. მათთვის ჩვენ ისეთივე უცხონი ვართ როგორც ჩვენთვის ისინი…. ალბათ ძალიან ფანტაზიას აყოლილი ვარ მაგრამ რავიცი ალე მივიჩნევ…. და კიდევ ილიას ვეთანხმები მეც ეგრე ვფიქრობ სამყაროს შექმნის ისტორიაზე…

    Like

    1. ფანტაზია სულაც არაა 🙂 პლანეტები ცხადია, ბევრია, რადგან მილიარდობით გალაქტიკა არსებობს და თითოეულში უამრავი პლანეტაა. ამ დროისთვის ძალიან მცირე ნაწილია შესწავლილი არასრულყოფილი ტექნიკის გამო და მგონი 100-მდე დედამიწის მსგავსი პლანეტა აქვთ აღმოჩენილი 🙂 პარალელური სამყაროების არსებობა დამტკიცებული არაა, მაგრამ ბევრი რამე მიანიშნებს მაქეთკენ, ამიტომაც ლოგიკურად მივიდნენ მეცნიერები ამ დასკვნამდე

      Like

  7. გამოხმაურება: ინტერვიუ მიჩიო კაკუსთან « ჩრდილოეთის ციალი

  8. გამოხმაურება: ნიკოლა ტესლა – სამყაროს მბრძანებელი « ჩრდილოეთის ციალი

  9. გამოხმაურება: არსებობდა თუ არა სამყარო დიდ აფეთქებამდე? « ჩრდილოეთის ციალი

  10. vaja

    saertod mecniereba da religia ebrzvis ertmanets. sheizleba chemi natqvami sisuleled mogechvenot, magram kargad dafiqrdit. me vfiqrob romsamyaro elementta sheertebit warmoishva. ai magalitad avigot chveulebrivi qva, risgan shedgeba is? miwis sxvadasxva fenebi, mineralebis, miwashi arsebuli litonebisa da jangbadis urtiertqmedebit, warmoiqmneba myari sxvadasxva zomis masa romelsac qvas vezaxit. ase rom chemi azrit samyaroc ase sheiqmna, igi aris sxvadasxva nivtierebis sheertebis shedegi, magram xom sheizleba erti samyaro ar sheqmniliyo? aba dafiqrdit bunebashi erti qva moipoveba?

    Like

  11. სამყაროს მდგომარეობის ფუნქცია http://emzarpapava.do.am/
    26.02.2013, 14:02
    როგორც ვიცით, სამყარო მუდმივად ცვალებადობის პროცესშია, ე.ი. მისი ცვალებადობა t დროზე დამოკიდებული ფუნქციაა. სამყარო უწყვეტად განიცდის ხან კუმშვას, ხან გაფართოებას, რადგან ის ცვალებადია. ე.ი. სამყაროს ორ წერტილს შორის მანძილი დამოკიდებულია დროზე. მაშასადამე, სამყაროში გვაქვს t დროზე დამოკიდებული ცვალებადი ტოპოლოგია. ე.ი. სამყაროს ტოპოლოგია t დროზე დამოკიდებული ფუნქციაა.

    როგორც ვხედავთ, t დროზე დამოკიდებული ორ წერტილს შორის მანძილი განსაზღვრავს სამყაროს მდგომარეობას, რომლის ფორმალური მოდელია:

    F(t)=(A(t)^g(t) + B(t)^g(t) + C(t)^g(t))^(1/g(t)),

    სადაც A(t),B(t),C(t) არის წერტილის კორდინატები სამგანზომილებიან სივრცეში. სავარაუდოა, რომ g(t) არის ჰარმონიული პერიოდული ფუნქცია.

    ადვილი შესამჩნევია, რომ F(t) ფუნქცია კლებულობს, როცა g(t) იზრდება, მაშასადამე სამყარო ამ პერიოდში კუმშვის პროცესშია, მიზიდულობის ძალის გავლენით. მაგრამ არსებობს სამყაროს პერიოდული შეშფოთებები, რომელიც გამოწვეულია სამყაროს უკიდურესად შეკუმშული მასის და ენერგიის (შავი ხვრელის) აფეთქებით. აფეთქება იმდენად ძლიერია, რომ აფეთქების მომენტიდან სამყაროს გაფართოება იწყება ხანგრძლივი პერიოდით. ამ დროს g(t) კლებულობს და F(t) იზრდება.

    არსებობს შავი ხვრელის საპირისპირო მდგომარეობა თეთრი არე, რომელიც სამყაროს მასისა და ენერგიის უკიდურესობამდე გაფართოებით მიიღება და ამასთან ლოგიკურია არსებობდეს შავი ხვრელის აფეთქების საპირისპირო მოვლენა თეთრი არის ჩაქრობა, როგორც უკიდურესობამდე გაფართოებული სამყაროს გარდატეხის მომენტი, რომლის შემდგომ იწყება უკიდურესობამდე გაფართოებული სამყაროს კუმშვა.

    შავი ხვრელის აფეთქებიდან თეთრი არის ჩაქრობამდე გვაქვს თეთრი სამყარო, ხოლო თეთრი არის ჩაქრობიდან შავი ხვრელის აფეთქებამდე გვაქვს შავი სამყარო, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

    აფეთქების ენერგია დროთა განმავლობაში ბუნებრივია მიილევა და ბუნებრივია რომ აფეთქებით მიმოფანტული სამყარო კვლავ იწყებს შეკუმშვას, მიზიდულობის ენერგიის გავლენით, როგორც ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ, სივრცეში მიმოფანტული ნამსხვრევები, ისევ უბრუნდებიან დედამიწას. ეს, რა თქმა უნდა, უხეში შედარებაა.

    შეკუმშვის პროცესი გრძელდება შავი ხვრელის აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ გაფართოება იწყება. გაფართოების პროცესი გრძელდება თეთრი არის ჩაქრობამდე, და ჩაქრობის შემდეგ ისევ შეკუმშვა იწყება და ასე მეორდება ეს პროცესი პერიოდულად. გაფართოება გამოწვეულია აფეთქებით, ხოლო შეკუმშვა _ ჩაქრობით და მიზიდულობით.

    როგორადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, როგორც ვხედავთ, სამყარო საზოგადოდ პერიოდულად ჩაქრობის, კუმშვის, აფეთქების და გაფართოების პროცესშია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გაფართოების პერიოდში სამგანზომილებიან სივრცეში მფრინავი დედამიწის ზურგზე, რომელიც გამოტყორცნილი იქნა ბოლო აფეთქებისას, როგორც ერთ-ერთი ნამსხვრევი იმ უამრავ ნამსხვრევთა შორის, რომლებიც ამჟამად გაფართოების პერიოდში მყოფ თეთრ სამყაროს ადგენენ.

    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ინფორმაცია, სამყაროს შავი ხვრელის აფეთქების ტოლფასია.

    ასეთი იდეების დასამტკიცებლად მსოფლიოში ტრილიონები იხარჯება, მე კი მას, როგორც სამყაროს სამკაულს, უფასოდ ვუძღვნი კაცობრიობას.

    ველი კომენტარს

    ემზარ პაპავა

    Like

  12. გამოხმაურება: სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით? | ჩრდილოეთის ციალი

  13. შავი ხვრელიც თუ ფეთქდებოდა არ მეგონა… ისე რავიცით რომ ახლა გასტყორცნილები ვართ და უკან არ მივფრინავთ? ან თუ მართლა მივფრინავთ რა იქნება შეკუმშვისას?

    Like

  14. zaza

    კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო…
    ზუსტად ასეთ მდგომარეობაში არიან მეცნიერები, ზუსტად ვარ დარწმუნებული რომ ესეთი ცდები და ესეთი თეორიები სადამდესაც იარსებებს სამყარო მანამდის გაგრძელდება და ვერაფერს დაამტკიცებენ, არა, პრინციპში ძალიან ბევრ რამეს დაამტკიცებენ კიდე როგორც აქამდეს ამტკიცებდნენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ იპოვნიან, ღმერთის გარეშე, არ ეყოფათ მტკიცებულებები, იმდენად ბევრი იქნება რომ თვითონვე დაიკარგებიან თავიანთ მტკიცებულებებში…
    ეს მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი, რადგან ადამიანის ტვინი თავისუფალია და ძალიან ბევრი ფანტაზიები გააჩნია, ვერ ისვენებს ერთ ადგილზე ყოფნით და უნდა რომ დაუმტკიცოს თავის თავს რა ჭკვიანია, ძლიერია… როგორი რაღაცაა იცით, ქვიშაში ძაან მაგარ დიდ უზარმაზარ და ძალიან ლამაზ კოშკებს რომ აშენებ, უყურებ და ტკბები შენი ნამუშევრით, ამაყობ თუ როგორი ჭკვიანი ხარ და ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდება და დაგინგრევს, მერე ისევ თავიდან იწყებ აშენებას, ოღონდ ეხლა უკვე სხვა პროექტით, რაღაც სიახლე რომ შეიტანო, სახეს უცვლი, უფრო კმაყოფილი რომ იყო შენი შედევრით, მერე ისევ დაგინგრევს ქარი და ისევ იგივე იწყება თავიდან და გრძელდება ასე დაუსრულებლად, ვიდრე არ მიხვდები რომ მარტო სველი ქვიშით აშენებული ვერ იქნება მტკიცე, ძლიერი…
    უღმერთოდ ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს, ყოველთვის დაიკარგება თავის გამოგონილ უამრავ მტკიცებულებებში…
    რატომ ხდება ყოველთვის ისე რომ გგონია რომ არსად შეცდომას არ უშვებ, გგონია რომ სწორად მიდიხარ და ამით მორჩა მიაგენი იმას რასაც ეძებდი და ბოლო მომენტი რომ არის დარჩენილი, სწორედ მაშინ მიხვდები რომ ამდენი დრო ტყუილად დაკარგე…
    მერე ისევ თავიდან იწყებ, ოღონდ საკუთარი თავი ისევ რომ დაარწმუნო სხვანაირად ცოტა სახეშეცვლილად იწყებ, თუმცა აზრი იგივეა, და ასე გადის საუკუნეები, შენ კი წრეზე ტრიალებ…

    Like

  15. dreamer

    იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ჩვენი სამყაროს შექმნაც სხვა სამყაროს ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედაგად მოხდა? ვფიქრობ არის ამაში რაღაც აზრი …

    Like

  16. zaza

    არა, მე ასე არ ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენი, ადამიანების ფანტაზიებია, ჩვენს გარდა დღეს არანაირი მსგავსი ცივილიზაცია არ არსებობს, არსებობს უხილავი, ჩვენთვის უხილავი სამყარო, რასაც ჩვენი თვალი, ყური, ცნობიერება ვერ აღიქვამს, ჩვენთვის ჯერ ადრეა ამის დანახვა, აღქმა…
    გააჩნია რა კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს.
    რომ არსებობდეს სხვა ცივილიზაცია, ამდენი საუკუნეების განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ვარიანტი არ არსებობს რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე კავშირი, კონტაქტი რომ არ ყოფილიყოს ჩვენსა და მათ შორის, ვინც არიან თუ იქნებოდნენ… (ეს თუ ჩვეულებრივ მიწიერად ვიფიქრებთ)
    ძალიან ბევრი რაღაცეებია გამოგონილი ადამიანების ფანტაზიებით და ტყუილი და მართალი სულ ერთმანეთშია არეული, ადამიანი ეძებს სრულყოფილებას მიწიერობაში თავისი გადასახედიდან და სულ ერთმანეთში აირია ტყუილი, მართალი, ფანტაზიები, მეცნიერული ახსნები დღეს გონიათ, ფიქრობენ რომ ახსნეს მაგრამ, ხვალ იტყვიან შევცდით, ზეგ ისევ რაღაცას ამოხსნიან გონიათ რომ ეგ არის, მივაგეთით, ავხსენით ყველაფერი მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ ისევ იპოვნიან შეცდომას და ისევ აღიარება შეცდომების და ასე გრძელდება უსასრულოდ… თუმცა არის რაღაც-რაღაცეები (რასაც ვერ დავუკარგავთ) რაშიც წარმატებები აქვთ მეცნიერებს, მაგრამ, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და უმნიშვნელო ვიდრე ის რომ ღმერთი იპოვნო.
    ანუ, რა მინდა ვთქვა, მარტივად რომ ვთქვა, მე რომ რაღაც გამოვიგონო ისეთი რომ არამიწიერი იყოს, ისეთი რომ დღემდის არ არსებობდეს დედამიწაზე ესეთი რაღაც, კაცობრიობა რომ აზრზე არ იყოს, ამ რაღაცის, დავაგდო სადმე, ქუჩაში, ტყეში…. და შენ იპოვნო, მერე მეძებო მეძებო მთელი ცხოვრება ამის როგორც შემქმნელი და ვერ მიპოვნო ვერასოდეს და ვერც ვერავინ გაიგოს რომ ეს მე შევქმენი, და მსგავსი ვერც ვერავინ შექმნას, ეს ყველაფერი მომავალში როგორ აიხსნება?
    ვარიანტები:
    1. ალბათ კოსმოსიდან ვიღაც ჩვენზე მეტად განვითარებული ცივილიზაცია იყო და მათმა დატოვეს.
    2. ჩვენზე ადრე, ჩვენზე მეტად განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა დედამიწაზე ადრე…
    3. ამერიკელებმა (ან სხვა ნებისმიერმა სახელმწიფომ) შექმნეს საიდუმლოდ, ჩვენზე რაღაც ცდებს ატარებენ და დაკარგეს ან რავიცი, რაღაც მოხდა… 🙂 …
    4. იქნებ ვიღაცამ შექმნა და გადააგდო ან დაკარგა, არა ესეთი რაღაცას არ გადააგდებდა, ვინ გადააგდებდა, თუ დაკარგა მაშინ შეეცდებოდა მოეძებნა და რაღაცას ხელმოსაჭიდს მაინც ვიპოვიდით, გაუგებარი არაფერი არ არის…
    . . .

    ეხლა, ამ ვარიანტებიდან რომელია მართალი?
    ვიღაცისთვის, 1-ია ვიღაცისთვის მე-2, ვიღაცისთვის 3,4… საბოლოოდ რომელია მართალი, რა არის სიმართლე? ყველას გონია რომ მართალია მაგრამ სინამდვილეში, ამ შემთხვევაში მხოლოდ მე ვიცი სიმართლე, იმიტომ რომ ის რაღაც ჩემი შექმნილია, ხო? მაგრამ ვინ იცის რომ მე შევქმენი? იქნებ ის არის მართალი ვინც იფიქრა რომ, იქნებ ვიღაცამ შექმნა და გადააგდო, მაგრამ აქედან რომელიმე ვარიანტი თუ არ დაიჯერე ხომ ვერცერთს იწამებ და მუდამ გაუგებრობაში იქნები?… 🙂

    Like

    1. რეზო

      სხვა ცივილიზაციების არსებობა უფრო არადამაჯერებლად მიგაჩნია, ვიდრე უხილავი სამყაროსი? 😀 საიდან იცი უხილავი სამყარო რომ არსებობს? გაქვს ამაზე პასუხი?
      უცხოპლანეტელები შესაძლოა და, სავარაუდოდ, არსებობენ კიდეც და ის ფაქტი, რომ ჩვენ მათთან კავშირი არ გვაქვს, არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღემდე არ ვიცით შესაძლებელია თუ არა ისეთი მანძილების დაფარვა, როგორიც სხვა ვარსკვლავებამდე გვაშორებს. მეორე ის, რომ შესაძლოა ისინი არ არიან იმდენად განვითარებულები, რომ აქამდე მოსვლა მოახერხონ. იქნებ სულაც დედამიწაზე ბინადარი ცხოველების დონეზე არიან? ან იქნებ ადამიანებივით განვითარდნენ და უფრო მეტადაც, მაგრამ როგორ დაგვიკავშირდნენ? მესამე ის არის, რომ სიცოცხლე სხვა პლანეტებზე რომ არსებობდეს. ის ალბათ ისეთი გაიშვიათებული იქნება, რომ შესაძლოა ათასი ვარსკვლავიდან, მხოლოდ ერთის სისტემაში იყოს და ისიც მხოლოდ რამდენიმე ათასეული წელიწადი და ისევ გადაშენდეს.

      “ძალიან ბევრი რაღაცეებია გამოგონილი ადამიანების ფანტაზიებით ”

      გეთანხმები, მაგალითად რელიგიები.

      მეცნიერებაში, რა თქმა უნდა, შეცდომებსაც პოულობენ, მაგრამ, საერთო ჯამში, სწორედ მეცნიერება არის ერთადერთი ყველაზე რაციონალური გზა. შენ რომ ამ კომენტარებს წერ, ეგეც მეცნიერების დამსახურებაა, სხვათაშორის 🙂

      Like

  17. zaza

    🙂 უხილავს ვიძახით იმიტომ რომ ჩვენს გვერდით ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, თუმცა ხშირად შევიგრძნობთ ხოლმე რაც მსოფლიო ისტორიაში ძალიან მრავლადაა ფაქტები, თუ გულწრფელები ვიქნებით და კარგად გავიხსენებთ ფაქტებს, ვიდე-ფოტო აპარატებსაც ბევრჯერ დაუფიქსირებიათ სული… ხოლო უცხოპლანეტელების ფაქტები ძალიან ნაკლებია, უფროსწორად არ არსებობს, თუ რამეა ხელოვნურად არის შექმნილი და შეთქზული ისევე როგორც ვამპირები, მაქციები და ასე შემდ… 🙂 🙂 🙂
    სხვა ბევრი ფაქტების მოყვანა რომ არ დავიწყოთ თუნდაც იმას როგორ ავხსნით (დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს) Liza Osnadchuk რომ წერს, რა არის ეს, ელანდება, მეტყვი ვიცი აქ რა არის გასაკვირიო, ან მეტყვი შეშინებული იყო და შიშისგან ემართებოდაო, თუ ეგრეა მაშინ ყველაფერი ერთმანეთს როგორ უკავშირდება რასაც ის გოგო წერდა შინაარსობრივად? (ეს უბრალოდ ერთ-ერთი პატარა მაგალითი მოგიყვანე, მაინცადამაინც ამ ამბავზე არ ვარ ჩაციკლული)
    და, ძალიან ბევრი რაღაცეები ადამიანებისგან რომ არის გამოგონილი ეჭვი გეპარება, თუნდაც რელიგიაშიც რა თქმა უნდა არ არსებობს ისეთი რამე რომელშიც ვიღაცეების ინტერესებიც არ იყოს, მე პირადად ზოგიერთ სასულიერო პირებშიც ვხედავ იმ ხელოვნურობას რასაც პირადად თვითონ როგორც თვლის, როგორც ფიქრობს ისე იქცევა და არა თვით მართლმადიდებლობა რასაც ეუბნება, ადამიანები ვართ, ეს ბუნებრივიც არის, გასაკვირი არ არის, მაგრამ მთავარი არსი, აზრი ხომ შენარჩუნებულია, ის რომ თავისით არაფერი არ შექმნილა და არ იქმნება, არც შეიძლება… ყველაფერი ღმერთისგან არის შექმნილი იქამდე ვიდრე ადამიანი არ იქნა გამოძევებული სამოთხიდან, ხოლო იმის შემდეგ ყველაფერს ჩვენ ვქმნით დედამიწაზე ადამიანები, ღმერთმა მოგვცა დამოუკიდებლობა და შედეგებსაც ვიმკით ჩვენივე დღევანდელი შექმნილი 21-ე საუკუნის სამყაროს, თავის მინუსებით და პლიუსებით…
    საერთოდ მეცნიერება, მეცნიერი ჩემი აზრით მიუკერძოებელი უნდა იყოს (როგორც ჟურნალისტი) და არა იმას ამტკიცებდეს, თუნდაც თეორიებით (ზოგიერთებისთვის ძალიან ეფექტური დამაჯერებელია) რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან თვითონ ვერ ხედავს…
    მე პირადად მეცნიერებასთან არანაირი გართულება არ მაქვს, მე მხოლოდ ის მაღიზიანებს ხოლმე მეცნიერებისგან რისი ინტერესებიც აქვთ იქიდან გამომდინარე ამტკიცებენ, აყალიბებენ ხოლმე თეორიებს ისე რომ სხვებზე ზემოქმედებენ ხოლმე რომ დააბნიონ…

    მაგალითად ამ ლინკზე გადადი წაიკითხე და ამის შემდეგ რა აზრი გაგიჩნდება მაინტერესებს.
    http://www.allnews.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D/147635-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98.html#show-more

    ცოტა არ იყოს მაკვირვებს ეს თქვენი მეცნიერები თავიანთი მეცნიერობით…
    თან ჭრიან თან კერავენ რა…
    ესეიგი, ადამიანი რომ გაქრეს, 10 000 წლის შემდეგ ადამიანის კვალი არ დარჩება, გარდა ქვებისა…
    და, მილიონი და მილიარდი წლების უკან რა ხდებოდა რა მოხდა ის იციან, კვალს კიარა, კვლებს პოულობენ, ეს ჩვენი “მეცნიერები”…:) 🙂 🙂

    Like

  18. რეზო

    არავინ არაფერს არ შეიგრძნობთ, უბრალოდ გინდათ, რომ რაღაც ზებუნებრივი არსბობდეს და მზად ხართ მოიტყუოთ თავი. ვიდეო-ფოტო აპარატებს სპაიდერმენიც დუფიქსირებიათ, ოჩოპინტრეც და ზევსიც. რა დონეზე უნდა იყო ადამიანი, რომ მონტაჟების გჯეროდეს 😀
    უცხოპლანეტელების ფაქტები არ არსებობსო ნიშნისმოგებით მეუბნები და მგონი წინა კომენტარი წესიერად არც წაიკითხე. უცხოპლანეტელების დედამიწაზე მოსვლის ამბები, ისევეა შეთხზული, როგორც შენი ზულების და ვამპირების ამბები. ერთნაირი ზღაპრებია. მე ვამბობ, რომ სიცოცხლე, იგივე უცხოპლანეტელები, დიდი ალბათობით, უნდა არსებობდნენ, ოღონდ არა ჩვენს პლანეტაზე ან ჩვენი მზის სისტემაში, არამედ რომელიმე შორეულ ვარსკვლავზე და, სავარაუდოდ, ისეთი გაიშვიათებული, რომ ათასი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთის სისტემაში იყოს სიცოცხლე. ისე, ვიდეო-ფოტო აპარატებს უცხპლანეტელების “მფრინავი თეფშებიც” არაერთხელ დაუფიქსირებიათ, შენდა სავალალოდ 😀

    მეცნიერები ღმერთის არ არსებობას არ ამტკიცებენ, მითუმეტეს იმით, რომ თვითონ ვერ ხედავენ. საერთოდ ძალიან ცუდი დამოკიდებულებაგაქვს მეცნიერების მიმართ, ეგეც შენი რელიგიურობიდან გამომდინარეობს. ამ კომენტარებს, რომ წერ, კიდევ გეუბნები, ეგეც მეცნიერების დამსახურებაა. მამაოების არა!

    “მე მხოლოდ ის მაღიზიანებს ხოლმე მეცნიერებისგან რისი ინტერესებიც აქვთ იქიდან გამომდინარე ამტკიცებენ, აყალიბებენ ხოლმე თეორიებს ”

    რისი ინტერესიც აქვთ იქიდან გამომდინარე უნდა ჩამოაყალიბონ თეორიები აბა რა უნდა ქნან? 😀 აბა რაც არ აინტერესებთ, იმაზე რა უნდა ჩამოაყალიბონ და დაამტკიცონ? მთავარია, რომ მათი თეორიები დამტკიცდეს და გადამოწმდეს, მოტივი კი, რა თქმა უნდა, სუბიექტურიც შეიძლება იყოს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ რელიგიური მითებისგან განსხვავებით, ეს თეორიები უამრავ შემოწმებას გადიან, უამრავი მეცნიერის მიერ უამრავჯერ იტესტებიან, მრავალი ფაქტით მტკიცდებიან. აი, ეგ არის მნიშვნელოვანი. თქვენს რელიგიურ ზღაპრებს კი არანაირი საფუძველი არ აქვს, არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ საკუთარ სუბიექტურ შეხედულებებს ახვევენ თავს

    Like

  19. რეზო

    “სხვა ბევრი ფაქტების მოყვანა რომ არ დავიწყოთ თუნდაც იმას როგორ ავხსნით (დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს”

    ამ ყველაფერს იწვევს ტვინში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა. ძილის დროს ჩვენი ტვინი აგზავნის სიგნალებს, რომლითაც ზღუდავს კუნთების მოძრაობას, რათა მაქსიმალურად აარიდოს ორგანიზმს იმის გამეორება, რაც სიზმარში ხდება. ძილში დამბლა კი მაშინ ხდება, როცა ტვინს ჯერ კიდევ არ შეუწყვიტავს ამ სიგნალების გაგზავნა, ანუ მუსკულატურას არ მიუღია ტვინისგან “ნებართვა”, რომ იმუშავოს. ამის გამო ადამიანი სავსებით ფხიზელია, მაგრამ პარალიზებული.

    Like

  20. zaza

    რატომ გგონია რომ არავინ არაფერს შეიგრძნობს, რატომ, შეგრძება არ აქვს ადამიანს, ენერგია არ აქვს ადამიანს, აღქმა არ აქვს, თუ მეხსიერება?

    პირადად შენ იმიტომ ვერ შეიგრძნობ რომ შენ არ გწამს და როგორ შეიგრძნობ?

    მე პირადად ძალიან ბევრჯერ გამომიცდია და დავრწმუნებულვარ რომ ნამდვილად არსებობს ის ჩვენთვის უხილავი ძალებიც და საერთოდ რასაც ქრისტიანობა გვასწავლის.
    მოდი, ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი უბრალო მაგალითი, შენ არ გქონია… კარგი აღარ გავაგრძელებ, შენ ხომ არ გწამს (ალბათ არ გექნებოდა).
    ჩემზე ვიტყვი, როდესაც რამეს ვაკეთებდი ან რაღაც მინდოდა რომ ისე მომხდარიყო როგორც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ოღონდ ისე რომ სხვებს ზიანს არ მოუტანდა… არ გამოდიოდა ისე როგორც მინდოდა, მაგრამ როგორც კი ღმერთს შევსთხოვდი ყველაფერი ისე მიხდებოდა…

    რა ქვია ამას, ამაზეც იმას ხომ ვერ იტყვი რომ მე რაზეც ვფიქრობდი ის მეჩვენებოდა და ასე შემდეგ და შემდეგ… 🙂
    და, რაც მთავარია ეს ერთჯერადად არ ყოფილა ძალიან ხშირად ყოფილა და არის… შეიძლება ერთხელ დაემთხვას მეორედ, მესამედ, მეოთხედ… რამდენჯერ შეიძლება დაემთხვეს? შემთხვევითობა გამორიცხე.

    ჩემი მხრიდან თუ მტკიცებულებას დავარქმევთ შეიძლება რომ მტკიცებულებად ჩავთვალოთ ეს. რადგან სხვანაირად ვერ დაამტკიცებ, რადგან რწმენაა საჭირო ამ ყველაფერზე, გწამს გრძნობ არ გწამს ვერ გრძნობ, მარტივია ხო? 🙂

    ამ ყველაფერს დიდი აკადემიკოსობა არ ჭირდება, მხოლოდ კარგად შენი თავის კონცენტრირება, დაკვირვება ყველაფერზე და მიხვდები რომ არსებობს ის რაც შენ გგონია რომ არ არსებობს. (ალბათ გეცინება მაგრამ ნამდვილად ესეა) შენი აზრი მე ვიცი დაახლოებით რა იქნება, შენთვის ყველაფერი დამთხვევითობაა და შემთხვევითობაა თუ რაიმეს ერთმანეთთან ვაკავშირებ, ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, თმის ღერიც კი არ გივარდება შემთხვევით, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა და დრო აქვს, მთავარია ყველაფერს ყურადღებით დაუკვირდეთ და შევიგრძნობთ და გავიგებთ ყველაფერს. (მერწმუნე მე ფანატიკოსი არ ვარ, თავს ძალიან მშვენივრად ვაკონტროლებ, რასაც ვამბობ ყველაფერს საღი აზრებით ვამბობ, 100-ჯერ ვზომავ და ერთხელ ვჭრი, საერთოდ ესეთი ხასიათი მაქვს).
    სული, არის (გონიერი) ენერგია, ამ ენერგიის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, სული აგონიერებს, სიცოცხლეს აძლევს ადამიანს, როგორც სათამაშო მანქანას ელემენტი რომ ამოაცალო ხომ ვეღარ ივლის, თუ შენი ხელით, ძალით არ ატარე, ეგრეა ადამიანიც.
    მეცნიერებმა მომავალში შეიძლება (არაფერი არ არის გამორიცხული) მიაღწიონ იმას რომ მკვდარი ადამიანი აამუშაონ ენერგიით, ფეხზე დააყენონ მაგრამ, ის გონიერი ვერ იქნება, უაზროდ გაივლის და გამოივლის და მეტი არაფერი, პროგრამას რასაც ჩაუდებ თავში მხოლოდ იმას გააკეთებს, იმის იქით ვერაფერს იზამს, რობოტი იქნება, რადგან ადამიანი სულს ვერ მისცემს (შტეფცელში რომ არის ის სხვა ენერგიაა 🙂 )
    რაც შეეხება მონტაჟებს, მე ესეთი რაღაცეები ვერ გამაკვირვებენ, რადგან კომპიუტერთან ურთიერთობა (თამაშებს არ ვგულისხმობ) 24 წელია მაქვს სამუშაო გარემოში გამოცდილება, (Photoshp-საც Indesign-საც CorelDraw-საც და ასე შემდ…. ვფლობ და კარგად მესმის მონტაჟებისაც…

    ჩემი აზრით, ზოგადად, ადამიანი სიძნელეებში ეძებს ყველაფერს, სიმარტივეს ნაკლებად იჯერებს, როდესაც წმინდა მამები შენ, ადამიანს მარტივად გიხსნიან, ღმერთი შენშია, ყოველი ჩვენთაგანშია… ამას ვერ იჯერებენ, რადგან წარმოუდგენიათ ღმერთი წვერებიანი საშიში, ძალიან დიდ, უზარმაზარი კაცი თეთრებში გამოწყობილი და აუცილებლად სადღაც ზევით კოსმოსში უნდა იჯდეს ტახტზე და თავისი სიძლიერით ტკბებოდეს და აუცილებლად უნდა გენახვებოდეს რომ ეს მე ვარ ღმერთი…
    სინამდვილეში ღმერთი უბრალოობაში უნდა ვეძებოთ (და არა კოსმოსში სუპერ რაკეტებში)

    თავზე ქუდი რომ გაფარია და ქუდს დაეძებ…

    მეცნიერების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მე მხოლოდ კრიტიკოსი ვარ მათ მიმართ, რადგან თან ჭრიან თან კერავენ, როგორ უნდა დავუჯერო ამათ, მე არ მესმის, თან ამბობენ ადამიანი რომ გაქრეს, 10 000 ათასი წლის შემდეგ ადამიანის არანაირი კვალი არ დარჩება არსებობისა და… მილიონობით და მილიარდობით განვლილ წლების უკან რა მოხდა როგორ მოხდა, ვინ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა, სამყარო თურმე თავისით როგორ შექმნილა და ასე შემდ…ამ ყველაფერს საღი აზრით როგორ უნდა ვუყურებდე, ვიჯერებდე არ მესმის?…

    ჰოკინგი ამბობს, ადამიანის გადარჩენის შანსები კოსმოსის ათვისებაში უნა ვეძებოთო…

    ადამიანის გადარჩენა კოსმოსის ათვისებაში ნამდვილად არ არის, ადამიანის გადარჩენა ადამიანშია!..
    მხოლოდ ადამიანს შეუძლია გადარჩენაც და არგადარჩენაც, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, შენ ადამიანი როგორც მოიქცევი ისე წავა ყველაფერი, დროსაც და გარემოსაც ადამიანი ქმნის და დღევანდელ სამყაროსაც (ღმერთმა ესე შექმნა სამყარო, ამ პრინციპით შექმნა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გავუფრთხილდებით ყველაფერს) მეცნიერი რომ ხარ, მეცნიერულად უნდა ქადაგებდე და არა ათეისტურად, მეცნიერი მიუკერძოებელი უნდა იყოს, (როგორც ჟურნალისტი) ათეისტი მიკერძოებულია იმაზე რომ მას არ უნდა სწამდეს ღმერთის, და რაც ყველაფერი ღმერთს, ქრისტიანობას ეხება, ეს არის სწორედ პრობლემა ჰოკიგისნაირ მეცნიერებასთან დაკავშირებით…

    რა თქმა უნდა არც ის არის კარგი, მაგალითად სასულიერო პირი რომ თავისი აზრით მოქმედებს, თვითონ როგორც ფიქრობს, და არა ისე როგორც ქრისტიანული მართლმადიდებლობა მოითხოვს. (ეს არ შეიძლება ქრისტიანობას მიაწერო, რაც ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ქრისტიანობა ხდება ხოლმე დარტყმის საგნად)

    Like

  21. რეზო

    ეგ ყველაფერი კი ბატონო, მაგრამ ადამიანს არ აქვს ზებუნებრივის აღქმის ორგანოები და შესაბამისად ვერ აღიქვამს მას. თუ არადა დაამტკიცეთ, რომ ადამიანს შეუძლია რაიმე არამატერიალური აღიქვას და მერე დაგიჯერებთ. ან საერთოდ დაამტკიცეთ, რომ არსებობს ზებუნებრივი რამე. პირადად მე კი არა, რეალურად არც არავინ შეიგრძნობს, უბრალოდ იქმნით იმის ილუზიებს, რომ თითქოს გრძნობთ ღმერთის სიახლოვეს და რაღაც ზებუნებრივ საგნებს. არადა ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი და თუ ეს შეგრძნებები რწმენაზეა დამოკიდებული, მაშინ ვისაც სპაიდერმენის არსებობის სჯერა, იმან სპაიდერმენი უნდა იგრძნოს, ვისაც კუკულკანის არსებობის სჯერა, იმან კუკულკანი უნდა შეიგრძნოს, ვისაც ზევსის სჯერა, იმან ზევსი და ეგრე. თუ დაუკვირდები, მიხვდები, რომ სრული აბსურდია. დავამატებ კიდევ იმას, რომ რაციონალური თვალსაზრისით, ადამიანის პირადი შეგრძნებები არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს.

    ეხლა რაც შეეხება ლოცვებს და ღმერთის თხოვნას. ანუ შენ მაგით იმის თქმა გინდა, რომ ღმერთი ადამიანებს თხოვნებს უსრულებს და ითვალისწინებს მათ ლოცვებს? მე მგონი სწორად მიგიხვდი. აბა ეხლა დაფიქრდი, გაიხსენე ისტორიული ფაქტები. საკონცენტრაციო ბანაკები გაიხსენე, ისიც გაიხსენე როგორ ამწყვდევდა გაზის კამერებში ჰიტლერი ებრაელებს და ხოცავდა მათ. როგორ ფიქრობ, ისინი ღმერთს დახმარებას არ სთხოვდნენ? არ ლოცულობდნენ? შენი აზრით, არ უნდოდათ მათ გადარჩენა? წარმოიდგინე ფიზიკურად დასუსტებული, მშიერი, მწყურვალი, გაძვალტყავებული, გასაცოდავებული, ნაწამები ხალხი, რომლებიც მართლა გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს დახმარებას, ზოგი მათგანი სიცოცხლის შენარჩუნებას, ზოგი კი უბრალოდ უმტკივნეულო სიკვდილს, მაგრამ ღმერთმა ეს უკანასკნელი თხოვნაც კი არ აუსრულა, არამედ გაიმეტა არაადამიანური, ტანჯული სიკვდილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო თავისუფლად გადაერჩინა ისინი. ნუ, რა თქმა უნდა, მე არ ვამტკიცებ ამას, ეს თქვენი წარმოდგენით არის ასე, თორე მე ღმერთის საერთოდ არ მწამს. აბა ეხლა დაუკვირდი, ღმერთი შენ, ჩვეულებრივ ადამიანს, გისრულებს უბრალო თხოვნებს და იმ ადამიანებს, მათ შორის იყვნენ პატარა ბავშვებიც, არათუ სიცოცხლე, არამედ უმტკივნეულო სიკვდილიც კი არ აღირსა. მოდი გულრწფელად მიპასუხე, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ დავიჯერო რომ თხოვნებს გისრულებს ღმერთი?
    დავამატებ კიდევ იმას, რომ ეგ შენ გგონია, რომ რადგან ღმერთს სთხოვე მაგიტომ აგიხდა სურვილი. ეგ შენი ილუზიაა უბრალოდ და მეტი არაფერი. რომ არ გეთხოვა ისედაც მოხდებოდა ეგ. უბრალოდ შენ მიაწერე ზეციურ ძალებს და შენებური, მცდარი და ამავე დროს, ძალიან სუბიექტური ინტერპრეტაცია გაუკეთე.

    “ჩემი მხრიდან თუ მტკიცებულებას დავარქმევთ შეიძლება რომ მტკიცებულებად ჩავთვალოთ ეს. რადგან სხვანაირად ვერ დაამტკიცებ, რადგან რწმენაა საჭირო ამ ყველაფერზე, გწამს გრძნობ არ გწამს ვერ გრძნობ, მარტივია ხო?”

    ამერიკაში ერთ ქალს გამოეცხადა ღმერთი, რომელმაც შვილების დახოცვა სთხოვა. ამ ქალს სწამდა და სჯეროდა, რომ მართლაც ღმერთს ელაპარაკა. ის ამას დანამდვილებით გრძნობდა. ისევე როგორც თქვენ. და ამიტომ გადაწყვიტა დაეჯერებინა თავისი ფანტაზიებისთვის და დაეხოცა ოთხივე შვილი. საბედნიეროდ დროულად მიხვდა ხალხი და გადაარჩინეს ბავშვები.
    ესეც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ვიღაცას რაღაცის სწამს, რაღაცის სჯერა, რაღაცას გრძნობს ან რაღაცა ელანდება, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს რაციონალური თვალსაზრისით.

    “გწამს გრძნობ არ გწამს ვერ გრძნობ, მარტივია ხო?”

    კი გასაგები და ძალიან მარტივია. როგორც ადრე ხალხი გრძნობდა ზევსს, თორს, ოდინს და სხვა ღმერთებს, ისევე გრძნობთ თქვენ თქვენს ღმერთს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისინი თორს და ოდინს უწოდებდნენ, თქვენ იაჰვესა და ქრისტეს უწოდებთ. მსგავსება კი ისაა, რომ ყველა მათგანი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია.

    Like

  22. რეზო

    “დარწმუნებული ვარ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, თმის ღერიც კი არ გივარდება შემთხვევით,”

    ეს აზრი რას ეფუძნება შეგიძლია დამისაბუთო? შემთხვევითობაც სამყაროს კანონზომიერებაა სხვათაშორის. ისე შენ როგორ განმარტავ სიტყვა “შემთხვევითობას”?

    “სული, არის (გონიერი) ენერგია, ამ ენერგიის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, სული აგონიერებს, სიცოცხლეს აძლევს ადამიანს, როგორც სათამაშო მანქანას ელემენტი რომ ამოაცალო ხომ ვეღარ ივლის, თუ შენი ხელით, ძალით არ ატარე, ეგრეა ადამიანიც.”

    ცხოველებს არ აქვთ სული, მაგრამ დადიან და გადაადგილდებიან. მათ არ ჭირდებათ რაიმე ზებუნებრივი ძალის დახმარება სირბილში და მოძრაობაში. თუ ყველა ცოცხალი ორგანიზმი ცოცხლობს ამ თქვენი სულის გარეშე, ადამიანი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
    ისე მეცნიერება ძალიან კარგად ხსნის ადამიანის ორგანიზმის აგებულებას, ანატომიას. არსად დასჭირდათ ზებუნებრივი ძალის ჩარევა რაიმეს ახსნაში.

    “მეცნიერებმა მომავალში შეიძლება (არაფერი არ არის გამორიცხული) მიაღწიონ იმას რომ მკვდარი ადამიანი აამუშაონ ენერგიით, ფეხზე დააყენონ მაგრამ, ის გონიერი ვერ იქნება, უაზროდ გაივლის და გამოივლის და მეტი არაფერი, პროგრამას რასაც ჩაუდებ თავში მხოლოდ იმას გააკეთებს, იმის იქით ვერაფერს იზამს, რობოტი იქნება, რადგან ადამიანი სულს ვერ მისცემს”

    ცხოველებიც გადაადგილდებიან სხვათაშორის და, როგორც შენ ამბობ, უაზროდ კი არ გაივლიან და გამოივლიან, არამედ ნადირობენ, ჯოგებად დადიან, ნადირობის სტრატეგიებსაც კი იმუშავებენ, წყლის სიღრმის გასაზომად ჯოხებს იყენებენ, შიმპანზეები სიტყვებს იმახსოვრებენ და ესმით ადამიანების ლაპარაკი, სპილოები საკუთარ თავ სარკეში სცნობენ, ბონობოებს საკუთარი რელიგიური რიტუალებიც აქვთ (თუ ვიპოვე დაგილინკავ ვიდეოს ამაზე), ასევე უამრავი ექსპერიმენტი არსებობს, სადაც ცხოველები თავის ინტელექტსა და გონივრულ აზროვნებას ავლენენ. მაგრამ მათ არაფერში სჭირდებათ სული. და საერთოდ რას ეფუძნება ეგ შენი აზრი, რომ სულის გარეშე ადამიანი ვერ იქნება გონიერი? რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა ეგ? ისე თუ აზროვნებასთან არის კავშირში სულის არსებობა, ჰქონდა სული ნეანდერტალელს?
    ნეანდერტალელი სავარაუდოდ არ ჩამოგვივარდებოდა ჭკუაში ჩვენზე დიდი ტვინი ქონდა და გააჩნდა გენი რომელიც ჩამოყალიბებული სალაპარაკო ენის არსებობას უზრუნველყოფს. ასევე ცნობილია რომ მათ ქონდათ პრიმიტიული რიტუალებიც. აქვს ჩვილ ბავშვს სული? თუ სული აზროვნებაზეა დამოკიდებული მაშინ არ უნდა ქონდეს. ან როგორ შეიძლება აზროვნებაზე იყოს დამოკიდებული? ასევე საინტერესოა ემბრიონის საკითხიც. როგორც სემ ჰარისი ამბობს ზოგჯერ საწყის ეტაპზე ერთი ემბრიონისგან მიიღება ორი, რა ხდება ამ დროს? ერთი სული იყოფა? თუ მერე ორივეს ცალ ცალკე უყალიბდება? თუ ჩამოყალიბება ხდება, რაიმე ბიოლოგიურ პროცესის პარალელურად ხდება?

    წმინდა მამებს რაც შეეხება, რატომ უნდა დავუჯერო მათ? ერთი მიზეზი დამისახელე. იქნებ ბუდისტებს უნდა დავუჯერო ან მუსლიმანებს? რატომ მაინც და მაინც მართლმადიდებელ მამებს? ამაზე არგუმენტი გაქვს?

    Like

  23. რეზო

    “მეცნიერების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მე მხოლოდ კრიტიკოსი ვარ მათ მიმართ, რადგან თან ჭრიან თან კერავენ, როგორ უნდა დავუჯერო ამათ, მე არ მესმის, თან ამბობენ ადამიანი რომ გაქრეს, 10 000 ათასი წლის შემდეგ ადამიანის არანაირი კვალი არ დარჩება არსებობისა და… მილიონობით და მილიარდობით განვლილ წლების უკან რა მოხდა როგორ მოხდა, ვინ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა, სამყარო თურმე თავისით როგორ შექმნილა და ასე შემდ…ამ ყველაფერს საღი აზრით როგორ უნდა ვუყურებდე, ვიჯერებდე არ მესმის?…”

    არაფერს არ ჭრიან და კერავენ, ეგ შენ გეჩვენება ეგრე, შენი რელიგიურობიდან გამომდინარე. გამალებით ცდილობ რაიმე ურთიერთსაწინააღმდეგო იპოვო მეცნიერებაში, მაგრამ ამაოდ.
    კიდევ ერთხელ და უკვე ბევრჯერ ერთხელ შეგახსენებ, რომ მეცნიერება წარმატებით მუშაობს და ამის დამადასტურებელია მთელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა.
    ადამიანი რომ გაქრეს დარჩება მისი კვალი 10 000 წლის შემდეგავ. არც კოსმოსური თანამგზავრები ჩამოვარდებიან ორბიტიდან, როგორც იმ სტატიაში ეწერა. 2000 კილომეტრის ზემოთ რაც თანამგზავრებია, ისინი სულ იქ დარჩებიან, ქვემოთ რაც არის ჩამოვარდება. და საერთოდ, ნუ უჯერებ ასეთ სტატიებს. სანდო მეცნიერული საიტები თუ გაინტერესებს, შემიძლია დაგილინკო რამდენიმე.

    “მილიონობით და მილიარდობით განვლილ წლების უკან რა მოხდა როგორ მოხდა, ვინ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა, სამყარო თურმე თავისით როგორ შექმნილა და ასე შემდ…ამ ყველაფერს საღი აზრით როგორ უნდა ვუყურებდე, ვიჯერებდე არ მესმის?…”

    მე კი ის არ მესმის, როგორ შეიძლება საღი აზრით უყურებდე და იჯერებდე ისეთ აბსურდულ მითებს, როგორიც ბიბლიაშია? როგორ შეიძლება იჯერებდე ადამიანის ტალახისგან აწყობის ვერსიას? ან იმას, რომ მოლაპარაკე გველი არსებობდა და ადამი და ევა აცდუნა? ან იმას, რომ ადამიანს თევზის მუცელში 3 დღე შეუძლია ცხოვრება? ან იმას, რომ მილიონობით სახეობა ცხოველებისა ერთ კიდობანში ჩაეტია? საინტერესო სანახავი იქნებოდა როგორ წამოვიდა ანტარქტიდიდან ერთი წყვილი პინგვინი ფეხით, იმის გამო, რომ ნოეს კიდობანში მოხვედრილიყო 😀 ამერიკიდან როგორ გადმოვიდნენ მაგასაც ხომ ვერ მეტყვი? ოკეანე გადმოცურეს ცხოველებმა? საიდან გაჩნდა იმდენი წყალი, რომ დედამიწა სრულიად დაეფარა? სამჯერ მეტი წყალი უნდა ყოფილიყო იმაზე, ვიდრე არის. ბაბილონის გოდოლის ისტორიისაც გჯერათ, რომ თითქოს ენები ერთ დღეში წარმოიშვა, რადგან ღმერთმა ადამიანები რაღაც ხუთსართულიანი კოშკის შენების გამო დასაჯა 😀 რა ჩამოთვლის კიდე იმდენი სისულელეა.
    ამდენი უაზრობის გჯერათ და მეცნიერების არა? 😀 შენ ხარ ჩასაფრებული ადამიანი, ცდილობ უზუსტობები აღმოაჩინო მეცნიერებაში, “ლიჟბი შენი რელიგია, როგორმე გააპრავო”. მართლა რომ გაინტერესებდეს, შენს მიერ დასმული საკითხები, თუ როგორ გაჩნდა სამყარო, თუ როგორ იგებენ მილიარდობით წლების წინ მომხდარს, წაიკითხავდი და გაიგებდი, მაგრამ შენ ეგ კი არ გაინტერესებს, არამედ გინდა, რომ სადაც რას მოკრავ ჭორის დონეზე თვალს, აიტაცო და იმეორო ეგრე აბი გლუკოზასავით “საიდან იგებენო”. კაი, რადგან დასვი შეკითხვა მაინც მოკლედ აგიხსნი. “მილიონობით და მილიარდობით განვლილ წლების უკან რა მოხდა როგორ მოხდა, ვინ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა”-ამის გასაგებად არსებობს უამრავი მეთოდი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ქანების დათარიღების მეთოდი. ქანების შესწავლა და დათარიღება მნიშვნელოვნად ეხმარება მეცნიერებას წარსულის აღწერაში. ნამარხების დათარიღება სხვადასხვა მეთოდით ხდება. რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქანის დათარიღებას რომელშიც ესა თუ ის ნამარხი იქნა ნაპოვნი. ქანების დათარიღების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს შედარებითი და აბსოლიტური. ისინი თავის მხრივ მოიცავენ რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს. შედარებით დათარიღებისას, გეოლოგები დროის პერიოდს ითვლიან ქანების ფორმირების და სტრუქტურის მიხედვით, როგორ ყალიბდება ესა თუ ის ქანი პასუხს გვცემს იმაზეც თუ საშუალოდ რა დრო სჭირდებოდა მის ფორმირებას, ასევე რაც უფრო ღრმადაა ესა თუ ის ქანი ნიადაგში, უფრო ძველია. ქანების დეტალური შესწავლით შესაძლებელია განისაზღვროს მათი საშუალო ასაკი. აბსოლიტური დათარიღება უფრო ზუსტია, თუმცა შედარებითი დათარიღება კვლავ გამოიყენება. აბსოლიტური დათარიღება-მოიცავს რადიომეტრულ დათარიღებას. ქანებში სხვადასხვა მინერალები, შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპებს. რომლებიც დროთა განმავლობაში გარკვეული სიჩქარით ექსპონენციაურად იშლებიან. (ნახევარ დაშლა) მათი მეშვეობით შესაძლებელია ქანების ასაკის დადგენა. რადიომეტრული დათარიღებით ხდება თავად ნამარხების ასაკის დადგენაც.
    1) შედარებითი მეთოდით (რომელიც თავის მხრივ კიდევ მოიცავს რამდენიმე მეთოდს) შეგვიძლია განვსაზღვროთ ქანების ასაკი. რის შედეგად შესაძლებელია განვსაზღვროთ ნამარხის სავარაუდო ასაკი.
    2) აბსოლიტური მეთოდით, რადიომეტრული დათარიღების მეშვეობით განვსაზღვროთ ქანის ასაკი. აქაც საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს, სხვადასხვა დათარიღებებში. მაგალითად. ურანზე დაფუძნებული დათარიღება. სამარიუმ-ნეოდიუმი. კალიუმ-არგონი და ა.შ.
    3) რადიომეტრული დათარიღება შეგვიძლია გამოვიყენოთ თავად ნამარხის ასაკის განსაზღვრისთვისაც. მაგალითად რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით.
    4) ყველა ამ მეთოდის გამოყენებით და ერთმანეთთან შედარებით ვიღებთ ევოლუციურ სურათს, კერძოდ სახეობების წარმოშობის და გადაშენების ქრონოლოგიურ სურათს. იგივე სურათი მიუთითებს რომ ყველა სახეობას არასდროს უცხოვრია ერთდროულად.

    დათარიღება მნიშვნელოვანდ გვეხმარება ევოლუციის მტკიცებულებების მოპოვებაში. მისი მეშვეობით გვაქვს ევოლუციური წარსულის, დროის შკალა. ყველაზე ძველი სიცოცხლის მარტივი ფორმები თარიღდება 3.5 – 3.8 მილიარდი წლით. ყველაზე ძველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი 520 -635 მილიონი წლით. დედამიწის გეოლოგიური სურათი და დათარიღების მეთოდები, ნამარხებთან ერთად გვაჩვენებენ რომ ზოგიერთი სახეობა არსებობდა გარკვეულ ეპოქაში, ზოგიერთი წარმოშივა გვიან, ზოგი ადრე. ბევრი სახეობა კი გადაშენდა. აი, როგორ ვიგებთ ამ ყველაფერს. უფრო დაწვრილებითაც შემიძლია დაგიწერო, მაგრამ აღარ ვიწვალებ, მაინც არ გაინტერესებს, მაინც არამგონია შენი “ჩასაფრებული” პოზიციიდან გამოხვიდე და ალბათ არც წაიკითხავ ბოლომდე. ან საერთოდ არ წაიკითხავ და გააგრძელებ ისევ უსასრულოდ ერთი და იგივე კითხვის დასმას: “მილიონი წლის წინ რა ხდებოდა საიდან იგებენ?” და მერე მე წნევა ამიწევს ალბათ სამასამდე.

    სამყარო თავისით შექმნილაო, არავინ გეუბნება. მეცნიერებაში რომ ჩახედული იყო ცოტათი მაინც, მაგას არ იტყოდი.

    Like

  24. რეზო

    “მეცნიერების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მე მხოლოდ კრიტიკოსი ვარ მათ მიმართ, რადგან თან ჭრიან თან კერავენ, როგორ უნდა დავუჯერო ამათ, მე არ მესმის, თან ამბობენ ადამიანი რომ გაქრეს, 10 000 ათასი წლის შემდეგ ადამიანის არანაირი კვალი არ დარჩება არსებობისა და… მილიონობით და მილიარდობით განვლილ წლების უკან რა მოხდა როგორ მოხდა, ვინ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა, სამყარო თურმე თავისით როგორ შექმნილა და ასე შემდ…ამ ყველაფერს საღი აზრით როგორ უნდა ვუყურებდე, ვიჯერებდე არ მესმის?…”

    არაფერს არ ჭრიან და კერავენ, ეგ შენ გეჩვენება ეგრე, შენი რელიგიურობიდან გამომდინარე. გამალებით ცდილობ რაიმე ურთიერთსაწინააღმდეგო იპოვო მეცნიერებაში, მაგრამ ამაოდ.
    კიდევ ერთხელ და უკვე ბევრჯერ ერთხელ შეგახსენებ, რომ მეცნიერება წარმატებით მუშაობს და ამის დამადასტურებელია მთელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა.
    ადამიანი რომ გაქრეს დარჩება მისი კვალი 10 000 წლის შემდეგავ. არც კოსმოსური თანამგზავრები ჩამოვარდებიან ორბიტიდან, როგორც იმ სტატიაში ეწერა. 2000 კილომეტრის ზემოთ რაც თანამგზავრებია, ისინი სულ იქ დარჩებიან, ქვემოთ რაც არის ჩამოვარდება. და საერთოდ, ნუ უჯერებ ასეთ სტატიებს. სანდო მეცნიერული საიტები თუ გაინტერესებს, შემიძლია დაგილინკო რამდენიმე.

    Like

  25. zaza

    ჰა… 🙂
    ძალიან ცდები და ძალიან შემცდარხარ რადგან ეგრე ფიქრობ.
    ადამიანს სული აქვს რომელიც შეიგრძნობს ზებუნებრივს, ოღონდ შესწავლა ჭირდება თუ როგორ უნდა შეიგრძნო, (მეცნიერებას ჩქარა ჭირდება მტკიცებულებები, რადგან მიწიერია მეცნიერება, რელიგიას არ ეჩქარება არსად, ყველაფერი თავის დროზე ხდება, ყველაფერს თავისი დრო და კანონი აქვს) ეს ის არ არის რომ რაღაც ცდები ჩაატარო და ისე ჩაატარო რომ დარწმუნებულიც რომ არ იყო გამოგივა თუ არ გამოგივა, თუ გამოგივა ხომ ცაში აგიტაცებენ შენი სიჭკვიანისთვის თუ არადა მოგიწევს კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდა, მაპატიეთ შევცდი, და ისევ აგრძელებ იგივეს…
    იმასაც შეგახსენებ რომ მე ძალიან კარგად ვკითხულობ შენს კომენტარებს და პატივს გცემ და ავღნიშნე კიდევაც რომ ნაკითხი ხარ მეცნიერებაში მეთქი, და ასე შემდეგ და შემდ….

    ეს ფოკუსი არ არის რომ რაიმე გავაკეთო, ვიდეო გადავიღო და დაგანახვო ჩემი რწმენა, (თუმცა მე უკვე დაგანახვე ჩემი რწმენა თუ კარგად დაუფიქრდები, ასე კარგად ჩამომიყალიბე მეცნიერულ დონეზე ყველაფერი მაგრამ რწმენა მაინც ვერ შემირყიე, ასე ვთქვათ რეალობასთან დაახლოვებული მტკიცებულებებით, ესე მოვედით დღემდე ქართველი ხალხი) თქვენი პრობლემა სწორედ აქ არის ყველაფერს ვიზუალურად უნდა აღიქვამდეთ…

    მე რომ მთხოვ მტკიცებულებებს, რითი შეგიძლია დამიმტკიცო რომ მე ვერაფერს ვგრძნობ და ვერაფერს აღვიქვამ, საინტერესოა, სიცრუის მანქანაზე ხომ არ შემაერთებ… 🙂
    ახსნა ყველაფერს აქვს რამდენიმე, მრავალი… შენ მხოლოდ იმ კუთხიდან ხსნი და უყურებ შენ რომელ კუთხიდანაც გჯერავს (სამყარო მრგვალი ქოთანივით არის, ნებისმიერი მხრიდან შეგიძლია სახელურის გაკეთება და შემდეგ კამათი იმაზე თუ რატომ სხვა მხრიდან არ გაუკეთე სახელური) აბა მედიცინის კუთხიდან შეხედე, რომელიც არ გინდა დაიჯერო, როდესაც ოპერაციებს აკეთებენ, აღვიძებენ ადამიანებს და ყველაფერს ნათლად ყვებიან თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ყველაფერი საოპერაციოში, ვიცი ამასაც აქვს მეცნიერულად ახსნები… მაგრამ ეს ერთერთი ახსნაა, რომელიც თქვენ გჯერავთ ესე, მაგრამ სხვის აზროვნებასაც ეცით პატივი და ჩამოაყალიბეთ, შეისწავლეთ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამას ვერ ჩამოაყალიბებთ რადგან აქ რწმენაა საჭირო… რომელიც თქვენ არ გწამთ.

    … მაშინ ვისაც სპაიდერმენის არსებობის სჯერა, იმან სპაიდერმენი უნდა იგრძნოს, ვისაც კუკულკანის არსებობის სჯერა, იმან კუკულკანი უნდა შეიგრძნოს, ვისაც ზევსის სჯერა, იმან ზევსი და ეგრე.

    არ გეწყინოს მაგრამ ცოტა არ იყოს სასაცილოა…

    სპაიდერმენს… როგორ იგრძნობ როცა არ გწამს? ჯერ უნდა გწამდეს რომ მერე შეიგრძნო.
    მაგრამ, რომც იწამო სპაიდერმენი, მაინც ვერ შეიგრძნობ, ამაშია სწორედ საქმე, ქრისტიანობა ზეციურია, სპაიდერმენობა მიწიერია… (მიწიერს მხოლოდ ვიზუალურად ხედავ, ზეციურს რწმენა, სული ჭირდება)

    ყველას თავისი მისია აქვს დედამიწაზე და თუ ვის რა აქვს და როდის და რანაირად, ამას ქრისტიანულად, რწმენით და ლოცვით ცხოვრება ჭირდება…

    როგორ ფიქრობ, წინა საუკუნეებში, იმ 100 000 ათასმა ადამიანმა თავი რომ შეწირა ქრისტიანობას, მათი მისია არ იყო, ჯერ საქართველოსთვის მაგალითის მისაცემად და მერე მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის? ვინც მიწიერობით ზომავთ ყველაფერს რა თქმა უნდა თქვენთვის ეს არაფერია, სასაცილოა…
    როცა არ გწამს ყველაფერი სასაცილოდ გეჩვენება, ისევე როგორც მე მეცნიერების რაღაც-რაღაცეების ახსნები რელიგიასთან მიმართებაში… მაგრამ განსხვავება ის არის რომ მეცნიერებას რწმენა არ ჭირდება, მხოლოდ დანახვა ჭირდება, დანახვით კიდე ყველაფერი არ დაიჯერება, არ გესწავლებათ ისიც რომ ბევრი რაღაცეებიც ილუზიაა, როგორც ფიქრობ ისე ხედავ ბევრ რაღაცეებს…

    ადრე ხალხი ზევსს და თორს არ გრძნობდა, უბრალოდ გამოიგონეს და დაიჯერეს, რადგან ქრისტიანული სწავლება არ არსებობდა.
    რატომ გამოიგონეს?
    იმიტომ გამოიგონეს რომ ადამიანი ყოველთვის გრძნობდა არამიწიერს, გრძნობდა რომ არსებობდა ვიღაცა, რაღაცა არამიწიერი ძალა, რადგან ადამიანი სულით კავშირშია ღმერთთან, მაგრამ არ ვიცოდით, არანაირი სწაველბანი არ გვქონდა ისეთი როგორიც ქრისტიანობაა.

    ცხოველებს კი ბატონო გეთანხმები, სული არ აქვთ მაგრამ არსებობენ, მაგრამ ბევრი რამე არ აქვთ რაც ადამიანებს აქვთ, პირველ რიგში სულიერება რაც ღმერთთან მიიყვანს ადამიანს და ასე შემდ…

    ადამიანი რომ გაქრეს დარჩება მისი კვალი 10 000 წლის შემდეგავ.
    ეს, ამ თემაზე მე არ მითქვამს, და არც რელიგიათმცოდნეებს, ესეც მეცნიერებმა თქვეს, თან ჭრიან თან კერავენ… მაინცადამაინც ჰოკინგს უნდა დავუჯერო?

    წმინდა მამებს რაც შეეხება, რატომ უნდა დავუჯერო მათ? ერთი მიზეზი დამისახელე. იქნებ ბუდისტებს უნდა დავუჯერო ან მუსლიმანებს? რატომ მაინც და მაინც მართლმადიდებელ მამებს? ამაზე არგუმენტი გაქვს?

    წმინდა მამებს იმიტომ უნდა დაუჯერო რომ პირველ რიგში ქრისტიანები არიან და ქრისტეს გზას მიყვებიან, მათ ღმერთისგან, უფლისგან აქვთ ბოძებული არამიწიერი ძალა, ენერგია…
    ფოკუსები ნამდვილად არ არის მათი ძალა და მადლი.
    წაიკითხე მათი მოღვაწეობა და გაიგებ თუ რატომ უნდა დაუჯერო, მაგრამ მაინც არ გჯერავს არ დაიჯერებ რადგან შენ ესე გინდა… გინდა რომ არ გჯეროდეს, ეს არის რწმენა შენი.

    ჩემი რწმენა ღმერთის არსებობაა.
    ეს არის ჩემსა და შენს შორის სხვაობა.

    Like

  26. zaza

    რომ იძახი წმინდა მამებს რატომ უნდა დავუჯეროთო და არგუმენტი გაინტერესებს ჩემგან, იცი, პრობლემა შენშია, მე როგორი დამაჯერობლობითაც არ უნდა აგიხსნა შენ ხომ მაინც არ დამიჯერებ, აქ ხომ მხოლოდ ჩასაფრებაა და მეტი არაფერი (როგორც შენ მე მაბრალებ) რომ სწორად ვერ გადმოგცე, აგიხსნა მერე იპოვო რაღაც ხელჩასაჭიდი და შემდეგ მომაყარო შენი არგუმენტები და ასე ვთქვათ დამჩაგრო არგუმენტებით, შენ რომ გაინტერესებდეს წმინდა მამები თუ რატომ არიან წმინდანები, მაშინ მე კიარ შემეკითხებოდი მტკიცებულებებს, შენ თვითონ მოიძიებდი ყველა ინფორმაციას მათ შესახებ შეისწავლიდი კარგად და მერე მიიღებდი პასუხსაც.

    ქრისტიანობა სწორედ ეს არის, ქრისტიანობის შეცნობა სწორედ ეს არის, შენ თვითონ უნდა ეძებო რომ ირწმუნო.
    როგორი რაღაცას მეკითხები იცი, წიგნის წაკითხვა რომ გეზარებოდეს და მე მთხოვო შიგა და შიგ შინაარსი რომ მომიყვეო, მე რომ მოგიყვე რა თქმა უნდა არ დაიჯერებ და ვერც ირწმუნებ, შენთვის მაინც ზღაპარი იქნება.

    კარგი მეცნიერი კარგად უნდა იცნობდეს რელიგიას და მათ მიმდევრებს, წმინდა მამებს და არა ჰაერზე ლაპარაკობდეს… ვერაფერს ვერ გრძნობენ, რა სული რის სული და ასე შემდეგ და შემდეგ… რადგან თვითონ ვერ ხსნიან.
    ეგრე, მაშინ მეც გამიჩნდება აზრი რომ იქნებ აწყობენ ისე რომ მე დამაჯერონ რომ არაფერი არსებობს ზეციური და მხოლოდ ჩვენ ვართ, დღეს ხომ ტექნოლოგიები ძალიან შორს წავიდა და ძალიან ადვილია ადამიანის დაჯერება ისე როგორც გინდა, მანიპულირება რომ გაუკეთო, ესეთი ხერხები მხოლოდ ისეთ ადამიანებზე ჭრის ვისაც რწმენა არ აქვთ.
    გიყვარდეს მტერი შენი, აბა დაუფიქრდი რამხელა აზრი დევს. სწორედაც რომ ჩემი პასუხია შენს მიმართ გიყვარდეს მტერი შენი. (მართალია ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ მაგრამ ხომ ვეკამათებით ერთმანეთს, ყველაფერი პირდაპირი გაგებით არ არის, ქრისტიანობაში ფიქრია საჭირო)

    ზემოთაც ვთქვი რომ ადამიანი ყოველთვის სირთულეებში ეძებს იმას რაც ცხვირწინ აქვს.
    სიმარტივეს ვერ იჯერებს, ვერ წარმოუდგენია, არადა სირთულე სიმარტივეშია… 🙂
    რაც უფრო მარტივია მით უფრო რთულია… როგორ? ღმერთი შენშია, ჩვენშია, ყოველ ადამიანშია და სადღაც კოსმოსში დაეძებ, ამას ჰქვია სწორედ სირთულე სიმარტივეში, შენთვის რთულია ჩემთვის მარტივია. 🙂

    შენი ზოგადი აზრი ვიცი როგორიც არის, რომ ქრისტიანობის და საერთოდ რელიგიის დამსახურებაა ამდენი ხალხი რომ იღუპება და დაღუპულაო…

    მაშინ ესე შეგეკითხები, ავიღოთ უბრალო მაგალითი, ფეხბურთი. (რომელიც მე ძალიან მიყვარს)
    ვიღაცისთვის ფეხბურთი ყველაფერია, ვიღაცა იძახის 22 კაცი ამ ერთ ბურთს როგორ დასდევს, მეტი საქმე არ აქვთ, ვიღაცეები ერთმანეთს ხოცავენ ფეხბურთის გულისთვის (მაგალითად ინგლისელები, მაგათთვის ხომ იგივე რელიგიაა ფეხბურთი… 🙂 ) და ამ დროს ვიღაცა დასცინის რატომ ხოცავენ ერთმანეთს ამ ბურთის გულისთვისო…
    დასკვნა რა არის, უტვინო, ფანატიკოსი ხალხია ინგლისელები ან სხვა რომელიმე?
    მაშინ რატომ ხოცავენ ერთმანეთს, ნუთუ აქაც ქრისტიანობაა დამნაშავე???
    როდესაც ათეისტი მეცნიერი ვერაფერს ვერ უმტკიცებს მორწმუნეს რომ თვალი აუხილოს (მეცნიერის გაგებით რა თქმა უნდა) და შემდეგ აგრესიაზე გადადის ცემოს, დაამციროს ან მოკლას. ესეც ქრისტიანობის ბრალია, რომ არ დაემონა?

    ნუთუ ქრისტიანობის დამსახურება არ არის ის რომ შენ დღეს კომპიუტერთან ზიხარ, და საერთოდ, განვითარებული ადამიანი რომ გქვია, რატომ მუსლიმები ან სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევრები ვერ განვითარდნენ ესე როგორც ქრისტიანული სამყარო განვითარდა დღეს?.. (ალბათ მეტყვი ქრისტიანები ძლიერები აღმოჩნდნენო, თუ ეგრეა რატომ აღმოჩნდნენ ძლიერები განა ქრისტიანობის დამსახურება არ არის თუ ძლიერები აღმოჩნდნენ, საქმე ძალაშია არ არის საქმე გონებაშია, გონება როგორ გაგინვითარა ქრისტიანობამ.
    რატომ?
    იმიტომ რომ ქრისტიანობა სწავლებაა შენი მომავალი ცხოვრებისა, შემწყნარებლობაა, გაკეთილშობილებაა… (და თუ ვიღაცა არ ასრულებს ან ვერ ასრულებს ქრისტიანობის რა ბრალია თუ თვითონ ცუდი მოსწავლეა) როდესაც უკუღმა ასრულებ რაღაცას იმას ყოველთვის უკუშედეგები მოჰტვება და აქ რა არის გასაკვირი, მართალია ისე ვერ ვასრულებთ და არ ვასრულებთ როგორც საჭიროა მაგრამ როგორც ვასრულებთ შესაბამისად შედეგიც სახეზე გვაქვს, და წარმოიდგინე ყველაფერს კარგად რომ ვასრულებდეთ რა იქნებოდა, რა ცხოვრება გვექნებოდა…

    ყველაზე დიდი დემოკრატია ქრისტიანობაა. მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცეს.
    ყველაფერი ნათქვამია, არავინ იჩაგრება ამ სიტყვებით არც ერთი მხარე და არც მეორე.
    თუ რა თქმა უნდა ამას დავიცავთ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ვიცავთ და ჯოხს პირდაპირ ქრისტიანობაზე ვტეხთ (დაბალი ღობე)…

    Like

  27. რეზო

    “ადამიანს სული აქვს რომელიც შეიგრძნობს ზებუნებრივს,”

    დამიმტკიცე. ან მაჩვენე რაიმე სამეცნიერო წყარო, რომელმა მეცნიერმა აღმოაჩინა სულის არსებობა?

    “ასე კარგად ჩამომიყალიბე მეცნიერულ დონეზე ყველაფერი მაგრამ რწმენა მაინც ვერ შემირყიე”

    ალბათ იმიტომ, რომ არ გინდა შენი ილუზიებისა და ფანტაზიების დროებით მაინც დატოვება, არ გინდა, რომ ობიექტურად შეაფასო სიტუაცია, საკუთარი ჩაბეტონებული ილუზიების ტყვე ხარ.

    “მე რომ მთხოვ მტკიცებულებებს, რითი შეგიძლია დამიმტკიცო რომ მე ვერაფერს ვგრძნობ და ვერაფერს აღვიქვამ, საინტერესოა, სიცრუის მანქანაზე ხომ არ შემაერთებ… ”

    ჯერ ერთი შენ გაქვს პრეტენზია, რომ გრძნობ რაღაცეებს და შენივე პრეროგატივაა, რომ დაამტკიცო ეს და მეორეც, მე არ ვამბობ ვერაფერს გრძნობთ მეთქი. ზოგჯერ ალბათ მართლაც გრძნობთ, როგორც ის ამერიკელი ქალი გრძნობდა, რომ ღმერთის ელაპარაკებოდა ხოლმე. თუმცა კი შემდეგ ფსიქიატრიულში მოხვდა.

    გამუდმებით აპელირებ იმაზე, რომ რწმენაა საჭირო რაიმეს მისახვედრად. მაგაში ნამდვილად გეთანხმები. სწორედ რწმენაა საჭირო, რომ საოცრად აბსურდულ დასკვნებამდე მიხვიდე ადამიანი. რწმენა იყო ისიც, ზევსისა და თორის რომ სწამდათ. სხვის აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ იმას, რასაც უკვე აქვს მეცნიერული ახსნა და დადგენილია, რატომ ხდება ეს მოვლენა, იქ აღარ უნდა ჩააკვეხოთ თქვენი ზებუნებრივი სული. მითუმეტეს გასაგებად აგიხსენი რომ სკანირება უკვე ისეთ მაღალ დონეზეა, რომ სული რომ არსებობდეს, მისგან გამოგზავნილი სიგნალები დაფიქსირდებოდა სკანერზე.

    ჩემს ნათქვამზე: “… მაშინ ვისაც სპაიდერმენის არსებობის სჯერა, იმან სპაიდერმენი უნდა იგრძნოს, ვისაც კუკულკანის არსებობის სჯერა, იმან კუკულკანი უნდა შეიგრძნოს, ვისაც ზევსის სჯერა, იმან ზევსი და ეგრე.”
    შენ მპასუხობ: “არ გეწყინოს მაგრამ ცოტა არ იყოს სასაცილოა…
    სპაიდერმენს… როგორ იგრძნობ როცა არ გწამს? ჯერ უნდა გწამდეს რომ მერე შეიგრძნო.”

    და მერე მე რა მიწერია განსხვავებული? აბა დაუკვირდი: “ვისაც სპაიდერმენის არსებობის სჯერა,”-ანუ ვისაც სწამს. რამე ფუნდამენტური განსხვავებაა სიტყვა დაჯერებასა და რწმენას შორის? მეკითხები როგორ უნდა იგრძნო, როცა არ გწამსო და აბა მე ტყუილად დამიწერია ესეიგი ზემოთ სჯერა მეთქი. როგორ დავიჯერო, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს? არც ვიჯერებ, მაგრამ აბა ეს რა არის? მინიმუმ დემაგოგობაა შენი მხრიდან და მაქსიმუმ სასურველი რელიგიური იდეოლოგიის გაპრავების ტკივილამდე მისული სურვილი..

    “მაგრამ, რომც იწამო სპაიდერმენი, მაინც ვერ შეიგრძნობ, ამაშია სწორედ საქმე, ქრისტიანობა ზეციურია, სპაიდერმენობა მიწიერია… (მიწიერს მხოლოდ ვიზუალურად ხედავ, ზეციურს რწმენა, სული ჭირდება)”

    ეგ საიდან გამოგაქვს ესეთი “ჭკვიანური” დასკვნები რას შევიგრძნობ და რას ვერა? კაი ოდინის, რომ სწამდათ ვიკინგებს და “გრძნობდნენ” კიდეც, იმათი ღმერთიც მიწიერია? მათაც თქვენსავით ზეციური ცხოვრებისა და სამოთხის მსგავსი ვალჰალას არსებობისა სწამდათ.

    “ყველას თავისი მისია აქვს დედამიწაზე და თუ ვის რა აქვს და როდის და რანაირად, ამას ქრისტიანულად, რწმენით და ლოცვით ცხოვრება ჭირდება…”

    იგივეს გეტყვის მუსულმანიც, ოღონდ გეტყვის, რომ ისლამური რწმენით და ლოცვით ცხოვრება სჭირდება.

    “როგორ ფიქრობ, წინა საუკუნეებში, იმ 100 000 ათასმა ადამიანმა თავი რომ შეწირა ქრისტიანობას, მათი მისია არ იყო, ჯერ საქართველოსთვის მაგალითის მისაცემად და მერე მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის? ”

    მაგალითის მისაცემად? ამას შენ სერიოზულად წერ? ესეიგი სამაგალითო საქციელი ყოფილა თურმე ასი ათასმა ადამიანმა ზედ შეახოცოს თავი მარტო იმიტომ, რომ კერპტაყვანისმცემლურ ნაკეთობას (ხატს) ფეხი არ დააბიჯოს? მერე იტყვით ვერ ვმრავლდებით ქართველი ერიო. ხომ ხედავ შენი ქრისტიანობა როგორ ეწევა სუიციდის პროპაგანდას. იმაზე რას იტყვი ყველა რელიგიის მიმდევრებმა მასობრივად რომ ამოიჟლიტონ თავი?

    “როცა არ გწამს ყველაფერი სასაცილოდ გეჩვენება, ისევე როგორც მე მეცნიერების რაღაც-რაღაცეების ახსნები რელიგიასთან მიმართებაში…”

    საინტერესო ის არის, რომ მაინც და მაინც რელიგიასთან მიმართებაში გეჩვენება ასე. იმიტომ, რომ არ გინდა შენს სუბიექტურ გრძნობებს და ილუზიებს უღალატო. ხვდები, რომ ის, რასაც რელიგია გასწავლის, სრული აბსურდია, მაგრამ არ გინდა ამის აღიარება და გირჩევნია ისევ აშკარა ფაქტები უარყო. სირცხვილია უკვე, სირცხვილი!

    “არ გესწავლებათ ისიც რომ ბევრი რაღაცეებიც ილუზიაა, როგორც ფიქრობ ისე ხედავ ბევრ რაღაცეებს…”

    ხოდა ზუსტად ეგრე ხართ თქვენ 😀 მეცნიერება გაჩვენებს აშკარა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, ეხლა შენ თუ მაინც და მაინც სირაქლემასავით მიწაში თავის ჩაყოფა და რელიგიურ ფანტასტიკურ ბურუსში გახვევა გინდა, შენი ნებაა.

    “ადრე ხალხი ზევსს და თორს არ გრძნობდა, უბრალოდ გამოიგონეს და დაიჯერეს, რადგან ქრისტიანული სწავლება არ არსებობდა.”

    ისე გამოიგონეს შენი ქრისტიანობაც. კაი ისლამი რომ გავრცელდა მაშინაც არ არსებობდა ქრისტიანული სწავლება? რატომ იწამეს სხვა რელიგიის?

    “ცხოველებს კი ბატონო გეთანხმები, სული არ აქვთ მაგრამ არსებობენ, მაგრამ ბევრი რამე არ აქვთ რაც ადამიანებს აქვთ, პირველ რიგში სულიერება რაც ღმერთთან მიიყვანს ადამიანს და ასე შემდ…”

    ზაზა არ გრცხვენია? წინა კომენტარში შენ არ იყავი რომ ამბობდი სულის გარეშე ვერ იმოძრავებსო, სული იგივე ბატარეა არისო? ანუ შენ ლაპარაკი გქონდა, რომ სულის გარეშე ვერაფერი იმოძრავებსო და აბა მე რომ ცხოველები მოგიყვანე მაგალითად. რა მაგაზე პასუხი იყო ეხლა ეგ? 😀 ძალად ცდილობ საუბრის შინაარსის დამახინჯებას თუ რა არის ეხლა ეს?

    Like

  28. რეზო

    “ადამიანი რომ გაქრეს დარჩება მისი კვალი 10 000 წლის შემდეგავ.
    ეს, ამ თემაზე მე არ მითქვამს, და არც რელიგიათმცოდნეებს, ესეც მეცნიერებმა თქვეს, თან ჭრიან თან კერავენ… მაინცადამაინც ჰოკინგს უნდა დავუჯერო?”

    რომელმა მეცნიერებმა თქვეს შეგიძლია ჩამომითვალო? ან შეგიძლია წყარო მიმითითო, საიდანაც ეგ ინფფორმაცია მიიღე? მე მგონი რაღაც უაზრო სტატიას წააწყდი, დაახლოებით ისეთ საიტზე აი დუნდულების გამკვრივების ხალხური რჩევები რომ წერია ხოლმე 😀 ესეთი დაბალი დონის საიტზე ნახე რაღაც სტატიისმაგვარი და რახან სიტყვა “მეცნიერებს” მოკარი თვალი, შენც მაშინვე დაიჯერე და გაგიხარდა, არიქა წინააღმდეგობები ვიპოვეო 😀 მართლაც, რომ ჩასაფრებულ პოზიციაში ხარ, ცდილობ რაიმე ურთიერთსაპირისპირო აღმოაჩინო, მაგრამ ამაოდ ირჯები. მაინც და მაინც ჰოკინგს დაუჯერეო არავინ გეუბნება და საერთოდ ეგეთი მიდგომა რატომ გაქვთ, რომ ვინმე ერთ პიროვნებას უნდა დაუჯეროთ? რატომ უნდა დაუჯეროთ თუნდაც ჰოკინგს? უნდა ენდო და ეძიებდე სამეცნიერო წყაროებს, თუ ის, რასაც ჰოკინგი ამბობს, მეცნიერების მიერ დადასტურებულია და დამტკიცებულია, მაშინ ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა დაუჯეროს, თუ ის მხოლოდ პირად სუბიექტურ აზრებს გამოთქვამს შენსავით, მაშინ შეგიძლია დაუჯერო, შეგიძლია-არა. ეგ შენი გადასაწყვეტია.

    ჩემს შეკითხვაზე: “წმინდა მამებს რაც შეეხება, რატომ უნდა დავუჯერო მათ? ერთი მიზეზი დამისახელე. იქნებ ბუდისტებს უნდა დავუჯერო ან მუსლიმანებს? რატომ მაინც და მაინც მართლმადიდებელ მამებს? ამაზე არგუმენტი გაქვს?”
    შენ პასუხობ: “წმინდა მამებს იმიტომ უნდა დაუჯერო რომ პირველ რიგში ქრისტიანები არიან და ქრისტეს გზას მიყვებიან, მათ ღმერთისგან, უფლისგან აქვთ ბოძებული არამიწიერი ძალა, ენერგია…” და ეს პასუხია? მე რომ გეკითხები “რატომ უნდა დავუჯერო მაინც და მაინც მართლმადიდებელ მამებს”-ო შენ მპასუხობ “იმიტომ, რომ მართლმადიდებლები არიანო”. დაუკვირდი ეხლა შენი პასუხის აბსურდულობას. ან ის საიდან იცი, რომ “უფლისგან აქვთ ბოძებული არამიწიერი ძალა,”? უკვე მეათასედ გისვამ მსგავსი შინაარსის შეკითხვას და სპეციალურად აიგნორებ თუ რაშია საქმე ვერ ვხვდები.

    “ფოკუსები ნამდვილად არ არის მათი ძალა და მადლი.”

    არგუმენტს ველოდები, ფაქტს ველოდები ამის დამადასტურებელს. სიტყვა “ნამდვილად” ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ტყუილად გგონია, რომ დამაჯერებლობის ეფექტს ანიჭებს.

    “გინდა რომ არ გჯეროდეს, ეს არის რწმენა შენი.”

    მე არ მინდა უსაფუძვლოდ მჯეროდეს ათასი სისულელის. თუ არადა უკვე მესამედ გეკითხები რატომ უნდა დავუჯერო თქვენს “წმინდა მამებს” და არა სიტყვაზე ბუდისტებს ან მუსლიმანებს? ამაზე გამეცი პასუხი.

    Like

  29. რეზო

    ეხლა დრო არ მაქვს ვრცელი კომენტარისთვის კიდევ ნახევარი საათი რომ შემოვრჩე, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება ვუპასუხებ შენს ბოლო კომენტარს. ისე მე რომ ლოცვებთან დაკავშირებით მაგალითები მოგიყვანე, საკონცენტრაციო ბანაკებზე და გაზის კამერებზე, იმაზე რატომ აღარაფერი დაწერე? ან რომ სვამდი შეკიტხვას, როგორ გამოთვალეს, ხომ გიპასუხე როგორც იგებენ მილიონი წლის წინ რა ხდებოდა და ვინ ცხოვრობდა, მაგაზეც რატო არაფერი დაწერე?

    Like

  30. zaza

    ჩემს შეკითხვაზე: “წმინდა მამებს რაც შეეხება, რატომ უნდა დავუჯერო მათ? ერთი მიზეზი დამისახელე.

    გეტყობა ძალიან ნერვიულობ, ემოციური ჩანხარ…

    ეხლა რაც შეეხება კითხვას თუ რატომ უნდა დაუჯერო წმინდა მამებს.

    არასწორად ითხოვ ჩემგან პასუხს იმაზე თუ რატომ უნდა დაუჯერო წმინდა მამებს, მაგას არცერთი ქრისტიანი, არცერთი ბერი თუ წმინდანი არ გეტყვის თუ რატომ უნდა დაუჯერო ზოგადად ბერს, წმინდანს თუ ….

    ქრისტიანობას რეკლამა არ ჭირდება!

    ქრისტიანობას ქრისტიანობა იმიტომ ქვია რომ შენ არავინ, ქრისტიანმა, თავს არ უნდა მოგახვიოს თავისი რწმენა, არ უნდა დაგაძალოს, ამაშია სწორედ ქრისტიანობის რწმენა, ძალა, მადლი…
    შენს უფლებებს არასოდეს დაარღვევს, ხაზს ვუსვამ ქრისტიანობა! და არა ქრისტიანობის რომელიმე მიმდევარი… (ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება მასაც რაღაცა შეეშალოს ან ემოციებმა დაძალოს, ამიტომ ქრისტიანობა კი არ უნდა გაკიცხო…)
    (მაგალითად, ფიზიკა-ფიზიკოსი, ქიმია-ქიმიკოსი, ქრისტიანობა-ქრისტიანი, კარგი მოსწავლე-ცუდი მოსწავლე)
    ქრისტიანობა სწავლებაა, სწორი ცხოვრებაა, და არა დაძალება ან მტკიცებულება, თუ ვინმე რაიმეს სცოდავს, გაძალებს, ქრისტიანობის ბრალი არ არის, ეს უკვე პირადი ინტერესია, ემოციაა…
    (თუ მე მეტყვი რომ შენ ხომ თავს მახვევ, ცდები, მე არაფერს თავს არ გახვევ და ვახვევ ვინმეს, მე მხოლოდ პირადი აზრებს ვაფიქსირებ, მეკითხები როგორც შემიძლია პასუხს ისე გცემ, მეტი არაფერი, თუ არ მოგწონს არ გაინტერესებს შეგიძლია კითხვა არც დამისვა და შესაბამისად არც პასუხი გამცე, მოთმინებითა შენითა… 🙂 )

    ამაზე რომ შენ პასუხი მიიღო, ამისათვის ჯერ ღმერთის უნდა გჯეროდეს, უნდა იყო თავმდაბალი ქრისტიანი, უნდა გჯეროდეს და გწამდეს რომ შენ ქრისტიანობა აგამაღლებს, გაგაკეთილშობილებს და დაიჯერებ რომ სიკვდილი არ არის დასასრული, პირიქით, დასაწყისია, სიცოცხლის… (10 მცნებაზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან თუ თავმდაბალი (ყველგან და ყველაფერში) იქნები შესაბამისად გინდა თუ არ გინდა 10 მცნებაც დაცულია)

    ეხლა შევეცდები შენთვის გასაგებ ენაზე გაგცე დაახოლებითი პასუხი, რა თქმა უნდა როგორც შევძლებ.
    ბერს, წმინდანს როდესაც ეს ყველაფერი განვლილი აქვს რაც ზემოთ ჩამოვთვალე და ძალიან დიდი თავმდაბლობით, გაძლიერებული ქრისტიანული სწავლებებით, მოწოდებებით ცხოვრობს, მას ღმერთისგან ძალიან დიდი ძალა, მადლი, ენერგია ეძლევა… მას შეუძლია შენი აზრების კითხვა (ეხლა ნუ მეტყვი ჰიპნოზიორებსაც შეუძლიაო, ეს ის შემთხვევაა რომელსაც იშვიათად თუ აღმოაჩნდება ამის უნარი ადამიანს და შემდეგ შეიძლება არასწორად გამოიყენოს, ადამიანს დიდი შესაძლებლობები აქვს ღმერთისგან მინიჭებული, რაზეც ინფორმაცია არ გვაქვს და შეიძლება არასწორად გამოვიყენოთ) და შემდეგ დარიგება, რჩევა თუ როგორ უნდა მოიქცე რათა არ შეცდე, მონად არავის დაუდგე, სული არავის მიჰყიდო არ დაიღუპო და ასე შემდ… სნეულება არ არსებობს რომ მას წინ დაუდგეს, ადამიანებს კურნავს, მთელი ცხოვრებას ღმერთს უძღვნის, მთელი ცხოვრება ადამიანებს ეხმარება იმისდამიხედვით თუ ვისთვის რა როგორ იქნება უკეთესი…
    ეხლა, ვიცი გაგიჩნდება კითხვა და შემეკითხები თუ ამდენი შეუძლიათ მაშინ რატომ ყველას არ ეხმარებაო, ყველას ვერ დაეხმარება რადგან ყველას და ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, (სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, რისიც მე როგორც ვხვდები შენ არ გჯერავს) ხანდახან გგონია სიკეთეს უკეთებ მაგრამ პირიქით გამოდის… ამიტომ ადამიანმა თვითონ თუ არ გთხოვა დახმარება შენ თავს ნუ დაატან ძალას რომ დახმარებას შეეცადო მისთვის, თუ ხედავ რომ წაქცეულია და გამოსავალი არ აქვს რა თქმა უნდა, უნდა დაეხმარო. (ამის შეფასება, თუ რა დროს და ვის ჭირდება დახმარება ყველაზე კარგად ბერებმა, წმინდანებმა იციან)
    ამიტომ ვამბობ და ზემოთაც ვთქვი, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, სიტყვას და სიკეთის კეთებასაც კი… (ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვივით ებმევა და ამიტომ ძნელია ორი სიტყვით ახსნა ეს ყველაფერი, ეს მხოლოდ წმინდანებმა იციან ღმერთისგან)

    მე არც ეკლესიაში დავდივარ (იშვიათად) და არც მამაო მყავს, მაგრამ მონათლული ვარ, თავს ქრისტიანად ვთვლი და ვამაყობ, რატომ? იმიტომ რომ მეტი სინამდვილეს ვხედავ, ჭეშმარიტებას ვხედავ, მეტი დემოკრატიას ვხედავ, მეტი პატივისცემას ვხედავ, ადამიანის უფლებების დაცვას ვხედავ, ყველა თანაბარია, არავინ იჩაგრება, ხაზს ვუსვამ ერთხელ კიდე, ქრისტიანობაში! და არა ზოგიერთ მიმდევრებში! (რომლითაც ზოგზოგიერთები ამით მანიპულირებენ, ქრისტიანობაზე)
    (და რაც მთავარია, რა თქმა უნდა ამით არ ვამაყობ ეკლსეიაში რომ არ დავდივარ და ასე შემდ… უბრალოდ ვიტყვი რომ ჩემი სიზარმაცეა ეს, იმედია გამოვასწორებ)

    „სული არის ენერგია, ცნობიერება, აზროვნება, გონება“ (არამატერიალური საწყისი)
    მეტყვი ტვინი რა არისო, ტვინი, კომპიუტერულ ენაზე რომ ვთქვათ, ვინჩესტერ-პროცესორია რომელიც ინფორმაციას იღებს, ინახავს, ამუშავებს და შემდეგ სიგნალებს გადასცემს შესაბამის ორგანოებს, იმისდამიხედვით თუ რომელმა ორგანომ რა უნდა გააკეთოს…
    ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, ტვინი გადასცემს, სურვილები ჩნდება, მაგრამ გონება არ ეთანხმება. (ეს გონიერი სულია)

    სული, არის (გონიერი) ენერგია, ამ ენერგიის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, სული აგონიერებს, სიცოცხლეს აძლევს ადამიანს, როგორც სათამაშო მანქანას ელემენტი რომ ამოაცალო ხომ ვეღარ ივლის, თუ შენი ხელით, ძალით არ ატარე, ეგრეა ადამიანიც.
    მეცნიერებმა მომავალში შეიძლება (არაფერი არ არის გამორიცხული) მიაღწიონ იმას რომ მკვდარი ადამიანი აამუშაონ ენერგიით (ანუ ძალით. რადგან პირდაპირი გაგებით იგებ ხშირშემთხვევაში ყველაფერს), ფეხზე დააყენონ მაგრამ, ის გონიერი ვერ იქნება, უაზროდ გაივლის და გამოივლის და მეტი არაფერი, პროგრამას რასაც ჩაუდებ თავში მხოლოდ იმას გააკეთებს, იმის იქით ვერაფერს იზამს, რობოტი იქნება, რადგან ადამიანი სულს ვერ მისცემს (შტეფცელში რომ არის ის სხვა ენერგიაა:) )

    აქ რა არის სასირცხვილო არ მესმის, ვეთანხმები, რაც დავწერე, ეგრეა…
    ადამიანი და ცხოველი ერთმანეთისგან რომ განსხვავდება წესით გასაგები უნდა ყოფილიყო, ყველაფერს დაწვრილებით პირდაპირი გაგებით თუ გავყვები წაკითხვაც კი დაგეზარება, საინტერესო აღარ იქნება. (ცოტა მეტი ღურადღება და ფიქრია საჭირო)
    თუ დაუკვირდები კარგად, ტექნოლოგიები რომ ვითარდება, მაგალითად ავიღოთ მანქანა. რა პრინციპითაც არის შექმნილი ადამიანი, იმ პრინციპით ხდება მანქანის ან სხვადასხვა ტექნოლოგიების შექმნა, (ყველაფერი შედარებითია) მატორი-გული, ბენზინი-საჭმელი, ენერგია-სული, ენერგიის გამანაწილებელი-ტვინი (სახელი არ ვიცი რა ქვია, კარგად ვერ ვერკვევი) 🙂 და ასე შემდეგ და შემდეგ… ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ესე განსხვავდება ერთმანეთისგან ცხოველი და ადამიანი. (როგორც ადამიანის შექმნილი მანქანისგან განსხვავდება თვით ადამიანი, ისე ღმერთმა განასხვავა ცხოველი ადამიანისგან, რა თქმა უნდა უხეში შედარებაა, მაგრამ მაინც, შევეცადე რომ რაღაცნაირად მიმეხვედრებინე რისი თქმაც მინდოდა) 🙂
    (ადამიანის სული ღვთაებრივია, გონიერია და რა თქმა უნდა ვერ შეედრება მანქანის ენერგიას)
    ბევრი რამე განასხვავებს ცხოველებს და ადამიანებს ერთმანეთისგან…
    ფიქრი?
    ფიქრი ღვთის შეცნობაზე?
    ფიქრი ხვალინდელ დღეზე?
    ფიქრი სრულყოფილებაზე?
    ფიქრი უკეთესობაზე, განვითარებაზე?
    ფიქრი გონიერებაზე?
    წარმოსახვა?
    ინტუიცია?
    ფიქრი ინტელექტზე?
    ფიქრი შეცოდებაზე?
    კულტურა?
    იუმორი?
    დაგეგმვა?
    სიმართლე ან ტყუილი?
    დღევანდელობა და მომავლის გრძნობა?
    ადამიანი, თავის თავის მაძიებელი (კრიტიკულად და არაკრიტიკულად)?
    ადამიანი, რელიგიური არსება?
    ადამიანს შეუძლია თქვას, „მე ვარ“?
    ადამიანს უჩნდება თვითშეგნება როდის მოხდა ჩემი დაბადება, რატომ მოხდა?
    ადამიანს გააჩნია ანალიზის და კრიტიკის უნარი?
    და რავიცი, კიდე შეიძლება ბევრი რაღაცეები ვიპოვნოთ განსხვავება ჩვენსა და ცხოველს შორის…

    რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული თემაა რაზეც ჩვენ ვკამათობთ, მაგრამ მე როგრც მესმის ისე აგიხსენი ყველაფერი, ბერი, წმინდანი ლაბორატორიულ ცდებს არ ჩაგიტარებს იმის გულისთვის რომ შენ დაგაჯეროს რაიმეში თუ რატომ უნდა გჯეროდეს მისი… საჭიროა ფიქრი, რწმენა, შეცნობა ყველაფრის… ყველაფერი არავინ იცის… გარდა ღმერთისა.

    Like

  31. რეზო

    “ქრისტიანობას ქრისტიანობა იმიტომ ქვია რომ შენ არავინ, ქრისტიანმა, თავს არ უნდა მოგახვიოს თავისი რწმენა, არ უნდა დაგაძალოს, ამაშია სწორედ ქრისტიანობის რწმენა, ძალა, მადლი…”

    თავს მოხვევაა სწორედ ის, რასაც მთელი ქრისტიანობა და საპატრიარქო აკეთებს. ყველგან მათი ეკლესიებია, ყველგან ღმერთზე ლაპარაკობენ, ყველგან გესმის უფალს ასე უნდოდა, უფალმა ასე ინება, ტელევიზიითაც კი ეწევიან თავისი რელიგიის პროპაგანდას, აგერ უკვე საპატრიარქოს სპეციალური არხიც კი არსებობს, ხალხს ტვინს უჭედავენ უაზრო განცხადებებით, რომ თურმე სადღაც ვიღაც წმინდა ჟუჟუნას სახელობის ეკლესია შენდება და გვემათხოვრებიან ფულზე. ეს ყველაფერი თავსმოხვევაა აბა რა არის. ამიტომ ძალაში რჩება ჩემი შეკითხვა: “რატომ უნდა დავუჯერო ქრისტიან მამებს და არა სიტყვაზე მუსლიმებს ან ბუდისტებს?” ამაზე პასუხი გაქვს? თუ არ გაქვს პასუხი, მაშინ მოეშვი იმის მტკიცებას, რომ ქრისტიანობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. აქვე უკვე მეშვიდედ გეკითხები, საიდან იცი რომ ქრისტიანობაა მართალი რელიგია და არა რომელიმე სხვა.

    “ქრისტიანობა სწავლებაა, სწორი ცხოვრებაა”

    საიდან იცი რომ ქრისტიანობაა სწორი ცხოვრება და არა მუსულმანობა? თუ ეს მხოლოდ შენი პერსონალური აზრია ძალიან გთხოვ თავს ნუ მახვევ, აღარ მაინტერესებს ამდენი ერთი და იგივე სისულელის მოსმენა ყველანაირი არგუმენტის გარეშე. თუ არგუმენტი გაქვს და შეგიძლია დაასაბუთო რატომ არის მაინც და მაინც ქრისტიანობა სწორი ცხოვრების გზა მაშინ გისმენ.

    “ამაზე რომ შენ პასუხი მიიღო, ამისათვის ჯერ ღმერთის უნდა გჯეროდეს, უნდა იყო თავმდაბალი ქრისტიანი, უნდა გჯეროდეს და გწამდეს რომ შენ ქრისტიანობა აგამაღლებს,”

    შენი სიტყვების ლოგიკა არ მესმის, მომკალი და არ მესმის! ესეიგი, როგორც შენ ამბობ, ჯერ უნდა ვიწამო, რომ ვიწამო, ჯერ უნდა მჯეროდეს რომ მჯეროდეს. ისე ვერ დავიჯერებ რომ არ მჯეროდეს. უნდა დავიჯერო რომ შევიგრძნო, უნდა შევიგრძნო რომ ვიწამო და ასე უსასრულოდ… მაგარი არგუმენტები გაქვს 😀

    “მას შეუძლია შენი აზრების კითხვა”

    დამიმტკიცე რომ ასეა, დამისაბუთე, რომელმა მეცნიერმა აღმოაჩინა მითხარი.
    თუ არადა ეგრე ჩემ მეზობელ ჟორასაც შეუძლია აზრების კითხვა.

    “ნეულება არ არსებობს რომ მას წინ დაუდგეს”

    ტყუილია!

    “სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, რისიც მე როგორც ვხვდები შენ არ გჯერავს”

    არ ვიცი, გააჩნია, თუ სიტყვაშიც რაიმე მისტიკურს გულისხმობ, მაშინ არ მჯერა.

    “ეხლა შევეცდები შენთვის გასაგებ ენაზე გაგცე დაახოლებითი პასუხი”–აი ამ წინადადების მერე რომ ტექსტი მოაყოლე ეგ რით მიამსგავსე აი ამ კითხვაზე პასუხს: “რატომ უნდა დავუჯერო ქრისტიან მამებს და არა სიტყვაზე მუსლიმებს ან ბუდისტებს?”
    თხოვნა მექნება, ესეთ ქრისტიანულ რელიგიურ ექსტრემიზმში ნუ გადავარდები ხოლმე რა. ცოტა ამქვეყნიურ ენაზე მესაუბრე. ხან ისიც კი მგონია, რომ მეღადავები უკვე.

    ქალთმოძულე ქრისტიანობაში რა თანასწორობას და დემოკრატია ხედავ გამაგებინე.

    “ხაზს ვუსვამ ერთხელ კიდე, ქრისტიანობაში! ”

    ხაზს რომ უსვამ ქრისტიანობაშიო, კიდევ რომელი სხვა რელიგია შეისწავლე და როდის აღმოაჩინე რომ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და არა სხვა რომელიმე? მერამდენედ დავსვი უკვე ეს კითხვა.

    “სული არის ენერგია, ცნობიერება, აზროვნება, გონება“ (არამატერიალური საწყისი)
    მეტყვი ტვინი რა არისო,”

    ტვინი რა არისო მაგას არ გეტყვი, არამგონია შენზე ნაკლებად ვიცოდე. აი სული რომ ენერგია და ცნობიერებაა ეგ საიდან იცი? გამაგებინე. ეგ ინფფორმაციები საიდან გაქვს?

    “სული, არის (გონიერი) ენერგია, ამ ენერგიის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, სული აგონიერებს, სიცოცხლეს აძლევს ადამიანს, როგორც სათამაშო მანქანას ელემენტი რომ ამოაცალო ხომ ვეღარ ივლის, თუ შენი ხელით, ძალით არ ატარე, ეგრეა ადამიანიც.
    მეცნიერებმა მომავალში შეიძლება (არაფერი არ არის გამორიცხული) მიაღწიონ იმას რომ მკვდარი ადამიანი აამუშაონ ენერგიით (ანუ ძალით. რადგან პირდაპირი გაგებით იგებ ხშირშემთხვევაში ყველაფერს), ფეხზე დააყენონ მაგრამ, ის გონიერი ვერ იქნება, უაზროდ გაივლის და გამოივლის და მეტი არაფერი, პროგრამას რასაც ჩაუდებ თავში მხოლოდ იმას გააკეთებს, იმის იქით ვერაფერს იზამს, რობოტი იქნება, რადგან ადამიანი სულს ვერ მისცემს (შტეფცელში რომ არის ის სხვა ენერგიაა:) )”

    აი ამას რომ მიწერ, მაგაზე ზემოთ ხომ გაგეცი უკვე ორჯერ პასუხი და კიდე ერთხელ რატომ მიკოპირებ? რავიცი მესამე გიპასუხებ კიდევ იგივეს, არ წაიკიტხე ალბათ. ცხოველებს არ აქვთ სული, მაგრამ დადიან და გადაადგილდებიან. მათ არ ჭირდებათ რაიმე ზებუნებრივი ძალის დახმარება სირბილში და მოძრაობაში. თუ ყველა ცოცხალი ორგანიზმი ცოცხლობს ამ თქვენი სულის გარეშე, ადამიანი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
    ისე მეცნიერება ძალიან კარგად ხსნის ადამიანის ორგანიზმის აგებულებას, ანატომიას. არსად დასჭირდათ ზებუნებრივი ძალის ჩარევა რაიმეს ახსნაში.ცხოველებიც გადაადგილდებიან სხვათაშორის და, როგორც შენ ამბობ, უაზროდ კი არ გაივლიან და გამოივლიან, არამედ ნადირობენ, ჯოგებად დადიან, ნადირობის სტრატეგიებსაც კი იმუშავებენ, წყლის სიღრმის გასაზომად ჯოხებს იყენებენ, შიმპანზეები სიტყვებს იმახსოვრებენ და ესმით ადამიანების ლაპარაკი, სპილოები საკუთარ თავ სარკეში სცნობენ, ბონობოებს საკუთარი რელიგიური რიტუალებიც აქვთ (თუ ვიპოვე დაგილინკავ ვიდეოს ამაზე), ასევე უამრავი ექსპერიმენტი არსებობს, სადაც ცხოველები თავის ინტელექტსა და გონივრულ აზროვნებას ავლენენ. მაგრამ მათ არაფერში სჭირდებათ სული. და საერთოდ რას ეფუძნება ეგ შენი აზრი, რომ სულის გარეშე ადამიანი ვერ იქნება გონიერი? რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა ეგ? ისე თუ აზროვნებასთან არის კავშირში სულის არსებობა, ჰქონდა სული ნეანდერტალელს?
    ნეანდერტალელი სავარაუდოდ არ ჩამოგვივარდებოდა ჭკუაში ჩვენზე დიდი ტვინი ქონდა და გააჩნდა გენი რომელიც ჩამოყალიბებული სალაპარაკო ენის არსებობას უზრუნველყოფს. ასევე ცნობილია რომ მათ ქონდათ პრიმიტიული რიტუალებიც. აქვს ჩვილ ბავშვს სული? თუ სული აზროვნებაზეა დამოკიდებული მაშინ არ უნდა ქონდეს. ან როგორ შეიძლება აზროვნებაზე იყოს დამოკიდებული? ასევე საინტერესოა ემბრიონის საკითხიც. როგორც სემ ჰარისი ამბობს ზოგჯერ საწყის ეტაპზე ერთი ემბრიონისგან მიიღება ორი, რა ხდება ამ დროს? ერთი სული იყოფა? თუ მერე ორივეს ცალ ცალკე უყალიბდება? თუ ჩამოყალიბება ხდება, რაიმე ბიოლოგიურ პროცესის პარალელურად ხდება?

    Like

  32. რეზო

    “ყველაფერი არავინ იცის… გარდა ღმერთისა.”

    ღმერთმა რომ იცის ეგ საიდან იცი? შეგიზლია ერთ კიტხვაზე მაინც გამცე კონკრეტული პასუხი? თუ ეხლა ისევ უნდა დაიწყო რომ უნდა შევიგრძნო რომ ვიწამო და თუ არ დავიჯერე ვერ ვიწამებ რომ შევიგრძნო? 😀

    Like

  33. რეზო

    “ადამიანს სული აქვს რომელიც შეიგრძნობს ზებუნებრივს,”

    დამიმტკიცე. ან მაჩვენე რაიმე სამეცნიერო წყარო, რომელმა მეცნიერმა აღმოაჩინა სულის არსებობა?

    “ეხლა რაც შეეხება ლოცვებს და ღმერთის თხოვნას. ანუ შენ მაგით იმის თქმა გინდა, რომ ღმერთი ადამიანებს თხოვნებს უსრულებს და ითვალისწინებს მათ ლოცვებს? მე მგონი სწორად მიგიხვდი. აბა ეხლა დაფიქრდი, გაიხსენე ისტორიული ფაქტები. საკონცენტრაციო ბანაკები გაიხსენე, ისიც გაიხსენე როგორ ამწყვდევდა გაზის კამერებში ჰიტლერი ებრაელებს და ხოცავდა მათ. როგორ ფიქრობ, ისინი ღმერთს დახმარებას არ სთხოვდნენ? არ ლოცულობდნენ? შენი აზრით, არ უნდოდათ მათ გადარჩენა? წარმოიდგინე ფიზიკურად დასუსტებული, მშიერი, მწყურვალი, გაძვალტყავებული, გასაცოდავებული, ნაწამები ხალხი, რომლებიც მართლა გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს დახმარებას, ზოგი მათგანი სიცოცხლის შენარჩუნებას, ზოგი კი უბრალოდ უმტკივნეულო სიკვდილს, მაგრამ ღმერთმა ეს უკანასკნელი თხოვნაც კი არ აუსრულა, არამედ გაიმეტა არაადამიანური, ტანჯული სიკვდილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო თავისუფლად გადაერჩინა ისინი. ნუ, რა თქმა უნდა, მე არ ვამტკიცებ ამას, ეს თქვენი წარმოდგენით არის ასე, თორე მე ღმერთის საერთოდ არ მწამს. აბა ეხლა დაუკვირდი, ღმერთი შენ, ჩვეულებრივ ადამიანს, გისრულებს უბრალო თხოვნებს და იმ ადამიანებს, მათ შორის იყვნენ პატარა ბავშვებიც, არათუ სიცოცხლე, არამედ უმტკივნეულო სიკვდილიც კი არ აღირსა. მოდი გულრწფელად მიპასუხე, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ დავიჯერო რომ თხოვნებს გისრულებს ღმერთი?
    დავამატებ კიდევ იმას, რომ ეგ შენ გგონია, რომ რადგან ღმერთს სთხოვე მაგიტომ აგიხდა სურვილი. ეგ შენი ილუზიაა უბრალოდ და მეტი არაფერი. რომ არ გეთხოვა ისედაც მოხდებოდა ეგ. უბრალოდ შენ მიაწერე ზეციურ ძალებს და შენებური, მცდარი და ამავე დროს, ძალიან სუბიექტური ინტერპრეტაცია გაუკეთე.

    “ჩემი მხრიდან თუ მტკიცებულებას დავარქმევთ შეიძლება რომ მტკიცებულებად ჩავთვალოთ ეს. რადგან სხვანაირად ვერ დაამტკიცებ, რადგან რწმენაა საჭირო ამ ყველაფერზე, გწამს გრძნობ არ გწამს ვერ გრძნობ, მარტივია ხო?”

    ამერიკაში ერთ ქალს გამოეცხადა ღმერთი, რომელმაც შვილების დახოცვა სთხოვა. ამ ქალს სწამდა და სჯეროდა, რომ მართლაც ღმერთს ელაპარაკა. ის ამას დანამდვილებით გრძნობდა. ისევე როგორც თქვენ. და ამიტომ გადაწყვიტა დაეჯერებინა თავისი ფანტაზიებისთვის და დაეხოცა ოთხივე შვილი. საბედნიეროდ დროულად მიხვდა ხალხი და გადაარჩინეს ბავშვები.
    ესეც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ვიღაცას რაღაცის სწამს, რაღაცის სჯერა, რაღაცას გრძნობს ან რაღაცა ელანდება, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს რაციონალური თვალსაზრისით.

    “გწამს გრძნობ არ გწამს ვერ გრძნობ, მარტივია ხო?”

    კი გასაგები და ძალიან მარტივია. როგორც ადრე ხალხი გრძნობდა ზევსს, თორს, ოდინს და სხვა ღმერთებს, ისევე გრძნობთ თქვენ თქვენს ღმერთს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისინი თორს და ოდინს უწოდებდნენ, თქვენ იაჰვესა და ქრისტეს უწოდებთ. მსგავსება კი ისაა, რომ ყველა მათგანი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია.”

    ჩემი კომენტარის ეგ ნაწილი ლოცვებზე და თხოვნებზე, რატომ დააიგნორე?
    იმ სტატიასთან დაკავშირებითაც რატომ გაჩუმდი? წყარო მიმითითე მეთქი რომ გითხარი. რომ მედავებოდი საიდან იგებენ მილიონობით წლის წინ რა ხდებოდაო, ხომ გაგეცი პასუხი და იმაზეც რატომ გაჩუმდი? მარტო შეგრძნებებზე რომ მელაპარაკები, თურმე რაარი და უნდა შევიგრძნო რომ ვიწამო, ოღონდ ჯერ უნდა დავიჯერო, რომ ვიწამო ის, რაც უნდა შევიგრძნო რომ არსებობს, რისი დაჯერებაც რწმენის გარეშე შეუძლებელია თუ არ შევიგრძენი რომ მწამს და არ დავიჯერე ეს 😀 აი დაახლოებით ესეთი ფორმულით მოძრაობ შენ 😀

    Like

  34. zaza
  35. zaza

    წაიკითხე ჩემი დადებული ლ ი ნ კ ე ბ იიი…
    ლინკებს ვდებ რომ წაიკითხო მაგრამ შენ არ კითხულობ იძახი ეგ “ჟუჟუნას” დაწერილიაო, არც ჟუჟუნას იჯერებ და არც ჯემალას და… აბა სტივენ ჰოკინგი (და მისნაირი მოაზროვნეები, რომც ხედავდნენ) იმას არ დაგიწერს რომ სული დავინახე და ესეთია და ისეთია, როცა არ გჯერავს როგორ დაიჯერებ, უბრალოდ არ გჯერავს და მორჩა.

    მემგონი თვითონ არ კითხულობ ხოლმე ყურადღებით…
    კომენტარში დაგიწერე ძალიან ბევრჯერ მე არაფერს ვამტკიცებ, ეს ყველაფერი არის ჩემი აზრი, ანუ მე როგორც მჯერავს და ვფიქრობ, მე მეცნიერი არ ვარ… (ნამდვილად არ ვღადაობ)

    მე ვფიქრობ რომ არანაირ კითხვას არ გავურბივარ (არ ვაიგნორებ) უბრალოდ შენ ყველაფერს მეცნიერულად აღიქვამ (რაღაც სუპერ ახსნებს ელოდები, უბრალოებაშია არის ყველაფერი მეთქი ზემოთაც არაერთხელ გითხარი, შენ ესეთი რაღაცეების არ გჯერავს და… რაღას ელოდები ჩემგან არ მესმის) მე ჩვეულებრივ უბრალო ენაზე გელაპარაკები, რაც ვიცი და როგორც ვიცი, როგორც მჯერავს…

    ლოცვებს რაც შეეხება გითხარი და კიდევ გიმეორებ რომ (სიტყვას) ლოცვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დიდი ძალა აქვს რაც შენ არ გჯერავს, როდესაც ლოცულობ, თუ მთელი წრფელი გულით ლოცულობ მაშინ ისმენს ღმერთი შენს ლოცვებს (მთელი წრფელი გულით რას ნიშნავს იცი? იმას ნიშნავს რომ როდესაც ლოცულობ იმ მომენტში პარალელურად არაფერზე არ უნდა იფიქრო მთელი შენი გონება, აზროვნება უნდა დაძაბო, მხოლოდ ლოცვებზე უნდა ფიქრობდეს, მხოლოდ ერთზე, ლ ო ც ვ ე ბ ზ ე!) მემგონი გაუგებრად არაფერს ვამბობ, უბრალოდ როცა არ გინდა რამის გაგება მაშინ არ გესმის. 🙂 (თუ გული გულობსო…)

    გეუბნები, პირადად მე გამომიცდია ეს ყველაფერი რაც ეხლა, ზემოთ დაგიწერე, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად მიმეორებ დამიმტკიცე რომ ეგრეაო, შენ გგონიაო, შენი ილუზიააო… სხვანაირად როგორ დაგიმტკიცო, ლაბორატორიული ცდების ჩატარება დავიწყო, ვიდეოზე დავაფიქსირო და გაჩვენო? ესეც რომ გავაკეთო მაინც არ დაიჯერებ, მეტყვი მონტაჟიაო… 🙂 🙂 🙂
    ზემოთ კიდე სამი ლინკი დაგიდე მაგრამ ისინიც “ჟუჟუნასია” და რა ვქნა არ გჯერავს “ჟუჟუნასი” და რა ჩემი ბრალია, პრობლემა შენში უნდა ეძებო მაშინ… 🙂
    იმაზეც ხომ გაგეცი პასუხი თუ რამდენი განსხვავებაა ადამიანებსა და ცხოველებს შორის, გაგეცი, და კიდე მე მაბრალებ მე არ ვკითხულობ და უყურადღებო ვყოფილვარ?.. 🙂

    ქალთმოძულე ქრისტიანობაში რა თანასწორობას და დემოკრატია ხედავ გამაგებინე.

    “ხაზს ვუსვამ ერთხელ კიდე, ქრისტიანობაში! ”

    ხაზს რომ უსვამ ქრისტიანობაშიო, კიდევ რომელი სხვა რელიგია შეისწავლე და როდის აღმოაჩინე რომ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და არა სხვა რომელიმე? მერამდენედ დავსვი უკვე ეს კითხვა.

    საიდან იცი რომ ქრისტიანობაა სწორი ცხოვრება და არა მუსულმანობა?

    ქრისტიანობას ქალთმოძულეობა არ ქვია, კაცი ხარ და უნდა გესმოდეს წესით, ვიღაცა თუ ქალს ჩაგრავს, მონად იხდის ქრისტიანობა რა შუაშია არ მესმის (ესეთ აზროვნებაზე ძალიან ბევრჯერ გაგეცი პასუხი და შენ პირიქით კიდე მე მეუბნები პასუხებს აიგნორირებო) აქ ხომ პირადი ინტერესებია თავისი სიამოვნების გულისთვის (შეიძლება რელიგიასაც იყენებს) და არა რელიგია?

    როცა ვინმეზე გამარჯვებას (ან დაჩაგვრას) ფიქრობ მაშინ შენ რელიგიაზე ფიქრობ თუ იმაზე თუ, რისი გულისთვისაც აპირებ გამარჯვებას?.. და რა შუაშია აქ რეიგია, ხომ ვერ მეტყვი???…

    რაც შეეხება სხვა რელიგიას, ბიბლია, 10 მცნება, თავმდაბლობა, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცნენ… ეს ყველაფერი (და არამარტო ეს, კიდე ბევრი) ქრისტიანობაშია, ქრისტიანობა გასწავლის და გიდასტურებს ამ ყველაფერს რომ ეს გზაა სიმართლისა…
    იესო ქრისტე!
    ძალიან ბევრია დამამტკიცებელი საბუთები რომ ეს ყველაფერი გჯეროდეს, რაც შენ არ გინდა რომ ეს ესე იყოს, მაგრამ რეალობა ეს არის. 🙂
    ამიტომ უნდა მჯეროდეს (შენ, არვიცი, შენი ნებაა, დაჯერება-არდაჯერება) ქრისტიანობისა.

    აი, მესამედაც დაგიდებ ამ ლინკს, სად წავიკითხე 10 000 ათასი წლის შემდეგ…. იქნებ ეხლა მაინც ნახო.
    http://www.allnews.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D/147635-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98.html#show-more

    და ის რომ, არ გჯერავს წმინდანები სხვის აზრებს როგორ კითხულობენ, მაგალითად; წაიკითხე მამა გაბრიელის ცხოვრება და გაიგებ, და არამარტო მამა გაბრიელის… მაგრამ შენ ეს ყყველაფერი ხომ არ გჯერავს და როგორ წაიკითხავ, როგორ დაიჯერებ, შენს დროს მეცნიერების გარდა სხვას, მაგალითად წმინდანების ცხოვრებას როგორ დაუთმობ, ეს ხომ წარმოუდგენელია…

    და, ფიზიკურად დასუსტებული, გაძვალტყავებული ადამიანებზეც ხომ გაგეცი პასუხი…
    ეს პასუხი არ არის?
    წმინდანი, ყველას ვერ დაეხმარება რადგან ყველას და ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, (სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, რისიც მე როგორც ვხვდები შენ არ გჯერავს) ხანდახან გგონია სიკეთეს უკეთებ მაგრამ პირიქით გამოდის… ამიტომ ადამიანმა თვითონ თუ არ გთხოვა დახმარება შენ თავს ნუ დაატან ძალას რომ დახმარებას შეეცადო მისთვის, თუ ხედავ რომ წაქცეულია და გამოსავალი არ აქვს რა თქმა უნდა, უნდა დაეხმარო. (ამის შეფასება, თუ რა დროს და ვის ჭირდება დახმარება ყველაზე კარგად ბერებმა, წმინდანებმა იციან)
    ამიტომ ვამბობ და ზემოთაც ვთქვი, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, სიტყვას და სიკეთის კეთებასაც კი… (ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვივით ებმევა და ამიტომ ძნელია ორი სიტყვით ახსნა ეს ყველაფერი, ეს მხოლოდ წმინდანებმა იციან ღმერთისგან)
    ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა…

    რომელიც შენ არ გაინტერესებს, შენ მხოლოდ ისეთი პასუხები გაინტერესებს რომელსაც შენ დაიჯერებ და რეალობად აღიქვამ…

    ამერიკაში ქალს რომ გამოეცხადა ღმერთი… ამას ფანატიზმი ქვია!
    იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს არავის არ გამოეცხადება იმის გულისთვის რომ ოჯახის წევრები დახოცეო…
    10 მცნება, თავმდაბლობა, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცნენ… რელიგია, როდესაც ამ ყველაფერს გასწავლის, მოგიწოდებს განა შეიძლება რომ ეგ ფანატიზმი ქრისტიანობას მიაწერო, რაც ამერიკაში მოხდა?

    ხაზს იმიტომ ვუსვამ ქრისტიანობაში! რომ, ამაზეც უკვე გაგეცი პასუხი,

    ქრისტიანობას რეკლამა არ ჭირდება!

    ქრისტიანობას ქრისტიანობა იმიტომ ქვია რომ შენ არავინ, ქრისტიანმა, თავს არ უნდა მოგახვიოს თავისი რწმენა, არ უნდა დაგაძალოს, ამაშია სწორედ ქრისტიანობის რწმენა, ძალა, მადლი…
    შენს უფლებებს არასოდეს დაარღვევს, ხაზს ვუსვამ ქრისტიანობა! და არა ქრისტიანობის რომელიმე მიმდევარი… (ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება მასაც რაღაცა შეეშალოს ან ემოციებმა დაძალოს, ამიტომ ქრისტიანობა კი არ უნდა გაკიცხო…)

    (მაგალითად, ფიზიკა-ფიზიკოსი, ქიმია-ქიმიკოსი, ქრისტიანობა-ქრისტიანი, კარგი მოსწავლე-ცუდი მოსწავლე)

    ს უ ლ ი!

    რაც შეეხება სულს, რომელზეც ათასჯერ გაგეცი ჩემი პირადი პასუხი, მოსაზრება, რწმენა, შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და შენ მაინც დაჟინებით მთხოვ პასუხებს რატომ არ მცემო, ეტყობა ჩემი ბრალია სწორად ვერ ჩამოგიყალიბე ალბათ, ამიტომ ჩემზე უკეთეს პასუხისგამცემს გთავაზობ.

    შემოგთავაზებთ მამა კონსტანტინეს პასუხს ამ საკითხზე :

    ,,მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური)

    მამა კონსტანტინე გიორგაძეყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება: სულისა და სხეულისაგან. თითქმის ყველამ იცის, რომ სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი. უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. წმინდა წერილში ნათლად არის გადმოცემული, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: “და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად” (დაბ.2.7).

    ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა. ე.ი. ადამიანი უცხოპლანეტელი არ არის, იგი მიწაა და მიწადვე იქცევა.

    ადამიანი სუნთქავს ისეთივე ჰაერით, როგორითაც ბიბლიაში მოხსენიებული ღორი, ძაღლი, ან სხვა ცხოველი და ამ მხრივ ადამიანს თითქოს არა აქვს უპირატესობა, თუმცა იგი უფალმა ყოველივე ქმნილების გვირგვინად შექმნა, შექმნა ხატად თვისად და მსგავსად.

    ადამიანი მოწოდებულია იყოს არამარტო ამ ქვეყნის მკვიდრი, არამედ მისი მბრძანებელიც, რამეთუ უფალმა მის პირს შთაბერა უკვდავი სული და ეს ცოცხალი არსება, რომელიც უფლის უკვდავი სულის მატარებელია, ადამიანად იწოდება.

    ამრიგად, ადამიანი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მატერიალურისაგან – სხეულის სახით და სულიერისაგან – უკვდავი სულის სახით.

    სული, ფსიქიკა – ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, აუხსნელი, მაცოცხლებელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან ზემოდან მიეცა: “და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა” (დაბ.2.7).

    წმინდა წერილში ეს საწყისი იწოდება ხან სამშვინველად – “ფსიქი” (ბერძ.), “ანიმა” (ლათ.), ხან სულად – “პნევმა” (ბერძ.), “სპირიტუს” (ლათ.).

    ძველ აღთქმაში მოსეს გამოთქმის მიხედვით (დაბ.1,20,24), მაშინ, როცა ადამიანის სხეული და ცხოველების სამშვინველი ღმერთმა შექმნა მიწისგან, შექმნა თავისი შემოქმედებითი სიტყვით – “იყოს”, ხოლო ადამიანის ღვთიური სულის შექმნის დროს მას არაფერი აუღია მიწის სტიქიური საწყისებიდან, ამის მაგივრად მან გამოიყენა თავისი შემოქმედებითი შთაბერვა (დაბ.2,7).

    წმინდა წერილში მინიშნებულია როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: “მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი”.

    სულის უკვდავება ძველი და ახალი აღთქმის მრავალ ადგილშია დამოწმებული, ასევე ესქატოლოგიური პერიოდის საყოველთაო აღდგომის გამოსახულებით, როცა სული უბრუნდება თავის სხეულს.

    სულის დაყოფა სამშვინველად და სულად პირობითია. როგორც აღვნიშნეთ, ყველა სულდგმულს გააჩნია სამშვინველი, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის სამშვინველი კი, სხვა არსებებისაგან განსხვავებით, უფლის უკვდავი სულით ცისკროვნდება.

    სამშვინველი – ეს არის სიცოცხლის სიმბოლო და არა მისი წყარო. სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს (დაბ.2,7).

    სული – ეს არის სამშვინველი ღვთიური მადლით, ანუ სულიწმინდით გამდიდრებული. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, სამშვინველი სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად ღებულობს, რამეთუ მადლი, ეს არის ღვთიური სუნთქვა, ღვთიური ჭავლი, სულიწმინდის ცხოველმყოფელური თანაარსება.

    ადამიანის განსხვავება სხვა ქმნილებებისგან იმაშია, რომ ის თავის თავში ორგანულად აერთიანებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და სულიერს. ამიტომ ამ ორი სამყაროს განშორებისას ადამიანი წყვეტს ადამიანობას. უეჭველია, რომ ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთისათვის უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს. სული არასრულყოფილია სხეულის გარეშე, ხოლო სხეული კი სულის გარეშე.

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სხეული და სამშვინველი მიწიურ საწყისებს მიეკუთვნება, ხოლო სული კი უფლის სუნთქვაა. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვინველის დაზიანება ეს მიწიური ექიმების, ანუ ფსიქიატრების საქმეა, ხოლო თუ ზიანდება სული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცოდვებთან და მისი მკურნალობაც სულიერ ექიმებს, ანუ მღვდლებს უნდა მივანდოთ.”

    ესეც კიდევ რამდენიმე ლინკი რომ კიდევ ერთხელ ცილი არ დამწამო, მაიგნორირებო.
    (კიდევ ერთხელ გიმეორებ, პატივს ვცემ შენს მეცნიერულ აზრებს მაგრამ, სულს რაც შეეხება ძალიან შორს ხარ)

    http://mama-giorgi.moy.su/publ/st-39-at-39-iebi/gza_imkveqnad_ra_emarteba_adamianis_suls_gardatsvalebis_shemdeg/2-1-0-179

    წაიკითხე ეს ლინკები სერიოზულად და მიიღებ პასუხებს, მარტო ჰოკინგებს ნუ უჯერებ, სხვის აზრების ანალიზების გათვალისწინებაც საჭიროა…

    http://www.orthodoxy.ge/metsniereba/dialogi.htm

    http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=14972&year=2012&jurn_id=27&rubr_id=20

    http://ucnauri.com/12732/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/

    ეს მაინც წაიკითხე თუ სხვებს არ კითხულობ,
    ეს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური არ არის მაგრამ რაც მთავარია ესეც პასუხს გცემს კითხვაზე რომ სული არსებობს!
    http://www.self-discovery.ge/suli

    ამაზე მეტი პასუხები რაღა გინდა?..

    Like

  36. zaza

    დარწმუნებული ვარ ამ ბოლო ლინკს უფრო დაიჯერებ, რადგან ესეთი მოსაზრებები უფრო გჯერავს, ვიდრე ქრისტიანული. 🙂

    Like

  37. Zaza

    ეს ლინკი ნახე, ზემოთ რომ დავდე? ალბათ არ ნახავდი, როგორც ყოველთვის…
    მაინც ერთხელ კიდე დავდებ იქნებ ნახო, შენ ხომ გიყვარს მეცნიერული ახსნები და აჰა ნახე აბა, ესეც ჟუჟუნა ხომ არ არის… 🙂 🙂 🙂

    http://tbiliso.ge/index.php?/topic/13885-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98/

    Like

  38. რეზო

    „აბა სტივენ ჰოკინგი (და მისნაირი მოაზროვნეები, რომც ხედავდნენ) იმას არ დაგიწერს რომ სული დავინახე და ესეთია და ისეთია, როცა არ გჯერავს როგორ დაიჯერებ, უბრალოდ არ გჯერავს და მორჩა.“

    სტივენ ჰოკინგმა რომც დამიწეროს, არ დავუჯერებ. ვიღაცის მონაყოლს, ესე ჰაერზე არ ვიჯერებ, არა! თუნდაც ეს სტივენ ჰოკინგი იყოს, მე ავტორიტეტებზე დაყრდნობით არ ვაყალიბებ ჩემს მსოფლმხედველობას. სტივენ ჰოკინგი ჩემთვის ნამდვილად ავტორიტეტული პირია და დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არ დაწერს, მაგრამ თუნდაც დაწეროს, თუ მტკიცებულება არ ექნება, თუ შესაბამისი ფაქტებით ვერ გაამყარებს თავის ნათქვამს, თუ მთელი მეცნიერება არ დაუდასტურებს ამ ნათქვამს, მაშინ მე ესე უპრაკუნოდ ნამდვილად არ დავუჯერებ. ეგ არის ჩემსა და თქვენს შორის განსხვავება. თქვენ, მორწმუნეები თქვენთვის ავტორიტეტულ პირს უჯერებთ ბრმად, არ ამოწმებთ მის ნათქვამს, ეგრევე აპრიორულ ჭეშმარიტებად იღებთ, ჩემთვის კი ასეთი მიდგომა მიუღებელია და რამდენჯერ უნდა გამამეორებინო ერთი და იგივე, რომ კონკრეტული ადამიანის (თუნდაც ჩემთვის ძალიან ავტორიტეტულის) მონაყოლს ფასი არ აქვს, თუ ის არ დამტკიცდება.

    „მე ვფიქრობ რომ არანაირ კითხვას არ გავურბივარ (არ ვაიგნორებ) უბრალოდ შენ ყველაფერს მეცნიერულად აღიქვამ“

    ზუსტადაც რომ გაურბიხარ და აიგნორებ. რომ არ აიგნორებდე აქამდე რომელიმე საკითხს მაინც ამოვწურავდით. რაღაცას იმეორებ ხუთჯერ, მერე მე იმაზე გპასუხობ ასჯერ, შენ როგორც გჩვევია, იმ ჩემ პასუხებს უგულებელყოფ, მერე გავა დრო და ისევ გაიმეორებ იმას, რაზეც უკვე ასჯერ მაქვს გაცემული პასუხი. ლოცვებთან დაკავშირებით ხომ გაგეცი პასუხი, რატომ დააიგნორე, ის მაინც დაწერე, რომ ხო აი მართალი ხარ, აქამდე არასწორად ვფიქრობდი, ამ საკითხში მართალი აღმოჩნდიო, ადამიანს იმიტომ აქვს მოძრაობის უნარი, რომ სული უდგასო ამბობდი და ანალოგიები მოგყავდა, მერე მე ამ საკითხზე იმხელა კომენტარები დაგიწერე, ცხოველები მოგიყვანე მაგალითად, რომ მათ არ აქვთ სული, მაგრამ მაინც მოძრაობენ და შენ ესეც დააიგნორე. კიდევ უამრავი საკითხი დააიგნორე, ყველას არ ჩამოვწერ ეხლა აქ. იმ ასჯერ დასმულ კითხვას ხომ ვერა და ვერ გაეცი პასუხი, რატომ არის ქრისტიანობა ჭეშმარიტი რელიგია და არა რომელმე სხვა, მაგალითად ბუდიზმი, ისლამი…

    „მე ჩვეულებრივ უბრალო ენაზე გელაპარაკები, რაც ვიცი და როგორც ვიცი, როგორც მჯერავს…“

    ჩემთვის უბრალო ენაზე ლაპარაკი არ არის, როცა ამბობ, რომ უნდა ვიწამო რომ შევიგრძნო ის, რაც უნდა დავიჯერო, რომ ვირწმუნო და ა.შ. ძალიან გაუგებარი ლაპარაკია ჩემთვის ეს. ფაქტებს გთხოვ და ვერ მისახელებ. მიყვები ჭორის დონეზე მოგონილ ისტორიებს თან ისეთი განწყობით, თითქოს ამომწურავი პასუხი გამეცი. თუ ღმერთი ადამიანების თხოვნებს ასრულებს, მაშინ მითხარი რა პრინციპით მოქმედებს ის? რატომ არ აუსრულა უკანასკნელი თხოვნა გაზის კამერებში სასიკვდილოდ განწირულ გაძვალტყავებულ ადამიანებს? ისინი უკვე სიცოცხლის გადარჩენასაც კი აღარ, არამედ უმტკივნეულო სიკვდილს სთხოვდნენ და ეს უკანასკნელი თხოვნაც არ აუსრულა თქვენმა ღმერთმა მათ. და ამის მერე მეუბნები, რომ შენ როცა ლოცულობ და რამეს სთხოვ, გისრულებს? კარგი რაა.

    „ლოცვებს რაც შეეხება გითხარი და კიდევ გიმეორებ რომ (სიტყვას) ლოცვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დიდი ძალა აქვს რაც შენ არ გჯერავს, როდესაც ლოცულობ, თუ მთელი წრფელი გულით ლოცულობ მაშინ ისმენს ღმერთი შენს ლოცვებს (მთელი წრფელი გულით რას ნიშნავს იცი? იმას ნიშნავს რომ როდესაც ლოცულობ იმ მომენტში პარალელურად არაფერზე არ უნდა იფიქრო მთელი შენი გონება, აზროვნება უნდა დაძაბო, მხოლოდ ლოცვებზე უნდა ფიქრობდეს, მხოლოდ ერთზე, ლ ო ც ვ ე ბ ზ ე!) მემგონი გაუგებრად არაფერს ვამბობ, უბრალოდ როცა არ გინდა რამის გაგება მაშინ არ გესმის. (თუ გული გულობსო…)“

    და შენ როგორ ფიქრობ ის ადამიანები წრფელი გულით არ ლოცულობდნენ? რატომ დაიწყე ისევ ზოგადი ლაპარაკი ამ ლოცვებზე? რატომ? ეს ჩემ კომენტარზე პასუხია? გაუგებრად არაფერს ვამბობო და ზუსტადაც რომ გაუგებარია, რა შუაშია შენი ეს პასუხი ჩემ კითხვაზე? შენ როგორ ფიქრობ მითხარი ის ადამიანები, რომლებიც ლოცულობდნენ რომ ცოტა ადრე მომკვდარიყვნენ, რათა საკუთარი შვილების წამებით სიკვდილი არ ენახათ, როგორ ფიქრობ ისინი ამ ლოცვის დროს პარალელურად სხვა რამეზე ფიქრობდნენ? ჰამერი უნდა ვიყიდოვო მაგაზე ოცნებობდნენ? გამეცი პასუხი, ვინმეს ოდესმე მათზე რწფელად, თუ როგორც ამბობ, ულოცია? ან ეგ აზროვნება მათზე მეტად სხვა ვინმეს დაუძაბია? ხომ არ ევედრებოდნენ ღმერთს ფული მომეციო, ჯანმრთელობასაც კი არ სთხოვდნენ, სიცოცხლესაც კი აღარ სთხოვდნენ, უბრალოდ მათი უკანასკნელი თხოვნა იყო, წამების გარეშე უმტკივნეულოდ დახოცილიყვნენ და არ ენახათ როგორ ტანჯვით კვდებოდნენ თავისი შვილები მათ თვალწინ, აი ეს უკანასკნელი თხოვნაც რომ არ აუსრულა, ამის მერე კიდევ შენსას გაიძახი რწფელი გულით უნდა ილოცო და სხვა რამეზე არ იფიქროვო, ისინი იმ მომენტში დამიჯერე ნამდვილად არ ფიქრობდნენ კაი ცხოვრებაზე. გიკვირს რატომ არ მაკმაყოფილებს შენი პასუხი. აბა შენთვითონ მითხარი ეხლა რა შუაშია შენი პასუხი, რომ ამბობ წრფელი გულით უნდა ილოცოვო, მაგათზე რწფელი გულით ვინ ლოცულობდა იმ მომენტში?

    „გეუბნები, პირადად მე გამომიცდია ეს ყველაფერი რაც ეხლა, ზემოთ დაგიწერე, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად მიმეორებ დამიმტკიცე რომ ეგრეაო, შენ გგონიაო, შენი ილუზიააო… სხვანაირად როგორ დაგიმტკიცო, ლაბორატორიული ცდების ჩატარება დავიწყო, ვიდეოზე დავაფიქსირო და გაჩვენო? ესეც რომ გავაკეთო მაინც არ დაიჯერებ, მეტყვი მონტაჟიაო…“

    ერთხელ ასეთი უცნაური რამ გადამხდა. ლაშქრობაში ვიყავი წასული და ტყეში სიარულის დროს ორ ხეს შორის გავიარე, ფიქრებში ვიყავი გართული, ზემოთ ვიყურებოდი ღრუბლებში და ამ დროს სახით შევეხე ობობის ქსელებს, რომლებიც ხიდან ხეზე იყო გაბმული, ძალაუნებურად დაბლა დავიხედე და ჩასავარდნი იყო, რომ არ შევხებოდი იმ ობობის ქსელებს, ჩავვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი. რა ვქნა ეხლა ვიწამო, რომ ის ქსელები სპეციალურად გააბა სპაიდერმენმა? ნორმალური იქნება, რომ ასეთ აბსურდულ დასკვნამდე მივიდე? პატარაობაში რამდდენჯერმე ისე დაემთხვა რომ, როცა თოვლის ბაბუას ვთხოვე დენი მოსულიყო, მაინც და მაინც იმ მომენტში მოვიდა შუქი, არიქა თოვლის ბაბუა არსებობს. როგორ ფიქრობ რა უფრო ლოგიკურია, დამთხვევად ჩავთვალო თუ ვიწამო, რომ სანტაკლაუსი არსებობს?

    „ზემოთ კიდე სამი ლინკი დაგიდე მაგრამ ისინიც “ჟუჟუნასია” და რა ვქნა არ გჯერავს “ჟუჟუნასი” და რა ჩემი ბრალია, პრობლემა შენში უნდა ეძებო მაშინ…“

    მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ჟუჟუნასია თუ პეტრესია, მთავარია ის, რასაც ამბობს, დაამტკიცოს და ჭორების მოყოლით ნუ შემოიფარგლება. გადავხედავ ამ ლინკებს და გიპასუხებ.

    „იმაზეც ხომ გაგეცი პასუხი თუ რამდენი განსხვავებაა ადამიანებსა და ცხოველებს შორის, გაგეცი, და კიდე მე მაბრალებ მე არ ვკითხულობ და უყურადღებო ვყოფილვარ?.. “

    რომ არის განსხვავება მერე რაა? რა შუაში იყო ეგ? შენ აწვებოდი იმ არგუმენტს, რომ ადამიანი ვერ იმოძრავებს თუ სული არ ექნებაო და მე რომ გაგეცი პასუხი, აბა ცხოველები როგორ მოძრაობენ სულის გარეშეთქო, ამის მერე მისახელებ განსხვავებებს ადამიანსა და ცხოველებს შორის. ამბობ ადამიანს ინტელექტი აქვსო. ინტელექტი, გონება და მორალი ცხოველებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, არა იმდენად განვითარებული, როგორც ადამიანებს, მაგრამ ეს რა შუაშია? შენ ამბობდი სულის გარეშე ადამიანი ვერ იმოძრავებსო, მე გეუბნები, რომ თუკი ცხოველები მოძრაობენ, მაშინ რატომ ვერ იმოძრავებს ადამიანი? ინტელექტი რომ აქვს რაა ეს ხელს უშლის მოძრაობაში? შენ ამბობ, როგორც რაიმე აპარატს ჭირდება ელემენტი, ისე სჭირდება ადამიანს სული, რომ იმოძრაოსო, თუ არადა ცოცხალი გვამი იქნებაო, მე გპასუხობ, რომ ცხოველებს არ აქვთ ეგ „ელემენტი“ იგივე სული, მაგრამ ადამიანებზე სწრაფადაც მოძრაობენ, უფრო მოხერხებულადაც ნადირობენ და შენ წარმოიდგინე ინტელექტუალურადაც საოცარი მიღწევები აქვთ ბევრ რამეში.

    „ქრისტიანობას ქალთმოძულეობა არ ქვია, კაცი ხარ და უნდა გესმოდეს წესით, ვიღაცა თუ ქალს ჩაგრავს, მონად იხდის ქრისტიანობა რა შუაშია არ მესმის (ესეთ აზროვნებაზე ძალიან ბევრჯერ გაგეცი პასუხი და შენ პირიქით კიდე მე მეუბნები პასუხებს აიგნორირებო) აქ ხომ პირადი ინტერესებია თავისი სიამოვნების გულისთვის (შეიძლება რელიგიასაც იყენებს) და არა რელიგია?“
    ვიღაცა კონკრეტული ადამიანი რომ ჩაგრავს ქალს, მაგაზე არ მაქვს მე ლაპარაკი. თუნდაც რელიგიის სახელით აკეთებდეს, მესმის, რომ შეიძლება უბრალოდ არასწორად ესმის, რასაც თავისი რწმენა ეუბნება, მაგრამ მე არ მაქვს ლაპარაკი ასეთ შემთხვევებზე და შენც შეგნებულად ნუ გადაგაქვს ლაპარაკი. მე დავწერე ქალთმოძულე ქრისტიანობა და არა ქლთმოძულე ქრისტიანი ხალხი. ქრისტიანობა და ზოგადად აბრაამისეული რელიგიები ქალთმოძულეა. ამის დასტური ბიბლიაში ბევრგანაა, პეტრე იძახის რომ არ რთავს ქალებს უფლებას, ილაპარაკონ ეკლესიაში და თუ რამე აინტერესებთ, ქმრებს შეეკითხონ სახლში. თვით ღმერთის დაწყევლაშიც ჩანს ეს, როცა ადამს და ევას წყევლის, ევას ეუბნება, რომ ქმარი იბატონებს მასზე. ბიბლია სავსეა ბარბაროსული სექსიზმით და თავად ქრისტიანული საზოგადოებაც მკვეთრად პატრიარქალურია და არ წყალობს ქალებს. ქალთმოძულე, პატრიარქალურ ქრისტიანობას ცალსახად კი არ სძულს ქალები, არამედ სძულს მათი თავისუფლება, თუ ქალი კარგი მონაა,თუ პირნათლად ასრულებს თავის მონურ როლს, მაშინ შეიძლება შეაქონ კიდეც, მაგრამ მან არ უნდა დაივიწყოს, რომ ის საკუთრებაა, რომ ის უნდა იყოს მორჩილი, ინკუბატორი, ძიძა, მოსამსახურე და ა.შ.

    „რაც შეეხება სხვა რელიგიას, ბიბლია, 10 მცნება, თავმდაბლობა, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცნენ… ეს ყველაფერი (და არამარტო ეს, კიდე ბევრი) ქრისტიანობაშია, ქრისტიანობა გასწავლის და გიდასტურებს ამ ყველაფერს რომ ეს გზაა სიმართლისა…“

    რა არის სიმართლისა? 10 მცნებაში 4 მათგანი ისევ და ისევ თქვენი ღმერთის ტაყვანისცემასა და მის ეგოიზმს ეძღვნება. რომ არ უნდა ვიპაროთ და არ უნდა დავხოცოთ ადამიანები, ეგ ისედაც ყველამ ვიცით. ბიბლია დაწერილიც არ იყო, როცა ხამურაბის ბევრად უფრო სრულყოფილი კანონები არსებობდა, ამიტომ არიქა ეგვიპტური რელიგიებია მართალი. კონფუციანიზმიც უამრავ მორალურ და ჰუმანურ რამეს ქადაგებს, მაგრამ ეგ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი რწმენაა მართალი.

    „ძალიან ბევრია დამამტკიცებელი საბუთები რომ ეს ყველაფერი გჯეროდეს, რაც შენ არ გინდა რომ ეს ესე იყოს, მაგრამ რეალობა ეს არის.
    ამიტომ უნდა მჯეროდეს (შენ, არვიცი, შენი ნებაა, დაჯერება-არდაჯერება) ქრისტიანობისა. „

    რა არის დამამტკიცებელი საბუთი? ერთი დამისახელე. 10 მცნება საბუთია? ან მეორე ლოყის მიშვერაა საბუთი? ამით მხოლოდ იმას ამტკიცებ, რომ ქრისტიანობასაც სხვა რელიგიების მსგავსად, რაღაც ჰუმანური გააჩნია. კონფუციანიზმი და ბუდიზმიც საკმაოდ მორალური, ფილოსოფიური სწავლებებითაა სავსე, ამიტომ ისინიც ჭეშმარიტია?

    „აი, მესამედაც დაგიდებ ამ ლინკს, სად წავიკითხე 10 000 ათასი წლის შემდეგ…. იქნებ ეხლა მაინც ნახო“

    ვნახე ეგ ლინკი უკვე, წავიკითხე კიდეც ეგ სტატია და გაგეცი პასუხი. ჯერ ერთი ეგ რა წყაროა? ეგ არ არის სამეცნიერო საიტი. ეგ არის დაახლოებით ისეთი დონის საიტი, დუნდულების გასამკვრივებელი ხალხური მეთოდები რომ წერია და იქვე სადმე ჩააკვეხავენ ხოლმე რაღაც უაზრობას და მერე მეცნიერებს მიაწერენ. მანდ ზოგი რამ არასწორად წერია. მე მეცნიერი არ ვარ და მეც კი შევამჩნიე. შედარებით უფრო ასტრონომიაში ვერკვევი. რაც მანდ წერია, რომ 10 000 წლის შემდეგ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრები აღარ იქნებაო, არის ტყუილი. და საერთოდ, მაგ სტატიას რატომ არ უწერია ქვემოთ წყარო? საიდან მოიპოვეს ეგ ინფორმაცია? ყველგან, სადაც სიტყვა „მეცნიერებას“ ახსენებენ, არ ნიშნავს რომ მართალს ამბობენ. თუ მართლა გაინტერესებს მეცნიერებაზე რამე, შეგიძლია ნახო სამეცნიერო ჟურნალები, რომლებსაც აქვთ peer reviev, ასეთ ჟურნალებში მაგ სისულელეებს არ დაწერენ. თუ არადა ეგ სტატია რატომ დამილინკე? მაგით იმის თქმა გინდოდა რომ მეცნიერება ცდებაო ხოო? როგორ იგებენო მილიარდობით წლის წინ რა ხდებოდაო და მაგაზე ტყუილად გაგეცი ზემოთ მაგხელა პასუხი? ისევ ამ სტატიას რატომ მილინკავ? ზემოთ ხომ დაგიწერე დაწვრილებით როგორც იგებენ მეთქი, თუმცა კი მივაწერე ბოლოში, არამგონია რეალურად გაინტერესებდეს და წაიკითხო მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი, როგორც ჩანს. შენ უფრო ჩასაფრებულის პოზიციაში ხარ, რომ რამე წინააღმდეგობა იპოვო. განათლებული კაცი ჩანხარ და არ გიხდება ასეთიმიდგომა საკითხისადმი.

    „და ის რომ, არ გჯერავს წმინდანები სხვის აზრებს როგორ კითხულობენ, მაგალითად; წაიკითხე მამა გაბრიელის ცხოვრება და გაიგებ, და არამარტო მამა გაბრიელის… მაგრამ შენ ეს ყყველაფერი ხომ არ გჯერავს და როგორ წაიკითხავ, როგორ დაიჯერებ, შენს დროს მეცნიერების გარდა სხვას, მაგალითად წმინდანების ცხოვრებას როგორ დაუთმობ, ეს ხომ წარმოუდგენელია…“

    რას დავუთმო? ჭორებს და გამოგონილ ამბებს დავუთმო? კაი მაჩვნე მაგ მამა გაბრიელის ცხოვრებიდან ის ადგილები, სადაც დამტკიცებულია, როგორ კითხულობდა სხვის აზრებს. მტკიცებულებები არის? თუ უბრალოდ ლამაზად გაფორმებული ისტორიები წერია, რომ ვითომ ვიღაცის აზრებს კითხულობდა? მსგავს რაღაცეებს ხომ შენც მიყვები ხოლმე და მეც უკვე არაერთხელ გიპასუხო, რომ ესე ჰაერზე ვიღაცის მონაყოლს, თუ გინდა სტივენ ჰოკინგი იყოს, არ ვიჯერებ, კიდევ ერთხელ წაიკითხე ამ კომენტარის დასაწყისი, იქ მიწერია რა შემთხვევაში ვიჯერებ და რა შემთხვევაში არა. იმ მამა გაბრიელის ცხოვრებაში წერია რამე სამეცნიერო კვლევების შესახებ, რითაც დამტკიცდა, რომ მართლა სხვის აზრებს კითხულობდა? ეს რომ მართალი ყოფილიყო მეცნიერებაში გადატრიალება მოხდებოდა, ნობელის პრემიას მისცემდნენ მაგ შენ მამა გაბრიელს.

    „და, ფიზიკურად დასუსტებული, გაძვალტყავებული ადამიანებზეც ხომ გაგეცი პასუხი…
    ეს პასუხი არ არის?“

    რა პასუხი გამეცი? რწფელი გულით უნდა ილოცონო? ანუ შენი აზრით ისინი იმ მომენტში რწფელი გულით არ ლოცულობდნენ როცა უბრალოდ უმტკივნეულო სიკვდილს ევედრებოდნენ ღმერთს?

    „წმინდანი, ყველას ვერ დაეხმარება რადგან ყველას და ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს,“

    და რატომღაც სულ ისე ხდება, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ვერავის ვერაფერში ეხმარებიან, ეგ კი არადა საკუთარ თავსაც კი ვერ შველიან, ისევ მეცნიერებთან მიდიან სამკურნალოდ.

    „ამერიკაში ქალს რომ გამოეცხადა ღმერთი… ამას ფანატიზმი ქვია!
    იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს არავის არ გამოეცხადება იმის გულისთვის რომ ოჯახის წევრები დახოცეო…“

    ღმერთი საერთოდ ვერავის ვერსად გამოეცხადება იმიტომ, რომ არ არსებობს. ბერებს რომ რაღაცეები ელანდებათ ხოლმე, ისიც ფანატიზმია. რაც გაწყობს იმას იჯერებ და რაც არ გაწყობს ფანატიზმს ეძახი. იმ ქალსაც ბერების მსგავსად ეჯერა, რომ ნამდვილად ღმერთს ელაპარაკა.

    „10 მცნება, თავმდაბლობა, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცნენ… რელიგია, როდესაც ამ ყველაფერს გასწავლის, მოგიწოდებს განა შეიძლება რომ ეგ ფანატიზმი ქრისტიანობას მიაწერო, რაც ამერიკაში მოხდა?“

    ქრისტიანობას მივაწერეო სად ვთქვი. მე გეუბნები რომ ვიღაცას რაღაც მოელანდება და გამოეცხადება არაფერს ნიშნავს. იმ ქალსაც გამოეცხადა ღმერთი და ელაპარაკა, როგორც თვითონ ამბობს. რატომ არ გჯერა? იმიტომ რომ არ გაწყობს მაგის დაჯერება. აბა მეთქვა ღმერთმა შთააგონა ნარკოტიკებს თავი დაანებე შვილებს მიხედეო თუ უცბად არ დაიჯერებდი 😀
    ბიბლიაში უამრავგან წერია, თუ ვინ უნდა დავხოცოთ და ვინ არა, როგორი ადამიანები უნდა ჩავქოლოთ და ა.შ. მარტო თავმდაბლობას არ გვასწავლის ქრისტიანობა.

    „ქრისტიანობას ქრისტიანობა იმიტომ ქვია რომ შენ არავინ, ქრისტიანმა, თავს არ უნდა მოგახვიოს თავისი რწმენა, არ უნდა დაგაძალოს, ამაშია სწორედ ქრისტიანობის რწმენა, ძალა, მადლი…“

    მართლა მაგაში რომ ყოფილიყო როგორც შენ ამბობ და ხმლითა და მახვილით არ გაევრცელებინათ, დღემდე ქრისტიანობა ვერ მოაღწევდა.

    „შენს უფლებებს არასოდეს დაარღვევს, ხაზს ვუსვამ ქრისტიანობა! და არა ქრისტიანობის რომელიმე მიმდევარი…“

    ფაქტია, რომ ქრისტიანობა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში სულ არღვევდა ადამიანის უფლებებს. ისევ ის ინკვიზიციები, კუდიანებზე ნადირობა, ინდულგენციებით ვაჭრობა, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო და ჰიპათია გაიხსენე. თუნდაც სულ სხვა რამეს ქადაგებდეს ქრისტიანობა, ფაქტია, რომ ხალხი ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს და სწორედ ამ რელიგიით არღვევს სხვის უფლებებს.

    „შემოგთავაზებთ მამა კონსტანტინეს პასუხს ამ საკითხზე :
    ,,მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური)
    მამა კონსტანტინე გიორგაძეყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება: სულისა და სხეულისაგან.“

    მეკაიფები ეხლა შენ თუ სერიოზულად მწერ ამას? სულის არსებობის არ მჯერა მეთქი, ამდენი ხანია მაგას გეუბნები და შენ მიკოპირებ ვინმე მამა კონსტანტინეს ციტატას, სადაც პირველივე წინადადებაში ამბობს, ყველასათვის ცნობილია, რომ სული არსებობსო. ამაზე დიდი სისულელე არაფერი წამიკითხავს. მიდი კითხე აბა მაგ მამა კონსტანტინეს, საიდან დაამტკიცა სულის არსებობა? ან რატომ დემაგოგობს და იგონებს თითქოს ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგებოდეს სულისგან და სხეულისგან და თან ეს თურმე ყველასათვის ცნობილი ყოფილა. საიდან დაადგინა? შენ ან მაგ მამა კონსტანტინეს გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? თან უკვე მილიონჯერ გითხარი რომ მე ვიღაცა ადამიანის პირად აზრებს არ ვიზიარებ ესე ჰაერზე, უპრაკუნოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეგ შენი მამა კონსტანტინე რომ ეგრე იფიქრებდა ეგ ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის, ისედაც ცხადია, რომ თუ ქრისტიანი წმინდანია, ესეიგი სულის არსებობის სჯერა, ამ ციტატის დაკოპირებით მითხარი რამე შეცვალე? მე ათეისტ ადამიანს, რომ მიკოპირებ ვინმე ქრისტიანი წმინდანის პირად სუბიექტურ აზრს, ამით რამეს ცვლი? მით უმეტეს მილიონჯერ მაქვს უკვე ნათქვამი, რომ მტკიცებულებების გარეშე, არგუმენტების გარეშე, შესაბამისი ფაქტების გარეშე, მე ესე ჰაერზე, უპრაკუნოდ, სულ ტყუილად, ნაურაზე, მარტო იმიტომ რომ ჩემი ეგო ვასიამოვნო, ვიღაცის პირად აზრებს არ ვიჯერებ, არა! ამის მერე კიდევ დგახარ და ციტატებს მიკოპირებ, მტკიცებულებაა ეგ? შენი აზრით მე მეგონა რომ იმ წმინდანს არ სჯეროდა სულის არსებობის თუ რა შეცვალე ვითომ მაგით?

    „წმინდა წერილში ნათლად არის გადმოცემული, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული:“

    წმინდა წერილში რა არის გადმოცემული საერთოდ არ მაინტერესებს. უბრალო მითოლოგიური ზღაპრების კრებულია. ადამიანი მიწის მტვრისგან კი არ შეიქმნა, არამედ ევოლუციურად ჩამოყალიბდა. ამის დამტკიცება უამრავი გზით შემიძლია, შენ ან მამა კონსტანტინეს შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ადამიანი მიწის მტვრისაგან შთაბერა უფალმა?

    „ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა. ე.ი. ადამიანი უცხოპლანეტელი არ არის, იგი მიწაა და მიწადვე იქცევა.“

    ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი. დედამიწაზე ვცხოვრობთ და იმიტომ არის ასე. სხვათაშორის ადამიანის ორგანიზმში 70% წყალია და არა მიწა.

    „ადამიანი სუნთქავს ისეთივე ჰაერით, როგორითაც ბიბლიაში მოხსენიებული ღორი, ძაღლი, ან სხვა ცხოველი და ამ მხრივ ადამიანს თითქოს არა აქვს უპირატესობა, თუმცა იგი უფალმა ყოველივე ქმნილების გვირგვინად შექმნა, შექმნა ხატად თვისად და მსგავსად.“

    ეგ იმ ზღაპრის გარდა ბიბლია რომ ქვია კიდევ სადმე წერია? ეგ არგუმენტებია რასაც შენ მიწერ? ხომ იცი რომ ბიბლიის არ მჯერა და იქიდან რომ კრიბავ რაღაცეებს და ეხლა მიკოპირებ, ამით რას ცვლი? გასაგებია, რომ ქრისტიანობა ასე მიიჩნევს, მაგრამ არ მჯერა, ჰაერზე არ მჯერა ასეთი სისულელეების, ბრმად, უბრალოდ იმიტომ რომ იქ ასე წერია, მე არ დავიჯერებ, არა. მტკიცებულება მაჩვენე.

    „ადამიანი მოწოდებულია იყოს არამარტო ამ ქვეყნის მკვიდრი, არამედ მისი მბრძანებელიც, რამეთუ უფალმა მის პირს შთაბერა უკვდავი სული და ეს ცოცხალი არსება, რომელიც უფლის უკვდავი სულის მატარებელია, ადამიანად იწოდება.“

    საიდან იცი?

    „ამრიგად, ადამიანი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მატერიალურისაგან – სხეულის სახით და სულიერისაგან – უკვდავი სულის სახით.“

    ამრიგადო რომ ამბობ, საიდან დაასკვენი იქნებ მითხრა თუ საიდუმლო არ არის? უკვდავი სული რომ აქვს ადამიანს, საიდან იცი?

    „სულის უკვდავება ძველი და ახალი აღთქმის მრავალ ადგილშია დამოწმებული,“

    ძველსა და ახალ აღთქმაში კიდევ სხვა ათასი სისულელე წერია. ვერ ვხვდები, მე ათეისტ ადამიანს, რატომ მიწერ რაღაცეებს ბიბლიიდან? როგორ ფიქრობ ბიბლიას ვაღიარებ მეე? ეს არგუმნტებად მიგაჩნია? მე რომ მოვიდე ეხლა და გითხრა ჩემი მითოლოგია მართალიაო და იმ მითოლოგიიდან რაღაცეები დაგიკოპირო, დამიჯერებ? მართალი ვიქნები? არგუმენტად გამომადგება შენთან?

    და ამის მერე კიდევ აგრძელებ: სული არის სამშვინელი თუ რაღაც, სული არის უკვდავი, სული არის ფსიქიკა, სული არის ის, სული არის ეს, საიდან იცი ეს ყოველივე?

    „ადამიანის განსხვავება სხვა ქმნილებებისგან იმაშია, რომ ის თავის თავში ორგანულად აერთიანებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და სულიერს.“

    ხოდა საიდან გაქვს ეს ინფორმაციები ამდენი ხანია მაგას გეკითხები სხვას კი არაფერს. ქრისტიანობა რომ ასე მიიჩნევს, ეგ ისედაც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მე გეკითხები საიდან იცი ეს ყველაფერი? ვინ დაამტკიცა?

    „ესეც კიდევ რამდენიმე ლინკი რომ კიდევ ერთხელ ცილი არ დამწამო, მაიგნორირებო.“

    და ეს რეებიც ზემოთ დამიწერე დაიგნორირება არ იყო? ეგ პასუხი იყო შენი აზრით? ეგ არგუმენტები იყო თუ რა იყო? სული ის არის სული ეს არის. გავიგე რომ ეგრე მიგაჩნია, გასაგებია შენი და ზოგადად ქრისტიანობის პოზიცია, მე გეკითხები საიდან იცი ეს ყველაფერი? ბიბლიაში წერია? რა იცი რომ ბიბლია მართალია? რა იცი რომ იქ რაც წერია სიმართლესთან ახლოსაა?

    „(კიდევ ერთხელ გიმეორებ, პატივს ვცემ შენს მეცნიერულ აზრებს მაგრამ, სულს რაც შეეხება ძალიან შორს ხარ)“

    შორს იმიტომ ვარ რომ ყველანაირ სისულელეს, ესე ჰაერზე არ ვიჯერებ. რომელ მეცნიერულ აზრებს გულისხმობ? სადმე რამე ისეთი დავწერე რომ ვერ დამემტკიცებინა?

    „წაიკითხე ეს ლინკები სერიოზულად და მიიღებ პასუხებს, მარტო ჰოკინგებს ნუ უჯერებ, სხვის აზრების ანალიზების გათვალისწინებაც საჭიროა…“

    მართლა მილიონჯერ რატომ მამეორებინებ და რატომ აიჩემე ეს ჰოკინგი? ხომ გაგეცი პასუხი ათასჯერ, გასაგებად, რომ მე არ ვუჯერებ არც ჰოკინგის აზრებს და საერთოდ ვინმეს პირად აზრებსა და სუბიექტურ შეხედულებებს არ ვიჯერებ ესე ჰაერზე, თუ ის არ დამტკიცდება, ჰოკინგი იქნება თუ მამა კონსტანტინე, სულ ერთია ჩემთვის. ჰოკინგი რასაც ამბობს ამტკიცებს კიდეც, ეგ შენი მამა კონსტანტინე კი რაღაც ზღაპრულ ისტორიებს ყვება სულზე და სამშვენელზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

    რომ ვხედავ ორთოდოქსი ჯიზე დაწერილ სტატიებს, გადასვლაც კი მეზარება, მაგრამ წავიკითხავ, ვნახოთ ერთი რა მტკიცებულებები წერია სულის არსებობაზე.

    Like

  39. zaza

    მემგონი აქ არაფერია გაუგებარი, ჩემი მხრიდან, რატომ გიკვირს, მე რა სწავლებაც მაქვს რისიც მწამს იქიდან გამომდინარე გცემ პასუხებს, აბა შენ რა გგონია, შენ რომ მეცნიერულ ახსნებს დამიწერ და მე წავიკითხავ ეს ჩემთვის გაკვეთილები, ლექციებია და ამ აზრებით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება, სხვა როგორ ახსნებს ელოდები ჩემგან? შენი დაწერილი კომენტარების შემდეგ ფიქრობ რომ უკვე მეცნიერულად უნდა ავლაპარაკდე და შენ რომ გესიამოვნოს ისეთი პასუხები უნდა გაგცე?
    შენ შენი ცოდნა გაქვს და იქიდან გამომდინარე მცემ პასუხებსაც და კითხვებსაც შესაბამისად მისვამ, ასევე მეც ჩემი რწმენიდან გამომდინარე… აქ არაფერია არც სანერვიულო და არც გასაკვირი, არაერთხელ მითქვამს რომ მე მხოლოდ ჩემს აზრებს გიყალიბებ, მე როგორც მწამს და მჯერა…

    Like

    1. რეზო

      კარგი, შენი აზრები და შენი რწმენა გასაგებია. ჩემთვის ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი შენივე რწმენიდან გამომდინარე. შენ იმიტომ გაკმაყოფილებს, რომ ჯერ ირწმუნე რაღაც, ჯერ დაიჯერე რომ ეს იდეოლოგიაა ერთადერთი ჭეშმარიტი და უკვე აქედან გამომდინარე მცემ პასუხებს.

      “მე რა სწავლებაც მაქვს რისიც მწამს იქიდან გამომდინარე გცემ პასუხებს”

      და ვინმე გაიძულებს რომ მაინცდამაინც ეს გწამდეს? ამით შენთვითონვე აღიარებ, რომ ჯერ ირწმუნო და ეხლა უკვე, ამ რწმენიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულ ტრაექტორიაზე მოძრაობ. შებოჭილი ხარ შენი რწმენით. პასუხს მაძლევ შენივე რელიგიიდან. მე გეკითხები საიდან იცი რომ სული არსებობს? შენ მპასუხობ, აი ამა და ამ წმინდანმა ასე თქვა, ჩემი რელიგია ასე ამბობს, მე გეკითხები, რა იცი, რომ შენი რელიგიაა მართალი? იმიტომ რომ ბიბლიაში წერია ასე, იმიტომ, რომ ის თავად უფლის შთაგონებით დაიწერა, რა იცი, რომ უფლის შთაგონებით დაიწერა? იმიტომ რომ ჩემი რელიგია ამბობს ამას? და ესე უსასრულოდ წრეზე სიარული გვიწევს.

      მე მეცნიერებით იმიტომ გცემ პასუხს, რომ მეცნიერება არის სამყაროს შეცნობის ერთადერთი ობიექტური გზა. მე მომყავს არგუმენტები, ფაქტები და მტკიცებულებები, მეც შენსავით ვიღაცის სუბიექტურ აზრებს და ჭორებს ხომ არ გიყვები…

      Like

  40. Zaza

    ჭორები რატომ, ძალიან ბევრი ჭორი გამიგია მაგრამ ყველაფერი კიარ მჯერავს, მე მხოლოდ ისეთ რაღაცეებს ვიჯერებ რასაც მე მივიჩნევ რომ დასაჯერებელია და მე მჯერავს, ჩემი აზროვნებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა როგორ დავინახე და რა როგორ მესმის…
    მაგალითად, ზოგადად რომ ვთქვათ, ქრისტიანობა გასწავლის სხვისადმი და სხვისი აზრის პატივისცემას, (თუ ვინმე სწორად არ იქცევა, ქრისტიანობის რა ბრალია, ცუდი მოსწავლეა და იმიტომ, საკუთარ ემოციებს, ცდუნებებს ვერ ბოჭავს… არაქრისტიანებიც არიან ცუდი თვისებების მატარებლები) რაც შენს თავს უნდა უსურვო სხვასაც იგივე (წმინდანები უფრო მეტს, ვიდრე თავისთავს, მე ესე მესმის) უნდა იყო თავმდაბალი, საკუთარ თავზე შეყვარებული არ უნდა იყო, სხვების განკითხვის უფლება არ უნდა გქონდეს, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო, და შემდეგ სხვას… აი, მე ესე მესმის ქრისტიანობა, ეს არის არამიწიერი სწავლებანი, რასაც თვითონ ადამიანი ამ ყველაფერს ვერ მოიფიქრებდა, და არც მოიფიქრებდა რადგან ადამიანს ემოციები, სიამაყე, ფუფუნება, ძალისმოყვარეობა ახასიათებს… ადამიანი მხოლოდ ისეთ რაღაცეებს ფიქრობს თავისი ჭკუით რაც მხოლოდ თავის თავს გამოადგება, წინ იყურება, მომავალში თუ როდის დახვდება წინ თავისი ჩადენილი, გამოგონილი, ასე ვთქვათ სიკეთე რომ თვითონაც გამოადგეს… ხორციელ ცხოვრებით ტკბებიან… (წმინდანების გარდა, რადგან წმინდანები განსაკუთრებულები არიან, იმიტომ რომ ღმერთისგან ბოძებული (გაძლიერებული) აქვთ ძალა, მადლი, სიბრძნე, ენერგია…)
    მაგალითად არიან ისეთი ადამიანები რომლებიც სათავისოდ იყენებენ ქრისტიანობას, მანიპულირებენ, ესე მაგალითად, გეუბნებიან ერთხელ, დამეხმარე, დახმარება მჭირდება და იქნებ… დაეხმარე, მეორედაც იგივე, მესამედაც და ასე შემდე… (უკვე ვალდებული გაგხადა) არადა შენ აღარ გინდა უკვე, დაიღალე, შეწუხდი უკვე ამ ყველაფრით და ის მანიპულირებს იმით რომ ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და ასე შემდეგ და…
    და ეს ყველაფერი ვისი ბრალია, ქრისტიანობის?..
    ქრისტიანობა ხომ არ გეუბნება რომ ქრისტიანობით იმანიპულირეო, ის თვითონ, პირადი მიზნებისთვის იყენებს ქრისტიანობასაც და შენც გიყენებს, ხო? (ამიტომ ჭირდება ადამიანს დიდი დრო რომ ჩამოყალიბდეს სრულყოფილად, ამისათვის საჭიროა ქრისტიანობა)
    ქრისტიანობა ჯერ არ მირწმუნია, ჯერ შევისწავლე, ჩემებურად როგორც მესმის, პრაქტიკულად, ჩემს თავში გავიაზრე ყველაფერი, (თუმცა ეკლესიაში არ დავდივარ, სიზარმაცის გამო) ყველა და ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირე, ყველა და ყველაფრის, შეძლებისდაგვარად ანალიზი გავაკეთე, მივხვდი ადამიანს რა უფრო მეტად წაიყვანს სრულყოფილებისკენ, საკუთარ თავზე გამარჯვებას რა უფრო გასწავლის… და აქედან გამომდინარე ვირწმუნე, შემდეგ ყოველ ჩემს ნამოქმედარს, და საერთოდ ცხოვრებას თვალს ვადევნებ, და არამარტო ჩემს, საერთოდ ზოგადად, ვცდილობ ყველაფერს დავუკვირდე ხოლმე, შეძლებისდაგვარად, რა როგორ უკეთესია და სად დიდ როლს თამაშობს ქრისტიანული-მართლმადიდებლობა…
    შენ შენი თავი არავის არ უნდა მიუძღვნა, არავის მონა არ უნდა იყო, სული არ უნდა გაყიდო.
    ხორციელი ცხოვრება არის ჯაჭვი, ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი იხსნება, წყდება, იმტვრევა, მაშინ ირღვევა ყველაფერი, ქაოსი იწყება…

    თქვენ ათეისტები მაგალითად იმ რგოლს გავხართ რომელიც წყდება და შორდება, მარცხენასაც და მარჯვენასაც, და იძახით ჩვენ არც იქით გვინდა და არც აქეთ, ჩვენ ჩვენთვის გვინდა რომ ვიყოთ… ესე არ გამოვა რადგან ხორციელი სამყარო ესეა შექმნილი, ერთმანეთზე უნდა იყოს ყველა დამოკიდებული, არ უნდა დაიშალოს, არ უნდა გაწყდეს თორემ სულ დაიშლება… ამიტომ აქვს ხორციელ სამყაროს დასასრული როდესღაც და შენ ადამიანი რომ ხარ, რაღაცით ღმერთის ნაწილი ხარ, სულით. ამიტომ ხარ ვალდებული რომ სულზე იზრულო, რომ არ დაიღუპო.

    იძულებით, ვინ უნდა მაიძულებდეს, ეს ჩემი ნებაა, მე ვიზიარებ ამ ყველაფერს, ვეთანხმები, ჩემთვის მიღებულია ესეთი ცხოვრება, რაც ზევით ჩამოვთვალე, ეს ჩემი თავისუფალი ნებაა, სულაც არ ვარ შებოჭილი. (მე ზემოთაც დავწერე, თუ არ მთხოვს არ დავეხმარები, რადგან გგონია სიკეთეს აკეთებ მაგრამ პირიქით გამოდის, თუ წაქცეულია კაცი, დაცემულია და დახმარება ჭირდება მაშინ შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა, უნდა დავეხმარო)
    პირიქით შებოჭილი როდის ვიქნები იცი, შენი დაწერილი კომენტარები, მეცნიერულად ჩამოყალიბებული რომ მომეწონა და ვიძახი რა კარგად ლაპარაკობს, კარგად აყალიბებს არგუმენტებს და არ შეიძლება ეს რომ ტყუილი იყოს, რასაც ეს ადამიანი ამბობს…
    მაგრამ, მე თავისუფალი ვერ ვიქნები, კი ბატონო მე მომეწონა შენი ჩამოყალიბებული აზრები კარგად ჩამოაყალიბე მაგრამ, რწმენას რა ვუყო, (კი, მომწონს ეგ ახსები მაგრამ, ჩემი რწმენა მეუბნება რომ ეგ ხორციელ ცხოვრებას და პირად ცხოვრებას უხდება ეგ ახსნები, სულიერებისგან შორს არის, რწმენისგან შორს არის) მე იმის მწამს და მომწონს, ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ეს არის ჩემი არჩევანი რადგან მე ესე ვთვლი რომ ეს არის სწორი გზა, თუ გინდა რომ ადამიანად დადგე, მომავალში ცხოვრებას რომ გააგრძელებ, ხორცის გარეშე, მე არ მაკმაყოფილებს მხოლოდ ხორციელი ცხოვრება, ამაშია საქმე, რაც სამწუხაროდ შენ არ გესმის…
    სინდისი რა არის? შეიზლება რომ მარტო ხორცს სინდისი ჰქონდეს?
    სინდისია სწორედ სულისა და ხორცის დამაკავშირებელი. (მე ესეთი, ჩემებური დასკვნა მაქვს)
    რაღაცას რომ გააკეთებ ისეთს რომელიც ხორცს მოეწონა, მოსწონს მაგრამ შენ არ მოგწონს და ნანობ, საკუთარი თავის რომ აღარ გჯერავს და ებრძვი შენს ხორცს, ეს არის სწორედ სინდისი.
    მე არ მინდა რომ მარტო უსულო, ზომბი, ხორცი ვიყო, მე ვგრძნობ რომ მხოლოდ ხორცი არ ვარ… მაშინ რა საჭიროა სულიერების შეგრძნება, რატომ აქვს ადამიანს? თუ მარტო ხორცი ვარ, ეგრე ხომ ცხოველებიც არიან, საერთოდ არ აქვთ მათ იმაზე ფიქრი რომ დღეს ხორცი ვარ და ხვალ სულიერ ცხოვრებაში ვიქნებიო… თავისუფალი ადამიანი რომ ვარ იმიტომ? თავისუფალნი ცხოველებიც არიან, მაგრამ არ აწუხებთ იმაზე ფიქრი, რაზეც ადამიანები ფიქრობენ…
    ეს გრძნობები ადამიანებს ჩამოუყალიბდათ? არა, არ ჩამოუყალიბდათ რადგან საუკუნეები გავიდა უკვე და ცხოველებს არ უყალიბდებათ, თავისით.
    სულს კიდე ისე ვერ იპოვი შენ როგორც ფიქრობ, ცდებით, ლაბორატორიებით და ასე შემდეგ…
    სულს ქრისტიანული სწავლებით იპოვნი, სხვანაირად ვერა… (ათეისტებს, როგორც არუნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ)

    Like

  41. Zaza

    მე გეკითხები საიდან იცი რომ სული არსებობს?

    მე გპასუხობ, ჩემებური ახსნებით რომელიც შენ არ გაკმაყოფილებს, ანუ, შენ არ მოგწონს.
    მოდი მარტივად ავხსნათ:
    სინდისი არსებობს?
    მე ვიცი რომ არსებობს!
    თუ მარტო ხორცი ხარ, მაშინ სინდისი რა საჭიროა, რისთვის გჭირდება ან როგორ არის შენს სხეულში სინდისი, ან რა მიზნისთვის არის? არ მითხრა სინდისი აზროვნებააო, ან გენეტიკურად გამომუშავებულია ადამიანშიო, რადგან მაშინ ცხოველებსაც უნდა გამოემუშავათ…
    სინდისი არის შენი მოსამართლე, რომელიც შენ საკუთარ თავში გასამართლებს იმისდამიხედვით თუ რა გაქვს გაკეთებული, ანუ შენ სინდისს ვერაფერს მოუხერხებ, შენს ნებაზე ვერ ატარებ, იმიტომ რომ მუდმივად გაწუხებს (შეიძლება დროებით უსინდისო იყო მაგრამ მაინც მოგერევა ადრე თუ გვიან… 🙂 )
    ეს სინდისი აერთიანებს ადამიანს სულს და სხეულს, პასუხს სთხოვს მუდმივად, ანუ რა გამოდის? გამოდის ის რომ შენ ერთი არა ხარ, მარტო ზომბი, ხორცი არა ხარ!
    ჩემი პირადი ერთერთი ახსნა ეს არის, (მოკლე) ბევრი რომ არ ვილაპარაკო კიდე სული არსებობს! 🙂

    მე გეკითხები, რა იცი, რომ შენი რელიგიაა მართალი?

    მე იმიტომ ვიცი რომ ჩემი რელიგიაა მართალი რომ, პირველ რიგში მე მწამს. მეორე რიგში, დიდი ისტორია აქვს. მესამე რიგში, ყველაზე თავმდაბალი რელიგიაა მსოფლიოში. მეოთხე რიგში, ყველაზე უმანური რელიგიაა მსოფლიოში. (ვინ როგორ იქცევა ეს არ არის მთავარი, მთავარია რას ქადაგებს ქრისტიანობა და შენ ზუსტად ისე შეასრულო და არა ისე როგორც შენ გინდა, და არა მოირგო როგორც შენ გინდა, შენ უნდა მოერგო) მეხუთე რიგში, თავისუფალ ადამიანდ გრძნობ თავს. მეექვსე როგში შენში ყველაფერ უარყოფითს ებრძვი და თუ სწორად გააკეთებ ყველაფერს კლავ შენში უარყოფითს. მეშვიდე რიგში, შენ მარადიულ სიცოცხლეს გჩუქნის. მერვე რიგში, ღმერთს უახოვდები… 🙂 🙂 🙂

    მე მეცნიერებით იმიტომ გცემ პასუხს, რომ მეცნიერება არის სამყაროს შეცნობის ერთადერთი ობიექტური გზა.

    ხორციელი, ხილული სამყაროს…
    სულიერი სამყაროსგან შორს ხარ, შორს და…
    სულიერს ვერასოდეს ახსნით მეცნიერები, თუ ვერ ხედავთ რაკეტებით როგორ მიაგნებთ, თუნდაც სინათლის სიჩქარით (და უფრო მეტით) იაროს თქვენმა რაკეტამ…

    მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს იფხანთ, როცა შეგიძლია მარცხენა ყურის მოფხანვა მარცხენა ხელით… 🙂 🙂 🙂

    Like

  42. AVTANDIL KIKVADZE

    ბატონებო, თუ არ გინდათ რომ ერთმანეთი დახოცოთ, გაეცანით ჩემს სტატიას:”სივრცეთა გაფართოების ალგორითმი. მეოთხე განზომილება. სამყაროს მათემატიკური მოდელი”, რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ “ინტელექტუალის” მე–19–ე ნომერში 2019 წლის დეკემბრის თვეში. თქვენ დარწმუნდებით, რომ სამყაროსაც და ადამიანსაც შემოქმედი ჰყავს. დანარჩენზე, ჩემი თეორიის გაცნობის შემდეგ ვისაუბროთ(თუ ჩაწვდებით და თუ დაგაინტერესებთ რა თქმა უნდა).
    პატივისცემით, ავთანდილ კიკვაძე.

    Like

  43. zaza

    ორი აზრი არ არსებობს, ამის ახსნას არც მათემატიკა ჭირდება და არც ფიზიკა და ასე შემდ… (ჩემი აზრით) როგორც რომ ვიცი, ხელზე 5 თითი მაქვს ისე ზუსტად ვიცი, მჯერავს, ეჭვიც არ მეპარება რომ სამყაროს, ადამიანს შემოქმედი ჰყავს, ღმერთი, უფალი იესო!

    Like

  44. zaza

    დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და ფსიქოლოგი რეზო კორინთელი – „ ოჯახი “

    Like

  45. Zaza

    გაუმარჯოს, რეზო, Charlius… აბა, როგორ ხართ?.. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა როდესაც უღმერთობას მიმტკიცებდით, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა ამ მიმდინარეობით და საინტერესოა თქვენი აზრი ამ მხრივ ხომ არ შეგეცვალათ, მაინტერესებს თუ მიხვედით იმ აზრამდე, „არასოდეს თქვა არასოდეს“?.. „დიდი აფეთქბის თეორიამ“ კრახი ხომ არ განიცადა?.. (დარვინიზმზე აღარაფერს შეგეკითხებით რადგან ამ თეორიამ დიდიხანია, როგორც იტყვიან „დოუყვინა“ 🙂 ….

    Like

    1. სალამი, როგორ გიკითხოთ?
      მე რაც შემეხება, გადავწყვიტე სერიოზულად მოვეკიდო მეცნიერებას, ფიზიკას (თეორიულ ასტროფიზიკას) ვეუფლები ამჟამად 😊

      კრახი არ ვიცი, ისევ ვთვლი რომ ამ მომენტში დიდი აფეთქების თეორიაა ყველაზე მართებული ახსნა.

      Like

  46. Zaza

    აფეთქების ამბავზე იცი ჩემი აზრი, არაერთხელ ამიხსნია… მაგრამ ამ ეგრეთწოდებულ „დიდი აფეთქებას“ მე პარალელად გავავლებდი როგორ იცი, მესაათემ რო საათი შექმნას, მერე სადმე დატოვოს, ან დაკარგოს… და შენ იპოვო, შემდეგ შენ გაიკითხე, მესაათე ვერ იპოვე, ვინ შექმნა, ვინ დაკარგა, ვის დარჩა… ვერ გაარკვიე და საბოლოოდ აზრი ჩამოგიყალიბდა, რადგან ამ საათის შემქმნელი არსად არ ჩანს, ვერ პოულობ, ესეიგი თვითონ შეიქმნა, არ არსებობს, ვერ პოულობ შემქმნელს და ესეიგი თავისით მოხდა ყველაფერი, კვანტური ფიზიკა ხომ გეუბნება რომ შესაძლებელია თავისით რომ შეიქმნასო და ასე შემდ… 🙂 არა? 🙂

    Like

დატოვე კომენტარი