
გუშინ, 23 სექტემბერს ცერნის მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გაავრცელეს – ლაბორატორიულ პირობებში მათ დაკვირვება მოახდინეს ნეიტრინოებზე, რომლებმაც გადააჭარბეს სიჩქარის ზღვრად მიჩნეულ მაჩვენებელს – 299 792 კმ/წამს. ჟენევაში არსებული ნაწილაკების მასიური ამაჩქარებლის (დიდი ადრონული კოლაიდერი) ამოქმედების შემდგომ მათ 730 კმ დაფარეს 60 ნანოწამით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას სინათლის სხივი მოახერხებდა. 60 ნანოწამი დროის ძალიან პატარა და უმნიშვნელო მონაკვეთია, თუმცა ამ ექსპერიმენტში საკმაოდ დიდი მაჩვენებელი გამოდგა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აინშტაინის ფარდობითობის თეორია.
ჭდე: ფიზიკა
რომელიღაც პარალელურ სამყაროში შენ შეუკვეთე მოკა ლატეს ნაცვლად

ბრიტანული გაზეთის “თაიმსის” მეშვეობით სტივენ ჰოკინგმა ადრე გაავრცელა განცხადება, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მცდელობას საფრთხეც ახლავს თან – იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ინტელექტუალურები და განვითარებულნი არიან, მათი დედამიწაზე სტუმრობით შეიძლება ინდიელების ბედი გვეწიოს. “წარმოიდგინეთ, თუკი ისინი მოძრაობენ უზარმაზარი ხომალდებით და მათი მშობლიური პლანეტის მთელ რესურსებს ინახავენ. ასეთი განვითარებული არსებები ალბათ გახდებიან მომთაბარეები, დაიპყრობენ გზაში შემხვედრ პლანეტებს და მოახდენენ მათ კოლონიზაციას. თუკი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები გვესტუმრებიან, ვფიქრობ, შედეგი იგივე იქნება, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლას ჰქონდა – ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას კარგი შედეგი არ მოყოლია.” – განაცხადა მეცნიერმა.
BBC Horizon – პარალელური სამყაროები

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ, სამყაროში ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა – დაწყებული პატარა მოვლენებიდან, დამთავრებული უდიდესით. ეს ის ოცნებაა, რომელმაც აინშტაინიდან მოყოლებული, მოხიბლა წამყვანი მეცნიერები. ამჟამად ისინი ფიქრობენ, რომ გასაღებს მიაგნეს. თეორია განსაცვიფრებელია და უჩვეულო დასკვნა აქვს: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთადერთი არაა.
განაგრძე კითხვა
XX საუკუნის გენიოსები ერთ სურათში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრაა აღბეჭდილი – მასზე ვხედავთ XX საუკუნის უჭკვიანეს ადამიანებს. თუმცა ამ ადამიანთა უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ერთი შეხედვით მხოლოდ აინშტაინის, ბორისა და კიურის ამოცნობაა ადვილი. ამ პირონებათაგან უმეტესობამ მოგვიანებით ნობელის პრიზი აიღო ფიზიკის ან ქიმიის დარგში.
განაგრძე კითხვა
სუპერსიმების თეორია

ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსის ბრაიან გრინის ლექცია სიმების თეორიაზე.
1919 წელს ჯერ კიდევ უცნობმა გერმანელმა მათემატიკოსმა თეოდორ კალუცამ წამოაყენა ფრიად გაბედული და უცნაური იდეა. მან ივარაუდა, რომ ჩვენს სამყაროს შეიძლება სამზე მეტი განზომილება ჰქონდეს, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით. კალუცა ამბობდა, რომ გარდა ტრადიციული მიმართულებებისა – მარცხენა-მარჯვენა, ზედა-ქვედა, წინ-უკან – შეიძლება იყოს დამატებითი სივრცული განზომილებები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღვიქვამთ.
განაგრძე კითხვა
სტივენ ჰოკინგი – როგორ ავაგოთ დროის მანქანა?

გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. შემიძლია თავისუფლად გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა კითხვები, როგორიცაა: შესაძლებელია დროში მოგზაურობა? შეგვიძლია გავიყვანოთ გვირაბი წარსულის ან მომავლის რომელიმე მონაკვეთისკენ? შეგვიძლია ბუნების კანონები გამოვიყენოთ ისე, რომ დროზე მოვიპოვოთ ძალაუფლება?
განაგრძე კითხვა