
ჰიჯრები ხელშეუხებელ კასტას წარმოადგენენ ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. მასში შედიან ე.წ. ,,მესამე სქესის” წარმომადგენლები. ეს არის (ბიოლოგიური) მამაკაცების ან ჰერმაფროდიტების საზოგადოება, რომლის წევრებიც იცვამენ და იქცევიან ქალების მსგავსად, მაგრამ საკუთარ თავებს არცერთ სქესს არ მიაკუთვნებენ.