
გედი ვაიომინგის ტბაში. ლურჯი ფერი ითვლება ცივ ფერად. როცა სცენაზე ლურჯი ფონი ჭარბობს, ჟრჟოლას გვგვრის. მაგრამ წითლის ან ყვითლის ერთმა ნაკადმა შეიძლება შეარბილოს და ჩვენი რეაქციაც შეცვალოს.
ამაზონის ხეობაში 200 კაციანი უცნობი ტომი აღმოაჩინეს
ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პერუს საზღვართან აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ტომი, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ ცივილიზაციასთან. ტომი შედგება 200 კაცისგან, ცხოვრობენ ჩალით გადახურულ ქოხებში, იკვებებიან მარცვლეულით, ბანანით, მიწის თხილით. მათ კულტურას და ზოგადად არსებობასაც საფრთხე ემუქრება ამ არეალში სამთო მრეწველობისა და ფერმერთა მიერ ტყეების გაჩეხვის გამო. ასეთი ტომები ცოტა არაა, ბოლო პერიოდში მათი მსგავი რამდენიმე დასახლება აღმოაჩინეს. ბრაზილიის ტერიტორიის 11% და ამაზონის 22% სწორედ ასეთ ტომებს უკავიათ.
კონკორდზე ორჯერ სწრაფი: ლონდონიდან ნიუ-იორკამდე სულ რაღაც ორ საათში

წარმოადგინეს ზებგერითი ლაინერის ახალი მოდელი – SonicStar, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარე 4400 კმ/სთ ექნება. ეს არის 20 ადგილიანი თვითმფრინავი და მისი პრეზენტაცია პარიზის საჰაერო შოუზე მოხდა.
განაგრძე კითხვა
როგორი მამები არიან ცხოველები?

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ბუ – დიდი რქიანი ბუ – შრომისმოყვარე პარტნიორი და მამაა. გვიან ზამთარში, როცა მისი მეწყვილე ბუდეში რჩება 2 ან 3 კვერცხთან, მამრი დაფრინავს და მათთვის აქტიურად ეძებს საკვებს. მიაქვს თაგვები, ვირთხები, ციყვები. როცა ნაშიერები იჩეკებიან, საქმე ურთულდება – დამატებით ორი ან სამი მღრღნელის მიტანა უწევს.
Jeju Loveland – ეროტიკული პარკი კორეაში (+18)

Jeju Loveland – ეს არის ეროტიკული ხასიათის სკულპტურების პარკი სამხრეთ კორეაში, რომელიც ჯეჯუს კუნძულზე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს. ამ ტიპის პარკი არამარტო უცნაურია, არამედ უჩვეულოც კი, თუ გავითვალისწინებთ კორეელთა მოკრძალებულ და თავდაჭერილ ხასიათს.




