ადამიანები, რომლებმაც კოშმარული განსაცდელები გადაიტანეს


● მიშელინა ლევანდოვსკა – დამარხეს ცოცხლად.
მიშელინა ლევანდოვსკამ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლონელმა ემიგრანტმა, 2012 წლის იანვარში სასამართლო სხდომაზე აღწერა, თუ როგორ დამარხეს ცოცხლად ხელფეხშეკრული, მუყაოს ყუთში, და როგორ ნელ-ნელა ეხუთებოდა სული: „ვიწრო კუბოში ვიწექი და მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ მალე მოვკვდებოდი.. ღმერთს ვევედრებოდი, დამხმარებოდა და გადავერჩინე, რათა ჩემი ვაჟი ისევ მენახა.” მიშელინას 3 წლის შვილი ჰყავდა მისი საქმროსგან, მარსინ კასპრზაკისგან, რომელმაც ის ცოცხლად დამარხა. მას შემდეგ, რაც მიშელინასთან ყოფნა „მობეზრდა”, თავის მეგობართან, პატრიკ ბორისთან ერთად შეიმუშავა მისი მოცილების გეგმა. მარსინმა გოგონა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ ხელები და ფეხები შეუკრეს და მომდევნო რამდენიმე საათი სავარაუდოდ სამოქმედო გეგმას აზუსტებდნენ. საბოლოოდ ის მუყაოს ყუთში მოათავსეს და უკაცრიელი ადგილისკენ გაეშურნენ, რათა ცოცხლად დაემარხათ, თუმცა ღრმა ორმო არ ამოუთხრიათ. მიშელინამ საქორწინო ბეჭდის დახმარებით ნასკვის გადაჭრა მოახერხა და კიდურები გაითავისუფლა, მალე კი ამოსვლაც მოახერხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სუნთქვა და სიარული უჭირდა, კოშმარები კი დიდხანს გაჰყვა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, თითოეულს 20 წელი მიუსაჯეს.

განაგრძე კითხვა

10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ


ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, დროებით ჩავთვალოთ, რომ კაცობრიობამ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ გაუჩნდა შანსი, დაამყაროს პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ სახეობასთან ან ცივილიზაციასთან. რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ მათ შესახებ? რა საკითხებით უნდა დავინტერესდეთ პირველ რიგში? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც როგორც მეცნიერებაში, ისე სამეცნიერო ფანტასტიკაში წამყვან ადგილს იკავებს.

განაგრძე კითხვა

Samsung Galaxy S4 – შენი ცხოვრების კომპანიონი


ფეისბუქზე რამდენიმე დღით ადრე დაანონსებულმა ივენთმა, რომელიც 8 მაისს გაიმართა ფილარმონიასთან, მრავალ ადამიანში აღძრა ცნობისმოყვარეობა. ცნობილი იყო, რომ კონცერტის გარდა მაყურებელს ელოდა სიურპრიზი და ბევრი ცდილობდა მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. კონცერტზე მისულ ადამიანებს მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა დახვდათ – ისინი დაესწრნენ Samsung Galaxy S4-ის პრეზენტაციას.

განაგრძე კითხვა

რა ხდება 8 მაისს?


ბოლო რამდენიმე დღეა, ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც გრანდიოზული იგეგმება. შესაბამისი ფეიჯიც გამოჩნდა – რა ხდება 8 მაისს ფილარმონიასთან? მისი აღწერის მიხედვით 8 მაისს, 19:30 საათზე, ფილარმონიის წინ იმართება გრანდიოზული შოუ-კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფლეშმობი და კონცერტი სხვადასხვა პოპულარული ჯგუფების მონაწილეობით.

განაგრძე კითხვა

მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე


გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს, ხოლო გამორჩეულ ადამიანებს (გენიოსებს) შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 20%-მდე აიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მცდარია შეხედულება, რომ ტვინის დიდი ნაწილი უხმარია და ადამიანს მისი ათვისება არ შეუძლია. სხვადასხვა მეთოდებით ტვინზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურია მისი დიდი (თუ არა ყველა) ნაწილი.

განაგრძე კითხვა

„უცხოპლანეტელის” ჩონჩხისგან გამოწვეულ ვნებათაღელვას ბოლო მოეღო


10 წლის წინ ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, აღმოაჩინეს 15 სმ სიგრძის ჩონჩხი და „ატა” შეარქვეს. მას აღენიშნებოდა რიგი ანომალიები, როგორიცაა თავი ქალის არაბუნებრივი ფორმა, წვრილი სხეული და 12-ის ნაცვლად 10 ნეკნი. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ვერსიები, რომ ეს იყო აბორტით მოცილებული ნაყოფი, მაიმუნი ან უცხოპლანეტელი. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დნმ ტესტებით სხეული გამოიკვლიეს და რამდენიმე დღის წინ დასკვნა გაავრცელეს: ეს მუტირებული ადამიანია.

განაგრძე კითხვა

საინტერესო ფაქტები მზის სისტემაზე


● იუპიტერი კოსმოსურ ნაგავს იწოვს.
იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და უმეტესწილად ცნობილია დიდი წითელი ლაქით – მის ზედაპირზე მდებარე მასიური ანტიციკლონური ქარიშხლით, რომელიც დედამიწას ზომით სამჯერ აღემატება. თუმცა ამის გარდა გიგანტი პლანეტა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი არსებობა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იუპიტერის შთამბეჭდავი მონაცემები და მისი გრავიტაციული ძალა ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს და კოსმოსურ ნაგავს (ძირითადად ასტეროიდებს, ნამსხვრევებს და ა.შ.) თავისი ორბიტისკენ ექაჩება, რის შედეგადაც მათ დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევს.

განაგრძე კითხვა

უჩვეულო გენეტიკური მუტაციები ადამიანებში


არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რადგან ყველას გენომი განსხვავებულია დანარჩენებისგან. თუმცა ზოგჯერ ეს ბიოლოგიური მრავალფეროვნება გამოიხატება გენეტიკურ მუტაციებში, რომლებიც ძალიან იშვიათია და როგორც წესი, ნორმალური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი. წარსულში მსგავსი მუტაციების მქონე ადამიანებს „მონსტრებს” ან „მახინჯებს” უწოდებდნენ, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია, რომ მათი უნიკალურობის მიზეზი ჩვენს სახეობაში არსებული გენეტიკური ვარიაციებია.

განაგრძე კითხვა

დიდი აფეთქების ხმა

2001 წელს ამერიკელმა პროფესორმა ფიზიკოსმა ჯონ კრამერმა გამოუშვა აუდიო სიმულაცია სახელწოდებით „დიდი აფეთქების ხმა”. ახალი ინფორმაციისა და ტექნოლოგიის მეშვეობით მან ცოტა ხნის წინ მოახდინა სიმულაციის გაუმჯობესება და დახვეწა. ხმა, რომელსაც ვიდეოში მოისმენთ, სავარაუდოდ დიდწილად მსგავსია დიდი აფეთქებიდან 760 000 წლის განმავლობაში სამყაროში არსებული ბგერებისა. ის ეყრდნობა ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის მისიის მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც მოხდა კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის გამოკვლევა და სამყაროს ადრეულ ეტაპზე გავრცელებული ხმოვანი ტალღების აღდგენა.

საშიში ცხოველების უფრო საშიში ვარიანტები


უამრავ ადამიანს აწუხებს ცოცხალი არსებების ფობიები, რომელთაგან საკმაოდ გავრცელებული, მაგრამ ნაკლებად რაციონალურია ფუტკრებისა და ობობების შიში. თუმცა ასევე არსებობს მომაკვდინებელი ცხოველების, მაგალითად ნიანგებისა და გველების ფობიაც, რაც ცხადია, უფრო გონივრულია. მაგრამ თუკი თქვენ იმ ბედნიერთა რიცხვში ხართ, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვთ, იცოდეთ, რომ არიან ცხოველები, რომლებმაც შეიძლება წარმოდგენა შეგიცვალოთ. სიაში მოყვანილია ისედაც საშიში არსებების გიგანტური ვერსიები.

განაგრძე კითხვა