ბოლო რამდენიმე დღეა, ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც გრანდიოზული იგეგმება. შესაბამისი ფეიჯიც გამოჩნდა – რა ხდება 8 მაისს ფილარმონიასთან? მისი აღწერის მიხედვით 8 მაისს, 19:30 საათზე, ფილარმონიის წინ იმართება გრანდიოზული შოუ-კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფლეშმობი და კონცერტი სხვადასხვა პოპულარული ჯგუფების მონაწილეობით.
კონცერტზე იხილავთ ჯგუფებს TSU ART, Kung Fun Junkies, Z for Zulus.
დასწრება თავისუფალია.
თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ყველაფერი არაა და დაგეგმილია სიურპრიზიც, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოა და მხოლოდ 8 მაისს გახდება ცნობილი. რამდენიმე ადამიანს სპეციალური მოსაწვევიც დაურიგდა, მათ შორის მეც:
მაგრამ დანამდვილებით არც მოსაწვევის მქონეებმა იციან რა ხდება, ან რატომ მიიღეს მოსაწვევი. ასე რომ დაველოდოთ 8 მაისს 🙂
გამოხმაურება: Samsung Galaxy S4 – შენი ცხოვრების კომპანიონი | ჩრდილოეთის ციალი