
ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მდებარე აკვარიუმში მყვინთავი არაპაიმასთან ერთად დაცურავს. ის ბრაზილიაში ცნობილია, როგორც პირარუკუ, პერუში კი – პაიჩე. ეს სამხრეთ ამერიკული მეგათევზი მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი თევზია მსოფლიოში. სიგრძეში ხანდახან 3 მეტრზე მეტს აღწევს, წონა კი 180 კგ-მდე ადის.
კატეგორია: სურათები
ბუნების 7 ახალი საოცრება (National Geographic)

სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, იგუასუს ჩანჩქერი მდებარეობს. ნამგალა მთვარის ფორმის ჩანჩქერები ერთ-ერთ გამარჯვებულ ნომინაციაში მოხვდნენ საერთაშორისო გამოკითხვაში, სადაც ხალხი ინტერნეტითა და მობილური ტელეფონით ირჩევდა მსოფლიოს 7 ბუნებრივ საოცრებას.
ისტორიული მოვლენები 1 საუკუნის წინ და ახლა

ფოტოზე აღბეჭდილი ერთი და იგივე შემთხვევები, რომლებსაც ერთმანეთისგან 100 წელი აშორებთ. მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მოხდა 1909 წელს, შედარებულია 1 საუკუნის შემდეგ გამეორებულ ანალოგიურ მოვლენასთან.
დედამიწის ბუნებრივი და ხელოვნური სილამაზეები (National Geographic)

ღამის დუბაის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ელექტროობები ანათებს. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ელვა იკლაკნება, ხოლო იალქნის ფორმისა და 321 მეტრი სიმაღლის სასტუმრო “ბურჯ ალ არაბი” სპარსეთის ყურის ნაპირას მწვანედ ვარვარებს.
როგორ ემზადებიან ჩინელი ბავშვები ოლიმპიადისთვის

ამ ბავშვებს დაუნდობლად ავარჯიშებენ და მთელი მონდომებით წვრთნიან, რათა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩინეთის ანგარიშზე მაქსიმალურად ბევრი ოქროს მედალი დაგროვდეს.
არნოლდ შვარცენეგერის კარიერა ფოტოებში

არნოლდ შვარცენეგერმა დიდი ხანია, ღირსეული ადგილი დაიკავა ჰოლივუდის იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც კინემატოგრაფიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს. პოლიტიკური კარიერის დასრულებისა და ცოლთან სამარცხვინო განქორწინების შემდეგ არნოლდმა გადაწყვიტა, კინოს დაბრუნებოდა. ქვემოთ მოყვანილი ფოტორეტროსპექტივა ბევრისთვის საყვარელი მსახიობის წარსულს ასახავს.
National Geographic: ველური ცხოველების საუკეთესო ფოტოები (2011)

კონკურსის გამარჯვებული ფოტო – ყავისფერი ვარხვები მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სითხისგან არიან გაჟღენთილები. ესპანელმა ფოტოგრაფმა დანიელ ბელტრამ ეს სცენა ლუიზიანას შტატის ქალაქ ფორტ ჯექსონში დააფიქსირა. ზოოლოგმა და ფოტოგრაფმა მარკ კარვარდინმა განაცხადა, რომ სურათმა “უბედური შემთხვევისგან ხელოვნება შექმნა”.
National Geographic: ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო

განაგრძე კითხვა
ჰელოუინის კოსტუმები 1 საუკუნის წინ (National Geographic)

ჰელოუინისთვის გამოწყობილი ნიღბიანი ქალი, რომელიც გორგოლაჭებზეა შემდგარი, სურათისთვის პოზირებს 1910 წელს.
2011 წლის გამარჯვებულები გარემოს ფოტოგრაფიაში

ორი უსუსური ბავშვის ემოციურმა სურათმა ჰონგკონგელ ფოტოგრაფ ჩან კვოკ ჰუნგს 2011 წლის კონკურსში გაამარჯვებინა. ფოტოგრაფის თქმით, “ფოტო გადაღებულია კატმანდუში, ნეპალის დედაქალაქში და მასზე ჩანს ორი ბავშვი, რომლებიც ბებიასთან ერთად ჯართების ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ. ისინი ყოველდღე ეძებენ ხარახურებში რაიმე ისეთს, რასაც შემდეგ გაყიდიან და ცოტაოდენ ფულს იშოვიან საჭმლისთვის. თუკი ვერაფერს იპოვიან, ბებია ძალიან გაუბრაზდებათ. იმ პერიოდში რამდენიმე დღე ვერაფერი იპოვეს და უმცროსს ძალიან შიოდა. ფოტოს გადაღების შემდეგ ბავშვებს ფული და ნამცხვარი მივეცი. მაგრამ ვინ იცის, მომავალში ვინ დაეხმარება მათ..”