ოკეანის გრძელფარფლებიანი ზვიგენი და აკვალანგისტი მყვინთავი ბაჰამის წყლებში
დიდი რაოდენობით ბრომატი – კარცინოგენი, რომელიც ბრომიდისა და ქლორინის მზის სინათლეზე ურთიერთქმედებისას მიიღება – ლოს-ანჯელესში მდებარე აივენჰოს რეზერვუარშიაკვალანგით წყალში ჩასულმა ფოტოგრაფმა დააფიქსირა
მარჯნის რიფებში მოცურავე ზღვის ცხენიჩრდილოეთ პოლუსიდან 1300 კმ-ის მოშორებით სტალაქტიტის მსგავსი ღრუბლები იდღვიბება 140 კმ/სთ სიჩქარის ქარისგან, განთიადის სინათლე კი მათ აპოკალიფსურ იერს აძლევსლიმონის ზვიგენის ნაშიერი მიცურავს მანგროს ფესვებს შორის ბაჰამას წყლებში.
700-ზე მეტ კუნძულთან, სადაც მრავლადაა მანგრო, მარჯნის რიფები და ოკეანური ღრმულები, სრულყოფილი გარემო იქმნება სხვადასხვა სახეობის ზვიგენებისთვისლომვეშაპის თავის ქალა ველური ყვავილების მინდორზე.
ყოველ გაზაფხულს ათასობით ლომვეშაპი ბრუნდება ლომვეშაპის კუნძულებზე (ალასკა) საკვებად, დასასვენებლად და ზოგჯერ სიკვდილისთვისაცლამანტინი დაცურავს მტკნარი წყლის დინებაში ფლორიდაში, კრისტალის მდინარეში. ლამანტინები იბრძვიან გადარჩენისთვის, მათ ემუქრებათ სხვადასხვა სახის საფრთხეები, დაწყებული უკანონო ნადირობიდან, დამთავრებული წყლის მოწამვლით. თუმცა ყველაზე დიდი საფრთხე მაინც თბილი წყლების შემცირებაა, რასაც მათი საბინადროს დაკარგვა მოსდევსმოგზაური სტუდენტები წონასწორობას ვერ იცავენ და გორავენ ნამიბიის ქვიშის დიუნებშიმინესოტას შტატში, მგლების საერთაშორისო ცენტრში, ორი მგელი თოვლში იბრძვის და ერთმანეთს კბენს. ცენტრის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ამ ცხოველებთან დაკავშირებით, გაუღვიძოს ადამიანებს სურვილი, დაეხმარონ მათ გადარჩენაშიმიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ალიგატორის თათი აღჭურვილია ბასრი ბრჭყალებით, ის მიწის სათხრელად უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე მსხვერპლისთვის ზიანის მისაყენებლად