2011 წლის გამარჯვებულები გარემოს ფოტოგრაფიაში


ორი უსუსური ბავშვის ემოციურმა სურათმა ჰონგკონგელ ფოტოგრაფ ჩან კვოკ ჰუნგს 2011 წლის კონკურსში გაამარჯვებინა. ფოტოგრაფის თქმით, “ფოტო გადაღებულია კატმანდუში, ნეპალის დედაქალაქში და მასზე ჩანს ორი ბავშვი, რომლებიც ბებიასთან ერთად ჯართების ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ. ისინი ყოველდღე ეძებენ ხარახურებში რაიმე ისეთს, რასაც შემდეგ გაყიდიან და ცოტაოდენ ფულს იშოვიან საჭმლისთვის. თუკი ვერაფერს იპოვიან, ბებია ძალიან გაუბრაზდებათ. იმ პერიოდში რამდენიმე დღე ვერაფერი იპოვეს და უმცროსს ძალიან შიოდა. ფოტოს გადაღების შემდეგ ბავშვებს ფული და ნამცხვარი მივეცი. მაგრამ ვინ იცის, მომავალში ვინ დაეხმარება მათ..”

UNICEF-ის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ნეპალში 12.6 მილიონი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. გაცილებით მეტი კი იტანჯება შიმშილით და ვერ იღებს განათლებას.

კონკურსის იდეა ლონდონში დაიბადა, მას ყოველწლიურად ატარებს წყლისა და გარემოს მენეჯმენტის ინსტიტუტი (CIWEM). მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოხალისე და ახალბედა, ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებს, რომლებიც “უფრთხილდებიან გარემოს და აფასებენ სოციალურ ღირებულებებს”. 2010 წელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტი ფოტო იყო – დაახლოებით 10 000. მონაწილეობა მიიღეს ფოტოგრაფებმა 105 ქვეყნიდან.

 


ბუნების კატეგორიის გამარჯვებული: ღამის გაელვება ანათებს კაიეტურის ჩანჩქერს, რომელიც ნიაგარაზე 5-ჯერ მაღალია და გაიანაში, კაიეტურის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ფოტოგრაფი ჯეიმს ბროსკომბი.

 


წყალქვეშა სამყაროს კატეგორიის გამარჯვებული: მიტოვებული ნავმისადგომის სვეტები ქმნიან მშვენიერ თავშესაფარს ზედაპირთან მოცურავე თევზებისთვის.

 


“ნიშნები, კიბეები, მიწისქვეშა გადასასვლელი, წამები, უცნობები. შეყვარებული წყვილი ესკალატორზე ადის. ასაკი ემატებათ, მაგრამ მაინც ახალგაზრდად რჩებიან”. ფოტოს ავტორი მეირემ ბულუსეკი.

 


მწვანედ შეფერილი გვირგვინის მქონე მდედრი კოლიბრი მამრზე შეტევისთვის ემზადება. ავტორი ჩაბა ტეკელი.

 


კეიპთაუნში აფრიკული პინგვინები თავს იყრიან ერთად ქვიან სანაპიროზე, როცა ჰოტენტოტის მთის კალთებს ცეცხლი ეკიდებათ. ფოტოგრაფი შემ კომპიონი.

 


პატარა ველური იაპონური მაკაკა. გრაჰამ მორგანის ფოტო.

 


ფოტოგრაფი დუგ პერინი მარლინის სარდინებზე ნადირობას იღებდა, როცა მოპირდაპირე მხარეს მოულოდნელად გამოჩნდა ბრაიდის ზოლებიანი ვეშაპი, გამოემართა დიდი სისწრაფით და შთანთქა ის თევზები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს. ფოტოგრაფმაც თავს უშველა, თუმცა მანამდე სურათის გადაღება მოახერხა.

 


აფრიკული ველური ძაღლები თავს ესხმიან ტახს ჩრდილო ბოტსვანაში. ფოტოგრაფი სუზი ესტერხასი.

 


მაშატუს ნაკრძალში (ბოტსვანა) მამრი ლეოპარდი ცდილობს მიუდგეს და ხელში ჩაიგდოს მაჩვზღარბა. ლეოპარდი მდინარის ნაპირას სიგრილეში ისვენებდა, როცა მაჩვზღარბა გამოჩნდა და სანაპიროზე ამოშვერილი ფესვებით დანაყრება მოინდომა. საბოლოოდ კი ეს შედეგი მიიღო – ველური მტაცებლის ნადირობის ობიექტი გახდა. ავტორი შემ კომპიონი.

 


ჯეიმი ანვინის ფოტოში ჩიტი თოვლიდან ხტება და მიფრინავს.

 


იორკშირში მდებარე ჰოლდერნესის სანაპირო დაზიანებულია ევროპაში უმაღლესი დონის ეროზიით. სანაპიროს სიგრძეა 61 კმ და მიჰყვება რამდენიმე სოფელს, რომლებიც მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. ეროზიის საშუალო სიხშირეა წელიწადში 2 მეტრი. ბევრი სოფელი, რომლებიც სათავეს რომის იმპერიის პერიოდიდან იღებდნენ, ზღვამ შთანთქა. ფოტოგრაფი ნილ ვაითი.

 


უსახლკარო დედა შვილს ამზადებს სკოლაში წასასვლელად, ჯერ კიდევ მძინარე ვაჟი კი მას ეჭიდება. გაუტამ ბასუს ფოტო, ინდოეთი.

 


სწრაფად მოსიარულე კატერი წყალს აპობს. ფოტოს ავტორი ბიორნ ლეირვიკი.

 


ალკუნი წყალში ყვინთავს იმ იმედით, რომ თევზებს დაიჭერს. ფოტოგრაფი ჯო პიტერბერგერი.

 


ნავში მყოფი ბავშვები ნიჩბებს უსვამენ. ჰუი იუ კიმის ფოტო.

 


ფანჯრის მინაზე მჯდომი ზრდასრული მწვანე ხის ბაყაყი. ფოტოგრაფი ტომას პესჩაკი.

 


ბანგლადეშის ქალაქ ტონგში ათასობით მორწმუნე ქუჩაშია გამოსული და ლოცულობს, რამაც ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გზაზე მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ფოტოს ავტორი პრობალ რაშიდი.

 


უშიშარი კრევეტი პირში უძვრება გველთევზას და კბილებს უსუფთავებს. რაიმუნდო ფერნანდეს დიასის ფოტო.

 


მშიერი პელიკანები ბენს მატეს ფოტოზე.

 


სურათის წინა პლანზე ბავშვები თამაშობენ, უკან კი ჩანს, როგორ ბინძურდება ცა ფოლადის გადამამუშავებელი ქარხნის მილებიდან ამოსული კვამლითა და ქიმიკატებით. უკრაინის ქალაქი ენაკიევო, ფოტოგრაფი მიშა ფრიდმანი.

 


რამდენიმეთვიანი გვალვის შემდეგ, რაც ელ ნინოს მოვლენის გამძაფრებამ გამოიწვია, მუშა წმენდს ბუჰისანის კაშხლის მილებს ტალახისა და ნალექისგან, რათა წვიმიანი სეზონის მოახლოებისთის მზად იყოს. ინტენსიური სიცხის გამო კაშხალში წყლის დონე თითქმის ნულამდე დაეცა, რამაც ჭუჭყის დაგროვება და დანაგვიანება გამოიწვია. ფილიპინების ქალაქი სებუ, ფოტოს ავტორი ჩერილ ბანდიკანტოსი.

 


ვარდისფერი ორაგული ებრძვის სწრაფ დინებას, რათა ჩანჩქერიდან გადახტეს და მდინარეში განაგრძოს ცურვა ქვირითის დასაყრელად. ტომას პესჩაკის ფოტო.

 


სანაპიროდან მოგლეჯილ და მოშორებულ მიწის ნაკვეთზე პატარა ბიჭი თამაშობს. ფოტოგრაფი შაბირ ფერდუსი.

 


ბაყაყი პრაირის ველური ბუნების პარკში, ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში. როცა ფოტოგრაფი ეთან უაითკოტონი უფრო მიუახლოვდა, ბაყაყი გადახტა.

 


ახალგაზრდა ზღვის ნიანგი კბენისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფმა ნოამ კორტიერმა კამერა ძალიან მიუახლოვა.

 


ქაღალდის ქარხანა განთიადისას ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში. მარიო პერედას ფოტო.

 
 
_______________________________
* იდეისთვის მადლობა ბექა არაბულს

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s