დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი მოწყობილობა გამოჩნდა – პატარა, შორი მანძილიდან კონტროლირებადი ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია ცრემლსადენი გაზის გამოშვება, ასევე ტყვიებისა და ყუმბარების ტყორცნა. Shadowhawk UAV სიგრძეში დაახლოებით 2 მეტრია, წონით კი – 22 კგ-მდე. შეუძლია 110 კმ/სთ-ის განვითარება, დაფრინავს 2.5 საათის მანძილზე და უმკლავდება 45 კმ/სთ სიჩქარის ქარს. Shadowhawk UAV უკვე გამოიყენეს წარმატებულად სომალელ მეკობრეებთან ბრძოლაში.
კატეგორია: ვიდეო
მეისნერის ეფექტი
მეისნერის ეფექტი – ეს არის ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომლითაც ხელოვნურად მიიღება ანომალია. ამ შემთხვევაში იცვლება მაგნიტური ველის მოქმედების პრინციპი – ერთ-ერთ მაგნიტს ასხამენ თხევად აზოტს და მეორე მაგნიტით ახდენენ ზემოქმედებას.
ჩრდილოეთის ციალი (National Geographic)
ჩრდილოეთის ციალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ფენომენია. National Geographic-მა ეს მოვლენა ნორვეგიაში, სალტენში გადაიღო. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლება გამოსახულების ფორმა, ფერის სიმკვეთრე და ნათება დროის სხვადასხვა პერიოდებში.
ველოსიპედი, რომელიც ტვინით კონტროლდება
მსოფლიოში პირველად შეიქმნა სავარჯიშო ველოსიპედი – Toyota Prius Project Parlee PXP, რომლისთვისაც დონეების შეცვლა ფიქრებით ხდება. მისი გამოყენება ყველას შეუძლია – თავზე იმაგრებთ სპეციალურ, ე.წ. “ნეირონულ” ჩაფხუტს, რომელიც უზრუნველყოფს ტვინიდან წამოსული ტალღების გარდაქმნასა და გადაცემას მექანიზმისთვის.
ილუზია პარიზში
ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ნახაზებია, მაგრამ ადგილის სწორად შერჩევის შემთხვევაში სიტუაცია იცვლება.
ტარება “სიკვდილის კედელზე”
ინდოელი თავზეხელაღებული მძღოლები 9 მეტრი სიმაღლის ე.წ. “სიკვდილის კედელზე” მოტოციკლებსა და მანქანებს ატარებენ 90°-იანი დახრილობით, ზუსტად ისე, როგორც ცირკშია ხოლმე.
ანაკონდას დაბადება
გველების უმრავლესობისგან განსხვავებით, ანაკონდა ცოცხლად შობს ნაშიერს, ზოგჯერ – ერთდროულად 40-ს.
მოჩვენებების ყველაზე ცნობილი ფოტოები და ჩანაწერები

1966 წელს ყოფილმა მღვდელმა რალფ ჰარდიმ ინგლისის ქალაქ გრინვიჩის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ყოფნისას დედოფლის რეზიდენციის განყოფილებაში სპირალურ კიბეს გადაუღო ფოტო. როცა გაამჟღავნა, მოაჯირთან ადამიანის ფორმის გამოსახულება შენიშნა. ექსპერტებმა ნეგატივი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ რაიმე სახის მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს ფოტო ერთ-ერთი ძირითადი ხელმოსაჭიდი იმ თეორიისა, რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ. გადაღების ადგილას არც ისე იშვიათია ნაბიჯების ხმა, კარის უმიზეზოდ გაღება-დახურვა და ბავშვების სიმღერა, როცა ახლომახლო არავინაა. მუზეუმის სტუმრებს ზოგჯერ შეხება ან ბწკენაც კი უგრძვნიათ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ 300 წლის წინ მოახლე გოგონა ამ კიბიდან გადმოაგდეს 15 მეტრი სიმაღლიდან. შეიძლება ამით აიხსნება მუზეუმში პარანორმალური აქტივობა.
ალასკას ზღვის მონსტრი
მასიური არსება, ზომით 6-9 მეტრი და ზურგზე კუზებით – ასეთია იმ მონსტრის მონაცემები, რომელიც შესაძლოა კამერაზე იქნა დაფიქსირებული ალასკას ყურეში ცურვის დროს. ის 2009 წელს გადაიღო ადგილობრივმა მეთევზემ და პოპულარობით მალე დაეწია ცნობილ ლოხ-ნესის მონსტრს. მეცნიერთა აზრით, წყლის ეს ბინადარი შესაძლოა იყოს კადბოროზავრი – ზღვის მსხვილი გველის სახეობა. მართალია, ის ჯერ ხელში ვერ მოიგდეს, მაგრამ ბოლო 2 საუკუნეა, 300-ზე მეტი ადამიანი ირწმუნება, რომ საკუთარი თვალებით იხილა. მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით, კადბოროზავრი სინამდვილეში ფურფუშებიანი ზვიგენი ან მსხვილი გველთევზაა, თუმცა ვიდეოში ამ არსების მოძრაობა თევზისას ნამდვილად არ ჰგავს.
მორიგი იაპონური ნოვაცია – მფრინავი სფერო

იაპონელებმა მას უწოდეს “ფუტურისტული მრგვალი მფრინავი ობიექტი”. ეს არის კალათბურთის ბურთის ზომის რადიოთი კონტროლირებადი შავი სფერო, რომელმაც უნდა შეაღწიოს იქ, სადაც ადამიანებს უჭირთ. მაგალითად, შეფრინდეს მიწისძვრისგან დაზარალებულ შენობებში და შემდეგ უკან გამოფრინდეს.