ადამიანი–ქვიშის საათი


30 წლის რუმინელი მოდელი იოანა სპანგენბერგი 167 სმ სიმაღლისაა, იწონის 38 კგ-ს, წელის გარშემოწერილობა კი 50 სმ-ს შეადგენს. ის ნორმალური წონით დაიბადა, მაგრამ გარდატეხის ასაკში დარღვევა დაეწყო, რასაც ვერაფრით უშველა. როგორც თავად ამბობს, დღემდე აქტიურად მიირთმევს ტკბილეულს, პიცას, კარტოფილ ფრის, ხორცეულსა და სხვა საკვებს, რაც სხვა მოდელებს, როგორც წესი, აკრძალული აქვთ. საქმეს ისიც აუარესებდა, რომ რუმინეთში დღემდე გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ჯანმრთელი ქალი ცოტათი მაინც პუტკუნა უნდა იყოს.

მფრინავი ადამიანები ნიუ-იორკში

ქალაქ ნიუ-იორკში ადამიანის ფორმის 3 ცალი რადიო კონტროლირებადი (RC) სათამაშო თვითმფრინავი გაუშვეს, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ ცაში ადამიანები დაფრინავენ.

ცხოველთა წამება ფერმებში (+15)


ცხადია, ყველა ფერმაში ასე არ ხდება, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით, სამწუხაროდ, არც ისე ცოტაა. ვიდეოში აღბეჭდილი კადრები გაავრცელა ორგანიზაციამ “Mercy For Animals”, მასში კარგად ჩანს ფერმერების მიერ ხბოების, ძროხების, ქათმების მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

რობოტი, რომელიც ახალშობილს ბაძავს


ბავშვის ზომის რობოტი შექმნილია ისე, რომ ზუსტად გაიმეოროს ჩვილის მოძრაობები და მიმიკები, მათ შორის ქვეცნობიერი რეფლექსები.

როგორ გაანადგურა 30-მა კრაზანამ 30 000 ფუტკარი

ნაწყვეტი National Geographic-ის დოკუმენტური ფილმიდან “Hornets From Hell” გიჩვენებთ უნიკალურ შემთხვევას, როცა სულ რაღაც 30-მა აზიურმა კრაზანამ 3 საათში დახოცა 30 000 ევროპული ფუტკარი.

განაგრძე კითხვა

ირანი 1979 წლამდე


როგორი იყო ირანი 1979 წლის რევოლუციამდე, როცა ქვეყანაში მონარქია სუფევდა. შაჰის მმართველობისას ქვეყანა თანამედროვე, უფრო თავისუფალი და პროგრესული იყო. თანაბრად ჰქონდა შერწყმული დასავლური და ტრადიციული ღირებულებები, რაც მას ევრაზიის გამორჩეულ ქვეყნად აქცევდა. ვიდეოში გამოყენებულია გასული საუკუნის 40-იან, 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში გადაღებული ფოტოები.

საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მექსიკელებს გადასანერგი გული დაუვარდათ

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში სამედიცინო თანამშრომლებს ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდათ პოლიციის ვერტმფრენიდან საავადმყოფოში, მაგრამ სიჩქარეში ყუთი ამოუტრიალდათ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ძირს დავარდა. საბედნიეროდ, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ამ ინციდენტს ოპერაციისთვის ხელი არ შეუშლია და პაციენტი ახალი გულით თავს კარგად გრძნობს.

ჩინეთში 30 სართულიანი სასტუმრო 15 დღეში ააშენეს (ვიდეო)

რა შეგიძლიათ გააკეთოთ 360 საათში? ჩინურმა სამშენებლო კომპანია “Broad Group”-მა ზუსტად ამდენი მოანდომა 30 სართულიანი შენობის აგებას ჰუნანის პროვინციაში, დონგტინგის ტბის სიახლოვეს. სიჩქარის მიუხედავად, უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული – სასტუმრო 9 ბალიან მიწისძვრას უძლებს.

ვიეტნამმა პირველი ვიდეოთამაში გამოუშვა

ვიეტნამმა გამოუშვა ვიდეოთამაში სახელად 7554, რომელიც 1954 წელს ფრანგებზე გამარჯვებას ეძღვნება. დასახელება მოდის ისტორიული თარიღიდან – 1954 წლის 7 მაისი. თამაშის პრეზენტაცია ვიეტნამში გასული წლის 16 დეკემბერს მოხდა, ჩრდილო ამერიკაში კი ამა წლის თებერვალშია დაგეგმილი. მისი დეველოპერია კომპანია “Emobi Games”, რომელმაც 7554-ის შესაქმნელად სამი წლის განმავლობაში დაახლოებით $800 000 დახარჯა.

მოგზაურობა დედამიწის გარშემო 5 წუთში (ვიდეო)


17 ქვეყანა, 343 დღე და 6237 ფოტო – ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში