მალაკჰამბი, იგივე მალკჰამბი, ტრადიციული ინდური სპორტია, რომელიც მოიცავს ტანვარჯიშის ილეთების შესრულებას ვერტიკალურად აღმართულ ხის ბოძზე ან მსხვილ თოკზე.
კატეგორია: ვიდეო
ლომი ბავშვის შეჭმას ცდილობს
ჩეიენის მთის ზოოპარკის (კოლორადო, აშშ) მობინადრე დედალი ლომი ამ ერთი წლის ბავშვის შემხედვარე ალბათ ფიქრობდა, რომ სადილი მიუტანეს, თუმცა საბედნიეროდ, მრისხანე კატის ყბებს საკმაოდ სქელი მინის კედლები აკავებს.
ოთხშაბათს მთვარე სისხლისფერი გახდება
ოთხშაბათს, 15 ივნისს, მთვარე ფერს შეიცვლის, ამასთან სრულად დაბნელდება. 2000 წლის შემდეგ ეს იქნება მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება. თუკი ცა მოწმენდილი იქნება, სავსე მთვარე სისხლისფრად გამოჩნდება 100 წუთის განმავლობაში. თუმცა ნასას განცხადებით, ევროპელები გამოტოვებენ დაბნელების საწყის ეტაპს, რადგან ეს შებინდებამდე მოხდება. დაბნელება დაიწყება ბრიტანეთის საზაფხულო დროით 18 სთ 24 წთ-ზე (21:24 თბ. დრ.) და დასრულდება შუაღამით. თუმცა მზე დიდ ბრიტანეთში 21:19-ზე ჩადის. მოვლენის დაკვირვების საშუალება ექნებათ აღმოსავლეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ავსტრალიის მაცხოვრებლებს.
მთვარე სინათლეს მზისგან ირეკლავს. დაბნელების დროს დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე განლაგდებიან და დედამიწის ჩრდილი მთვარეს ფარავს. მზის სინათლე, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, მთვარეს წითელ, ყავისფერ ან შავ ელფერს აძლევს.
Discovery Channel: Time Warp

Time Warp წარმოადგენს “დისქავერის” ცნობილ გადაცემას, რომელიც პოპულარული მეცნიერების ტიპისაა. მისი წამყვანია ჯეფ ლიბერმანი. გადაცემაში მაღალი სიჩქარის კამერით იღებენ ყოველდღიურ მოვლენებს, შემდეგ კი ხდება ამ კადრების შენელება და აშკარავდება, როგორ მოქმედებს ფიზიკის კანონები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, მათ გადაუღიათ წყლის წვეთის დაცემა, აფეთქება, ტყვიის გასროლა, ბალეტის ცეკვა, კუნთების მოქმედება და ა.შ.
განაგრძე კითხვა
მინის დღე (A Day Made of Glass)
მინისა და კერამიკის მწარმოებელი ამერიკული ფირმის, Corning Incorporated-ის საინტერესო ვიდეორგოლი მომავლის საკმაოდ რეალურ ალტერნატივაზე – როგორი იქნება 1 ჩვეულებრივი დღე 1 ჩვეულებრივ ოჯახში.
ჩინელმა მოზარდმა iPad-ის სანაცვლოდ თირკმელი გაყიდა
როგორც ჩინური მედია იტყობინება, 17 წლის ჩინელმა ბიჭმა ინტერნეტით შავ ბაზარზე თავისი ერთ-ერთი თირკმელი გაყიდა, რათა iPad 2-ისთვის საჭირო თანხა ეშოვნა. ოპერაცია არალეგალურად ჩატარდა და აგენტებმა მას 22 000 იუანი ($3,400) გადაუხადეს. აღებული ფულით სტუდენტმა ლეპტოპიც შეიძინა. მისი ქმედებები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დედამისმა შეამჩნია შენაძენი და შვილი იძულებით გამოტეხა.
სამმაგი ბრუნი – ახალი რეკორდი BMX-ში
24 წლის ჯედ მილდონმა ახალი ზელანდიიდან რეკორდი დაამყარა – მან სამმაგი უკანა ფლიპი შეასრულა. ტრიუკს თვალს ადევნებდნენ როგორც მისი მეგობრები და გულშემატკივრები, ისე გინესის წარმომადგენლები, ჯამში 2000 კაცამდე.
რეკორდი მანქანით ნახტომში
ტანერ ფოსტმა რეკორდი დაამყარა – მან მანქანით 332 ფუტზე (დაახ. 101 მეტრი) “ისკუპა”. მისი მანქანა 170 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს, რაც ნახტომისას ფრენის შთაბეჭდილებას ტოვებს. წინა რეკორდთან შედარებით, მანძილის მაჩვენებელი 9.4 მეტრით იყო გაზრდილი.
სარბოლო დაქანებული ბილიკის ასაგებად 500 000 ტონა ფოლადი გამოიყენეს, ასევე 1900 ლიტრამდე ნარინჯისფერი საღებავი.
ძმები გრინჩენკოები – დიდების წუთი
აკრობატი ძმების გამოსვლა რუსულ შოუში. ვიდეოში ძმები აკეთებენ უნიკალურ ილეთს – ერთმანეთზე თავებით დგომას.
День Победы

სიმღერა “День Победы” II მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ რუსულ სიმღერათაგან ყველაზე ცნობილია. ის დაიწერა სპეციალურად გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ – 1975 წელს. გამოირჩევა მარშირებისთვის დამახასიათებელი მხნე ინტონაციით.
განაგრძე კითხვა