ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ნახაზებია, მაგრამ ადგილის სწორად შერჩევის შემთხვევაში სიტუაცია იცვლება.
კატეგორია: გასართობი
ტარება “სიკვდილის კედელზე”
ინდოელი თავზეხელაღებული მძღოლები 9 მეტრი სიმაღლის ე.წ. “სიკვდილის კედელზე” მოტოციკლებსა და მანქანებს ატარებენ 90°-იანი დახრილობით, ზუსტად ისე, როგორც ცირკშია ხოლმე.
ზვიგენი VS რვაფეხა
რა ხდება მაშინ, როცა წყნარი ოკეანის ორი მტაცებელი მონსტრი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება?
ცხოველური მორალი?
მონაკვეთი National Geographic-ის ყველაზე საოცარი მომენტებიდან. იმპალა ნიანგის ყბებში აღმოჩნდება, მაგრამ ჰიპოპოტამი მას ეხმარება. უბრალოდ ინსტინქტი თუ ცხოველების მორალი?
Google Street View: საუკეთესო კადრები

Google Street View არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება გუგლის რუკებსა (Google Maps) და გუგლის დედამიწაში (Google Earth). მოქმედების პრინციპი ასეთია: “გუგლის” კუთვნილი მანქანები მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, ქუჩებში იღებენ ფოტოებს, შემდეგ კი ქმნიან პანორამულ სურათებს. პროექტი ამოქმედდა 2007 წელს და მოიცავდა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, შემდგომში კი გაფართოვდა და სხვა ქვეყნებსაც მოედო. ცხადია, ამ პერიოდში “გუგლის” კამერებს საინტერესო კადრებიც აქვთ დაჭერილი.
BBC -– პლანეტა დედამიწა
BBC-ის დოკუმენტური სერიალის, “პლანეტა დედამიწის” (Planet Earth) ტრეილერი. საკმაოდ ლამაზი ვიდეოა, სადაც დედამიწის ლამაზი ადგილები და ველური სამყაროს მშვენიერება მოსჩანს.
ინტერნეტ მემე: Nyan Cat

ნიან კატა (Nyan Cat) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მემე ინტერნეტ-სივრცეში. თავდაპირველად ის გამოჩნდა, როგორც 8 ბიტიანი ფერადი ანიმაციური GIF, შემდეგ კი ვიდეოც გაკეთდა და ფონად დაედო რემიქსი სიმღერისა “Nyanyanyanyanyanyanya!”.
უბრალოდ ლამაზი ფოტოები National Geographic-ისგან

გედი ვაიომინგის ტბაში. ლურჯი ფერი ითვლება ცივ ფერად. როცა სცენაზე ლურჯი ფონი ჭარბობს, ჟრჟოლას გვგვრის. მაგრამ წითლის ან ყვითლის ერთმა ნაკადმა შეიძლება შეარბილოს და ჩვენი რეაქციაც შეცვალოს.

