ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავისა და ნისლეულის წყვილი დააფიქსირა

Star surrounded by nebula
ფოტოზე ხედავთ გამორჩეულ წყვილს: ვარსკვლავი, სახელად Hen 2-427 – უფრო მეტად ცნობილი, როგორც WR 124 – და ნისლეული M1-67, რომელიც გარს არტყია მას. ორივე კოსმოსური ობიექტი, რომლებიც ნასას ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღბეჭდა, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობენ 15 000 სინათლის წლის მოშორებით.

ვარსკვლავი Hen 2-427 სურათის ცენტრში მდებარეობს და საოცრად კაშკაშებს, მის გარშემო კი ცხელი აირის გროვებია, რომლებიც კოსმოსში 150 000 კმ/სთ სიჩქარით გამოიტყორცნებიან.

Hen 2-427 წარმოადგენს ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავს, რასაც სახელი ეწოდა ასტრონომების ჩარლზ ვოლფისა და ჯორჯ რაიეს მიხედვით. ვოლფ-რაიე სუპერცხელი ვარსკვლავებია, რომლებიც მასის აქტიური გამოტყორცნით ხასიათდებიან.

ნისლეული M1-67 სავარაუდოდ მაქსიმუმ 10 000 წლისაა – რაც ასტრონომიული მასშტაბებით ბავშვად აქცევს მას – თუმცა ამის მიუხედავად საოცრად ლამაზ და მომხიბლავ ხედს ქმნის.

NASA

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s