საცურაო აუზი 55 სართულიანი სასტუმროს სახურავზე


თუკი ამ საცურაო აუზში განავარდება გადაწყვიტეთ, აუცილებელია, სიმაღლის შიში დაძლეული გქონდეთ – ის 55 სართულიანი სასტუმროს სახურავზე მდებარეობს სინგაპურში 🙂

თუმცა ამ აუზში ცურვა არც ისეთი საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთ სურათზე ისე გამოიყურება, თითქოს მის იქით არაფერია და წყალი ჰორიზონტს სცდება, მაგრამ რეალურად წყალი იღვრება სპეციალურ წყალსაკრებ არეში, საიდანაც შემდგომ ისევ აუზში ბრუნდება. მისი სიგრძე 150 მეტრია, რაც ოლიმპიური აუზის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება და დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამის გამო სინგაპურული აუზი ღია ცის ქვეშ მდებარე აუზებს შორის ყველაზე მასშტაბურია.

აუზი შთამბეჭდავ, გემის ფორმის ნაგებობაზე, ე.წ. SkyPark-ზე მდებარეობს, რომელიც, თავის მხრივ, სამ მაღალ კოშკზეა განლაგებული. ამის შემდეგ გასაკვირი არაა, რატომ იზიდავს სასტუმრო უამრავ ადამიანს და რატომ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი. ის ასევე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა, მისი მშენებლობა 6.3 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, მთლიანობაში კი პროექტის დასრულებამდე 8 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

2561 ოთახიანი სასტუმრო მდებარეობს ცნობილ კურორტზე Marina Bay Sands. პროექტის ავტორია კომპანია “Las Vegas Sands”. ღამის გათევა აქ მინიმუმ $553 დაგიჯდებათ. ოფიციალურად ის 2010 წლის 23 ივნისს გაიხსნა დაიანა როსის კონცერტით.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ტიტულს ატარებდა ქალაქ აბუ-დაბში მდებარე ,,ემირატების სასახლე”, რომლის აშენებაც 3.1 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა და 2004 წელს გაიხსნა. მაგრამ შიდა არხებით, ხელოვნების მდიდრული ნიმუშებით, ღია ცის ქვეშ მდებარე მოედნით, კონვენციის ცენტრით, თეატრით, კრისტალური პავილიონით, ლოტოსის ყვავილის ფორმის მუზეუმითა და რა თქმა უნდა, გასაოცარი აუზით ,,მარინა ბეიმ” ეს ტიტული ულაპარაკოდ მიისაკუთრა.

SkyPark-ში მდებარე აუზი, რომელიც სახურავზეა განლაგებული, სამ მაღალ შენობაზე გადის, მთლიანი სიგრძით ეს პლატფორმა ეიფელის კოშკის სიმაღლესაც კი აჭარბებს. მსგავს ნაგებობებში ის ერთ-ერთი უგრძესია მსოფლიოში. აუზს ცირკულაციის ორი სისტემა აქვს – პირველი მათგანი, ჩვეულებრივი აუზის მსგავსად, წყლის გაფილტვრასა და გათბობას ემსახურება, მეორე კი გადმოღვრილი წყლის გასუფთავებასა და შემდეგ უკან დაბრუნებაზეა პასუხისმგებელი.

პროექტის დიზაინერია მოშე სადფი.

კლიენტებს შეუძლიათ შიდა არხებში გაისეირნონ სამპანის ტიპის ნავებით, რომლებიც მე-17 საუკუნის ტრადიციული ჩინური დიზაინითაა აგებული.

სასტუმროს მფლობელებმა 5 ცნობილი ხელოვანი დაიქირავეს და შენობა თავიანთი შემოქმედებით გააფორმებინეს. მათ შორისაა ბრიტანელი მოქანდაკის ენტონი გომლის 40 მეტრიანი სკულპტურა, რომელიც დამზადდა 16 100 ცალი ფოლადის ღეროსგან. მთლიანობაში მისი წონა 14.8 ტონაა და დასამონტაჟებლად 60 ადამიანის დახმარება გახდა საჭირო.

კურორტზე 10 000 ადამიანია დასაქმებული და მისი წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. კაზინოში შესვლა $100 ღირს, 1 წლიანი საშვი კი – $2000. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას გახსნის მომენტიდან ყოველდღე დაახლოებით 25 000 ადამიანი სტუმრობდა და ეს რიცხვი თანდათან იზრდება, ადვილი მისახვედრია, რომ მხოლოდ შესვლის გადასახადით კურორტი უზარმაზარ მოგებას ნახულობს (მთლიანობაში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი წელიწადში). თავად კაზინო კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია – ის 8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.


 

 

 
 

ფეისბუქის გვერდზე ბევრს მოეწონა National Geographic-ის ფოტო, აწი ისტორიაც ეცოდინებათ 🙂

Advertisements

5 responses to “საცურაო აუზი 55 სართულიანი სასტუმროს სახურავზე

  1. cucqira 05/02/2012, 8:41 PM

    აქ უნდა აბანაო ისეთი ვინმე ვისაც წყლისაც ეშინია და სიმაღლისიც 😀

    Like

  2. faifuris angelozi 07/02/2012, 3:46 AM

    სხვათაშორის ნომრის ღირებულება როგორც მახსოვს შედარებით იაფია ვიდრე აქ წერია. ახლა დაზუსტებით არ მახსოვს მაგრამ ოქტომბერში უცხოელმა მეგობარმა რეკომენდაცია გაუწია ამ სასტუმროს და ჩემი გამოთვლით ძვირი არ ჯდებოდა.
    პ.ს. ყოველთვის მომწონდა ეს შენობა და მინდა აქაც გვქონდეს სმგავსი.

    Like

  3. Z E I T G E I S T 11/02/2012, 2:06 AM

    მსოფლიოს თანამედროვე საოცრებათა რიცხვში თუ შედის ნეტა?

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: