კრევეტი, რომლის მოხარშვაც შეუძლებელია


მეცნიერები წააწყდნენ კრევეტის აქამდე უცნობ სახეობას, რომლის საბინადრო არეალშიც წყლის ტემპერატურა 4-ჯერ აღემატება დუღილისას. ეს უცნაური არსება ზღვის დონიდან ნებისმიერ სხვა კრევეტზე უფრო დაბლა ბინადრობს.

ბრიტანელი მეცნიერები კარიბის ზღვის ფსკერის მიდამოში კვლევას აწარმოებდნენ და 5000 მეტრის სიღრმეზე ვულკანურ აქტივობასა და წყალქვეშა დინებებს იკვლევდნენ. ამ არეალში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 450°C-ს შეადგენს.

კარიბის ზღვის ფსკერთან ერთ-ერთ ბზარში არსებობს ვულკანური დინება, რომელიც ცნობილია, როგორც “შავი მწეველი”. მისგან მინერალებით მდიდარი წყალი გამოიტყორცნება ისეთი სიმძლავრით, რომ ზედა მიმართულებით 1 კილომეტრზე მეტ მანძილზე ადის. ასეთი ექსტრემალური პირობების მიუხედავად, ვულკანის სიახლოვეს აქამდე უცნობი სახეობების ათასობით კრევეტი ბინადრობს, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს.

6 მეტრის სიმაღლის მინერალებით მდიდარი დინების გარშემო ფერმკრთალი კრევეტები ჯგუფებად იკრიბებიან ხოლმე – 1 კვადრატულ მეტრზე ზოგჯერ 2000 მათგანია თავმოყრილი. კრევეტებს არ გააჩნიათ ნორმალური მხედველობა, ამის ნაცვლად მათ სხეულის უკანა მხარეს სინათლის აღსაქმელი ორგანო აქვთ, რომელიც ღრმა წყლებში ნავიგაციაში ეხმარებათ.

მკვლევარებმა უცნობ კრევეტს Rimicaris hybisae უწოდეს. ის ენათესავება სახეობა Rimicaris exoculata-ს, რომელიც ასევე ღრმა წყლებში ბინადრობს 4000 კმ-ის მოშორებით, შუა ატლანტის რეგიონში.

მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ საუთჰემპტონის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრის ზღვის გეოქიმიკოსი, დოქტორი დუგ კონელი და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგი, დოქტორი ჯონ კოპლი.

ექსპედიციისას მეცნიერებმა წყალქვეშ რობოტი ჩაუშვეს, რათა წყლის სიღრმეები უკეთ შეესწავლათ. აღმოჩნდა, რომ ხვრელებიდან ამოიფრქვევა ნაკადები, რომლებიც უჩვეულოდ მდიდარია სპილენძით და ნაკადი 4-ჯერ უფრო მაღლა ადის, ვიდრე სხვა რეგიონში მდებარე მსგავსი ხვრელებიდან. მეცნიერებმა ვერ მოახერხეს ტემპერატურის უშუალოდ გაზომვა, თუმცა ეს ორი რამ ადასტურებს, რომ აქ სიმხურვალე 450°C-ს აღემატება.

დინებებთან ასევე მიაკვლიეს თეთრი საცეცების მქონე ფრინტებს, რომელთა რაოდენობაც ასეულობით იყო. დოქტორმა კოპლიმ განაცხადა: “ამ დინებებში ასეთი არსებების შესწავლა და სხვა სახეობებთან შედარება გვეხმარება გავიგოთ, როგორ ვითარდებიან და ვრცელდებიან ცხოველები ოკეანის სიღრმეებში.”

რეგიონში ასევე მდებარეობს წყალქვეშა მთა, სახელად დენტი, რომელიც ფსკერიდან 3 კმ-ის სიმაღლეზეა აღმართული. მის ფერდებზე ჰიდროთერმულ დინებებს წააწყდნენ, რაც მეცნიერთათვის სრული სიურპრიზი იყო. “ცხელი და მჟავური ნაკადები ასეთ არეალში არასდროს აღმოუჩენიათ. როგორც წესი, მსგავს რეგიონებში არც კი ვეძებთ ჰიდროთერმულ წყლებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენტის მსგავსი მთები ოკეანეებში საკმაოდ ხშირია, ღრმა ზღვის დინებები შესაძლოა, უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა.”

დენტის მთის დინებებთანაც უხვად არიან კრევეტების ახალი სახეობები, ასევე გველის მსგავსი თევზები, აქამდე უცნობი ლოკოკინები და რწყილის ფორმის კიბოსნაირები, რომელთაც ამფიპოდები ეწოდებათ.

ამჟამად არეალს აშშ-ის ექსპედიცია იკვლევს, ხოლო ბრიტანელი მეცნიერები 2013 წელს ესტუმრებიან ხელმეორედ და ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრის შორიდან მართვად წყალქვეშა აპარატს ჩაუშვებენ, რომელსაც 6000 მეტრის სიღრმეზე შეუძლია ნავიგაცია.

Advertisements

One response to “კრევეტი, რომლის მოხარშვაც შეუძლებელია

  1. cucqira 16/01/2012, 9:55 PM

    შეწვით ხო შეიწვება? 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: