National Geographic-ის ტოპ 10 აღმოჩენა


ოკეანოგრაფმა რობერტ ბალარდმა 1977 წელს National Geographic-ის დაფინანსებითა და წყალქვეშა ნავ “DSV Alvin”-ით ატლანტის ოკეანეში, გალაპაგოსის ბზარში, ჰიდროთერმული ხვრელები აღმოაჩინა. სწორედ ამ ადგილას პირველად წააწყდნენ სიცოცხლის ისეთ ფორმებს, რომლებიც დამოკიდებულნი არ იყვნენ ფოტოსინთეზზე.

ამ ამბავთან დაკავშირებით National Geographic-ის სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ბუნების დაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ფრანცისმა განაცხადა: “ხალხი სათანადოდ ვერასდროს აფასებს იმ აზრს, რომ პლანეტაზე ჯერ კიდევ არსებობს სიცოცხლის ისეთი უნიკალური ფორმები, რომელთა აღმოჩენაც წინ გველის.”

National Geographic-ის მიერ გრანტის გაცემა პირველად 1890 წელს მოხდა. 2 წლის National Geographic-მა გადაწყვიტა საკვლევი პროგრამის წამოწყება, რომელიც გაზრდიდა დედამიწის შესახებ გეოგრაფიულ ცოდნას. გრანტი გამოიყო კანადაში მდებარე სენტ ელიასის მთის შესასწავლად. ექსპედიციის მონაწილეებს მალე უკან გამობრუნება მოუხდათ საშინელი ამინდისა და ზვავების გამო, თუმცა ხელთ მდიდარი სამეცნიერო მასალა ეპყრათ, მათ შორის კანადის უმაღლესი მწვერვალის, ლოგანის მთის, პირველი დოკუმენტური აღწერა.

1890 წლიდან გაცემული გრანტები მთლიანობაში 153 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. რამდენიმე კომიტეტი, რომლებიც შედგება თავიანთ დარგში პროფესიონალი ადამიანებისგან, ყოველწლიურად ათასზე მეტ განცხადებას განიხილავს და დაახლოებით მესამედს აფინანსებს.

 


1961 წელს პრიმატოლოგმა ჯეინ გუდოლმა National Geographic-ის მეშვეობით წამოიწყო შიმპანზეების ერთ-ერთი პირველი სერიოზული კვლევა. ჯეინმა აღმოაჩინა, რომ ამ არსებებს ადამიანის მსგავსად შეუძლიათ სამუშაო იარაღის გაკეთება (ვრცლად – რამდენად ჭკვიანები არიან მაიმუნები?).

“ერთი რამ, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის ჯეინ გუდოლის შესახებ, არის ის, რომ დღევანდელთან შედარებით – როცა ყურადღებას ვაქცევთ მსურველთა მეცნიერულ წარსულს – ჯეინი გამოუცდელი იყო. მაგრამ მას გააჩნდა ენთუზიაზმი და ცნობისმოყვარეობა, რამაც National Geographic-ის მაშინდელი ლიდერების სიმპათია გამოიწვია”, ამბობს ფრანცისი.

 


სურათზეა მთაზე მდებარე ინკების ლეგენდარული ქალაქი მაჩუ-პიქჩუ პერუში. ის 1911 წელს აღმოაჩინა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჰირამ ბინგჰამმა, როცა National Geographic-ის დაფინანსებით გათხრებს აწარმოებდა.

“ინკების კულტურის ეს ნაწილი სრულიად უცნობი იყო დასავლური სამყაროსთვის. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი და სარისკო წამოწყება არქეოლოგიის სფეროში, რომელიც შემდგომ National Geographic-ის ემბლემად იქცა”, განაცხადა ფრანცისმა.

 


ორი მეცნიერი, მათ შორის National Geographic-ის გრანტის მფლობელი ჩესტერ ბრაუნი (ცენტრში) ზომავს მსოფლიოში უმაღლესი წითელმერქნიანი ხის გარშემოწერილობას რედვუდ კრიკში, კალიფორნიის შტატში, 1960-იან წლებში. 1963 წელს ბრაუნმა დაფინანსება მიიღო, რამაც რედვუდის ეროვნული პარკის დაარსებაში შეუწყო ხელი.

 


ადმირალი რიჩარდ ბაირდი მზის კომპასს ამოწმებს ანტარქტიდაზე ყოფნის დროს. 1929 წელს კომპასითა და National Geographic-ის დროშით ხელში ბაირდი 4 თანმხლებ პირთან ერთად გახდა პირველი ადამიანი, ვინც სამხრეთ პოლუსს გადაუფრინა. ჯგუფმა ზემოდან სურათები გადაუღო 155 000 კვ. კმ-ის ზომის ტერიტორიას.

 


ოკეანეების მკვლევარი ჟაკ-ივ კუსტო პოზირებს თავის ერთ-ერთ წყალქვეშა საკვლევ ხომალდთან – ლამბაქის ფორმის უსაჭო მექანიზმთან. 1952 წლიდან მოყოლებული კუსტომ National Geographic-ისგან მთლიანობაში 37 გრანტი მიიღო და ჟურნალის მეშვეობით მკითხველებს ფოტოებითა და სიტყვებით მოუთხრობდა ათობით წყალქვეშა მოგზაურობის შესახებ. კუსტოს მემკვიდრეობას ამჟამად აგრძელებს ზღვის ეკოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი ენრიკ სალა.

 


პალეონტოლოგები ლუი და მერი ლიკები კენიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნამარხებს ამოწმებენ. ადრეული ადამიანების ნაშთებისა და ევოლუციური მტკიცებულებების ძიება მეცნიერი ცოლ-ქმრის, მათი ვაჟის რიჩარდის, რძლის მივისა და შვილიშვილის ლუისის მიერ წარმატებით დასრულდა. 1960 წლიდან მოყოლებული ოჯახმა National Geographic Society-ისგან 76-ჯერ მიიღო დაფინანსება.

 


ჩიკაგოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნილ შუბინი ტიკტაალიკის რეკონსტრუქციასთან პოზირებს. ტიკტაალიკი 2004 წელს აღმოაჩინეს National Geographic-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ის 375 მილიონი წლის თევზია და მეცნიერთა აზრით, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც წყლიდან ხმელეთზე გადმოვიდა.

National Geographic-ს უთვალავი იდეა აქვს დაფინანსებული პალეონტოლოგიის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის დინოზავრების უცნობი სახეობების ძიება თითქმის ყველა კონტინენტზე.

 


კარტოგრაფები ბრიუს ჰიზენი და მერი თარპი ყურადღებით აკვირდებიან ოკეანის ფსკერის რუკას. ეს რუკა მათ National Geographic-ის დახმარებით შეადგინეს და თავის სფეროში პიონერი იყო. ეს ახალი საფეხური გახლდათ ძალიან დიდი წინსვლა და კრეატიული ნაბიჯი კარტოგრაფიაში. მისი მეშვეობით უამრავმა ადამიანმა დაინახა, რომ ოკეანის სიღმეებს დიდი ხნის ისტორია აქვთ.

 


მექსიკელ მეგზურს ახურავს ქუდი, რომელიც მორთულია მონარქი პეპლებით. 1975 წელს National Geographic-ის ფონდი დაეხმარა ბიოლოგ ფრედ ურკჰარტს, აღმოეჩინა პეპლების ზამთრის ადგილსამყოფელი.

National Geographic-ი აგრძელებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა არსებების მიგრაციული თავისებურებების გარკვევას. მათ შორისაა ზოოლოგ მარტინ ვიკელსკის შრომები. მარტინი მინიატურულ რადიოგადამცემებს იყენებს ფრინველებისა და მწერების გადაადგილებაზე დასაკვირვებლად.

“ჩვენ თავს ვუყრით ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები არიან, ვმართავთ დიალოგებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე”, ამბობს ჯონ ფრანცისი. “ბევრისთვის National Geographic-ი უბრალოდ მედია საშუალებას წარმოადგენს, მაგრამ ვინც კითხულობს ჩვენს ჟურნალს, უყურებს ჩვენს გადაცემებს, ხედავენ სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ბუნების დაცვის სფეროში ჩატარებული პროექტების მხარდაჭერას ჩვენს მიერ.”

Advertisements

One response to “National Geographic-ის ტოპ 10 აღმოჩენა

  1. Gobernador Panza 12/12/2011, 1:16 PM

    საინტერესო პოსტია, მომეწონა ))

    ფელამუში

    კუსტოს ოდისეა, როგორ მახსოვს რა ინტერესით ვუყურებდი ხოლმე. მან გამოიყენა ჟანგბადის რეზერვუარები (ჟანგბადის ბალონები). მანამდე მილით ეშვებოდნენ წყალში…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: