National Geographic: არქტიკა ზემოდან On 01/08/201101/08/2011 By CharliusIn ბუნება & სამყარო, სურათები, National Geographic ალასკაში მდებარე ინისკინის მდინარე, რომელიც სარკის გრძელ ზოლს მოგვაგონებს, ჩაედინება იმავე დასახელების ყურეში. აისბერგები და რიყის ქვები ქმნიან კუნძულებს ალასკას წითელი მყინვარის აუზში. თოვლმავლისგან დატოვებული ჯვარედინი ხაზები ტბორის ზედაპირზე შვედეთის ქალაქ კირუნაში. ოსლოს სამხრეთით მდებარე ლანგოიას კუნძული, რომელიც ზემოდან მხატვრის პალიტრას ჰგავს. ბოთნიის უბე და მასთან მდებარე შვედეთის ქალაქი კარლსბორგი, რომელშიც მრავლადაა ხე-ტყის საწყობები. ამერიკული ცხენ-ირემი და მისი ხბო ნაკვალევს ტოვებენ კანადის ქალაქ ინუვიკის სუფთა თოვლიან ზედაპირზე. შავი ღრუბლები უახლოვდებიან დასავლეთ ისლანდიის ყინულითა და თოვლით დაფარულ მთებს. თოვლმავლისგან დარჩენილი კვალი მოყინულ ზედაპირზე ფინეთის ქალაქ ენონტეკიოში. კანადაში, ჩერჩილის კონცხზე, პოლარული დათვი ლამინარიით დაფარულ მიწაზე ისვენებს. მზის სინათლე აბრჭყვიალებს ნეაკოლას მდინარის ნაპირებს ალასკაში. ალასკას ვიწრო უბეში მოლუსკების მაძიებელი ვახშმისთვის ნუგბარს აგროვებს. გააზიარეClick to share on Facebook (Opens in new window)Click to share on Twitter (Opens in new window)Click to share on Skype (Opens in new window)Click to share on WhatsApp (Opens in new window)Click to share on Tumblr (Opens in new window)Click to share on Pinterest (Opens in new window)Click to share on LinkedIn (Opens in new window)Click to share on Reddit (Opens in new window)Click to share on Pocket (Opens in new window)Click to share on Telegram (Opens in new window)Click to email a link to a friend (Opens in new window)Click to print (Opens in new window)Like this:Like იტვირთება. . . Related