National Geographic: არქტიკა ზემოდან On 01/08/201101/08/2011 By CharliusIn ბუნება & სამყარო, სურათები, National Geographic ალასკაში მდებარე ინისკინის მდინარე, რომელიც სარკის გრძელ ზოლს მოგვაგონებს, ჩაედინება იმავე დასახელების ყურეში. აისბერგები და რიყის ქვები ქმნიან კუნძულებს ალასკას წითელი მყინვარის აუზში. თოვლმავლისგან დატოვებული ჯვარედინი ხაზები ტბორის ზედაპირზე შვედეთის ქალაქ კირუნაში. ოსლოს სამხრეთით მდებარე ლანგოიას კუნძული, რომელიც ზემოდან მხატვრის პალიტრას ჰგავს. ბოთნიის უბე და მასთან მდებარე შვედეთის ქალაქი კარლსბორგი, რომელშიც მრავლადაა ხე-ტყის საწყობები. ამერიკული ცხენ-ირემი და მისი ხბო ნაკვალევს ტოვებენ კანადის ქალაქ ინუვიკის სუფთა თოვლიან ზედაპირზე. შავი ღრუბლები უახლოვდებიან დასავლეთ ისლანდიის ყინულითა და თოვლით დაფარულ მთებს. თოვლმავლისგან დარჩენილი კვალი მოყინულ ზედაპირზე ფინეთის ქალაქ ენონტეკიოში. კანადაში, ჩერჩილის კონცხზე, პოლარული დათვი ლამინარიით დაფარულ მიწაზე ისვენებს. მზის სინათლე აბრჭყვიალებს ნეაკოლას მდინარის ნაპირებს ალასკაში. ალასკას ვიწრო უბეში მოლუსკების მაძიებელი ვახშმისთვის ნუგბარს აგროვებს. გააზიარე: Share on Facebook (Opens in new window) Facebook Share on X (Opens in new window) X Share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp Share on Tumblr (Opens in new window) Tumblr Share on Pinterest (Opens in new window) Pinterest Share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn Share on Reddit (Opens in new window) Reddit Share on Pocket (Opens in new window) Pocket Share on Telegram (Opens in new window) Telegram Email a link to a friend (Opens in new window) ელფოსტა ბეჭდვა (Opens in new window) ბეჭდვა Like იტვირთება. . . Related