დღეს 25 წელი შესრულდა ჩერნობილში მომხდარი კატასტროფიდან. ალბათ იცით, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გარშემორტყმულია 30 კმ-იანი დამცავი ზონით, რომლის გადასაკვეთადაც სპეციალური ნებართვაა საჭირო. მაგრამ მეორე საკითხია, ბევრი მოინდომებს კი ზონის გადაკვეთას?
თუკი კიევიდან მოდიხართ, უნდა გაიაროთ დიტიატკის პუნქტი, სადაც თქვენი საბუთები ყურადღებით შემოწმდება.
ქარხნიდან არც ისე შორს სახანძრო განყოფილებაა, ასევე ძეგლი იმათ პატივსაცემად, ვინც კატასტროფის პირველ საათებსა და მომდევნო დღეებში ცეცხლს აქრობდა.
მეორე ტრაგედია ჩერნობილში დატრიალდა 1986 წლის შემოდგომაზე. ქარხნის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა, შემთხვევით კაბელებს გამოედო და მიწას დაენარცხა. მასში მყოფი 4 კაციანი ეკიპაჟიდან ყველა დაიღუპა. ეს მათი მემორიალია.
ეს კი ავარიის ვიდეო:
ასეთი საგზაო ნიშნები ჩერნობილის ზონაში მრავლადაა. ისინი ინფორმაციას გვაძლევენ გამოსახლებულ მობინადრეებზე: მათი სახელები, რაოდენობა, გასახლების თარიღი და ადგილი.
პრიპიატის შესასვლელთან მდებარე მონუმენტი. ტერიტორიაზე რადიაციის ფონი აჭარბებს დასაშვებ ზღვარს.
პრიპიატში შესვლამდე დოკუმენტებისა და საშვის შემოწმება კიდევ ერთხელ უნდა გაიაროთ. თუკი პრიპიატში პირველად ხართ, შეიძლება უსიამოვნოდ იმოქმედოს დაცარიელებულმა ქუჩებმა, მიტოვებულმა სახლებმა, რომელთა ფანჯრები ჩამსხვრეულია. საუკუნის მეოთხედის განმავლობაში აქ არავის უცხოვრია და არც არავინ იცხოვრებს. ეს არის ქალაქი-მოჩვენება, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაფერი დროებითი და წარმავალია.
რეკრეაციული ცენტრი და ადამიანის სილუეტის ნახატები მის კედლებზე. მსგავს ნახატებს ბევრგან ნახავთ – კედლებზე, სახურავზე, იატაკზე, აუზში. ისინი ქალაქში მოხეტიალე მოჩვენებებს გვანან. ისინი მოსკოველი, კიეველი და ბერლინელი მხატვრების ნამუშევრებს წარმოადგენენ. მათ ამჟამად პრიპიატში შესვლა ეკრძალებათ, თუმცა ნახატები ისევ ადგილზეა.
საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ იმპერიის ემბლემა ისევ ამშვენებს შენობას.
მოედანი რეკრეაციული ცენტრის წინ.
ვერტმფრენის პილოტები, რომლებსაც რადიაციული ნარჩენები გაჰქონდათ.
პარკის ხედი სახურავიდან. ეშმაკის ბორბალი უნდა ამუშავებულიყო 1986 წლის 1-ლ მაისს.
სასტუმროს სახურავი.
ქალაქიდან უახლოეს სადგურამდე დაშორება 3 კმ-ია. კატასტროფის მეორე დღეს ხალხი აივნებსა და სახურავებზე ირუჯებოდა ისე, რომ არაფერი იცოდნენ რადიაციის შესახებ.
პარკში მანქანები აღარ ელიან პატარა მძღოლებს..
ასფალტის ნახეთქებიდან ხეები ამოდის. რამდენიმე ათწლეულში ქალაქი გამწვანდება.
ქალაქის აუზი. როგორც ამბობენ, პრიპიატი ძალიან კარგი ქალაქი იყო უამრავი სკოლით, საბავშვო ბაღით, სპორტული ცენტრებითა და მაღაზიებით.
ახლა კი ტერიტორია საშიშია არამარტო საცხოვრებლად, არამედ დროის მცირე პერიოდით გასაჩერებლადაც კი.
სკოლა ჩერნობილში.
განადგურებული და მიტოვებული საკლასო ოთახები. რვეულები ჯერაც არ დამპალა.
25 წლის წინანდელი ნაწერები ფიზიკის გაკვეთილისა. მარჯვნივ და ქვემოთ უფრო თანამედროვე წარწერაა: “05.09.2008. ტანია ვლადიმიროვა სწავლობდა აქ. ჩვენი პირველი მსხვერპლი. ჩვენ გვახსოვს ის.” სავარაუდოდ წარწერა მის კლასელებს ეკუთვნით.
სკოლის ცარიელი დერეფანი. 25 წელია, აქ ბავშვებს არ ურბენიათ.
ლიკვიდატორ-პილოტები. 1986 წლის მაის-ივნისში მათ რამდენიმე ასეული ფრენა განახორციელეს კატასტროფის ადგილზე, ახდენდნენ დაკვირვებას. ორივე მათგანი წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. სამხედრო პენსიას კი 93 რუბლი ($3.1) დაემატა.
ლიკვიდატორთა მიმართ მიძღვნილი მონუმენტი ჩერნობილის აესის სარკოფაგთან დგას. ეს ადგილიც არც ისე სუფთაა რადიაციულად.
ზონიდან გასვლისას ავტომობილები გადიან რადიომეტრულ კონტროლს.
ისევე როგორც მგზავრებს ამოწმებენ დეტექტორებით.
რადიაცია ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ზოგი მაშინვე იღუპება, ზოგი ავად ხდება, ზოგი კი ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას.
ეს ქალბატონი არის ანა ზავოროტნია, 78 წლის. ის ჩერნობილის ზონიდან 30 კმ-ის მოშორებით ცხოვრობს. 1986 წელს ხალხის ევაკუაცია დაიწყო, მაგრამ ბევრი მათგანი უკან გაბრუნდა. მათ შორის იყო ანაც. ამჟამად მისნაირად დაახლოებით 200 ადამიანი ცხოვრობს. ქალბატონი ანა პარალიზებულ დას უვლის. ქმარი და ვაჟი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა.
25 წელი აქ ცხოვრება საკმაოდ ბევრ რამეს ნიშნავს. მოხუცი უკვე შეეჩვია აბეზარ ჟურნალისტებს და მათთან შეხვედრისას ვარსკვლავივით იქცევა. მისი თქმით, რადიაციაზე დიდი პრობლემა შიმშილია, სახელმწიფო კი არაფრად აგდებს მას.
ცხოვრობს მშვიდად, უვლის ქათმებს, ღორებს, ზრდის ბოსტნეულს. წამლის საშუალება არ აქვს, ამიტომ ხშირად სთხოვს ღმერთს დახმარებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.