
ღამის დუბაის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ელექტროობები ანათებს. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ელვა იკლაკნება, ხოლო იალქნის ფორმისა და 321 მეტრი სიმაღლის სასტუმრო “ბურჯ ალ არაბი” სპარსეთის ყურის ნაპირას მწვანედ ვარვარებს.
ჭდე: National Geographic
10 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ადგილი მსოფლიოში

გრენლანდია. ლომვეშაპებზე სანადირო ადგილობრივი ბანაკი მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილას ჯერ კიდევ არის სიცოცხლის ნიშნები. თვითმმართველი დანიური კუნძული შედის დედამიწის ყველაზე მეჩხრად დასახლებული ტერიტორიების სიაში.
National Geographic: ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო

განაგრძე კითხვა
ყველაზე უცნაური არსებები (National Geographic)

ჩოქელა იმდენად უცნაური გარეგნობის მქონე ქმნილებაა, რომ ძველი ბერძნების რწმენით, მას ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეწოდა სახელად “Mantis”, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველს. ეს მტაცებელი მწერი იკვებება ცოცხალი მწერებით, რომელთა დაჭერასაც ახერხებს წინა ეკლიანი ფეხებით. შეწყვილების დროს მდედრი ხშირად მიირთმევს მამრს, დასაწყისში კი თავს აჭამს. მომაკვდავ მამრს სპაზმები ემართება და დიდი რაოდენობით სპერმას გამოყოფს. ამის შემდეგ მდედრი აგემოვნებს მისი პარტნიორის ტანსა და შიგნეულობას, რაც დამატებითი საზრდოა იმისთვის, რომ 200-მდე კვერცხი დაყაროს.
უდიდესი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ძეგლები National Geographic-ის მიხედვით

ვიეტნამელი მეთევზეები კონუსის ფორმის ქუდებით მიეშურებიან სათევზაოდ ჰალონგის ყურეში. ჰალონგი ერთ-ერთია იმ 67 საერთაშორისო ადგილიდან, რომლებიც მსოფლიო მონუმენტების ფონდმა (WMF) შეარჩია პროგრამისთვის “2012 წლის მსოფლიო მონუმენტებზე მზრუნველობა”. სია 2 წელიწადში ერთხელ დგება და ირჩევა კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები მსოფლიოს გარშემო, რომლებიც კრიტიკულ საფრთხეში არიან ბუნებრივი, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო.
National Geographic: უძველესი არტეფაქტები და სიმბოლოები

შივა ლინგა მდიდრულად მორთულ კედლებს შორისაა აღმართული ანგკორ-ვატის ტაძარში, კამბოჯაში. ეს მოკლე ცილინდრული სვეტები მთელ ინდუისტურ სამყაროში თაყვანისცემის საგანია, რადგან ღვთაება შივას სიმბოლოს წარმოადგენს.
National Geographic: სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო

განაგრძე კითხვა
ბრიტანული ველური ბუნების საუკეთესო სურათები National Geographic-ისგან

განაგრძე კითხვა
ჩრდილოეთის ციალის ფოტოგალერეა

პოლარული ნათება ვარვარებს კანადის ქალაქ ჩერჩილის თავზე. პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა ატმოსფეროს გარეთ მყოფი დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ ნაწილაკებს ეჯახებიან. შედეგად ცაზე მიიღება ხაზების, თაღებისა და რგოლების ფორმის ნათება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ფენომენის სახელია Aurora Borealis, სამხრეთისაში კი – aurora australis.
National Geographic: შემოდგომა შეერთებულ შტატებში

იაპონური ნეკერჩხლის ფოთლებითა და ტოტებით მოფენილი ბილტმორის მამულების მიწა ჩრდილო კაროლინის შტატში. 1895 წელს ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტის მიერ აგებული ბილტმორი წარმოადგენს უდიდეს კერძო რეზიდენციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც გარს აკრავს 30 ჰექტარი ფართობის ბაღები.