
პოლარული ნათება ვარვარებს კანადის ქალაქ ჩერჩილის თავზე. პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა ატმოსფეროს გარეთ მყოფი დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ ნაწილაკებს ეჯახებიან. შედეგად ცაზე მიიღება ხაზების, თაღებისა და რგოლების ფორმის ნათება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ფენომენის სახელია Aurora Borealis, სამხრეთისაში კი – aurora australis.