გავრცელებული ხმები სიმართლე აღმოჩნდა და გუშინ ფეისბუქის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის შესახებ – ვიდეოჩატი, რომელიც სკაიპის ტექნოლოგიებს იყენებს. მასში 10 ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი და რაც მთავარია, სრულიად უფასოა. ამ სიახლის გამო შეიცვალა ტექსტური ჩატის დიზაინი – ზედა მხარეს დაემატა ფუნქცია Call. ახალი ფუნქციის დაყენება აქედან შეიძლება, თუმცა თავსებადია მხოლოდ შემდეგ ბრაუზერებთან: Mozilla Firefox, Google Chrome, Internet Explorer და Safari. ასევე აუცილებელია კომპიუტერთან მიერთებული ვიდეოთვალი. ცუკერბერგის თქმით, ეს ერთადერთი სიახლე არაა და ნოვაციები მომავალშიც იქნება.