
ავაზას ხმელეთზე სისწრაფეში ბადალი არ ჰყავს – მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-მდე ადის. ამის გამო თითქმის შეუძლებელია, მას ხელიდან რამე დაუსხლტეს – მისი მსხვერპლები მაქსიმუმ ამის ნახევარს ავითარებენ. გრძელი და დაკუნთული ფეხების გარდა, ავაზას შესანიშნავი მხედველობა და სმენა აქვს, რის გამოც დღისით პატარა გაფაჩუნებაც არ გამოეპარება. ზოგჯერ შემაღლებულ ადგილზე ადის ხოლმე და იქიდან ზვერავს უფრო ფართო არეალებს საკბილოს ძებნაში.