
ახლადაღმოჩენილი პლანეტა, რომელსაც ჩვენგან 36 სინათლის წელიწადი აშორებს, შესაძლოა ყველაზე მეტად ჰგავდეს დედამიწას, თუკი მასზე საკმარისი რაოდენობით იქნება ღრუბლები. მყარი პლანეტის აღმოჩენის ამბავი National Geographic-ის რიგით მეათე ყველაზე პოპულარული სიახლე იყო კითხვადობის მხრივ 2011 წელს.
ასტრონომებმა პლანეტას სახელად HD85512b შეარქვეს. აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პლანეტა მდებარეობს იალქნის თანავარსკვლავედში და გარს უვლის ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავს. ეს ადგილი სიცოცხლისთვის ვარგისი და დასახლებადია. HD85512b-ის აღმოსაჩენად გამოიყენეს მაღალი გარჩევადობის სხივური სიჩქარის პლანეტების მაძიებელი, იგივე HARPS, რომელიც სამხრეთ ევროპის ლაბორატორიაში მდებარეობს.

