რორშახი

რორშახი, დაბადებული, როგორც ვოლტერ კოვაქსი, არის DC Comics-ის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი. საზოგადოებამ ის გაიცნო ალან მურის კომიქსების სერიის “Watchmen”-ის საშუალებით. მის ნიღაბზე რორშახის ტესტის ნიმუშები იხატება, სახელიც აქედან ეწოდა.
განაგრძე კითხვა

National Geographic – იანვრის საუკეთესო 10 ფოტო


ბამბის ველი, ისლანდია. გადაღებულია რეგიონ ლანდმანალუგარში. ისლანდიის ბუნების მშვენიერების ამსახველი ერთ-ერთი ფოტო.
განაგრძე კითხვა

იპ მანი

იპ მანი ჩინური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. ითვლება, რომ ის არის პირველი ოსტატი, რომელმაც ვინგ ჩუნის სწავლება ფართო საზოგადოებაში გაიტანა. მას ჰყავდა ბევრი მოწაფე, რომლებიც შემდგომ ასევე ღირსეული ოსტატები გახდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ბრიუს ლი.

იპ მანი დაიბადა 1893 წლის 6 ნოემბერს ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციის ქალაქ ფოშანში. ვინგ ჩუნის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო ოსტატ ჩან ვა-შუნთან. ამ დროს ჩანი 70 წლის იყო, ამიტომ იპ მანი მისი ბოლო შეგირდი აღმოჩნდა. ასაკის გამო ტექნიკური ილეთების შესწავლისთვის ოსტატი უფროს მოწაფეებს იყენებდა ხოლმე. დაახლოებით სამი წლის შემდეგ ოსტატი ჩანი გარდაიცვალა. მისი ბოლო სურვილი იყო, იპ მანისთვის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მის მიმდევრებს ეთავათ.

განაგრძე კითხვა