გასული კვირა მეცნიერებაში [28.10-3.11]


● ავსტრალიაში 3 ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ჩატარებულმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი კონრად ჰოსკინი და ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ფოტოგრაფი და ჰარვარდის უნივერიტეტის მკვლევარი დოქტორი ტიმ ლამანი, სამი ახალი სახეობა აღმოაჩინა. ამ ნაკლებად გამოკვლეულ რეგიონში უცნობ ფოთლისკუდიან გეკონს, ოქროსფერ ხვლიკსა და ქვებზე მობინადრე ბაყაყს წააწყდნენ. ისინი სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ იზოლირებულნი და უნიკალური შტრიხები ჩამოუყალიბდათ.

განაგრძე კითხვა

ბავშვის ძუძუთი კვება მამაკაცებსაც შეუძლიათ


დედობრივი მზრუნველობა და ბავშვის ძუძუთი კვება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს პროცესი იმითაა გამორჩეული, რომ დედასა და შვილს შორის განსაკუთრებულ კავშირს ამყარებს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ძუძუთი კვება ქალების უნიკალურ უნარს არ წარმოადგენს და რიგ შემთხვევებში მამაკაცსაც შეიძლება გამოუმუშავდეს რძე, რომლითაც პატარას გამოკვებავს.

განაგრძე კითხვა

დედალ აფთარს მამალზე დიდი პენისი აქვს


როცა დედა ბავშვზე ზრუნავს და თავს ევლება, მისგან, როგორც წესი, კარგ მოქცევას და სიდინჯეს ელის. თუმცა სხვა სიტუაციაა ხალებიანი აფთრების შემთხვევაში.

განაგრძე კითხვა

მწერები არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით


● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.

განაგრძე კითხვა

მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე


გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს, ხოლო გამორჩეულ ადამიანებს (გენიოსებს) შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 20%-მდე აიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მცდარია შეხედულება, რომ ტვინის დიდი ნაწილი უხმარია და ადამიანს მისი ათვისება არ შეუძლია. სხვადასხვა მეთოდებით ტვინზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურია მისი დიდი (თუ არა ყველა) ნაწილი.

განაგრძე კითხვა

საინტერესო ფაქტები მზის სისტემაზე


● იუპიტერი კოსმოსურ ნაგავს იწოვს.
იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და უმეტესწილად ცნობილია დიდი წითელი ლაქით – მის ზედაპირზე მდებარე მასიური ანტიციკლონური ქარიშხლით, რომელიც დედამიწას ზომით სამჯერ აღემატება. თუმცა ამის გარდა გიგანტი პლანეტა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი არსებობა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იუპიტერის შთამბეჭდავი მონაცემები და მისი გრავიტაციული ძალა ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს და კოსმოსურ ნაგავს (ძირითადად ასტეროიდებს, ნამსხვრევებს და ა.შ.) თავისი ორბიტისკენ ექაჩება, რის შედეგადაც მათ დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევს.

განაგრძე კითხვა

ცხოველთა ევოლუციის უცნაური შემთხვევები


ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება.

განაგრძე კითხვა

მითოლოგიური რწმენები და მათი ლოგიკური ახსნები


საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას მრავალი მითოლოგიური ქმნილებისა და უცნაური მოვლენების სწამდა, მათგან ზოგიერთი კი მრავალ ცივილიზაციაში ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა მითების მსგავსება არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები რეალურია. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენს ადამიანური სწრაფვის შედეგს, აეხსნათ მათთვის გაუგებარი ფენომენები, რის გამოც მითებს სხვადასხვანაირი ვარიაციები ეძლეოდათ. თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ზოგიერთ მითოლოგიურ რწმენას მოეძებნება ლოგიკური მეცნიერული ახსნა.

განაგრძე კითხვა

საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო


● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.
თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ.

განაგრძე კითხვა

უჩვეულო ფაქტები პლაცებოს ეფექტის შესახებ


ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენებიდან პლაცებოს ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ნაკლებად ამოხსნილი მოვლენაა. მასზე ყველას გვსმენია, მაგალითად ის, რომ შეგვიძლია ავადმყოფობებისგან განვიკურნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვჯერა, ასე მოხდება. სხვა სიტყვებით, ვატყუებთ ორგანიზმს და ვაჯანსაღებთ მას, რაც ტვინის ძლევამოსილებას ამტკიცებს. თუმცა ამის გარდა არსებობს პლაცებოს ეფექტის გარკვეული ასპექტები, რომელთა ახსნა ექიმებისა და მეცნიერებისთვისაც კი რთულია.

განაგრძე კითხვა