ინტერნეტ-მითი: ჭამენ თუ არა ჩინელები ადამიანის ემბრიონის სუპს? [+15]


ბევრს უნახავს სურათები, სადაც ჩინელები ერთ-ერთ ტაივანურ რესტორანში თითქოსდა ჩანასახისგან სუპს აკეთებენ, ზოგჯერ უბრალოდ წვავენ, შემდეგ კი კლიენტები მიირთმევენ მას. ამას თან ერთვის კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარები და ზოგჯერ ფასებიც კი, რომლებიც 50-დან 70 დოლარამდე მერყეობს.
განაგრძე კითხვა

ინტერნეტ-მითი: გიგანტური ადამიანების ჩონჩხები

ეს ფოტო რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინტერნეტში და მისი მეშვეობით მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, რომ ოდესღაც დედამიწაზე გიგანტები სახლობდნენ. შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და დღეს უკვე ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც ამის შესახებ არაფერი სმენია. მაგრამ ვნახოთ რას ამბობს მეცნიერული მხარე, ამ შემთხვევაში National Geographic Society.
განაგრძე კითხვა

დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს


შენ იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. წევხარ საწოლში, სრულიად საღი გონებით, მაგრამ იაზრებ, რომ რაღაც უცნაური ხდება. თითქოს მკერდზეც რაღაც გაწვება და სულს გიხუთავს. გინდა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, მაგრამ იყინები – ვერც მოძრაობ და ვერც ლაპარაკობ. შეიძლება ნაბიჯების ხმა გაიგონო, ან მოჩვენების მსგავსი გამოსახულება დალანდო. დამშვიდდი, შენ ავი სულების მსხვერპლი არ ხარ, უბრალოდ სიზმრების სამყაროში გამოიღვიძე.
განაგრძე კითხვა

კარდიფის გიგანტი

1869 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატის პატარა წყნარი სოფელი კარდიფი მოულოდნელად გამოცოცხლდა. უილიამ ნიუელის ბეღელის უკან ჩატარებულმა გათხრებმა 3 მეტრი სიგრძის ადამიანის გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინა. ამბავი უმალ მოედო მთელ სოფელს და მალე ამ ადგილს ათასობით ადამიანი მოაწყდა. ერთჯერადი ხილვა 50 ცენტი ღირდა, თუმცა ხალხი უზღვავად იყო და მათი ნაკადი არ წყდებოდა.

მალე დაიწყო ბჭობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს აღმოჩენა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ის გაქვავებული ადამიანი იყო, ნაწილის აზრით – უძველესი ქანდაკება. გაქვავებული ადამიანის თეორიის მომხრეებს არგუმენტად მოჰყავდათ ძველ აღთქმაში ნახსენები ბუმბერაზი ხალხი, მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. ქანდაკების მომხრეები დოქტორ ჯონ ბოინტონის მეთაურობით ამტკიცებდნენ, რომ ის სადღაც მე-17 საუკუნეში უნდა ყოფილიყო დაფლული იეზუიტი მისიონერების მიერ.
განაგრძე კითხვა

აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.

მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب‎ – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.

განაგრძე კითხვა

ჯოვანი ალდინი – მკვდრების ‘გამცოცხლებელი’

ჯოვანი ალდინი – იტალიელი ფიზიკოსი, მეცნიერ ლუიჯი გალვანის ძმისშვილი და მისი თეორიების უდიდესი მხარდამჭერი. ალდინის ნაშრომებმა ბიძამისის აღმოჩენებს ფართოდ გაუთქვა სახელი. დაიბადა 1972 წლის 10 აპრილს. 1798 წელს ფიზიკის დარგში პროფესორი გახდა, რაც მისი მასწავლებლის, სებასტიანო კანტერზანის (1734-1819) დამსახურება იყო.

მისი სამეცნიერო შრომები მოიცავდა გალვანიზმს და მის გამოყენებას მედიცინაში, ექსპერიმენტებს, რომლებიც ეხებოდა ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას და მატერიალური ობიექტების გადარჩენას ცეცხლისგან. ალდინი მთელ ევროპაში მოგზაურობდა და სახალხოდ ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანებისა და ცხოველების გვამებზე – ახდენდა მათ ელექტრიფიცირებას. ამ ექსპერიმენტებს თეატრალური წარმოდგენის სახეს აძლევდა. შემდგომში ბოლონიაში განაგრძო საქმიანობა და სიკვდილმისჯილი პატიმრების სხეულებს იყენებდა. ელექტროენერგიის გამოყენებით ის ახერხებდა სასიცოცხლო ძალების ამუშავებას, კუნთებისა და სახის ქსოვილების ამოძრავებას. გარდაცვალებიდან საათნახევარში ალდინის შეეძლო გვამის მარჯვენა ხელი ზედაპირიდან 20 სმ-ით აეწია ჰაერში. ეს ხდებოდა მაშინაც, თუკი ამ ხელში რაიმე ნივთი იდო.

განაგრძე კითხვა

პარასკევი 13

მაშ ასე, დღეს იშვიათი დღეა – პარასკევი და თანაც 13 რიცხვი. ბევრი ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო ფიქრობს, რომ ასეთი დამთხვევა ავის მომასწავებელია. მართალია, ეს ცრურწმენაა, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და ამ შიშსაც აქვს თავისი მიზეზი.
განაგრძე კითხვა

ოლივერი – ადამიანი-შიმპანზე

ოლივერი განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მაიმუნებისგან, თანაც ძალიან. ის 1960 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიჭირეს, მალევე კი ცხოველთა მწვრთნელებმა – ფრენკ და ჯანეტ ბერგერებმა – შეიძინეს. მაშინ ოლივერი 2 წლის იყო. ფიზიკური აგებულებისა და ქცევების გამო იფიქრეს, რომ ის მაიმუნი კიარა, რაიმე ჰიბრიდი ან ქმნილება იყო. ოლივერი ბევრ რამეში ჰგავდა ადამიანებს: სახის მოყვანილობით – უფრო ბრტყელი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ შიმპანზეებს. ოთხის მაგივრად ორ (უკანა) ფეხზე დადიოდა, არ გამოუყენებია წინა კიდურების თითები სხეულის დასაყრდნობად. ასევე, სექსუალური კუთხით მდედრი ადამიანები უფრო იზიდავდა, ვიდრე შიმპანზეები. 2006 წლის 16 დეკემბერს, “Discovery Channel”-ის გადაცემაში ჯანეტი ირწმუნებოდა, რომ 16 წლის ასაკში ოლივერი მისით იყო დაინტერესებული. ერთხელ სექსუალური კავშირის დამყარებაც სცადა. შემდგომში ეს რამდენჯერმე განმეორდა და ოლივერის გაყიდვა გადაწყვიტეს, რათა ჯანეტს საფრთხე აღარ შექმნოდა.

განაგრძე კითხვა

იოჰან კონრად დიპელი – რეალური ფრანკენშტეინი

იოჰან კონრად დიპელი – გერმანელი თეოლოგი, ალქიმიკოსი და ექიმი. ის ერთ-ერთია იმათგან, ვისაც საზოგადოება “შეშლილ მეცნიერებს” უწოდებს. ბევრს მოეხსენება, რომ ვიქტორ ფრანკენშტეინისა და მისი შექმნილი მონსტრის ისტორიას სათავე დაედო მერი უოლსტონკრაფტ შელის ნოველიდან სახელად “ფრანკენშტეინი, ან თანამედროვე პრომეთე”. თუმცა მცირეოდენმა თუ იცის, რომ შთაგონების წყარო ნამდვილი ადამიანი იყო, ისტორიული პიროვნება, რომელიც მე-17-18 საუკუნეში ცხოვრობდა და იმ პერიოდის გადმოსახედიდან საზარელ ცდებს ატარებდა.

იოჰან დიპელი 1673 წელს დაიბადა გერმანიაში, ქალაქ დარმშტადტში. დაბადების ადგილი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, იყო ფრანკენშტეინის სასახლე. პატარაობაში ღრმად სწამდა, რომ წინასწარმეტყველი იყო და ზებუნებრივი ნიჭი და ინტელექტი ჰქონდა. 17 წლისამ გისენის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ალქიმიის დარგებში. 1693 წელს თეოლოგიაში სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა. შემდგომში გამოაქვეყნა რელიგიური ნაშრომების კრებული სახელწოდებით “ქრისტიანუს დემოკრიტუს”, რომელთა ნაწილი დღემდე შემონახულია. თავისი აზრების გამო ხშირად მოსდიოდა უთანხმოება ადგილობრივ ეკლესიებთან და მალე ერეტიკოსის სტატუსიც მიიღო.

განაგრძე კითხვა

ოსკარი – კატა, რომელიც მომავალს ხედავს


2005 წელს ოსკარი ჯერ კიდევ კნუტი იყო, როცა უპატრონო ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანეს როდ აილენდში, პროვიდენსის რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებისთვის. ეს განყოფილება მკურნალობს ალცჰაიმერით, პარკინსონითა და სხვა სენით დაავადებულ პაციენტებს, რომელთა უმეტესობა ავადმყოფობის ბოლო სტადიაზეა.
განაგრძე კითხვა