ცოცხალი ფოტოები

რითია ამერიკული არწივის ეს სურათი გამორჩეული? კარგად დაკვირვების შემდგომ შესამჩნევი ხდება, რომ გამოსახულება მიღებულია ცოცხალი ძალის, ადამიანების მიერ.
განაგრძე კითხვა

კოსმოსის ფოტოგრაფიის გამორჩეული სურათები


დედამიწის პირველი ფოტო სრული ხედით. ცნობილი ფოტო “ლურჯი მარმარილო” 1972 წლის 7 დეკემბერს გადაიღეს, როცა Apollo 17-ის გუნდმა დედამიწა დატოვა და მთვარისკენ აიღო გეზი. სწორი პოზიციის შერჩევით მათ მოახერხეს ლურჯი პლანეტის მკაფიო გამოსახულების მიღება.
განაგრძე კითხვა

პირველი მერცხლები ფოტოგრაფიაში

გამორჩეული ისტორიული ფოტოები, რომლებიც რაღაცით პირველები იყვნენ:


პირველი ფოტო ისტორიაში. ქიმიასა და ოპტიკაში განხორციელებული ძვრებისა და პროგრესის შემდგომ შესაძლებელი გახდა ფოტოს გადაღება. 1826 წელს მეცნიერი ჯოზეფ ნიფსი გახდა ავტორი პირველი ფოტოსი, რომელსაც უწოდა “ლე გრასის ხედი ფანჯრიდან”. მის მისაღებად კამერით რამდენიმე საათის განმავლობაში პოზიორობა იყო საჭირო.
განაგრძე კითხვა

სასკოლო სადილი სხვადასხვა ქვეყნებში

საკვები სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ ჰგავს. ზოგან დელიკატესებით კვებავენ მოსწავლეებს, ზოგან ჯანსაღ კვებაზეა აქცენტი, ზოგან ბევრია, ზოგან – ცოტა.
განაგრძე კითხვა

რუანდის გენოციდის მემორიალი (+15)

მურამბის ტექნიკური სკოლა, ასევე ცნობილი როგორც რუანდის გენოციდის მემორიალის ცენტრი, მდებარეობს სამხრეთ რუანდაში და 1994 წელს მომხდარი გენოციდის ეპიცენტრი იყო. ამ ადგილას დახოცილთა ძვლები და მუმიფიცირებული სხეულები ინახება, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბურია.

განაგრძე კითხვა

გამორჩეული (მოწინავე) ფოტოები National Geographic-ის ისტორიიდან


1905 წელს National Geographic-ის ჟურნალში 11 გვერდი მხოლოდ ფოტოებს დაეთმო, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მათ შორის იყო 600 წლიანი მონასტრის სურათი, მინია კონკას მთიდან (ტიბეტი). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფოტოების სერია, რაც პრესაში დაიბეჭდა.
განაგრძე კითხვა

ნორვეგიის ფოტოები (National Geographic)


ნორდფიორდის ხეობა. მყინვარის მოლურჯო ყინულის ფენა ტყიან ხეობამდე აღწევს ნორდფიორდის გულში, სადაც მრავლადაა ტბები, მთები და ფიორდები. ეს განსხვავებული და ნაყოფიერი რეგიონი ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო ადამიანებით დასახლებული.

განაგრძე კითხვა

National Geographic – მარტის საუკეთესო 10 ფოტო


ჩინელი კუნგ-ფუს ოსტატი. ბუდისტმა ბერმა და კუნგ-ფუს ოსტატმა ში დეიჯანმა თავის მოწაფეებთან ერთად მთაზე აზიდა ცემენტის ტომრები და სხვა საშენი მასალა, რათა აეგო თავშესაფარი ცივილიზაციისგან მოშორებით, ტურისტების თავშეყრის ადგილის – შაოლინის ტაძრისგან განცალკევებით.
განაგრძე კითხვა

დოგუს ფიგურები

დოგუ არის თიხისგან დამზადებული პატარა იაპონური ჰუმანოიდური ფიგურები, რომლებიც ჯომონის პერიოდს (ქრისტეს შობამდე 14000 – 400 წლები) მიეკუთვნება. ყველაზე ძველი 10 000 წლისაა, ყველაზე ახალი – 2300-ის. ბევრ მათგანს აქვს აბჯარი, მუზარადი, დიდი სათვალეები, უცნაური ნიშნები სხეულზე.

განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #5


გალაქტიკა AM 0644-741. ბრილიანტის სამაჯურის მსგავსი ლურჯი რგოლი, რომელიც მოყვითალო ბირთვს აკრავს გარშემო, დიამეტრში 150 000 სინათლის წლის ზომისაა. ის უფრო ფართოა, ვიდრე მთლიანი ირმის ნახტომი.
განაგრძე კითხვა