პირველი მერცხლები ფოტოგრაფიაში

გამორჩეული ისტორიული ფოტოები, რომლებიც რაღაცით პირველები იყვნენ:


პირველი ფოტო ისტორიაში. ქიმიასა და ოპტიკაში განხორციელებული ძვრებისა და პროგრესის შემდგომ შესაძლებელი გახდა ფოტოს გადაღება. 1826 წელს მეცნიერი ჯოზეფ ნიფსი გახდა ავტორი პირველი ფოტოსი, რომელსაც უწოდა “ლე გრასის ხედი ფანჯრიდან”. მის მისაღებად კამერით რამდენიმე საათის განმავლობაში პოზიორობა იყო საჭირო.


პირველი ფერადი ფოტო. შოტლანდიელმა ფიზიკოსმა ჯეიმს კლარკ მაქსველმა, რომელიც ცნობილია ელეტრომაგნიტური თეორიის განვითარებით, 1861 წელს პირველი ფერადი ფოტო წარუდგინა საზოგადოებას. შალის ლენტის გამოსახულება რომ მიეღო, სამჯერ გადაიღო ფოტო – წითელ, ლურჯ და ყვითელ ფილტრებში, შემდეგ კი გააერთიანა.


პირველი ფოტო მოძრაობაზე. 1872 წელს ინგლისელმა ფოტოგრაფმა ედვარდ მაიბრიჯმა გადაწყვიტა, გაეკეთებინა ფოტოების კომბინაცია, სადაც მოძრაობა იქნებოდა ასახული. მას ამისთვის 6 წელი დასჭირდა და 1878 წელს ნამუშევარი მზად იყო. მან 12 კამერა დაამაგრა დოღზე, მოჭენავე ცხენის სავალ ბილიკზე და 12 კადრი აღბეჭდა.


ტორნადოს ყველაზე ძველი ფოტო. ამ ფოტოს ავტორი უცნობია, მან ტორნადოს დანახვისას მისი აღბეჭდვა გადაწყვიტა, რაც გამოუვიდა კიდეც. შავ-თეთრი ფოტო გადაღებულია 1884 წლის 28 აგვისტოს სამხრეთ დაკოტაში, ჰოვარდის სამხრეთ-დასავლეთში 45 კმ-ზე.


ცხოველები ღამით. ეს შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც ფურირემი თავის ნუკრებთან ერთადაა, ღამით გადაღებული ცხოველების პირველი ფოტო იყო. ავტორი გახლავთ ფოტოგრაფი და ველური ბუნების მოყვარული ჯორჯ შირასი. ამ კადრის აღბეჭდვა მან ვაითფიშის მდინარის სიახლოვეს, მიჩიგანში მოახერხა 1906 წელს.


ჩრდილოეთ პოლუსის პირველი სურათი. 1909 წლის აპრილში ადმირალი რობერტ პერი მოგზაურ-მკვლევართა ჯგუფთან ერთად გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი პოლუსისგან 50-100 კმ-ით იყვნენ დაშორებულნი.


პირველი წყალქვეშა ფოტო. წყალქვეშა ფერად ფოტოგრაფიას გზა გაუკვალა ამ hogfish-ის სურათმა, რომელიც გადაღებულია მექსიკის ყურეში ვილიამ ლონგლისა და National Geographic-ის ფოტოგრაფ ჩარლზ მარტინის მიერ 1926 წელს. ფოტოს გადასაღებად ისინი აღიჭურვნენ წყალგამძლე ფოტოაპარატებითა და ძვირადღირებული განათების სისტემებით.


პირველი არქეოლოგიური სურათი. 1912 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი ჰირამ ბინგჰემი არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად პერუს ანდებში ინკების დედაქალაქს ვილკაბამბას ეძებდა, როცა მოულოდნელად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა – მან მაჩუ-პიქჩუს ნასახლარები იპოვა. ფოტოგრაფების წყალობით აღმოჩენის ამსახველი ფოტოები National Geographic-ის ჟურნალში მოხვდა და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, თავად ფოტო კი პირველი იყო არქეოლოგიური აღმოჩენის ამსახველ სურათებს შორის.


პირველი საჰაერო ფოტო. ფოტო, რომელზეც თავისუფლების ქანდაკებაა აღბეჭდილი, არის პირველი მათ შორის, რომელიც ფრენისას გადაიღეს. ავტორია National Geographic-ის რედაქტორი მელვილ ბელ გროსვენორი. გადაღების მომენტში ის მგზავრობდა სამხედრო დირიჟაბლით “ZM C2”-ით, ფოტო კი ჟურნალში გამოქვეყნდა 1930 წლის სექტემბრის ნომერში.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: