ანაკონდა, რომელმაც გველი ვერ მოინელა

ანაკონდები გამოირჩევიან მრავალფეროვანი საკვებით – ისინი აგემოვნებენ ალიგატორებს, ნიანგებს, კენგურუებსა და პიტბულებს. თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ახალი ვიდეო კიდევ უფრო საოცარ შემთხვევას ასახავს: მკვდარი ანაკონდას მუცელში მასზე არანაკლებ დიდი გველი აღმოაჩინეს.

განაგრძე კითხვა

შიმშილის სტატისტიკა


ყოველ წელს ავტორები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუდენტები ინტერესდებიან შიმშილსა და საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული სტატისტიკით. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად შეადგინა სასარგებლო ფაქტებისა და რიცხვობრივი მაჩვენებლების სია.

განაგრძე კითხვა

ჩრდილოეთის ციალი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ხანმოკლე, თუმცა ლამაზი ვიდეო კოსმონავტ რიდ ვაისმანისგან:

მრავალი სამყაროს თეორიის გასაოცარი ქვეტექსტები


კვანტურ ფიზიკაში, რომელიც ფიზიკური რეალობის ბუნებას სწავლობს, საკმაოდ ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე. მათგან ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპი არის ტალღური ფუნქციის კოლაფსი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი მოვლენა არსებობს „ტალღური ფუნქციის” სახით და მოიცავს მოვლენის ყველა შესაძლო შედეგს, თუმცა დაკვირვებისთანავე ხდება მისი „კოლაფსი” და ვიღებთ მხოლოდ ერთ რეალურ შედეგს. მაგალითად, თუკი ოთახს არავინ აკვირდება, მასში მყოფი ობიექტები არსებობენ „კვანტურ სუპერპოზიციაში” – განუსაზღვრელ მდგომარეობაში, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით მანამ, სანამ ვინმე შიგნით არ შეიხედავს და მოახდენს ტალღური ფუნქციის კოლაფსს, შედეგად კი ერთი რომელიმე რეალობა მიიღება.

დამკვირვებლის როლი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი მათთვის, ვინც კვანტურ მექანიკას არ ეთანხმებიან. ამ ინტერპრეტაციის ყველაზე ძლიერ კონკურენტს და სავარაუდოდ მეორე ყველაზე პოპულარულ ინტერპრეტაციას სახელი ეწოდება ჰიუ ევერეტის მიხედვით, რომელმაც ის 1957 წელს წამოაყენა. ფართო საზოგადოებაში ევერეტის ინტერპრეტაცია ცნობილია, როგორც მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია (მსი), რადგან პოსტულატად იღებს მოსაზრებას, რომ ტალღური ფუნქციის კოლაფსი არასდროს ხდება. ის უბრალოდ იტოტება უნიკალურ სამყაროებად და ნებისმიერი სიტუაციის ნებისმიერ შედეგს დამოუკიდებელ ფიზიკურ რეალობად ახორციელებს. მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია მულტისამყაროს იდეის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. თუკი გიჭირთ ამ ყველაფრის წარმოდგენა (რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მას ეთანხმება ბევრი გავლენიანი მეცნიერი, მაგალითად სტივენ ჰოკინგი), ბონუსად წარმოგიდგენთ მის 10 ქვეტექსტს.

განაგრძე კითხვა

შავი ხვრელები

შავი ხვრელი „გედი X-1″ (მხატვრის წარმოსახვა)

რა არის შავი ხვრელი?

შავი ხვრელი არის რეგიონი სივრცეში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად დიდია, რომ სინათლეც კი ვერ ახერხებს თავის დაღწევას. ძლიერი გრავიტაციის წარმოქმნის მიზეზი არის მატერიის შეკუმშვა პატარა სივრცეში. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ვარსკვლავის სიკვდილისას. შავი ხვრელების ნაწილი სწორედ მომაკვდავი ვარსკვლავებისგან წარმოიქმნა.

გამომდინარე იქიდან, რომ მათ სინათლეც ვერ დაუსხლტება, შავი ხვრელები უხილავია. თუმცა კოსმოსური ტელესკოპები სპეციალური ინსტრუმენტებით ახერხებენ მათ აღმოჩენას. ისინი აკვირდებიან შავ ხვრელთან ძალიან ახლოს მყოფი მატერიისა და ვარსკვლავების ქცევებს.

განაგრძე კითხვა

უცხოპლანეტელების აღმოჩენაში პლანეტის დაბინძურებაზე დაკვირვება დაგვეხმარება


ეგზოპლანეტა გარს უვლის თავის დედა-ვარსკვლავს, მის ატმოსფეროში გაფილტრული სინათლე კი, რომელიც ჩვენამდე აღწევს, შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს მის შემადგენლობაზე და შესაბამისად დასახლებადობის სტატუსზე. ჯერჯერობით სიცოცხლის აღმოსაჩენი ქიმიური ნიშნები მოიცავს წყლის ორთქლსა და ნახშიროჟანგს, თუმცა მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შეიძლება მოახერხოს ინტელექტუალური სიცოცხლის სამწუხარო ეფექტის – გარემოს დაბინძურების – აღმოჩენა.

განაგრძე კითხვა

შავი ხვრელი შეიძლება თეთრ ხვრელად გარდაიქმნებოდეს


სახელის მიუხედავად, შავი ხვრელი ცარიელ ადგილს არ ნიშნავს. შავი ხვრელების უმეტესობა მაშინ წარმოიქმნება, როცა ვარსკვლავი ზეახლად აფეთქებისას კვდება და საკუთარი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის. მაგალითად, მზეზე 10-ჯერ მასიური ვარსკვლავის სიკვდილისას მასა შეიძლება შეიკუმშოს ბურთად, რომლის დიამეტრიც ნიუ-იორკის ზომის იქნება. შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ უსხლტება.

განაგრძე კითხვა

კარდაშევის სკალა – ცივილიზაციები და მათი განვითარების დონე


რაც უფრო იზრდება და ვითარდება ცივილიზაცია, მისი მოთხოვნა ენერგიაზე მკვეთრად მატულობს მოსახლეობის ზრდისა და სხვადასხვა მექანიზმების სამუშაო საჭიროების გამო. ამის გათვალისწინებით კარდაშევის სკალა ზომავს ცივილიზაციის ტექნოლოგიურ განვითარებას იმაზე დაყრდნობით, რა რაოდენობის გამოყენებადი ენერგიაა მის განკარგულებაში.

განაგრძე კითხვა

ნილ დეგრას ტაისონის ტოპ 10 ფაქტი სამყაროზე


ცნობილი ასტროფიზიკოსის, მწერლის, წამყვანისა და მეცნიერების პოპულარიზატორის, ნილ დეგრას ტაისონის მიერ შედგენილი ათეული, რომელშიც შედის მისი საყვარელი ფაქტები სამყაროზე. ტაისონს ეკუთვნის ნაშრომები კოსმოლოგიაზე, ვარსკვლავების ფორმირებასა და ევოლუციაზე და გალაქტიკურ ასტრონომიაზე. დიდი როლი ითამაშა პლუტონის, როგორც პლანეტის შესახებ არსებული შეხედულების გაქარწყლებასა და მისთვის ჯუჯა პლანეტის სტატუსის მინიჭებაში.

განაგრძე კითხვა

ბნელი მატერია და ბნელი ენერგია


ხილული სამყარო – რომელშიც შედის დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები და გალაქტიკები – შედგება პროტონებისგან, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან, რომლებიც ატომებად ერთიანდებიან. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა ალბათ ის იყო, რომ ეს ჩვეულებრივი, ანუ ბარიონული მატერია სამყაროს მასის მხოლოდ 5%-ს იკავებს.

განაგრძე კითხვა