ახალი სუპერტელესკოპი დაადგენს, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში

 
მარცხნიდან მარჯვნივ: ჰაბლის, ჯეიმს ვებისა და მაღალი გარჩევადობის ტელესკოპები

 

როცა საქმე ასტრონომიას ეხება, დიდი თითქმის ყოველთვის უკეთესია.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ჰაბლის ტელესკოპი 2018 წელს მასზე სამჯერ დიდი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ჩრდილში მოექცევა, ასტრონომები უკვე ალაპარაკდნენ გაცილებით შთამბეჭდავ კოსმოსურ ობსერვატორიაზე, რომლის ფონზეც ორივე მათგანი „სამარცხვინოდ” გამოჩნდება. და რაც ყველაზე ამაღელვებელია, მან შეიძლება განსაზღვროს, რამდენად იშვიათი ან გავრცელებულია სიცოცხლე სამყაროში.

მაღალი გარჩევადობის კოსმოსური ტელესკოპი (HDST) ჰაბლზე 5-ჯერ, ხოლო ჯერ კიდევ გასაშვებ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე 2-ჯერ დიდი იქნება. 12 მეტრი დიამეტრის მქონე სარკე JWST-ის მსგავსად ფიჭური დიზაინითაა შექმნილი, მისი მეშვეობით HDST სამყაროს ისეთ ხედებს დააფიქსირებს, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო.

„იმის გადმოცემაც კი ძნელია, რამდენად გამორჩეული იქნება ეს ტელესკოპი”, აღნიშნა ჯულიან დალკანტონმა, სიეტლში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომმა.

ამ უზარმაზარი ტელესკოპის მშენებლობა დაახლოებით $10 მილიარდი დაჯდება. მასზე ცნობები გავრცელდა ვაშინგტონში მდებარე ასტრონომიული კვლევების უნივერსიტეტთა ასოციაციის (AURA) მოხსენებიდან. „სუპერჰაბლი” მოთავსდება გრავიტაციული სტაბილურობის არეში, დედამიწიდან 1.5 მილიონი კმ-ის სიმაღლეზე, მთვარის მეორე მხარეს, რომელსაც ლაგრანჟის მეორე წერტილი ან უბრალოდ L2 ეწოდება. JWST-თან ერთად აქ მოთავსებულ სუპერტელესკოპს მინიმალური საწვავი დასჭირდება საიმისოდ, რომ პოზიცია შეინარჩუნოს. გეგმის მიხედვით, მას გამოიყენებენ როგორც ოპტიკური, ისე ულტრაიისფერი ასტრონომიისთვის, როცა ჰაბლი მხოლოდ ოპტიკურ, ანუ ხილულ სინათლეს აკვირდება, ხოლო JWST ინფრაწითელში დაინახავს.

 
10 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკა
ჰაბლისა და მაღალი გარჩევადობის ტელესკოპების ხედებში

 

უზარმაზარი ინფორმაციის შეგროვების უნარი საშუალებას მისცემს მაღალი გარჩევადობის კოსმოსურ ტელესკოპს, შეასრულოს ამოცანები, რომლებიც ამჟამინდელი ობსერვატორიებისთვის უბრალოდ შეუძლებელია, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ძიება შორეული პლანეტების ატმოსფეროს შესწავლით. AURA-ს პრეზიდენტი მეთ მოუნთაინი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება „იმის გარკვევა, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში”.

მერილენდში მდებარე კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერის მარკ პოსტმანის თქმით, ჩვენ ამჟამად „წარმოდგენა არ გვაქვს”, მზის სისტემის მიღმა სიცოცხლე გავრცელებულია თუ იშვიათი, ხოლო HDST ერთადერთი ტელესკოპია, რომელსაც შეუძლია იმდენად მასშტაბური კვლევის ჩატარება, რომ ეს დაადგინოს. „თუკი HDST ვერ იპოვის სიცოცხლის ნიშნების მქონე ეგზოპლანეტას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და იმის მანიშნებელი, რომ სიცოცხლე მართლაც ძალიან იშვიათია”.

 
ასე დაინახავს HDST მზის სისტემის ტყუპისცალს 45 სინათლის წლის მოშორებით

 

თუმცა სიცოცხლის ძიება მისი ერთადერთი მიზანი არ იქნება. სამყაროს სიღრმეებში გახედვით ტელესკოპი დაადგენს, როგორ ნაწილდება ცხელი აირები გალაქტიკებში და როგორ წარმოიშობა მათგან ვარსკვლავები, ასევე შორეული ობიექტების უფრო მკაფიო გამოსახულებას მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი. ჯერჯერობით ტელესკოპის ბევრი ასპექტი მხოლოდ „სურვილების ნუსხაა”, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 2030-იან წლებში ასტრონომიაში მოსალოდნელია ერთგვარი ნაპრალი, რადგან ამ ათწლეულში არცერთი ტელესკოპის გაშვება არ იგეგმება, შესაბამისად HDST ამ ნაპრალს შეავსებს.

NASA ამ მოხსენებას სავსებით რეალურად და მომავალი ასტრონომიის მყარ საფუძვლად მიიჩნევს. 1996 წელს AURA-ს მსგავს მოხსენებაში საუბარი იყო ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე, რომელსაც მოხსენებიდან 22 წლის შემდეგ (2018 წელს) კოსმოსში გაუშვებენ. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე მაღალი გარჩევადობის კოსმოსური ტელესკოპი ალბათ უფრო მოკლე დროში აიგება და გასაშვებად მზად იქნება 2032-2034 წლებში.

iflscience.com

6 thoughts on “ახალი სუპერტელესკოპი დაადგენს, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში

    1. სავალდებულო ჯარში ვარ და აგვისტოს ბოლოს ვამთავრებ.. დრო არ მქონდა აქამდე და მაგიტო იყო საიტი პასიურად

      Like

  1. giosano

    ჭკვიანი ადამიანებისათვის ჯარი სავალდებულო არ უნდა იყოს და დროს არ აკარგვინებდეს 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s