ვარსკვლავები უფრო მეტია თუ ქვიშის მარცვლები?


კარლ სეიგანის ცნობილი ფრაზის მიხედვით, სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დედამიწის ყველა სანაპიროზე არსებული ქვიშის მარცვლები. სავარაუდოდ ეს მეტაფორა იყო, მაგრამ რა მოხდება, თუკი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ? მართლაც, რომელია უფრო მეტი?

როგორც ცნობილია, „ირმის ნახტომის” გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, ხოლო სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკა — შესაძლოა 500 მილიარდიც კი. თუკი დავიანგარიშებთ ვარსკვლავების სავარაუდო რაოდენობას, მივიღებთ მინიმუმ 10 სექსტილიონს (სექსტილიონი 21 ნულიანი რიცხვია). ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი 200 სექსტილიონია, ანუ 200 000 000 000 000 000 000 000.

რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავი და გონების ამრევია. მაგრამ რას ვიტყვით მთელი პლანეტის პლაჟებზე არსებულ ქვიშის მარცვლებზე? მათი ანგარიში ცოტა არ იყოს რთულია, ისინი ზომაში ხომ სულ რაღაც ნახევარ მილიმეტრს შეადგენენ.

შეგიძლიათ, 20 მარცვალი გვერდიგვერდ მოათავსოთ და 1 სმ სიგრძის ხაზს მიიღებთ. 8000 მარცვალი დაახლოებით 1 კუბურ სმ-ს შეავსებს. ხოლო თუ ავიღებთ ქვიშის 10 სექსტილიონ მარცვალს და წარმოსახვით ბურთში მოვათავსებთ, ამ ბურთის რადიუსი 10.6 კმ იქნება. ხოლო მაქსიმალური მაჩვენებლის, ანუ 200 სექსტილიონის შემთხვევაში, ის 72 კმ-ზე გადაიჭიმება. ეს სფერო რომ დედამიწაზე დიდი ყოფილიყო, სათაურში დასმული კითხვის პასუხი ნათელი იქნებოდა, თუმცა საკითხი ასეთი მარტივი არაა.

მაშ, მთელი პლანეტის სანაპიროების ქვიშა უფრო მეტია? ამის დასადგენად უნდა გამოითვალოს ქვიშიანი სანაპიროს საშუალო მოცულობა და მსოფლიოს პლაჟების მიახლოებითი რაოდენობა.

დოქტორ ჯეისონ მარშალის გამოთვლების მიხედვით, დედამიწაზე არსებობს დაახლოებით 700 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობის პლაჟი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 5 სექსტილიონ ქვიშის მარცვალს.

თუმცა ჯეისონი გვაფრთხილებს, რომ ეს არის უხეში გამოთვლა და რეალურ მაჩვენებელს შეიძლება ცდებოდეს ორის ფაქტორის ფარგლებში. ანუ რეალურად ეს რიცხვი შეიძლება იყოს ორჯერ მეტი ან ორჯერ ნაკლები, რის შედეგადაც ვიღებთ ვარიაციას 2.5 სექსტილიონიდან 10 სექსტილიონამდე.

შესაბამისად გამოდის, რომ ქვიშის მარცვლების მხოლოდ მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება გაუტოლდეს ვარსკვლავების რაოდენობის მინიმალურ მაჩვენებელს. უფრო რეალური ანგარიშით კი, ისინი ქვიშის მარცვლებს 5-10-ჯერ აღემატებიან რაოდენობით.

პასუხიც ესაა. მათემატიკური ანგარიშით მიღებული დასკვნების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე დედამიწის ყველა პლაჟზე ქვიშის მარცვალი.

შესაბამისად, კარლ სეიგანის ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობითაც ესადაგება რეალობას.

და კიდევ ერთი რამ: რა მოხდება, თუკი ქვიშის მარცვლების ნაცვლად ატომებს ჩავსვამთ? რა ზომისაა 10 სექსტილიონი ატომის კომბინაცია? ალბათ იფიქრებთ, რომ საკმაოდ დიდი, რადგან საუბარია კოლოსალურ რიცხვებზე. რეალურად კი ეს ობიექტი მტვრის ტკიპაზე (სიგრძე 0.3 მმ) პატარა იქნებოდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვიშის ერთ მარცვალში უფრო მეტი ატომია, ვიდრე – ვარსკვლავების რაოდენობა მთელ სამყაროში.

Advertisements

2 responses to “ვარსკვლავები უფრო მეტია თუ ქვიშის მარცვლები?

  1. tsotne chumburidze 30/11/2013, 10:22 PM

    რას ქვია “ხოლო სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა…” ანუ სამყარო ვიციტ რამხელაა და საზღვრებში მოვაქციეთ? ) შეიძლება თქვა ასე: “სამყაროში, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ” მაგრამ თუ ლაპარაკია უსასრულობაზე, უსასრულობაში ვარსკვლავი შეიძლება იყოს უსასრულო და არა 100 ან 500 მილიარდი.

    Like

    • Charlius 30/11/2013, 10:48 PM

      სამყაროს უსასრულობა ვინ დაამტკიცა? ეგ საკითხი ღიაა ჯერ და ბევრი კვლევა საპირიპიროს ამბობს.

      გალაქტიკებს რაც შეეხება, ასეთ დროს ავტომატურად დაკვირვებადი სამყარო იგულისხმება, რადგან მის მიღმა სადამდე გრძელდება სამყარო, უცნობია და არც ის ვიცით, რა ობიექტებს შეიცავს.

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: