10 უცნაურობა, რომლებიც ევოლუციამ გვისახსოვრა


● გიფიქრიათ, რატომ მიილტვით ტკბილი, მარილიანი, ცხიმიანი და მსგავსი არაჯანსაღი საკვებისკენ?
ადამიანს საარსებოდ სჭირდება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები/მინერალები. სწორედ ეს ნაერთები იყო იმ საკვებში, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მიირთმევდნენ: ცხოველის ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. ამიტომაც ჩამოგვიყალიბდა ლტოლვა მათ მიმართ, რადგან ტკბილი ასოცირდება ხილ-ბოსტნეულის ბუნებრივ სიტკბოებასთან, მარილიანობა და ცხიმიანობა – ხორცთან და ა.შ. ტკბილი გაზიანი სასმელები და კანფეტ-შოკოლადები ნარკოტიკივით მოქმედებს, მათი სიტკბოება იწვევს ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციებს, მაგრამ ორგანიზმი მათგან ვერ იღებს ვიტამინებს. ამის შედეგად ტვინი მათ უფრო დიდი რაოდენობით ითხოვს, რათა საჭირო ნივთიერებები შემდეგ ჯერზე მაინც მიიღოს. იგივეა მარილიან საკვებზე, როგორიცაა კარტოფილი ფრი და ჩიპსები. ევოლუციას ხომ არაფერი მოეხსენებოდა იმაზე, თუ როგორ შექმნიდნენ მომავალში ადამიანები მკვებავი ნივთიერებებისგან დაცლილ მავნე საკვებს სიჯანსაღის არომატით!


 


● გიფიქრიათ, რატომ გეშინიათ საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ სხვა ოთახში გასვლის?
წარმოიდგინეთ თქვენი შორეული წინაპარი, რომელმაც ლომის მიერ ადამიანის შეჭმა იხილა. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, ამ ინციდენტით ჭკუა ესწავლა და ჩამოყალიბებოდა ახალი ინსტინქტი, რომელიც მემკვიდრეობით ჩვენც გადმოგვეცა. შედეგად, როცა რაიმე მსგავსს განვიცდით, გვეუფლება მღელვარება და სურვილი, მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. დღეს თითქმის გამორიცხულია, ლომის მიერ ადამიანის დაგემოვნება იხილოთ, სამაგიეროდ მრავლადაა საშინელებათა ჟანრის ფილმები. ჩვენ ვხედავთ გამოგონილ პერსონაჟებს, რომელთაგან ზოგი მონსტრი ან მოჩვენებაა და ადამიანებს საშინელ დღეში აგდებს. ეს კი საკმარისია ზემოთხსენებული ინსტინქტის გასაღვიძებლად. ამის კარგი მაგალითია ფილმი „ყბები”. ყველამ იცოდა, რომ ეკრანზე რასაც უყურებდნენ, დადგმული სცენარი იყო, მაგრამ პლაჟზე მყოფთა რაოდენობა მაინც შემცირდა. ევოლუციამ ცხადია, ისევ ვერ განჭვრიტა მომავალი და თავდაცვის ინსტინქტის მოქმედება მსგავს შემთხვევებზე არ შეუზღუდავს, ამიტომ „ყბების” მაყურებლებს ზვიგენის შიში ფილმის ყურების შემდეგაც რჩებოდათ.

 


● გიფიქრიათ, რატომ თანაუგრძნობთ ცხოველებს?
ჩვენს წინაპრებს საარსებოდ ცხოველების დახოცვა და მათი ხორცით კვება სჭირდებოდათ. ამიტომ მათი შებრალება, ცხადია, წამგებიანი იქნებოდა. მაშ, რატომ განგვივითარდა ცხოველებისადმი თანაგრძნობა? თანაგრძნობის წარმოშობის მიზეზი ადამიანთა თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა იყო. ერთ გუნდად მოქმედი ადამიანები უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე მარტოხელები. ვისაც თანაგრძნობის უნარი ჰქონდა, აკვირდებოდა სხვა ადამიანებისგან წამოსულ სიგნალებს, როგორიცაა სხეულის ენა, მიმიკა და ა.შ. შესაბამისად, იცოდა, სხვები რას განიცდიდნენ და უკეთ უგებდა მათ, თანამშრომლობაც უფრო წარმატებული ხდებოდა. თანამედროვე ეპოქაში გადასარჩენად აღარაა აუცილებელი ტყეში გავარდნა და ყოველდღე ნადირობა, რამაც თანაგრძნობის ინსტინქტი უფრო გააფართოვა და გავრცელდა იმ ცხოველებზეც, რომლებსაც ზემოთ ნახსენები სიგნალები ახასიათებთ. ხელშემწყობი იყო კულტურული ფაქტორებიც, მაგალითად ფილმები, სადაც მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან და მათი განცდები კარგადაა გადმოცემული.

 


● გიფიქრიათ, რატომ გიჩნდებათ მათხოვრების დახმარების სურვილი?
წინა პუნქტის მსგავსად, ეს დამოკიდებულებაც თანაგრძნობის უნარის უფრო ფართო გამოვლინებაა დღევანდელ ეპოქაში. როგორც ზემოთ ითქვა, თანაგრძნობა წარმოიშვა, როგორც ჯგუფურად მოქმედი ადამიანების გადარჩენისთვის ხელშემწყობი ფაქტორი. ადრეული ადამიანები პატარა გუნდებად ერთიანდებოდნენ, რათა უფრო წარმატებული ყოფილიყვნენ. შესაბამისად, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, დიდი ალბათობით მათი მოკავშირეები იყვნენ, რომლებთანაც ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება ჰქონდათ. მაშინდელი გარემო, ცხადია, სხვანაირი იყო და დღევანდელობისგან განსხვავებით, ყოველდღე ათობით და ასობით უცნობ ადამიანს არ ნახულობდნენ, რომელთაც მათ ცხოვრებაზე საერთოდ არ ჰქონდათ გავლენა. მაგრამ ინსტინქტი შემოგვრჩა და ხანდახან გვაყენებს ისეთ გუნებაზე, რომ უსახლკარო ადამიანს ფულად დახმარებას ვუწევთ.

 


● გიფიქრიათ, რატომაა მამაკაცების სექსუალური ჟინი ქალისაზე ძლიერი?
ქალის მაქსიმუმი დაორსულება და წელიწადში დაახლოებით 1 ბავშვის გაჩენაა, მამაკაცს კი შეუძლია, დღის განმავლობაში 10 ქალი დააორსულოს. ეს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური სხვაობაა, რომელმაც ქალი შედარებით პასიურ და სელექციონერ სქესად აქცია. მათ სურთ, თავიანთი შეზღუდული და ძვირფასი უნარი განაყოფიერებისა გამოიყენონ მაქსიმალურად გონივრულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არსებობს, მათ არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვთ და 200 000 წლიან ევოლუციას ასე მარტივად ვერ დაჯაბნიან. მამაკაცებს კი უფრო თავისუფალი და ნაკლებად ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ სექსის მიმართ, რაც ქალისთვის არაკომფორტულია. მისი ინსტინქტი ამბობს: „ბავშვის გაჩენის შანსი წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაქვს, ამიტომ ნუ გაფლანგავ”.

 


● გიფიქრიათ, რატომ შორდებიან წყვილები ერთმანეთს?
სოციოლოგებმა და დემოგრაფებმა დაადგინეს, რომ თუკი წყვილს ერთი ვაჟი მაინც ჰყავს, გაცილებით ნაკლებია გაშორების შანსი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ქალიშვილ(ებ)ი ჰყავთ. რატომ ხდება ასე? ოდითგანვე მამაკაცი ფასდებოდა მისი სიმდიდრით, სტატუსითა და ძალაუფლებით, ქალი კი – ახალგაზრდობითა და ფიზიკური მომხიბვლელობით. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჰყავს მემკვიდრე ვაჟი, რომელიც გადაიბარებს მის ქონებას, მოიპოვებს სტატუსსა და ძალაუფლებას, შესაბამისად იქნება მის მსგავსად ღირსეული. ხოლო გოგონას ყოლის შემთხვევაში ვერც მუდმივ ახალგაზრდობას მისცემს და ვერც გარეგნობას შეუცვლის. შესაბამისად, ვაჟის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მამის მუდმივი ყოფნა ოჯახში, გოგონას შემთხვევაში კი ეს საკითხი ასეთი გადამწყვეტი არაა. ამიტომაც ვაჟის ყოლის ფაქტორი მამაკაცს უფრო დამოკიდებულს ხდის ოჯახზე და მეტ სიმტკიცეს მატებს მას.

 


● გიფიქრიათ, რატომ გრძნობთ ხოჭოს შეხებას მას შემდეგაც კი, რაც მას მოიშორებთ?
ეს ალბათ ყველას გამოუცდია. ხედავთ, რომ ხელზე აგაცოცდათ ხოჭო, კალია, ობობა ან სხვა მომაბეზრებელი არსება, თქვენ იშორებთ მას, მაგრამ კანზე შეხებას თითქოს ისევ გრძნობთ. ეს ჰიპერმგრძნობელობის ინსტინქტია. ტვინი მოქმედებს ლოგიკით „სჯობს ფრთხილად იყო, ვიდრე საფრთხე გამოსცადო”. ამის გამო შეიძლება არც მანამდე შეგეხოთ მწერი, მაგრამ თუ გარშემო მრავლად არიან, ეს შეგრძნება მაინც დაგეუფლებათ. მიზეზი ისაა, რომ ჩვენს წინაპრებს შეხება ჰქონდათ ბევრ საშიშ და შხამიან მწერთან. ჰიპერმგრძნობელობა მათთვის ხელსაყრელი იყო, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ბონუსი: როცა ეს ინსტინქტი ერწყმის „ყბების ეფექტს”, შეიძლება ზებუნებრივის არსებობის შეგრძნება გაგიჩნდეთ, მაგალითად განცდა, რომ სადღაც ახლოს მოჩვენებაა. ოდესღაც ნანახი მისტიკური ფილმი გონებაში გაქვთ ჩარჩენილი, სასაფლაოზე ან სხვა უკაცრიელ ადგილას მოხვედრისას კი ჰიპერმგრძნობელობით რაღაცას გრძნობთ, შეიძლება შეხებასაც, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არაფერი ხდება. ტვინი ამ დროს ისევე ქმნის მოჩვენების გამოსახულებას, როგორც სხვა დროს – ხოჭოსა და ობობას.

 


● გიფიქრიათ, რატომ აქვთ შუახნის ცოლიან მამაკაცებს კრიზისის პერიოდი?
ბევრი თვლის, რომ დაქორწინებულ მამაკაცთა უმეტესობას შუახნის ასაკში კრიზისი უდგება. ეს ნაწილობრივაა სწორი. კრიზისი მართლაც დგება, მაგრამ არა იმიტომ, რომ მამაკაცია შუახნის, არამედ – მისი ცოლი. ევოლუციური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან, კრიზისის მიზეზია ცოლის მოახლოებული მენოპაუზა და მისი რეპროდუქციული კარიერის დასასრული, ამიტომაც კაცს უჩნდება სურვილი, მოინადიროს უფრო ახალგაზრდა ქალბატონები. შესაბამისად, თუკი 40 წლის მამაკაცი დაქორწინდება 20 წლის გოგონაზე, კრიზისის ალბათობა დაბალია, ხოლო 40 წლის ქალზე დაქორწინებულ 20 წლის მამაკაცს ეს პერიოდი მალე დაუდგება. კრიზისში „დამნაშავე” არა მამაკაცი, არამედ ქალია. თუკი უცებ მამაკაცს მოუნდება ხასხასა წითელი ფერის სპორტული ავტომობილის შეძენა, ამის მიზეზი არა ახალგაზრდობის დაბრუნება, არამედ გოგონების მიზიდვის სურვილია, რათა მენოპაუზაში მყოფი მეუღლე ჩაანაცვლოს.

 


● გიფიქრიათ, რატომ გესაყვარლებათ ზოგიერთი რამ?
ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რაც შეიძლება ეფექტურად გადაიტანოს თქვენი გენები მომავალ თაობაში. ამიტომ ადრეული წინაპრებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა, მიდრეკილება ჰქონოდათ ბავშვებისკენ და ბუნებრივად გასჩენოდათ მათზე ზრუნვის სურვილი. აქედან იღებს ეს დამოკიდებულება სათავეს. მოგვიანებით ადამიანებს განუვითარდათ ანალოგიური ემოციები ისეთი რამეების მიმართ, რასაც ჰქონდა ბავშვის მახასიათებლები – უსუსურობა, დიდი თავი, ფართო თვალები, ფუმფულა სხეული და ა.შ. ბევრს ესაყვარლება კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები, ზოგჯერ უსულო რამეებიც კი, მაგალითად მინიატურული (ანუ ბავშვივით პატარა) ნივთები.

 


● გიფიქრიათ, რატომაა ადამიანების ნაწილი ჰომოსექსუალი?
წარმოიდგინეთ ადრეული ადამიანების პოპულაცია, სადაც ჰომოსექსუალობა არ არსებობს. ეს გამოიწვევდა შობადობის მაღალ მაჩვენებელს და თითქოს ევოლუციური უპირატესობაც იქნებოდა. მაგრამ ბევრ ბავშვს ბევრი საკვები, მზრუნველობა, დაცვა და თავშესაფარი დასჭირდებოდა, რაც იმ დროს შეზღუდული იყო. ბავშვების უმეტესობა ზრდასრულ ასაკს ვერ მიაღწევდა. ახლა წარმოიდგინეთ საპირისპირო: პოპულაცია ბევრი ჰომოსექსუალით, შესაბამისად, ნაკლები ბავშვით, რომლებიც კარგად მოვლილები იქნებოდნენ. თუმცა ზრდასრულობამდე ისევ ცოტა მივიდოდა, რადგან მათი რიცხვი თავიდანვე მცირე იყო. და ბოლოს, მესამე ვარიანტი: პოპულაცია ჰომოსექსუალთა ოპტიმალური რაოდენობით. შესაბამისად ოპტიმალური იქნებოდა ბავშვების რიცხვი და მათი უმეტესობა მომწიფებას მიაღწევდა. სწორედ ამის შედეგია დღევანდელი პოპულაციის განაწილება სექსუალური ორიენტაციის მხრივ – ჰომოსექსუალთა საზოგადოება მუდამ უმცირესობაშია, მაგრამ მტკიცედ არსებობს ყველა ეპოქაში.

Advertisements

11 responses to “10 უცნაურობა, რომლებიც ევოლუციამ გვისახსოვრა

  1. dato 30/09/2013, 12:17 AM

    მადლობა საინტერესო თემისათვის..

    Like

  2. L 30/09/2013, 3:18 PM

    მეექვსეს და ბოლოს არ ვეთანხმები… ისე კაია რო დაბრუნდი გამოცოცხლდა ბლოგი 🙂

    Like

    • Charlius 03/10/2013, 10:12 AM

      შენი ვერსია როგორია? 🙂
      ჰომოებზე ერთი-ორი სხვა თეორიაც არის, ამას გეი ბიძის (gay uncle) თეორიას ეძახიან

      Like

  3. thomas 06/10/2013, 9:54 PM

    1 მცდარია რადგან არსებობს ბევრი ადამიანი რომელთაც არც ტკბილი და არც მლაშე კერძები უყვართ
    3 მცდარია რადგან არსებობენ ადამიანები რომლებიც საერთოდ არ თანაუგრძნობენ ცხოველებს
    4 მცდარია რადგან არსებობს მრავალი ადამიანი რომლებიც არ ეხმარებიან გაჭირვებულებს
    5 მცდარია რადგან არსებობს მრავალი ქალი რომლებიც ისე არ იქცევიან როგორც შენ გიწერია
    6 აქ ევოლუცია არაფერ შუაშუა
    7 მცდარია რადგან არსებობს მრავალი ადამიანი რომელთაც არ აქვთ უსიამოვნო გრძნობა თუ მათ მწერი შეეხება. მეტიც, ბევრი ადამიანი არსებობს რომლებსაც უყვართ მწერები ფეხსახსრიანები და ქვეწარმავლები და სხვა
    8 აქაც არაფერ შუაშია ევოლუცია

    Like

    • Charlius 06/10/2013, 10:43 PM

      და სად წერია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია? :დ ვისაც ეს შტრიხები აქვს, იმათ ეხება

      Like

    • nika 04/11/2013, 12:04 AM

      evolucia yoveltvis aris shuashi. da adamianebs romelltac es kanoni ar exebat egec evolucuirad ganuvitardat. tito magalitit verafers daamtkiceb, gansxvaveba yoveltvis arsebobs

      Like

  4. thomas 07/10/2013, 1:00 AM

    არავის არ აქვს შტრიხები , ყველა ადამიანი ერთნაირია განსხვავებული ხასიათის, აქ რა შუაშია ევოლუცია? ეს ხალხი რომლების მე ჩამოვთვალე ჩვეულებრივი ადამიანები არიან. რა არ არიან ესენი ჩვენი წინაპრების შთამომავლები?

    Like

    • Charlius 08/10/2013, 6:26 PM

      ევოლუცია იმ შუაშია, რომ ადამიანთა ნაწილს ჩამოუყალიბა ეს შტრიხები, რაც პოსტში წერია. ლურჯი თვალი მუტაციის შედეგია და რადგანაც ყველას არ აქვს ლურჯი თვალები, ესეიგი ევოლუცია არაფერ შუაშია?

      Like

    • nika 04/11/2013, 12:08 AM

      mgoni imis tqma ginda rom asetebat gavchndit tavidanve adamisa da evas saxit da araferi shecvlila da evoluciaci ar arsebobs, magram argumentic ki ar gaqvs, ver vxvdebi ratom amtkiceb sisuleles. homosexualoba ro evoluciuri iyos yvela homosexuali unda iyo?

      Like

  5. Lika Nanobashvili 04/01/2014, 2:23 AM

    სრული უვიცობა ეთ ითს ბესთ :/

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: