ზვიგენის ფარფლების ბაზარი


ზვიგენის ფარფლების შავი ბაზარი წარმოადგენს მრავალმილიარდიან, ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა ბიზნესს. მისი მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი იუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. მაგალითად, ეკვადორში ბევრჯერ დაუკავებიათ კონტრაბანდისტები, რომლებსაც საშუალოდ 20 000 ფარფლი გადაჰქონდათ. 1 ფუნტი (453.6 გრამი) ფარფლის საბოლოო ფასმა ბაზარზე შესაძლოა, 300 დოლარს გადააჭარბოს. საქონლის მიმწოდებლები კი ფუნტზე მხოლოდ 1 დოლარს იღებენ გასამრჯელოს, რაც უმეტესად საბოლოო ფასის 1%-საც კი არ შეადგენს.


 


ზვიგენის მრავალი სახეობა შეიძლება, პოლარულ დათვზე უფრო ადრე გადაშენდეს, თუკი ამ საკითხში სიტუაცია არ შეიცვლება. ვეშაპისებრ ზვიგენს – ყველაზე დიდ თევზს, რომლის სიგრძეც 12 მეტრს აჭარბებს – ბევრ განვითარებულ ქვეყანაში კანონი იცავს, თუმცა ზოგ რეგიონში დღემდე ნადირობის ობიექტს წარმოადგენს. ვეშაპისებრი ზვიგენის 1 ფარფლის ფასი აზიურ ბაზრებში 15 000 დოლარს აღწევს.

 


ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ავტომატურად უწყობს ხელს ზვიგენის ფარფლების სუპზე მოთხოვნილების ზრდას. საზეიმო წვეულების გამართვისას ზვიგენის ფარფლების სუპით სუფრის „დამშვენება” სიმდიდრისა და პრესტიჟის ასოციაციას იწვევს.

 


მოპოვებული ზვიგენის ფარფლების 95% ჩინეთში, ტაივანსა და ჰონგკონგში გადააქვთ. ფარფლების ბიზნესი წელიწადში 5%-ით იზრდება.

 


ყოველ წამს მსოფლიო მასშტაბით 3 ზვიგენი კვდება ადამიანის ხელით. 1 წლის განმავლობაში ამ გზით დაახლოებით 73 მილიონი ზვიგენი ემშვიდობება სიცოცხლეს, რაც გაეროს ოფიციალურ მონაცემზე სამჯერ მეტია. ზვიგენის სუპზე მოთხოვნილების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ოკეანეებიდან ამ არსებების 90% გაქრა.

 


ხანდახან ფარფლებს ჯერ კიდევ ცოცხალ ზვიგენებს აჭრიან, შემდეგ კი გემზე ადგილის გათავისუფლების მიზნით ისევ წყალში აგდებენ. ზღვაში მოხვედრილი ზვიგენები აგონიაში ვარდებიან და იხოცებიან. ზვიგენების ასეთმა მასიურმა განადგურებამ და მათი, როგორც სახეობების ამოწყვეტამ, შესაძლოა, მსოფლიო ოკეანეების კვების ჯაჭვში დიდი ცვლილება გამოიწვიოს. ზვიგენების რიცხვი კატასტროფულად მცირდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.

 


ჩინეთში ლეგალურად იმპორტირებული ზვიგენების 90% სოფელ ჩიბის გაივლის. 20 ოფიციალური კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, წლიურად 4 000 ტონა ზვიგენის ხორცს ამუშავებენ. ჩიბის მოსახლეობა 35 000 ადამიანს შეადგენს და ამ საქმიანობას უკვე 800 წელია, მისდევენ. ზვიგენის სხეულის 98% სხვადასხვა პროდუქტებად ნაწილდება, ბაზარზე თითქმის ყველა ნაწილი იყიდება.

 

Advertisements

10 responses to “ზვიგენის ფარფლების ბაზარი

  1. Chumscrubber 16/03/2012, 8:10 PM

    ზვიგენის სუპის ჭამას კაი ბორში ჭამო არჯობია? იაფიც დაგიჯდება და გარემოსაც გაუფრთხილდები თან უფრო სასარგებლოა

    Like

  2. ჭიამარია 17/03/2012, 10:25 AM

    ზვიგენის სუპი და ჯანდაბა ამათ დამხოცავებს

    Like

  3. bioblog.me 17/03/2012, 12:07 PM

    ასეთი რაღაც ვინ მოიფიქრა? ყველაფრის ჭამა ხომ არ შეიძლება?

    Like

    • Charlius 17/03/2012, 12:24 PM

      ჩინელებს ოხრად აქვთ ეგეთი რაღაცები მოფიქრებული 😐 ზვიგენის ფარფლების სუპის გარდა, ვეფხვის ორგანოებს იყენებენ ტრადიციულ მედიცინაში და მაგის გამო ვეფხვის რამდენიმე სახეობა მთლიანად ამოწყვიტეს, ზოგადად ვეფხვები კი 100 000-ობით იყო და ახლა რამდენიმე ათასია

      Like

      • bioblog.me 17/03/2012, 1:00 PM

        ხო, რაღაც მსგავსი ამბავი მეც გამიგია ვეფხვებთან დაკავშირებით. რომ შეიძლებოდეს კანიბალიზმსაც კი დააკანონებდნენ და მაგასაც ექნებოდა გამართლება 😦

        Like

  4. Z E I T G E I S T 17/03/2012, 2:26 PM

    აუ ეს მყრალი სულის ხალხი ნახე, რას გვანან! ფულის და კუჭის გულისთვის ყველაფერზე მიდიან. ნელ-ნელა ჩინელების მიმართ სიძულვილი მიჩნდება და მერე იტყვიან რასისტიაო. თფუი მაგათ ადამიანობას!

    Like

    • Charlius 17/03/2012, 4:15 PM

      მეც ეგრე ვარ უკვე, ისეთ რაღაცებს ვნახულობ ხოლმე 😐 არადა ბავშვობაში ჩინეთის გულშემატკივარი ვიყავი დიდი ისტორიისა და კულტურის გამო.

      Like

      • Z E I T G E I S T 17/03/2012, 5:02 PM

        მესმის კი, არც მე ვარ დაუნახავი და ყოველთვის ვაფასებ იმას, რაც დასაფასებელია, თუმცა ყველაფერი, რაც ცხოველებთან მიმართებაში ხდება ჩინეთში აუტანელია და რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ ზიზღი მიმძაფრდება ასეთი უმოწყალობის ამო.

        Like

  5. Luka Floyd 18/03/2012, 8:33 PM

    I Don’t Want To Live On This Planet Anymore

    Like

  6. თამუნია 24/03/2012, 6:52 PM

    adamiani yvelaze sashishi mxecia :):)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: