National Geographic – ივნისის საუკეთესო 10 ფოტო


შემოდგომის ტყე, გერმანია. ფოტო გადაღებულია გერმანიის ქალაქ ჰამელინში, რომელიც ვირთხების განმდევნელი მესტვირის (გერმანული ფოლკლორი) დაბადების ადგილია. ეს არეალი ეკუთვნის ქვედა საქსონიას, ტერიტორია უმეტესად დაბლობი ადგილი და ვაკეებია.


გამოქვაბული იუკატანის ნახევარკუნძულზე. იუკატანზე უამრავი ბუნებრივი ჭა, თხრილი თუ გამოქვაბულია, რომლებიც სილამაზითა და უნიკალურობით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი განათებულია, ზოგიერთი მდიდარია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, კრისტალურად სუფთა წყლით.


მზის ამოსვლა ბაგანის ჰორიზონტზე. მიანმას ქალაქი ბაგანი ცნობილია 4000-ზე მეტი ბუდისტური ტაძრით, რომლებიც გაშენებულია ბრტყელ მტვრიან დაბლობზე. საუკეთესო დრო ქალაქის სიშვიდით დასატკბობად არის განთიადი და ბინდი.


ლეოპარდი სამხრეთ აფრიკაში. ცვრიან დილას ახალგაზრდა ლეოპარდი წაქცეულ ხეზე ზის და სხეულს ილოკავს. სხვა დიდ კატებთან შედარებით, ლეოპარდი უფრო მორცხვია და იშვიათად ჩნდება. თუმცა ეს იმის გამოცაა, რომ სანადიროდ ღამით გამოდიან. ღონიერი და საუცხოო არსება ლეოპარდი იმ სახეობებში შედის, რომლებიც ადამიანთა ბარბაროსული საქციელის გამო დღითიდღე ცოტავდებიან.


ქუჩის სცენა, ჰავანა. კუბელი მამაკაცი საღამოს აივნიდან იყურება და აკვირდება ქუჩაში მოფუსფუსე ხალხსა და მოძრავ ავტომობილებს, ამასთან ცხელი დღის გასვლის შემდეგ სუფთა ჰაერს ისუნთქავს.


ნაყინის გამყიდველი, საბერძნეთი. გადაღებულია საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას ფლობს, საკურორტო სეზონის დროს ნაყინის გაყიდვითაა დაკავებული და ყველა შემხვედრს თავაზიანად ესალმება.


მთვარის ამოსვლა კარიბის ზღვაზე. ტურისტი მეზობლები საღამოთი თავიანთ ქოხებში ისვენებენ, თან აკვირდებიან კარიბის ზღვიდან მთვარის ამოსვლის პროცესს და ყურებით თვალს ატკბობენ.


მატარებლით მგზავრობა, სტამბული. ფოტო გადაღებულია მაშინ, როცა მატარებელი შეჩერდა გალათას ხიდთან. ეს ის ხიდია, რომელიც სტამბულს დასავლური, უფრო ლიბერალური სამყაროსგან ჰყოფს, მეორე მხარეს კი ტრადიციული ისლამური საზოგადოებაა.


ნისლი სპოკანში. ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის ქალაქი ვაშინგტონის შტატში, რომელიც ტურისტებისა და ფოტოგრაფებისთვის შესანიშნავი ადგილია. საღამოთი ხშირად მთელი ქალაქი ნისლში ეხვევა, რასაც ქუჩის განათება ლამაზ ელფერს აძლევს და მოსიარულე ადამიანების სილუეტს კვეთს.


ტოკიოს ტაქსი. ტოკიოს წვიმიან დღეს, როცა ხალხი შენობებს ეფარებოდა, მოულოდნელად გამოჩნდა ტაქსი, რომელიც იაპონელებისა და მათი ფერადი ქოლგების გარემოცვაში აღმოჩნდა შინჯუკუს გადატვირთულ გზაჯვარედინზე.

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო
მაისის საუკეთესო 10 ფოტო

Advertisements

7 responses to “National Geographic – ივნისის საუკეთესო 10 ფოტო

  1. თორნიკე 03/07/2011, 6:32 PM

    კარგი ფოტოებია, განსაკუთრებით სტამბულის.

    Like

  2. tamara 04/07/2011, 9:29 AM

    National Geographic-ის ფოტოები ყოველთვის მაშტერებს :/

    Like

  3. Pingback: National Geographic – ივლისის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  4. Pingback: National Geographic – აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  5. Pingback: National Geographic: სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  6. Pingback: National Geographic: ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: