რა ხდება ინტერნეტში 60 წამის განმავლობაში?

ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტ-სივრცე ყოველთვის აქტიური და ხმაურიანია, თუმცა ის, რასაც ექსპერტების დასკვნა აჩვენებს, ჩვენს მოლოდინს აღემატება – 700 000 კითხვა გუგლში, 168 მილიონი გაგზავნილი ელფოსტა და 98 000 ტვიტი ტვიტერზე. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ინფოგრაფიკა, რომელიც პოსტის დასაწყისშია, შედგენილია Go-Globe.com-ის მიერ და გვაძლევს წარმოდგენას, თუ რა ოპერაციები სრულდება 1 წუთის განმავლობაში ინტერნეტში. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია – საიდან ამდენი დრო ამდენი ოპერაციის განსახორციელებლად?

გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობიდან 30.1 მილიონი მოზარდი სტუმრობდა ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე. ეს თითქმის ორჯერ მეტია 2006 წლის რაოდენობასთან – 16.5 მილიონთან შედარებით. 2010 წელს იმ ბრიტანელი მოზარდების რაოდენობამ, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ შეხება ინტერნეტთან, შეადგინა 9.2 მილიონი, რაც ნაკლებია 2009 წლის მაჩვენებელზე – 10.2 მილიონზე.

 
მაშ ასე, ინტერნეტის 1 წუთიანი სტატისტიკა:

* იგზავნება 168 მილიონი ელექტრონული წერილი ფოსტიდან.
* სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 695 000-ჯერ ახლდება სტატუსი, იპოსტება 79 364 პოსტი კედელზე და ქვეყნდება 510 040 ახალი კომენტარი.
* გუგლს უწევს პასუხის გაცემა 694 445 თხოვნაზე.
* სკაიპის მომხმარებლები ახორციელებენ ჯამურ 370 000 წუთიან ხმოვან საუბარს.
* ტვიტერზე იქმნება 320 ახალი ანგარიში და ქვეყნდება 98 000 ტვიტი.
* Tumblr მდიდრდება 20 000 ახალი პოსტით.
* ინტერნეტ რადიო მომწოდებელი პანდორა უშვებს 13 000 + საათის ჯამური ხანგრძლივობის ფაილებს.
* ჩამოიტვირთება აიფონის 13 000 აპლიკაცია.
* Flickr-ზე ქვეყნდება 6,600+ ფოტო.
* ვებ-ბრაუზერი FireFox ჩამოიტვირთება 1700-ჯერ.
* სოციალურ ვებსაიტ Scribd-ზე დოკუმენტების 1600+ გაზიარება ხდება.
* Craigslist-ს ემატება 1200+ განცხადება.
* საიტ იუტუბზე იტვირთება 600 ახალი ვიდეო.
* 125-ჯერ ჩამოიტვირთება ვორდპრესის სხვადასხვა პლაგინები.
* LinkedIn-ზე იქმნება 100 ანგარიში.
* ხდება 70 ახალი დომეინის რეგისტრაცია.
* ვორდპრესი ჩამოიტვირთება მინიმუმ 50-ჯერ.
* Yahoo! Answers პასუხობს 40 შეკითხვას.
* ამასობაში 100-ზე მეტი კითხვა ისმება Answers.com-ზე.
* 1 ახალი განსაზღვრება ემატება Urban Dictionary-ს.

Advertisements

One response to “რა ხდება ინტერნეტში 60 წამის განმავლობაში?

  1. Jimmy Page 22/06/2011, 9:52 PM

    ძალიან საინტერესო პოსტია

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: