ტირანიის პრინციპები – ცხოვრობ თუ არა ტირანულ სახელმწიფოში?

ტირანიას, როგორც წესი, განსაზღვრავენ ულმობელ და მჩაგვრელ მმართველობად. უმეტესად ასეც არის, თუმცა ზოგადად ტირანია ისეთი ხელისუფლების დროს მყარდება, რომელიც არაკანონიერად იქცევა. ეს შეიძლება იყოს როგორც კეთილისმოსურნე, ისე მტრული მთავრობა. ისტორიის მანძილზე მოწყალეთა ტირანია უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნებას ზეწოლითა და წნეხით ცდილობდნენ. ასე რომ ის, რაც ერთი შეხედვით უსაფრთხო ჩანდა, რეალურად საშიში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ტირანია მოქმედებს გარკვეული პრინციპებით, რომელთა მიხედვითაც მისი ამოცნობა საწყის ეტაპზევე შეიძლება. თუკი ხალხი ფხიზლადაა, მომზადებულია და სურს თავისუფლება, უნდა დაუპირსპირდეს მანამ, სანამ ღრმად გაიდგამს ფესვებს.


 
 
ტირანიის მეთოდოლოგია

ტირანია იყენებს მეთოდებს, რომ კონსტიტუციური წესრიგი ძირს დასცეს. გასაკვირია, მაგრამ ეს მეთოდები მისდა უნებურად შეიძლება იმ მთავრობამაც გამოიყენოს, რომელსაც სულაც არ აქვს განზრახული, იყოს ტირანი. მაგრამ როგორი კეთილშობილი მიზნებიც გინდა ჰქონდეს, საბოლოოდ ტირანიაში გადადის. აუცილებელი არაა, ტირანია იყოს წინასწარგანზრახული. ტირანები ზოგჯერ საკუთარ თავსაც ისე ასულელებენ, როგორც სხვებს.

1. სახალხო ინფორმაციისა და აზრის კონტროლი.
იწყება მაშინ, როცა იბლოკება გარკვეული ინფორმაცია, მის მაგივრად კი შუქდება არასწორი და ყალბი. მთავრობამ შესაძლოა შექმნას პროპაგანდის სამსახურები, რომელსაც ტიპიურად უწოდებენ “სახალხო ინფორმაციას” ან “მარკეტინგს”.

2. არჩევნების გაყალბება რეფორმატორის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად.
არ აქვს მნიშვნელობა მთავარი პარტიებიდან ვის აირჩევენ, მთავარია რეფორმატორი არავინ აირჩიონ. ხოლო როდესაც სამაუწყებლო კომპანიები შედეგების გაშუქებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე მათ ეს რეალურად შეიძლებოდა ცოდნოდათ, ხმები არაა დათვლილი სამართლიანად.

3. გადაჭარბებული გავლენა სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებზე.
ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლეების არაშემთხვევითი არჩევა, საღი არგუმენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დაბლოკვა, ადვოკატების არ დაშვება სხვადასხვა ინსტაციებში, პარტიებისა და მათი მრჩეველების მოქმედების შეზღუდვა მთავრობასთან არგუმენტირებულად დასაპირისპირებლად ან გამოსაწვევად.

4. არადელეგირებული ძალაუფლების მითვისება.
ეს ხშირად ხდება პოპულარული მხარდაჭერით რომელიმე პრობლემის გადაჭრისას, ან გაბატონებული ფრაქციის სიმდიდრის გადანაწილებით მხარდაჭერებზე, მაგრამ მას სწრაფად მოყვება პიროვნებებისა და უმცირესობების უფლებების შეზღუდვა.

5. სახელმწიფო მონოპოლია შეიარაღებაზე.
პირველი ნიშანია იარაღის ფლობისა და გამოყენების შეზღუდვა, როგორც წესი საზოგადოების “დაცვის” მოტივით, რასაც ცხადია მოსდევს კრიმინალის ზრდა და შემდგომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა იარაღის ფლობაზე, ამას კი თავის მხრივ – უფრო მეტი მოწინააღმდეგე და მეტი იარაღი.

6. სააღსრულებო სტრუქტურების მილიტარიზაცია.
ცხადდება “ომი კრიმინალის წინააღმდეგ”, რომელიც მალე იქცევა სამოქალაქო უფლებებზე ომად. იწყება სამხედრო ძალების მზადება პოლიციის მოვალეობების შესასრულებლად.

7. იმ საზოგადოების დამხობა და დაშლა, რომელიც შეიძლება მოგვევლინოს რეფორმატორად. იწყება თვალთვალითა და მოსმენით, შემდგომ მოსდევს პოლიტ. ლიდერების უკანონო დაპატიმრება.

8. გამოძიებებზე ზეწოლა.
როდესაც ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფარდა ახადონ მაღალი დონის დანაშაულებებს, არიან მუქარის მსხვერპლნი, ეს ნიშანია იმის, რომ სისტემა არა მარტო კორუფციაშია ჩაფლული, არამედ კორუფცია უკვე გარდაიქმნა აქტიურ ტირანიად.

9. კანონის გამოყენება კონკურენტების მოსაშორებლად.
იწყება მაშინ, როდესაც გამარჯვებული ფრაქცია ძირავს მისი მხარდამჭერების კონკურენტებს კანონის ძალით, ხანდახან კი თავად წარმოადგენს ასეთ ძალას და არალეგალურად ცდილობს დამოუკიდებელი კონკურენტების მოშორებას. ამის ხშირი მაგალითია ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის დაბრალება.

10. შიდა ბალანსისა და შემოწმებების დამხობა.
მოიცავს მთავარ თანამდებობებზე ისეთი პირების დანიშვნას, რომელთა გაკონტროლებაც შესაძლებელია მათი სპონსორებისგან, შემდგომში კი უკანონო საქმეებს ახორციელებენ. ამ პრინციპის ხორცშესხმის ყველაზე ცუდი გზაა არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც “ზემოდან” მიღებული ბრძანებებით ხელმძღვანელობენ.

11. კანონზე მაღლა მდგომი კლასის ჩამოყალიბება.
სახელმწიფოს მიერ ბრალდებების მოხსნა იმ პირებზე, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა “ასრულებენ ბრძანებებს”.

12. ხალხის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდა.
კლასიკური ხერხია, ჩამოერთვას ხალხს ყველაფერი, რაც გააჩნია, შედეგად ხალხი შეასრულებს მთავრობისთვის ყველაფერს, რომ უკან რაიმე მაინც დაიბრუნოს.

13. ხალხის მიერ სამოქალაქო ვალდებულებებზე უვიცობის ზრდა, ასევე ზიზღი მათი შესრულების მიმართ.
როდესაც ხალხი თავს არიდებს ისეთ რამეებს, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობა, სამხედრო სამსახური, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, ტირანია არც ისე შორსაა.

14. დადგმული მოვლენები მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ტერორიზმის აქტები, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ბრალდებათ. მას მაშინვე მოსდევს ცვლილებები, რათა გაიზარდოს მთავრობის მიერ მათი აღმომფხვრელი ორგანოების დაფინანსება. ამ მოვლენას ხშირად უწოდებენ “რაიხსტაგის გეგმას”.

15. უფლებების პრივილეგიებში გარდაქმნა.
ლიცენზიებისა და საშვების მოთხოვნა ისეთ მოქმედებებზე, რომელთა შეზღუდვის კანონიერი უფლებაც მთავრობას არა აქვს.

16. პოლიტიკური კორექტულობა.
ბევრი ადამიანი, თუ არა უმეტესობა ხალხისა, ხდება გადაბირებული და ერთვება რეპრესიულ მოქმედებებში, მიუღებელი ხედვების მიუხედავად, რომელიც საბოლოოდ გზას უკაფავს ტირანიული მთავრობის გაბატონებას.
 
 
ტირანიის არიდება
არიდების გზა ტირანიის ადრეულ ეტაპზევე დადგენაა და შემდგომში ხელის შეშლა, სანამ უფრო გაძლიერდება და გამყარდება. ხალხი არ უნდა შეეგუოს და არ უნდა ჩაიგუბოს პირში წყალი კანონის აშკარა დარღვევებზე. საწყის ეტაპზე წინააღმდეგობის არგაწევა მომავალში მმართველობის გამკაცრებას გამოიწვევს, რასაც მოჰყვება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა, რის აღდგენასაც შეიძლება რამდენიმე საუკუნე დასჭირდეს.

 
 

არ არსებობს იმაზე დიდი ტირანია, რომელიც კანონისა და სამართლის ნიღაბსაა ამოფარებული.
მონტესკიე

 

Advertisements

One response to “ტირანიის პრინციპები – ცხოვრობ თუ არა ტირანულ სახელმწიფოში?

  1. cucqira 27/05/2011, 8:30 PM

    ვა მე მეგონა საქართველოში დემოკრატიული მმართველობა იყო და თურმე ტირანია ყოფილა 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: