National Geographic – აპრილის საუკეთესო 10 ფოტო


წყლის დინგფაროსანი. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლისას ჩრდილოეთ კაროლინის ფიჭვის პლანტაციებში მკვლევარებმა გველი შენიშნეს. სურათზე მას კლასიკური თავდაცვითი პოზიცია აქვს მიღებული.

 


ფრისტოუნის კლდე. იოსემიტის ხეობაში, ჩანჩქერებთან ახლოს, კლდეზე ქეით რუტერფორდი მიცოცავს.გადაღების მომენტში გაჩერებულია და მოსაჭიდ ადგილს ეძებს. ეს კლდე განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან წყლის დინება მას აპრიალებს და ციცაბოს ხდის.

 


პოლარული დათვები. სვალბარდის ფიორდის (ნორვეგია) გადაცურვისას დედა დათვს მისი ბელი ზურგზე ჰყავდა მოსმული, ნაპირზე გამოსვლისას კი ტანს იბერტყავს. ბელები ხშირად ასხდებიან მშობელს ზურგზე, სავარუდოდ ეს სითბოს შენარჩუნების მიზნით ხდება.

 


მატერჰორნი. მთის მბრწყინავი მწვერვალი მზის ჩასვლისას. მატერჰორნი შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარეობს და ალპების უმაღლესი წერტილია (4477 მ). გამორჩეულია გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალით, რაც განსაკუთრებით იზიდავს ალპინისტებს.

 


გაზაფხული. ფოტო, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ნახატს ჰგავდეს, გადაღებულია იტალიაში. მზის სხივები ათბობს მინდორს და ცხელი ამინდებისთვის ამზადებს.

 


არქის ნაციონალური პარკი. ირმის ნახტომის ხედი არქის ნაციონალური პარკიდან, ბუნებრივად დაბალანსებული ქვების წყობის ფონზე.

 


ბადაბ სურტი. ირანის პროვინციის, მაზანდარანის ტერიტორია, სახელად ბადაბ სურტი და ალბორცის მთები, რომლებიც სიმაღლეში 1840 მეტრს აღწევენ.

 


ოლგინატეს ტბა. დაბალ სიმაღლეზე მყოფი ღრუბლები ფარავენ ჩრდილოეთ იტალიის ალპურ ველებს. ამასთან, ქვემოდან ამომავალი სინათლე მათ ლამაზ ელფერს აძლევს. ზემოდან კი მთვარის შუქი ეფინებათ.

 


ელვა არიზონაში. ჭექა-ქუხილისა და წვიმის დროს 4 ელვა გამოჩნდა არიზონას შტატის ქალაქ სკოტსდეილში, რომლის დაფიქსირებაც მოხერხებულ ფოტოგრაფს კარგად გამოუვიდა.

 


ელ კაპიტანი. 910 მ სიმაღლის კლდის, ელ კაპიტანის ანარეკლი მერსედის მდინარეში, იოსემიტის ნაციონალურ პარკში, კალიფორნიის შტატში.

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო

6 thoughts on “National Geographic – აპრილის საუკეთესო 10 ფოტო

  1. გამოხმაურება: National Geographic – მაისის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  2. გამოხმაურება: National Geographic – ივლისის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  3. გამოხმაურება: National Geographic – აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  4. გამოხმაურება: National Geographic: სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

  5. გამოხმაურება: National Geographic: ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s