დოქტორი მანჰეტენი

დოქტორი ჯონათან ოსტერმანი, იგივე დოქტორი მანჰეტენი, DC Comics-ის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი და კომიქსების სერიის, “Watchmen”-ის სუპერგმირია. ის წარმოადგენს კაპიტან ატომის მოდიფიცირებულ ვარიანტს.

ისტორია

ჯონათან ოსტერმანი დაიბადა 1929 წელს. მამამისი მესაათე იყო და ჯონი მის კვალზე გაყოლას აპირებდა. ის სულ 16 წლისაა, როცა შეერთებული შტატები ჰიროსიმაში ატომურ ბომბს აგდებს. მამამისი, ხვდება რა ფარდობითობის თეორიის საჭიროებას, თავის პროფესიას მოძველებულად აცხადებს და თავისი და ჯონის სამუშაო ნივთებს ფანჯრიდან ყრის, შვილს კი აიძულებს მეცნიერებას გაყვეს და ბირთვულ ფიზიკას დაეუფლოს. ეს გადაწყვეტილება მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს ჯონის ცხოვრებაში.

1948-58 წლებში ჯონი პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ბირთვული ფიზიკა ძირფესვიანად შეისწავლა. 1959 წელს სამეცნიერო კვლევა-ძიების ცენტრ “Gila Flats”-ში გადავიდა, სადაც ტარდებოდა ექსპერიმენტები ობიექტების ‘შინაგან ველზე’. საბოლოოდ ეს ექსპერიმენტები იწვევდა ნივთების შემადგენელ ნაწილებად დაშლას. აქვე გაიცნო კოლეგა – მკვლევარი ჯენი სლეიტერი, რომელიც მოგვიანებით მისი საყვარელი გახდა.

1959 წლის ივლისში ჯონი და ჯენი ნიუ ჯერსიში გაემგზავრნენ. ერთ-ერთ პარკში სეირნობისას ჯენის საათის სამაჯური გაუწყდა, ხოლო ციფერბლატს მსუქანმა კაცმა გადაუარა და დაამტვრია. ოსტერმანი პირდება ჯენის, რომ საათს გაუკეთებს. იმ ღამეს ისინი ერთად იძინებენ, ერთი თვის შემდეგ კი, აგვისტოში, როცა ჯენი 30 წლის გახდა, ჯონმა მას შეკეთებული საათი აჩუქა. მაგრამ ამ დროს გაახსენდა, რომ პალტო დარჩა იმ ოთახში, სადაც ექსპერიმენტები ტარდებოდა ‘შინაგან ველებზე’. ჯონი შევიდა კამერაში, მაგრამ უეცრად კარები დაიხურა და დაცვის სისტემის გამო ავტომატურად ჩაიკეტა. მის გაღებას ვერც ჯონი მოახერხებს და ვერც გარეთ მყოფი მისი კოლეგები, ამიტომ მას შემდეგ რაც ათვლის სისტემა ნულს მიუახლოვდება, შორდებიან კარებს. მექანიზმები ირთვება და ჯონს შინაგან ველს აცლის. შემდეგ რადიაციული გამოსხივებით იჟღინთება და გენერატორის სიმძლავრით ნაწილებად იშლება. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ორთქლდება და გარდაცვლილად გამოაცხადებენ.

მომდევნო თვეებში “Gila Flats”-ში უცნაური მოვლენების სერია იწყება, ხედავენ უცნაური ფორმისა და ფერის ფიგურებს, რაც აფიქრებინებთ, რომ ჯონი არ გამქრალა და საკუთარი თავის აღდგენას ცდილობს. გამოსახულებები სხეულის ნაწილებს ჩამოჰგავს, მაგალითად, პირველად ხედავენ მხოლოდ ნერვულ სისტემას, თვალებითა და ტვინით. 10 ნოემბერს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფორმა აქვს, 14 ნოემბერს – ნაწილობრივ მუსკულატურით. ყოველი გამოჩენა მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება. 22 ნოემბერს საბოლოო სახით გამოჩნდება. ის არის მაღალი, უთმო, შიშველი, ლურჯკანიანი მამაკაცი.

ბირთვული ექსპერიმენტების დროს მომხდარი ინციდენტის გამო ჯონათანი დაემშვიდობა ფიზიკურ სხეულს და უკან დაბრუნდა ახალი გარეგნობითა და ღვთაებრივი შესაძლებლობებით, რომელიც მოიცავდა არაბუნებრივ ფიზიკურ ძალას, ტელეკინეზს, ტელეპორტაციას, მატერიის კონტროლს, მომავლის დანახვის უნარს. თუმცა ის არ არის ყოვლისმცოდნე, მინდობილია მთლიანად საკუთარ ინტელექტს. სამაგიეროდ ის უფრო ბევრს ხედავს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, მისი თვალსაწიერი თითქმის უსაზღვროდაა გაშლილი. ამის გამო მისი ქმედებები და დამოკიდებულება იცვლება, არ იქცევა ისე, როგორც სხვები ელიან.

ჯონი ხშირად დაუდანაშაულებიათ, რომ მას არ აღელვებს კაცორიობა და მისი განცდები ან მომავალი. ის არაფერს აკეთებს ჯონ კენედის მკვლელობისთვის ხელის შესაშლელად, როცა წინასწარ იცოდა, რომ ამის საშიშროება არსებობდა. თუმცა Watchmen-ის პერიოდში ის რამდენჯერმე ავლენს ემოციებს.

ჯონი ხშირად ემხრობა იმ აზრს, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ დადგენილია და ადამიანებს ბედისწერა მართავთ. ერთ მომენტში შენიშნავს: “ჩვენ თოჯინები ვართ, ლორი. მეც თოჯინა ვარ, რომელსაც სიმების დანახვა შეუძლია.” Watchmen-ის სამყაროში ის ხშირად დგება არჩევანის წინაშე და საბოლოოდ იძლევა ეთიკის კოდექსით, რომელიც აიძულებს, აირჩიოს ის, რაც სასარგებლოა უმეტესობისთვის.

ჯონი თანდათან უახლოვდება შეერთებული შტატების მთავრობას და საბოლოოდ, მათ სამსახურში დგება. მას არქმევენ Doctor Manhattan-ს და ეძლევათ იმედი, რომ დაიცავს ქვეყანას მტრებისგან. აძლევენ სპეციალურ კოსტუმსაც, რომლის ჩაცმაზეც უხალისოდ თანხმდება, მაგრამ უარს ამბობს ემბლემაზე, რომელიც მათი დიზაინით იყო შექმნილი. ამის ნაცვლად ის თავად ქმნის გამოსახულებას – წყალბადის ატომს, რომელსაც უმტკივნეულოდ ამოიწვავს შუბლზე.

დოქტორი მანჰეტენი მონაწილეობას მიიღებს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ცივ ომში, რომელიც დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება. ამის გამო აშშ გახდება უფრო აგრესიული და რისკიანი. მანჰეტენის უნარები ძირფესვიანად ცვლის მსოფლიო ეკონომიკას. მაგალითად, მას შეუძლია ლითიუმის დიდი მასის სინთეზირება ელექტრომანქანებისთვის. პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის თხოვნით, ჩაერთვება ვიეტნამის ომშიც და სამ თვეში გამარჯვებას მოაპოვებინებს სახელმწიფოს.

სუპერგმირების ჯგუფ Crimebusters-ში გაწევრიანების შემდეგ დაუახლოვდება ლორის, მეორე ‘აბრეშუმის ზმანებას’, მალევე დაშორდება ჯენი სლეიტერს და ურთიერთობას ლორისთან გააბამს.

ადრიან ვეიტის გეგმის განვითარების პერიოდში დოქტორ მანჰეტენს ბრალდება რამდენიმე ადამიანის კიბოთი დაავადება. ამის გამო მანჰეტენი თავს დამნაშავედ იგრძნობს და მარსზე გადასახლდება, სადაც Watchmen-ის პერიოდის დიდ ნაწილს გაატარებს. შემდგომში თან წაიყვანს ლორისაც და იქ საუბრისას გადაწყვეტენ, რომ იბრძოლონ კაცობრიობისთვის.

Watchmen

Watchmen-ის ამბის დასაწყისში დოქტორი მანჰეტენი მუშაობს როკფელერის სამხედრო კვლევა-ძიების ცენტრში აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ. ცხოვრობს ყოფილ ‘აბრეშუმის ზმანება II’-თან, ლორისთან ერთად.

როცა ბრალდებების გამო მარსზე გაემგზავრება, მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს ბრალდებები სინამდვილეში ვეიტის გეგმის ნაწილი იყო. გეგმის, რომლის მიხედვითაც მსოფლიო უნდა გადარჩენილიყო მესამე მსოფლიო ომისგან. მიზეზი, რის გამოც დოქტორმა მანჰეტენმა ეს ვერ დაინახა, იყო ის, რომ ვეიტმა ტაჰიონის გენერატორის მეშვეობით მომავლის დანახვის უნარი ჩაუხშო. ის იაზრებს, რომ გეგმის გამხელა საზიანო იქნება კაცობრიობის მომავლისთვის და სხვა სუპერგმირების მსგავსად (გარდა რორშახისა) თანხმდება საიდუმლოს შენახვაზე. ხოლო როცა რორშახი არ დაეთანხმება მათ და შტატებში დაბრუნებას გადაწყვეტს, თავისი ძალის გამოყენებით ნაწილებად დაშლის და ააორთქლებს მას.

კომიქსების ბოლოს დოქტორი მანჰეტენი ისევ ტოვებს დედამიწას იმ პირობით, რომ შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს. როცა ვეიტი გაიკვირვებს, რომ მას ისევ ადარდებს ადამიანთა სიცოცხლე, ის მიუგებს: “შეიძლება მეც შევქმნა სიცოცხლე რომელიმე სხვა გალაქტიკაში”.

შესაძლებლობები

  • უკვდავება
  • თვითაღდგენის უნარი
  • ორეულის შექმნის უნარი
  • სხეულის დიდ ზომებამდე გაზრდა
  • ენერგიისა და მატერიის მანიპულაცია
  • ლევიტაცია
  • ზეადამიანური ძალა
  • ტელეკინეზი
  • მოუხელთებელი სხეული
  • ტელეპორტაცია
  • მომავლის ხედვა
  •  

    Advertisements

    One response to “დოქტორი მანჰეტენი

    1. Khatia Kaishauri 08/02/2015, 2:42 AM

      რატომ ამოიწვა წყალბადის ატომი, რა სიმბოლური დანიშნულება აქვს?

      Like

    დატოვე კომენტარი

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: