National Geographic: ცხოვრება ფერებში – იისფერი


ტასმანიის ხიდი. მზის ჩასვლისას ვარდისფრად შეფერადებული ღრუბლების ფონზე ხიდი იისფერი ხდება. აგებულია 1836 წელს და ავსტრალიის ერთ-ერთ უძველეს ხიდს წარმოადგენს. მორთულია ულამაზესი ორნამენტებით.


ზაფრანები. ზაფრანიის იისფერი ფურცლების ხედი ახლოდან. ფურცლების გაშლისას მოჩანს ნათელი ყვითელი ფერის ყვავილის მტვერიც.


არაბული დიუნები. შაიბაჰის ნავთობის ველებიდან წამოსული ნათება საუდის არაბეთის ცას მოიისფრო იერს აძლევს. საუდის არაბეთში მსოფლიო ნავთობის მარაგის დაახლოებით მეოთხედია.


პოლარული დათვები ბინდისას. მზის ჩასვლის მომენტში კანადის ქალაქ ჩერჩილის ყინულოვან არეებში ორი დათვი ეჭიდება ერთმანეთს. არქტიკული კლიმატი იცვლება, რის გამოც მეცნიერები ღელავენ, რომ ამან შეიძლება პოლარული დათვების გამრავლებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.


ზღვის ვარსკვლავი. ამ კაშკაშა ფერის ზღვის ვარსკვლავს ფოტო სულავესის წყლებში, ინდონეზიის ტერიტორიაზე გადაუღეს. ზოგჯერ ამ სახეობას თევზებს აკუთვნებენ, რაც შეცდომაა. ისინი უფრო ახლოს კანნემსიანებთან დგანან.


ჯოშუას ხე. კალიფორნიის შტატში, მოჯავეს უდაბნოში მარტოდმარტო დგას ჯოშუას ხე. ერთ დროს ადგილობრივი ამერიკელები მისი ფოთლებისგან კალათებსა და სანდლებს ამზადებდნენ, კვირტებსა და მარცვლებს კი ჭამდნენ.


ანტილოპები. ბოტსვანაში, ოკავარანგოს მდინარის სიახლოვეს ანტილოპები მზის ჩასვლისას წვებიან და ისვენებენ. მათი დიეტა ძირითადად მდინარის პირას ამოსული ბალახისგან შედგება.


თევზი-ფრინტა. სულავესის წყლებში თევზი თავის სამფლობელოში ლივლივებს. მათ სხეულზე ლორწოვანი გარსი აქვთ, რაც მოწამვლისგან იცავთ.


ლავანდის მინდვრები. ბრაიდსტოუნის მამულები სილამაზით ცნობილი ტერიტორიაა ტასმანიაზე. დაღამებისას ხმელეთიც და ცაც იისფერი ხდება. ეს პლანტაცია კი ლავანდის ფერმებიდან ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.


შიშველი მოლუსკი. ფიჯის წყლებში მობინადრე მოლუსკი, რომელიც ჰიდროიდებით იკვებება. მიაკუთვნებენ ზღვის ლოქორებს, არ აქვთ ნიჟარა და ახასიათებთ გამორჩეული, ნათელი შეფერილობა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s